საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 16-19 მარტს ლიმასოლში (კვიპროსის რესპუბლიკა), მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაზე მივლინების ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკი ქადაგიშვილი
ნომერი
#2-5179/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-10
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-5179/23 07-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს გაცნობებთ, რომ ა.წ 16-19 მარტს მივლინებით ვიმყოფებოდი ლიმასოლში (კვიპროსის რესპუბლიკა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების ადგილი: ქ. ლიმასოლი, კვიპროსის რესპუბლიკა მივლინების თარიღი: 2023 წლის 16-19 მარტი მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა გაფართოებული სხდომა. დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი ქადაგიშვილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; ლიკა ფერაძე, მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი. აქტივობები: სხდომა და პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები კვიპროსის პოლიტიკურ და რელიგიურ ხელმძღვანელობასთან. 2023 წლის 16 მარტს ლიმასოლში გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს გაფართოებული სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრები, კომიტეტების თავმჯდომარეები და მომხსენებლები საბერძნეთიდან, საქართველოდან, კვიპროსიდან, ლიბანიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბოსნიაჰერცეგოვინიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, სერბეთიდან, სუდანიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან (ონლაინ) და ბელორუსიდან (ონლაინ). ასევე მოწვეული ოფიციალური დამკვირვებლები, რომელთა შორის იყვნენ: ზამბიის მიტროპოლიტი იოანისი, პან-აფრიკულ პარლამენტთან I.A.O.-ს მეკავშირე, ვირჯილიო ავატო, I.A.O.-ს მეკავშირე რომის კათოლიკურ ინსტიტუტებთან (იტალია) და დოქტორი ჯონ პანაგიოტუ, OCP-ს პრეზიდენტი (აშშ). სხდომა გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ანიტა დემეტრიუს კვიპროსში მოწვევისათვის; ის მიესალმა ლიბანის პარლამენტის ახალ დელეგაციას ვიცე-სპიკერის ბუ სააბ ელიას ხელმძღვანელობით და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ქადაგიშვილს, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად დაესწრო I.A.O.-ს საწესდებო სხდომას. სხდომის შესავალ ნაწილში დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა ისაუბრა არსებულ ურთულეს ვითარებაზე ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის ომზე და აღნიშნა, რომ ომის პირველივე დღეებში I.A.O.-ს საერთაშორისო სამდივნომ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და მხარეებს მოუწოდა მშვიდობიანი გადაწყვეტილებისაკენ. „უკრაინის ომს მივყავართ მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის დასასრულამდე“, განაცხადა მან. „სამწუხაროდ, ომი ისევ გრძელდება და ჩვენი მოწოდება არ იქნა შესმენილი შესაბამისად, არსებული რთული გარემოება აისახა ასამბლეის გამართულად მუშაობაზეც, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებებისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფუნქციონირება, მით უმეტეს, წელს ასამბლეის დაარსებიდან 30 წლისთავია და საჭიროა საფუძვლიანი მომზადება ამ საიუბილეო თარიღისათვის. 1 სხდომის მონაწილეებს გენერალურმა მდივანმა წარუდგინა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე საქმიანობის ანგარიში. მათ შორის, ისაუბრა იმ არაერთ ინიციატივაზე, რაც ამ ბოლო წლის მანძილზე განახორციელა საერთაშორისო სამდივნომ, „...ომის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად ვეცადეთ გადაგვეჭრა ისეთი საკითხები, რაც ყველა ჩვენგანისთვის საერთო ამოსავალი წერტილია. ამ კონტექსტში მივიღეთ არაერთი ინიციატივა მართლმადიდებლური ტრადიციისა და მდიდარი ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით. ამ მიმართულებით, გადაწყდა საერთაშორისო კამპანიის განხორციელება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. კერძოდ, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ალბომის − „წმინდა სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაციები. ალბომი ეტაპობრივად ითარგმნება წევრი ქვეყნების ენებზე და გამოიცემა. უკვე გამოცემული ალბომების პრეზენტაციები კი წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნული პარლამენტების ხელშეწყობით. სხდომაზე საერთაშორისო სამდივნოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ასამბლეის მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი 2023 წლის ივნისამდე. შემდეგ სხდომა გაგრძელდა ორგანიზაციულ საკითხებზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და საქმიანობაზე აზრთა შეჯერებით, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენელთა გამოსვლებით და განცხადებებით მათ ქვეყნებში არსებულ კონკრეტულ სიტუაციებსა და გარემოებებთან დაკავშირებით. მსჯელობა გაიმართა მომავალი ასამბლეის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებზე და ა.შ. შეჯერდა წერილის ტექსტი ევროპის მომავლის დიალოგის შესახებ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გაეგზავნება ევროპის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ასამბლეის სახელით. მასპინძელი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა პანიკოს ლეონიდუმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს წევრებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც თურქეთის ოკუპაციის წინააღმდეგ კვიპროსელი ხალხის ბრძოლა ეწოდება და მოუწოდა წევრ ქვეყნებს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ. მისი თქმით, თურქეთის მხრიდან მიმდინარეობს ქრისტიანული წარსულის წაშლა და რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის განადგურება კვიპროსის ოკუპირებულ რაიონებში, ეკლესიების მეჩეთებად, რესტორნებად, კაფეებად გადაკეთების ფაქტები. კვიპროსი ევროკავშირის ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორად არის გაყოფილი და ამას თავად იხილავთ, როცა ეწვევით ნიქოზიის ოკუპირებულ ჩრდ. ნაწილის საზღვარს - აღნიშნა პანიკოს ლეონიდუმ. სხდომაზე მოხსენებებით წარსდგენ დამკვირვებლები − დოქტორმა ჯონ პანაგიოტუმ, მართლმადიდებლური ქრისტიანული ერთიანობისა და რწმენის საზოგადოების (Orthodoxy Cognate PAGE (OCP) თავმჯდომარემ ჩრდილოეთ ამერიკიდან, ისაუბრა ხალხის მიერ მართლმადიდებლური ქრისტიანული აზროვნების („ფრონემა“) შენარჩუნების აუცილებლობაზე, რომელიც გადაჯაჭვულია ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომასთან, ხოლო ზამბიის მიტროპოლიტმა იოანისმა ისაუბრა პანაფრიკულ პარლამენტის რეგლამენტში შესულ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს პანაფრიკული პარლამენტის პრეზიდენტის როტაციის პრინციპს ყოველ 6 თვეში. ეს ცვლილება მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის დაპირდა სამდივნოს წევრებს, რომ მალევე შესძლებს ახალ სპიკერთან შეხვედრას მომავალი თანამშრომლობისათვის საკითხების განსახილველად და ალბომის პრეზენტაციის აფრიკაში გამართვასთან დაკავშირებით. სხდომის დასასრულს ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საიუბილეო გენერალური ასამბლეის ძირითად თემასთან დაკავშირებით, რომლის სათაურია „I.A.O.-ს 30 წელი: ახალი გამოწვევებისა და პერსპექტივების წინაშე“; ასევე, გადაწყდა ასამბლეის საზეიმო ვითარებაში 2 ჩატარება ივნისში ქალკიდიკეში, საბერძნეთი. (შენიშვნა: 1993 წელს ორმილიაში, ქალკიდიკეში, საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით მოწვეულ დამფუძნებელ კონფერენციაზე „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“, საფუძველი ჩაეყარა IAO-ს დაფუძნებას, სადაც საქართველო იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა). 2023 წლის 17 და 18 მარტს შედგა IAO-ს გაფართოებული საერთაშორისო სამდივნოს წევრების ოფიციალური შეხვედრები კუნძულის პოლიტიკურ და რელიგიურ ხელმძღვანელობასთან. კერძოდ: საერთაშორისო სამდივნოს წევრები ეწვივნენ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიას, სადაც გაიმართა აუდიენცია ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსს, მის უწმინდესობა გეორგიოსთან. „მესმის, რომ თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს მხარდაჭერას იმ რთულ ბრძოლაში, რომელსაც ვეწევით ჩვენი ეროვნული და რელიგიური გადარჩენისათვის. ...ჩვენ თავმდაბლად ვითხოვთ მხარდაჭერას, რამდენადაც შეგიძლიათ, იმისათვის, რომ ვისარგებლოთ იგივე უფლებებით, როგორითაც სარგებლობს ყველა ევროპელი“− განუცხადა მან დელეგაციის წევრებს. შეხვედრა გაიმართა ნიკოს ხრისტოდულიდისთან, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრეზიდენტის სასახლეში, ნიქოზიაში. პრეზიდენტმა გულთბილად მიიღო სტუმრები. „ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას პრაქტიკაში, ძირითადად I.A.O.-ში ჩვენი დელეგაციის საპატიო პარლამენტარების აქტიური და არსებითი მონაწილეობით, რითაც განსაკუთრებით ვამაყობთ. მინდა აქვე დაგიდასტუროთ, რომ კვიპროსის რესპუბლიკა მუდამ თქვენს გვერდით იქნება“− თქვა მან. პრეზიდენტის საპასუხოდ, I.A.O.-ს გენერალურმა მდივანმა ასამბლეის აქტივობებზე საუბრისას აღნიშნა − „ჩვენი ინტერვენციები მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, დაწყებული დაუცველ რეგიონებში დევნილი ქრისტიანების მხარდაჭერიდან, დამთავრებული ცვალებად ევროპაში ქრისტიანული ღირებულებების შენარჩუნებამდე, ასევე, ინსტიტუტების, კონფესიებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან დიალოგების წახალისებასა და საფრთხის ქვეშ მყოფი ქრისტიანული ძეგლების დაცვას, რაშიც უდავოდ მოიაზრება კვიპროსის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები და ეკლესიები“. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინოს კომბოსმა I.A.O.-ს დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს მიიღებს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ჩარჩოს გარეშე. „ჩვენი მიზანია ვიმსახუროთ, როგორც ხიდი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, მეტწილად რეგიონში არსებულ ქვეყნებთან. ამავე დროს, შესაძლებელია მართლმადიდებლობის გამოყენება, როგორც ხიდების აგების საშუალება იმ კრიტიკული გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე საზოგადოება. ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ჩიხები და ვიმოქმედოთ მეთოდურად სინერგიითა და თანამშრომლობით ჩვენი მიზნების მისაღწევად.“ კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატაში სტუმრობისას დელეგაციის წევრებს უმასპინძლა სპიკერმა ანიტა დემეტრიუმ. მან მადლობა გადაუხადა I.A.O.-ს კვიპროსის პრობლემის გადაჭრის მცდელობებში მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე. ანიტა დემეტრიუმ ისაუბრა რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა ასამბლეის მხარდაჭერა ამ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც კვლავ მწვავედ დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ასევე აღნიშნა რომ „წარმომადგენლობითი პალატა არის I.A.O-ს დამფუძნებელი წევრი და ყოველთვის იქნება მისი ინსტიტუციონალური მხარდამჭერი და მოკავშირე ასამბლეის მიერ წამოყენებულ ინიციატივებში, როგორც საპარლამენტო დიპლომატიის ძალისხმევის ნაწილი 3 ყველა დონეზე”. კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ანიტა დემეტრიუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია რომ 2023 წელს ჯერ კიდევ არსებობენ გაყოფილი ქვეყნები. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნიქოზიაში დემილიტარიზებული ნეიტრალური ზონის, ე.წ. „მწვანე ხაზის“ კარიბჭე, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკას ორ ნაწილად ჰყოფს - სამხრეთ და ოკუპირებულ ჩრდილოეთ მხარეებად. ნიქოზიის მერთან, კონსტანტინოს გიორკაზისთან შეხვედრის შემდეგ, მერმა დელეგაციის წევრებს მერიის სახურავიდან დაანახა დედაქალაქის ოკუპირებული ნაწილი და აია სოფიას ტაძარი, რომელსაც დეპუტატები ვერ ეწვეოდნენ გარემოებების გათვალისწინებით. ლიმასოლის წმინდა მიტროპოლიაში კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა ალბომის „აია სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ პრეზენტაცია ბერძნულ ენაზე და ფოტო-გამოფენა, რომელსაც დაესწრნენ I.A.O.-ს წევრები და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები, მათ შორის, ანიტა დემეტრიუ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მისი უწმინდესობა ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე, ლიმასოლის მერი, ნიკოს ნიკოლაიდისი და კვიპროსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიურ საქმეთა პრორექტორი, დოქტორი პანტელეიმონ კელირესი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვანი გამოსვლები კვიპროსში აია სოფიას ეკლესიებსა და ბიზანტიურ კულტურაზე, რომლებიც წარმოადგინეს ადგილობრივმა უნივერსიტეტის პროფესორებმა-ბიზანტიოლოგებმა. ღონისძიების დასასრულს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დოქტორმა მაქსიმოს ჰარაკოპულოსმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რომელმაც განაცხადა, რომ იღებს ვალდებულებას ალბომის ბერძნულ ენაზე დასაბეჭდად, რათა საშუალება მისცეს I.A.O.-ს შეუფერხებლად გააგრძელოს საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების კამპანია. ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ. 4