საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412304765335
10.04.2023
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტო
შსს - შინაგან საქმეთა
სამინისტრო
სათაური: საკანონმდებლო წინადადება კერძო დაცვითი ორგანიზაციებისთვის
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ("დაცვითი
ორგანიზაციის მოვალეობები") "ვ" პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ვ)
უზრუნველყოს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მცველის სიცოცხლის დაზღვევა".
საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს აღნიშნული ნორმიდან ტერმინ
"ჯანმრთელობის დაზღვევის" ამოღება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კერძო დაცვითი
ორგანიზაციის საქმიანობის სუბიექტები, სსიპ დაცვის პოლიციასთან შედარებით,
იმყოფებიან არასახარბიელო მდგომარეობაში, ვინაიდან სსიპ დაცვის პოლიციელებზე არ
ვრცელდება ჯანმრთელობის დაზღვევის განხორციელების ვალდებულება, განსხვავებით
კერძო დაცვითი ორგანიზაციებისგან. შესაბამისად, ამგვარი უსამართლო დისბალანსი აშკარა
უპირატესობას ანიჭებს სსიპ დაცვის პოლიციას, ხოლო კერძო დაცვით ორგანიზაციებს კი
აკისრებს უსაშველოდ დიდ ფინანსურ ვალდებულებას, აყენებს მათ მრავალათასლარიანი
ჯარიმების დაკისრების რისკის წინაშე, აფერხებს ჯანმრთელ კონკურენციას. პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
შალვა ხაჭაპურიძე
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: