„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 20 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
“მაუწყებლობის
შესახებ”
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების
ძირითადი
წყაროა
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტი.
მაუწყებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული
დაფინანსება არის არანაკლებ დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული
დაფინანსებისა, რომლის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით
განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არაეფექტიანი და
დროებითი გამონაკლისის სახით დაწესებული ნორმის ცვლილება, რომლის
მიხედვითაც მაუწყებლობის დაფინანსება დამოკიდებულია საქართველოს მთლიანი
შიდა პროდუქტის ოდენობაზე. მოქმედი კანონით იგი უნდა იყოს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში
არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის
განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. საერთაშორისო
პრაქტიკაში არ გვხდება არცერთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი
მაუწყებლობის დაფინანსება დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყნის მთლიანი შიდა
პროდუქტის მოცულობაზე. აღნიშნული ნორმა უპრეცედენტოა საქართველოს
საბიუჯეტო ცხოვრებაშიც, ვინაიდან ანალოგიური გამონაკლისი არ ვრცელდება
არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში, რომ
მსგავსი მექანიზმით მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირება, რაც
წარმოადგენდა NATO-ს მოთხოვნას, არ იქნა იგი გათვალისწინებული, ვინაიდან
მიჩნეულ იქნა საბიუჯეტო სახსრების განაწილების არასწორ და არასამართლიან
მექანიზმად. ამასთანავე, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დროებით
ნორმას, რომელიც უკვე წლებია მოქმედებს და საჭიროა მისი გადახედვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის
საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის პროგნოზირებადობისა და ეფექტიანობის გაზრდის
აუცილებლობა, აგრეთვე იმ დროებითი ნორმის ცვლილება, რომლის თანახმადაც
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება მიბმულია მთლიანი შიდა
პროდუქტის მოცულობაზე. ნათელია, რომ ამათ შორის არანაირი მიზეზშედეგობრივი
კავშირი არ არსებობს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის
ბიუჯეტის დაფინანსება დამოკიდებული იქნება არა მთლიანი შიდა პროდუქტის
ნომინალურ ზრდაზე, არამედ განსახორციელებელი პროექტების საერთო
ღირებულებაზე და ამავდროულად მომდევნო წლის ბიუჯეტი იქნება არანაკლებ წინა
წლის ბიუჯეტის ოდენობისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლობის
დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, იცვლება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტი, რომლის მიხედვითაც
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება დღეისათვის შეადგენს წინა წლის მშპს 0.14%-ს და შედეგად, მაუწყებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული დაფინანსება იქნება არანაკლებ დასაგეგმი წლის წინა
წლისათვის განსაზღვრული დაფინანსებისა, რომლის შემცირება შესაძლებელი იქნება
მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წინასწარი თანხმობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან მომდევნო საბიუჯეტო წელი იწყება 2024 წლის 1 იანვარს, შესაბამისად ეს
კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების წყარო კვლავ იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა
შემოსავლები. კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2009 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 26,5
მილიონი ლარის ოდენობით. 2009 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული
ცვლილების თანახმად, მომდევნო წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა უნდა ყოფილიყო წინა
წლის მშპ-ს არანაკლებ 0,12%-ისა, 2010 წელს აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია მისი
ბიუჯეტის ზრდა 38,3 მილიონ ლარამდე. 2014 წლამდე ეს ნორმატივი იყო მშპ-ს 0,12%,
ხოლო 2014 წლიდან იგი გახდა მშპ-ს 0,14%.
2014-2023 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი დაფინანსება ყოველწლიურად დაახლოებით 6.3 მილიონი ლარით
იზრდებოდა. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თანახმად,
2023 წელს მაუწყებლობის დაფინასება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 18.8
მილიონი ლარით და შეადგენს 101.2 მილიონ ლარს.
წელი
საზოგადოებრი
მაუწყებლობის დაფინანსება
ბიუჯეტიდან (მლნ. ლარი)
ზრდა წინა წლის
მაჩვენებეელთან შედარებით
(მლნ.ლარი)
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023 გეგმა
38.2
41.1
44.5
46.6
53.1
58.7
68.9
69.2
82.3
101.2
2.9
3.4
2.1
6.5
5.6
10.2
0.3
13.1
18.8
„ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2023-2026
წლები)“1
მიხედვით,
საზოგადოებრივი
მაუწყებლობისათვის
ბიუჯეტიდან
გამოსაყოფი გეგმიური თანხის ოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონი
ლარით იზრდება, მშპ-ს ზრდის პარალელურად.
წელი
2023
2024
2025
2026
საზოგადოებრი მაუწყებლობის
დაფინანსება ბიუჯეტიდან (მლნ. ლარი)
101.2
111.56
120.88
130.98
მოცემული კანონის მიღების შემთხვევაში შეიცვლება მოქმედი დროებითი ნორმა,
რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება შეადგენს წინა
წლის მშპ-ს 0.14%-ს. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება, რომ საზოგადოებრივი
მაუწყებლის დაფინანსება შემდეგ წლებში განისაზღვროს 2023 წლის ოდენობით და
თუ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება იმ ოდენობით, რაც
პროგნოზირებულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის
მიხედვით, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალი სამი წლის
განმავლობაში დაზოგავს დაახლოებით 60 მილიონ ლარს. თუმცა მთავრობის
გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება მაუწყებლის დაფინანსების ზრდაც წინა
1
https://www.mof.ge/5603
წელთან შედარებით (მაგალითად 2026 წელს 2025 წელთან შედარებით) თუ ამისი
აუცილებლობა იქნება მაუწყებლის მიერ განსახორციელებლი პროექტების
უზრუნველსაყოფად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი აღარ გაიზრდება, ამან
შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან პროექტების
დაფინანსების შემცირება, რაც უარყოფითად აისახება მაუწყებელში დასაქმებულ
პირებზე. თუმცა პირდაპირი კავშირი კანონპროექტის ამოქმედებასა და
საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული პირების რაოდენობას შორის არ
არსებობს. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახისგადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს ზეგავლენა არ ექნება გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან გოცირიძე