საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის შემუშავების თაობაზე

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2023
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-5154/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-19
ბიუროს ნომერი 245

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
N 04-7/3700 11/04/2023 3700-04-7-2-202304111758 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს წინადადება (კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობასთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის შემუშავების თაობაზე) შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბატონო შალვა, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა არასრულწლოვან წარმომადგენლმა შპს „გიორგი ცობეხიას და პარტნიორების“ (ს/ნ ) დირექტორმა . განცხადება ეხებოდა კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას და კერძო სასაფლაოს საცხოვრებელ სახლთან, შესაბამისი რეგულაციების დარღვევით, მოწყობის უარყოფით შედეგებს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, გამოკვლეული გარემოებები, შესწავლილი საერთაშორისო სტანდარტები და შიდა სამართლებრივი რეგულირება საფუძვლად დაედო აღნიშნულ წინადადებას. 1. ფაქტობრივი გარემოებები განცხადების თანახმად, და საცხოვრებელი სახლები ქ. ერთმანეთის გვერდით არის განთავსებული. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის თანახმად, სახლიდან ჩანს სახლი და ეზო, ამასთან, მხრიდან ამავე ტერიტორიაზე მოწყობილია კერძო სასაფლაო. ნ ერთად მუდმივად ცხოვრობს მისი შვილიშვილი, არასრულწლოვანი . ა(ა)იპ საქართველოს ბავშვების ფსიქოლოგის ს მიერ ჩატარებული ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, სასაფლაოს ხილვის ფაქტორი ბავშვში იწვევს გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობას, რომელსაც იგი ვერ უმკლავდება, რაც ახდენს მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სტრესის ფაქტორის მოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით1 მიმართა ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. საპასუხოდ, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის 2 მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 5 ივნისის №60 დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან მხრიდან არ მომხდარა კერძო სასაფლაოს მოწყობაზე რაიმე შეთანხმება. ხოლო ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის თანახმად, ქ. საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში ცხედრების დაკრძალვა/გადმოსვენების თაობაზე ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ სამსახურისგან ნებართვა არ არის გაცემული. კვლავ მიმართა ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საპასუხო წერილით ეცნობა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 5 ივნისის №60 დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან მხრიდან არ მომხდარა კერძო სასაფლაოს მოწყობაზე რაიმე შეთანხმება. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია უფლებამოსილება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს რეაგირება მსგავს ფაქტებზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა არასრულწლოვან ს წარმომადგენლმა შპს „გიორგი ცობეხიას და პარტნიორების“ (ს/ნ ) დირექტორმა სახალხო დამცველის აპარატის წერილით, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა მოეწოდებინა ინფორმაცია თუ რა სახის სამართლებრივი რეაგირება განახორციელა მერიამ ს მხრიდან კერძო სასაფლაოს მოწყობის საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეუთანხმებლობის პირობებში, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ამგვარი სამართლებრივი რეაგირება მერიის სამსახურების მხრიდან არ განხორციელებულა, ეთხოვა წარმოედგინა ახსნა/განმარტება აღნიშნულის მიზეზებთან დაკავშირებით.3 საპასუხოდ, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის 1 ირინე ნოზაძის 2021 წლის 05 აპრილს N4515 განცხადება 2 ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 28 აპრილის KA990178903014921 წერილი 3 სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის 04 იანვრის N 04-7/41 წერილი წერილში აღნიშნულია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მსგავს ფაქტებზე, ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ წარმოშობილ სადავო საკითხზე, განმცხადებელს მისი კანონიერი უფლებების და ინტერესების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.4 საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, აუცილებელი გახდა ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციის დაზუსტება. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის წერილით ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა მოეწოდებინა ინფორმაცია გააჩნია თუ არა მერიის შესაბამის სამსახურს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ უნებართვო მშენებლობაზე განახორციელოს სამართლებრივი რეაგირება, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ იგი ამგვარ რეაგირებას ახორციელებს, რა მიზეზით არ ვრცელდება აღნიშნული უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის საზღვრებში კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებით.5 საპასუხოდ, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის მიხედვით, საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 94-ე მუხლით განსაზღვრულია, მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობები, შენობა - ნაგებობების კლასების მიხედვით. ამასთან, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N255 დადგენილების მე4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეების ჩამონათვალში და ამავე დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობების კლასების და მშენებლობის სახეების განსაზღვრის წესის N1-ი დანართის ჩამონათვალში არაა განსაზღვრული კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გარდაცვლილი ადამიანის ნეშტის დაკრძალვისათვის სამარის ამოღება და საფლავის ქვის განთავსება, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილ კონსტრუქციულ სისტემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურმა არ დაადასტურა, რომ ჩადენილი იყო საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ 6 გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა. საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია გააჩნია თუ არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის საზღვრების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი რეაგირება კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით. ამასთან, მერიას ეთხოვა მიეთითებინა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი), რომლის საფუძველზეც იღებს ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებებს.7 ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის 4 ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის 18 იანვრის N 84-84230188 წერილი 5 სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის 01 თებერვლის N 04-7/1087 წერილი 6 ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 10 თებერვლის 84-842304128 წერილი 7 სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის 03 თებერვალს წერილი წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობის წესი განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. ვინაიდან სასაფლაოების მოწყობა არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნულის კონტროლი სცდება მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებს.8 2. სამართლებრივი დასაბუთება 2.1. პირადი, ოჯახური ცხოვრების და საცხოვრისის დაცულობის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „ევროკონვენცია“) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.“9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში „ევროსასამართლო“) პრაქტიკის თანახმად, საცხოვრებელი განიმარტება როგორც ადგილი, სადაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, ან, რომელთანაც ადამიანს აქვს საკმარისი და უწყვეტი კავშირი.10 მართალია, კონვენციის მერვე მუხლი აკისრებს სახელმწიფოებს ვალდებულებას თავი შეიკავონ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევისგან, (ნეგატიური ვალდებულება), თუმცა იგი ამავე დროს გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს პირადი, ოჯახური ცხოვრების და საცხოვრისის 11 დაცულობა. ამ თვალსაზრისით, ევროსასამართლო ამოწმებს, გაატარა თუ არა სახელმწიფომ აუცილებელი ღონისძიებები, პირადი ცხოვრების, საცხოვრისის ქმედითი დაცულობის უზრუნველსაყოფად. „პირის უფლება თავისი საცხოვრისის დაცულობაზე ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკური ადგილის დაცულობას, არამედ ამ ადგილას სათანადო სიმშვიდეს და სიწყნარეს. აღნიშნული გულისხმობს ხელისუფლების მიერ სათანადო ღონისძიების გატარებას, განსაკუთრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გზით.12 უფრო კონკრეტულად, საცხოვრისის დაცულობის უფლებაში ჩარევა მხოლოდ კონკრეტულ ფიზიკურ დარღვევას არ უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, ნების გარეშე საცხოვრისში შესვლა,13 არამედ, აგრეთვე, მოიცავს არაკონკრეტულ თუ ფიზიკურ ჩარევასაც, როგორიც არის ხმაური, გამონაბოლქვი, სუნი ან მსგავსი ჩარევის სხვაგვარი გამოვლინება. მძიმე ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს პირის საცხოვრისის დაცულობის უფლების დარღვევა, თუ იგი ხელს უშლის ადამიანს,14 თავისი საცხოვრისით 8 ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურის 2023 წლის 14 თებერვლის 17-01230453150 წერილი 9 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, რომი, 1950 10 ევგენი ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Yevgeniy Zakharov v. Russia), განაცხადი no. 66610/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების პუნქტი 30., იხ. აგრეთვე: სერეგინა რუსეთის წინააღმდეგ (Seregina v. Russia), განაცხადი no. 12793/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 99 11 იხ. მაგალითად, მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი Series A no. 31, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება 12 ცვიეტიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Cvijetić v. Croatia), განაცხადი no. 71549/01, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები. 51-53. 13 კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey), განაცხადი no. 25781/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების პუნქტი. 294 14 ჰეტონი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hatton and Others v. the United Kingdom), განაცხადი no. 36022/97, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 8 ივლისის ისარგებლოს.“15 მართალია, კონვენციის მე-8 მუხლი არ ირღვევა გარემოს დაბინძურების ნებისმიერი შემთხვევის დადგომისას და კონვენციით სიტყვა-სიტყვით და პირდაპირ არ არის განსაზღვრული უფლება სუფთა და მშვიდ გარემოზე, თუმცა, როდესაც პირს პირდაპირ და მნიშვნელოვნად ზიანი ადგება გარემოსთან დაკავშირებული მიზეზებით საკითხი განიხილება კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მე-8 მუხლი კონკრეტულ საქმესთან შემხებლობაში იყოს, ჩარევა უშუალოდ უნდა ხელყოფდეს განმცხადებლის საცხოვრებელს, პირად ან ოჯახურ ცხოვრებას.16 ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ბუნებრივი გარემოს დაბინძურების უარყოფითი შედეგები უნდა აღწევდეს გარკვეულ მინიმალურ დონეს, რათა მოხვდეს მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში. ამ მინიმალური ზღვრის შეფასება შედარებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა უსიამოვნო ფაქტორების ინტენსივობა და ხანგრძლივობა და მისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეგავლენა.17 გარემოს სერიოზულმა დაბინძურებამ შესაძლოა ავნოს ადამიანების კეთილდღეობას და არ მისცეს მათ საშუალება ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებლით იმდენად, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე მათი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების გარეშე.18 საწარმოო დაბინძურებით გამოწვეულ ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე მსჯელობისას, ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ „ცხოვრების ხარისხი“ სუბიექტური მახასიათებელია, რომელიც რთულად ექცევა ზუსტი განმარტების ფარგლებში.19 ამასთან, სასამართლომ თხევადი ბუნებრივი აირის ორი ტერმინალის მშნებლობითა და ექსპლუატაციით გამოწვეული პოტენციური რისკების შემთხვევაშიც კი აღიარა მჭიდრო კავშირი კონვენციის მერვე მუხლის გამოყენებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან.20 რაც შეეხება უშუალოდ სასაფლაოების მოწყობას, ევროსასამართლომ თავის პრაქტიკაში არაერთხელ განიხილა პირის საცხოვრებელთან ძალიან ახლოს სასაფლაოს მოწყობის საქმე. ერთ-ერთ საქმეში სასაფლაო განმცხადებლის სახლთან 38 მეტრში მოეწყო, რაც სასაფლაოების მოწყობის ეროვნული მარეგულირებელი აქტების უხეში დარღვევა იყო. ამ საქმეში ევროსასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლების ჯანმრთელობისთვის რეალური ზიანის მიყენების შესახებ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასაფლაოს მდებარეობით გამოწვეულმა პოტენციურმა რისკებმა წარმოაჩინა საკმარისად მჭიდრო კავშირი განმცხადებლის პირად ცხოვრებასთან და საცხოვრებელთან, გადაწყვეტილების პუნქტი 96. უდოვიჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Udovičić v. Croatia), განაცხადი no. 27310/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი. 136 15 მჭედლიძე, ნ. „საცხოვრისის უფლება (საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა)“,თბილისი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2019, გვ.37 16 ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ (Fadeyeva v. Russia), განაცხადი no. 55723/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები.68 17 ლოპეზ ოსტრა ესპანეთის წინააღმდეგ (Lopez Ostra v. Spain) განაცხადი no. # 303-C,, , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის განჩინების პუნქტი.51 18 ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Jugheli and Others v. Georgia), განაცხადი no. 38342/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები.62-64 19 ლედიაევა, დობროხოტოვა, ზოლოტარევა და რომაშინა რუსეთის წინააღმდეგ (Ledyaeva, Dobrokhotova, Zolotaryeva and Romashina v. Russia), განაცხადი no 53157/99, 53247/99, 53695/00 და 56850/00, , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი: 90 20 ჰარდი და მეილი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hardy and Maile v. the United Kingdom), განაცხადი no. 31965/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი.192 შესაბამისად, მან გავლენა მოახდინა განმცხადებლის „ცხოვრების ხარისხზე“ და მოექცა მერვე მუხლის მოქმედების სფეროში. სასამართლომ გაითვალისწინა საცხოვრებელ სახლებთან და წყლებთან სასაფლაოს მკვეთრი სიახლოვე, აგრეთვე ფაქტი, რომ სასაფლაო საცხოვრებელ სახლებთან დაშვებულ მანძილზე ათჯერ უფრო ახლოს იყო. ამ საქმეში სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასაფლაო წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეების უწყვეტ წყაროს და მისით გამოწვეული პოტენციური ზიანი არ არის მარტივად აცილებადი ან/და გამოსწორებადი. შესაბამისად, სასაფლაოს განმცხადებლის სახლთან უკიდურესად ახლოს მოწყობამ გამოიწვია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევა.21 მართალია, სასაფლაოების მოწყობის შემთხვევაში საქმე არ გვაქვს გარემოსთან დაკავშირებულ იმგვარ ინდუსტრიულ დაბინძურებასთან, რომელშიც, როგორც ასეთი, სახელმწიფოა ჩართული, თუმცა ასეთ შემთხვევებში ბრალდებები მიემართება ჯანმრთელობის შესახებ საფრთხეებს, რომლებიც წარმოიქმნა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად - ეროვნული რეგულაციების დარღვევით, განელაგებინა სასაფლაო განმცხადებლის საცხოვრებლიდან სულ რაღაც 38 მეტრში. ამგვარი ბრალდებები წარმოიქმნება სახელმწიფოს უმოქმედობის ნაწილშიც შესაბამისობაში მოიყვანოს მუნიციპალური ორგანოების ან მესამე პირთა მოქმედებები ეროვნულ სტანდარტებთან. ამდენად, თუ გარემოსდაცვითი რეგუალაციები არსებობს, ხოლო იგი არ სრულდება - ამ რეალობამ შეიძლება კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა გამიწვიოს. რეგულაციების მხოლოდ მიღება არ არის საკმარისი მერვე მუხლით ნაკისრი პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, კონვენცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტური უფლებები.22 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაფლაოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევით მოწყობამ, გარემოსდაცვითი ორგანოების დასკვნების უგულვებელყოფამ და სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობამ გამოიწვია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა, იგი არ იყო კანონის შესაბამისი და საბოლოო ჯამში, არღვევდა განმცხადებლის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებს.23 სხვა საქმეში განმცხადებელი აგრეთვე უთითებდა, რომ საცხოვრებელთან ახლოს სასაფლაოს მოწყობამ და მათი სახლის თვალწინ (34 მეტრში) მიმდინარე დაკრძალვებმა გამოიწვია მისი და მისი მეუღლის ემოციური ტანჯვა, უძილობა და თავის ტკივილი. მათ შვილიშვილებს ეშინოდათ მათი მონახულების, რადგან მათ არსებითად სასაფლაოზე დაიწყეს ცხოვრება. ამ საქმეში ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მუნიციპალური ორგანოების მიერ სასაფლაო ეროვნული რეგულაციების აშკარა დარღვევით გამოიყენებოდა, არსებობდა სასაფლაოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა აღსრულების პროცედურა აუხსნელი მიზეზებით გაჭიანურდა და სასაფლაო კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას, აქედან გამომდინარე, ამ გარემოებებმა განმცხადებელს წაართვა უფლების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა, ჩარევა მერვე მუხლით დაცულ 21 ძემიუკი უკრაინის წინააღმდეგ (Dzemyuk v. Ukraine), განაცხადი no. 42488/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტები.82-84 22 მორენო გომესი ესპანეთის წინააღმდეგ (Moreno Gómez v. Spain), განაცხადი no. 4143/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტები.56,61 23 ძემიუკი უკრაინის წინააღმდეგ (Dzemyuk v. Ukraine), მითითებულია ზემოთ, პუნქტი.92 სფეროში არ იყო „კანონთან შესაბამისი“, რაც სასამართლოსთვის საკმარისი იყო მერვე მუხლის დარღვევის დასადგენად.24 2.2. ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესის დაცვის ვალდებულება გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში ასახულია, რომ ოჯახი წარმოადგენს ბავშვის სრულფასოვანი განვითარების და კეთილდღეობის ბუნებრივ გარემოს, ხოლო, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გარემოების შექმნასა და მის დაცვას. კონვენციის, მე-3 მუხლის თანახმად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება და გავლენას ახდენს არასრულწლოვანზე მიღებულ უნდა იქნეს მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც პატივისცემით მოეპყრობიან ადამიანის ღირსებას და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლისა და განვითარების ხელშეუვალი უფლების სრული პატივისცემა. გაერთიანებული ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად კი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით. გადაწყვტილების მიღების პროცესში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული არასრულწლოვნის თავისებურებები, მისი მდგომარეობა და საჭიროებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები.25 ბავშვის ან ზოგადად ბავშვების საუკეთესო ინტერესის შეფასებისა და განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის იმგვარი დაცვა და მასზე იმგვარი ზრუნვა, როგორიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). ტერმინები „დაცვა და ზრუნვა” აგრეთვე უნდა განიმარტოს ფართო გაგებით, ვინაიდან მათი მიზანი შეზღუდული ან უარყოფითი ფორმით კი არ არის ჩამოყალიბებული (როგორიცაა „ბავშვის დაცვა ზიანისაგან”), არამედ გულისხმობს ბავშვის 26 „კეთილდღეობისა“ და განვითარების სრული იდეალის უზრუნველყოფას. ამავე, კომენტარის თანახმად, ოჯახური გარემოს შენარჩუნება მოიცავს ბავშვის კავშირების შენარჩუნებას ფართო გაგებით. ეს კავშირები გულისხმობს ნათესავებს - ბებიას და ბაბუას, 24 სოლიანიკი რუსეთის წინააღმდეგ, (Solyanik v. Russia), განაცხადი no. 47987/15, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების პუნქტები.50-54 25 General comment No. 14 (2013) on the right of the child to have his or her best interests taken as a primary consideration, 2013, Par. 32. 26 General comment No. 14 (2013) on the right of the child to have his or her best interests taken as a primary consideration, 2013, Par. 71. ბიძებს, დეიდებს/მამიდებს, ისევე, როგორც მეგობრებს, სკოლას და უფრო ფართო გარემოს.27 2.3. ეროვნულ დონეზე ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეგლამენტაცია და მისი კავშირი კონსტიტუციით დაცულ სხვა უფლებებთან საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა 28 უზრუნველყოფილია კანონით.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი მიუთითებს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები მხოლოდ გარემოს დაცვისაკენ მიმართულ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპად იქნეს განხილული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების29 შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით უდავოა, რომ კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.“30 ამასთან, „საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიმართულია ბუნებრივი გარემოსთვის რეალურ დროში არსებული საფრთხეების და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და გამოსწორებისაკენ. აღნიშნულისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება მომავალი თაობების ინტერესების დაცვის საჭიროებას და მიუთითებს, რომ ბუნებათსარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისე, რომ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი განვითარების პარალელურად დაბალანსდეს ეკოლოგიური ინტერესები, რათა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს. შესაბამისად, ბუნებაზე ზემოქმედების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 37-ე მუხლის მე-3 27 General comment No. 14 (2013) on the right of the child to have his or her best interests taken as a primary consideration, 2013, Par. 70. 28 საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995, მუხლი 29 29 საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ,1324-რს, ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში და გარემოს დაცვასთან დაკავშრებული უფლებები ჩამოყალიბდა 29-ე მუხლით 30 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N2/1/524 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 2 და მე-4 პუნქტების რეგულირების სფეროს შესაძლებელია წარმოადგენდეს არა მხოლოდ უსაფრთხო გარემოსათვის დღეს არსებული (გარემოს სტატუს-ქვოსთვის შემცველი) საფრთხეების თავიდან აცილება, არამედ სამომავლო საფრთხეებისგან თავის დაცვაც.“31 ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას მნიშვნელოვანი კავშირი აქვს კონსტიტუციით დაცულ სხვა უფლებებთანაც. შესაბამისად, ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მათ შორის შეიძლება ხელყოფდეს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუვალობის, პირადი ცხოვრებისა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული უფლებებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის მოცული მხოლოდ კონსტიტუციის ერთი მუხლით და იგი შეიძლება მოიცავდეს კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა უფლებათა დაცულ სფეროებს. „ბუნებრივია, იმის უგულვებელყოფა არ შეიძლება, რომ პირადი ცხოვრების ნებისმიერი კომპონენტის ხელყოფისას ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ზოგადად, თუმცა, ეს გარემოება არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ნებისმიერი ასეთი უფლებრივი კომპონენტის დარღვევით, აუცილებლად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი. ამ დროს გასათვალისწინებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის რეგულირების კონსტიტუციაში მოცემული კონკრეტული კონსტრუქცია. ამის გათვალისწინების გარეშე მაღალია პირადი ცხოვრების ცალკეული უფლებრივი კომპონენტის შინაარსის, მათში დასაშვები ჩარევის ფარგლების არასწორი განმარტების საფრთხე.“32 კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში რეგლამენტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს მისი დაცვა და ამ უფლების ეფექტურად განხორციელებისთვის ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრას.33 ამასთან, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებისთვის არასათანადო გარანტიების შექმნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლების ჯეროვან განხორციელებაზეც. კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას უსამართლოდ არ ჩაერიოს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, არამედ იგი ამავე დროს გულისხმობს საკუთრების დაცვის პოზიტიურ ვალდებულებასაც. სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებები ვრცელდება მესამე პირთაგან დაცვაზეც. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში.34 2.4. სასაფლაოების მოწყობასთან დაკავშირებული რეგულაციები მექანიზმების არარსებობა და აღსრულების 31 იქვე,II,3 32 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/7/454 განჩინება საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 1-2 33 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 4 34 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის N1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წინააღმდეგ, II საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაფლაოების მოწყობა და მოვლაპატრონობა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ხოლო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.35 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ დადგენილების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „გამწვანებულ ტერიტორიებს ასევე მიეკუთვნება სასაფლაოები, რომლის მოწყობა დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.“36 საქართველოში სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, ახალი სასაფლაოების გახსნისა და ლიკვიდაციის ზოგადი წესები განსაზღვრულია მუნიციპალიტეტთა საკრებულოს დადგენილებებით. სახალხო დამცველმა შეისწავლა სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ასეთი დადგენილება.37 მართალია ამგვარი დადგენილებები ადგენს, რომ ახალი, კერძო სასაფლაოს მოწყობა საჭიროებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას (ქ. თბილისის შემთხვევაში - თბილისის მთავრობასთან შეთანხმებას) და ამასთან, გაწერს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კერძო სასაფლაო, თუმცა არც ამ დადგენილებებში და არც სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნათა დაუცველობის ან/და კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები. საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლაპატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 5 ივნისის №60 დადგენილება. დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სასაფლაო არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად. მე-3 მუხლი ადგენს, რომ ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს დასახლებული პუნქტის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან. ამასთან, ამავე დადგენილების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. 35 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“,1958-IIს, მუხლი 23, ნაწილი 1-2, [ბოლოს ნანახია 23.02.2023] 36 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ დადგენილება, მუხლი 23, პუნქტი 2, [ბოლოს ნანახია 16.02.2023] 37 ქ. თბილისის, ქ. ხაშურის, და ქ. ქუთაისის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებები. (დეტ. იხ. ქვემოთ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ 2014 წლის 30 დეკემბერის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №20-103 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე და იმართება ამ წესით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს თბილისის მთავრობასთან სავალდებულო შეთანხმებას. ქ. თბილისის №20-103 დადგენილებით ასევე განსაზღვრულია ტერიტორიები, სადაც დაუშვებელია სასაფლაოების მოწყობა. კერძოდ, მესამე პუნქტი განსაზღვრავს, რომ სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში; ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით; გ) მუნიციპალიტეტის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წ ლის 30 ნოემბერი №141 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ. ამასთან, მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადამიანის ნეშტის ტრადიციული წესით დაკრძალვისათვის გამოყოფილი ტერიტორია შესაძლებელია განთავსდეს არანაკლებ, 300 (სამასი) მეტრის დაშორებით (მინიმალური სავალდებულო მანძილი) საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და დასასვენებელი ადგილებიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან სავალდებულო შეთანხმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დამატებით, №141 დადგენილებაც განსაზღვრავს ტერიტორიებს, სადაც დაუშვებელია სასაფლაოს მოწყობა. კერძოდ, დადგენილების მიხედვით სასაფლაოს მოწყობა დაუშვებელია ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში; ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავებისა და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულგამაჯანსაღებელი მიზნით; გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ არც საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კანონები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) და არც ზემოთ განხილული და სხვა მუნიციპალიტეტთა (თვითმმართველი ქალაქის) სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული დადგენილებები არ ითვალისწინებს ისეთი შემთხვევის მომწესრიგებელ ნორმა-დებულებას და მის სამართლებრივ შედეგს, როცა კერძო სასაფლაო მოწყობილია შესაბამისი ნებართვის (შეთანხმების) გარეშე ან/და იგი მოწყობილია დაუშვებელ ტერიტორიაზე ან შესაბამისი წესების დარღვევით. როგორც მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, მერიის სამსახურებს არ აქვთ შესაძლებლობა სამართლებრივი რეაგირება განახორციელონ კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიზეზად დასახელებულია საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობა. აქედან გამომდინარე, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა და პარლამენტის მხრიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო აქტ(ებ)ში. 2.5. ეროვნული სასამართლო პრაქტიკა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა კერძო სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე მხარეს ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან უარი ეთქვა კერძო სასაფლაოს მოწყობაზე, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა 13 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლებშიც განთავსებული იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებები, შესაბამისად, აღნიშნული დასახლების სიახლოვეს სასაფლაოს მოწყობა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ქ.თბილისის მთავრობა უთითებდა არაერთი პირის განცხადება-საჩივარზე, სადაც მითითებული იყო რომ ტერიტორიის მიმდებარედ, კერძოდ 300 მეტრ ზონაში, სადაც უნდა მოეწყოს სასაფლაო, მდებარეობდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. მოსარჩელე ქ. თბილისის მთავრობის უარს ხდიდა სადავოდ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა.38 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში სასამართლო დაეყრდნო ბავშვთა უფლებათა კონვენციას, ევროკონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციას და მიუთითა, რომ „შესაბამისი წესებით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს და ასევე ნეგატიურ გავლენას იქონიებს იქ არსებული საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებებში მოთავსებულ ზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.“39 38 საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 24 ივნისის სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) N 10/5091 მოსაზრება 39 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №3/3087-14 გადაწყვეტილება ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ევროკონვენციის დამატებითი ოქმითა და კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებაზეც. კერძოდ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს. ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. [...] სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობით შეიზღუდება აგრეთვე მესამე პირთა საკუთრების უფლება, ვინაიდან, თუ მომიჯნავედ იარსებებს სასაფლაო, საცხოვრებელი სახლები დაკარგავს ღირებულებას.“40 აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორც ეროვნული ტრადიციები და სარიტუალო წეს-ჩვეულებები, ასევე ის მიზანი და დანიშნულება რაც ერთის მხრივ უკავშირდება სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, ანუ ბავშვებში წინაპართა ხსოვნისადმი პატივისცემის უნარის და მათში მზრუნველობის ელემენტების ჩამოყალიბება-განვითარებას და მეორე შემთხვევაში დაკავშირებულია თავად დაკრძალვის რიტუალთან, რომელიც ცალსახად გამორიცხავს დადებითი ემოციების წარმოშობის შესაძლებლობას, თუმცა, თავად აღქმის სიმძაფრე, ბუნებრივია, დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდის ფსიქო ტიპზე.“41 სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მესამე პირთა იურიდიულ ინტერესზეც, რომლებსაც გააჩნიათ უძრავი ქონება მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პრაქტიკის შესწავლისა და მიმოხილვის მიზანი იყო ეროვნულ დონეზე წარმოეჩინა იმ მრავალი ინტერესის ხელყოფის საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობისა და დადგენილი მოთხოვნების დაუცველობისას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის არარსებობამ. მართალია ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა არ მიემართება უშუალოდ ისეთ შემთხვევას, როცა კერძო სასაფლაო უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოეწყო, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილებები კარგად წარმოაჩენს ევროკონვენციითა და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების ხელყოფის საფრთხეებს, რომლებშიც უმთავრესად ხვდება პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობა, ბავშვთა უფლებების დაცვა და საკუთრების უფლება. იმ პირობებში, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს კერძო სასაფლაოების უნებართვოდ მოწყობისას სამართლებრივი რეაგირების მექანიზმს, თითოეული ზემოთ განხილული უფლების არა მხოლოდ ეფექტური რეალიზება დგება ეჭვის ქვეშ, არამედ ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევასთან გვაქვს საქმე. 40 იქვე 41 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის №3ბ/1223-15 განჩინება 3. დასკვნა ფაქტობრივი გარემოებების, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ევროსასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ, ნათელია, რომ კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის არარსებობა, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზემოთ განხილულ (პირადი, ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრისის პატივისცემის, ბავშვთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუვალობისა და საკუთრების) უფლებათა ჯეროვან განხორციელებასა და დაცვას, არამედ, ამგვარი რეალობა ხელყოფს უფლებათა დაცულ სფეროებს და საბოლოო ჯამში, უხეშად არღვევს კონსტიტუციისა და ევროკონვენციის მოთხოვნებს. კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ წინადადებით: განიხილოთ წარმოდგენილი პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი, რათა განისაზღვროს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, ხოლო, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის (ჯარიმა, დემონტაჟი ან სხვ.) ზომები. პატივისცემით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი .