საპარლამენტო უმრავლესობის მომართვა კომიტეტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ: ა) გიორგი ჩაკვეტაძის განათლებისა და მეცნიერების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; ბ) თენგიზ შარმანაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ; გ) მერაბ ქვარაიას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; დ) სალომე ქურასბედიანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; ე) ირაკლი კირცხალიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ; ვ) ზაალ მიქელაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ; ზ) ზაალ დუგლაძის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-10
ბიუროს ნომერი 243
📜 ტექსტი
წერილი
საპარლამენტო უმრავლესობა
2-5251/23
10-04-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ,
შემდეგს:
გიორგი ჩაკვეტაძე გაწევრდა განათლებისა და მეცნიერების და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტებში;
თენგიზ შარმანაშვილი გაწევრდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;
მერაბ ქვარაია გაწევრდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებში;
სალომე ქურასბედიანი გაწევრდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებში;
ირაკლი კირცხალია გაწევრდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში;
ზაალ მიქელაძემ დატოვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
ზაალ დუგლაძემ დატოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი.
გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ირაკლი კობახიძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge