„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე
(დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442
მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე
მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით,
353-ე მუხლით და 3531 მუხლით. ‘’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
საქათველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის რომელიც
უშუალოდ ეხება ნაფიც მსაჯულთა განსჯად დანაშაულებს, ჩამოყალიბებულია
შემდეგი რედაქციით „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ
წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
(დამთავრებული) და 109 (დამთვარებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე - 2, მე -4 და
8 - ნაწილებით , 126 -ე მუხლის მე -2 ნაწილით, 1351- ე მუხლით, 143 - მუხლის მე -2 –
4 ნაწილებით, 144 -ე - 1442 მუხლებით, ასევე 1443 მუხლის მე -2 ნაწილით, 146-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229 -ე მუხლით.’’
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226 -ე მუხლის პირველ ნაწილს
დაემატოს, საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსით გათვალისწინებული 353ე მუხლი ,, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის
დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ‘’ როგორც პირველი
მუხლი
ასევე
მეორე
ნაწილით გათვალისწინებული
ქმდება, ასევე
3531
,,პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა’’
სრულად, (სამივე ნაწილი).
ზემოთხსენებული კანონპროექტის მიხედვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
განსჯად
საქმეებს
დაემტა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული
353 -ე მუხლი,
რომელიც
გულისხმობს
შემდეგს
„წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან
შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება,
ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც შეეხება ამ მუხლის მეორე
ნაწილს მისი შინაარსი პირველი ნაწილი იდენტურია მხოლოდ ერთი
განსხვავევით, აღნიშნული ქმდების დამამძიმებელ გარემოაბად კანონმდებელმა
მიიჩნია მისი ჩადენა ჯგუფის მიერ. ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებს
დაემატოს სსსკ-ის 3531 მუხლი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: „პოლიციელზე,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა
წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის
სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“,
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად ნადაშაულთა წრის გაფართოება
უცილებელია, რათა ქვეყანამ კიდევ უფრო წარმატებით განაგრძოს ქვეყნის
დემოკრატიული განვითარებისაკენ სვლა. პოლიცია არის აღმასრულებელი
ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური
და გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, ბუნებრვია
პოლიცია მოქმედებს სახელმწიფოს სახელით, მათ ერთის მხრივ ევალებათ დაიცვან
თითოეული ადამინის უფლებები და თავისუფლებები, ასევე ნებისმიერი
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას როგორც კერძო პირები ასევე
ზოგადად სახელმწიფო, აღკვეთოს ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა ამ
აღკვეთის პროცესში ასევე ვალდებულია დაცვას ამავე დანაშაულებრივი ქმედების
სავარაუდო ჩამდენ პირთა უფლებები, ძალის გამოყენების პროპორციულობის
თვალსაზრისით, საპროცესო უფლებების დაცვით და ა. შ. მთელი ამ პროცესის
მანძილძე სავარაუდო სამართალდამრღვევს არ უნდა დარჩეს უსამართლობის განცდა,
ადამიანს არ უნდა დარჩეს განცდა რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, ამ
შემთხვევაში პოლიციაა მის წინააღმდეგაა და მას არ აქვს შანსი თანაბარ პირობებში
დაამტკიცოს საკუთარი უდანაშულობა. მას არ უნდა ჰქონდეს იმთავითვე მოლოდინი
რომ კონრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაპირისპირებისას
არის განწირული, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას
სასამართლო იღებს რიგითი მოქალაქისთვის რთულად გასაგებია სასამართლოს
მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, რადგან ის ორივეს აღიქვამს ერთ მხარედ,
ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მიზანიაა მაქსიმალურად ნდობის ამაღლება როგორც
ადმინისტრაციული ისე სასამრთლო ხელისუფლების მხრიდან უპრიანი იქნება მსგავს
პრიცესებში საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ნაფისმა მსაჯულებმა,
ბუნებრივია ეს უნდა იყოს ბრალდებულის მხოლოდ უფლება
და
არა
ვალდებულება, მას უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს
მისი აღქმით რომელი კუთხით უფრო ხედავს მისი უფლებების სრულად დაცვის
ალბათობას, აღნიშნული ცვლილება არ ემსახურება მხოლოდ ერთი რიგითი
ბრალდებულის ინტერესებს, ამ ნაბიჯით სახელმწიფო ყოველგვარი კითხვის
ნიშნების დასმის შესაძლებლობას იმთავითვე გამორიცხავს როგორც სასამართლო
განხილვის მიმდინარეობისას ასევე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ
რაოდენ სჭირდება აღნიშნული ცვლილების მიღება სახელმწიფოს ნათლად
გამოვლინდა სულ ცოტა ხნის უკან გამართული აქციების მიმდინარეობისას (7/8/9
მარტი 2023) კერძოდ გამოიკვეთა ასობით სავარაუდო სამართალდამრღვევი პირი,
როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის კუთხით. საბოლოო ჯამში ამ
მიდგომითა და ცვლილებით ერთის მხრივ ავამაღლებთ პოლიცილეთა ავტორიტეტსა
და
ნდომას
საზოგადაებაში
და
მეორეს
მხრივ
სრულად
დავიცავთ
სამართალწარმოებაში მონაწილე პირთა ინტერესებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დღეს არსებული წესრიგით, სისხლის სამართლის კანონით ამომწურავად არის
განსაზღვრული იმ დანაშაულების წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში
შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა ისნტიტუტის გამოყენება, ამიტომ კანონის მიღების
გარეშე ამ მდგომარეობას ვერ შევცლით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
გაიზრდება იმ დანაშაულების წრე, სადაც გამოყენებულ იქნება ნაფიც მსაჯულთა
ინსტიტუტი, შესაბამისად მოიმატებს ბრალდებულთა რიცხვი, ვისაც უფლება
გაუჩნდება მიმართოს სასამართლოს, რათა თავისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლომ. მართლმსაჯულების პროცესში ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩართვა
უფრო ადამიანურს და გასაგებს გახდის სასამართლო გადაწყვეტილებებს, რამაც
შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ზემოხსენებული ცვლილების მიხედვით საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის
დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და 3531
(პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა)
მუხლების მიხედვით ბრალდებულ პირებს ასევე ექნებათ უფლება თავიანთი საქმის
განხილვა მიანდონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების
უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
არსებობს კანონის დაჩქარებული წესით განხილვის ობიექტური გარემოება :
დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან
მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის
აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ
საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს
მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და
საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკის
შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას
დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს
იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის
მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის
გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს
მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია
ცხადი და გასაგებია, ზემოთხსენებული განცხადებით , შესაბამისად აუცილებელია
ამ კანონის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა ერთის მხრივ, საზოგადოებაში
ამაღლდეს ზოგადად ნდომა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და მეორეს
მხრივ ქვეყანამ არ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების კურსს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსები
კანონპროექტით წარმოდგენილი ღონისძიებების დაფინანსების
სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ კი სასამართლოების ასიგნებები
წყარო
იქნება
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება მოსაწვევ ნაფიც მსაჯულთა
ოდენობა, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ნაფიცი მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა
ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს დროულად მიიღოს
სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა
დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური,
სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უფრო მეტ პირს მოუწევს
ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება ვიდრე ამჟამად.
ნაფიც მსაჯულებს უნაზღაურდებათ მხოლოდ ის ხარჯები, რაც პირდაპირაა
დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან. ამასთან,
დღიური, სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების
ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს
უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: იაგო ხვიჩია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: იაგო ხვიჩია.