საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/257; 15.03.2023) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/258; 15.03.2023) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-5194/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-10
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-5194/23 07-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ მიხეილ სარჯველაძის (25135/23; 07-04-2023) და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ პაატა კვიჟინაძის (2-5176/23 07-04-2023) წერილები, რომელთა ავტორები ითხოვენ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/257; 15.03.2023), აგრეთვე ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/258; 15.03.2023) განხილვის ვადის გაგრძელებას 30 დღით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ, სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს ზემოაღნიშნული კანონპროექტების განხილვის ვადა გაუგრძელოთ 30 დღით. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5135/23 07-04-2023 საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გივი მიქანაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N232/3; 20.03.2023 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/257; 15.03.2023), რომელთა განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული საკნონმდებლო ინიციატივის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კომიტეტმა რამდენჯერმე დაგეგმა კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა, თუმცა მისი განხილვა ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მომხსენებლის გამოუცხადებლობის მიზეზით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ხელმძღვანელობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გამო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული მომხსენებელი, რომელიც წარმოადგენს დასახელებულ საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე. ვინაიდან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ზემოთ მითითებულ ვადაში კვლავ ვერ მოხერხდება, გთხოვთ უზრუნველყოთ მისი განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-5176/23 07-04-2023 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გივი მიქანაძეს ბატონო გივი, გთხოვთ უზრუნველყოთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების თაობაზე“ შესახებ“ (№07-2/257, განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 15.03.2023), ასევე, საქართველოს კანონში თაობაზე“ (№07-2/258, 15.03.2023), ცვლილების „განათლების ცვლილების შეტანის ხარისხის შეტანის სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტებზე საქართველოს მთავრობის მიერ მომხსენებელი დანიშნული არ არის. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge