საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5509/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 104

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2125?local=true საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 12 აპრილი 2023 14:00 2023 წლის 12 აპრილი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის (07-3/290; 08.02.2022) III მოსმენით განხილვა; მომხსენებლები: დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი; 2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 1 of 2 4/12/2023, 1:57 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 12 აპრილი 14.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) სხდომის ოქმი N104 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, გენრიეტა წიწავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290; 08.02.2022) III მოსმენით განხილვა; მომხსენებლები: დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი. 2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290; 08.02.2022) III მოსმენით განხილვა; მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის მოხსენება. გურამ მაჭარაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილება ეხება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა შექმნის შესაძლებლობა ერთჯერადად დაუშვა მე-10 მოწვევის პარლამენტმა. ამჟამად მოქმედი რეგულაციის თანახმად, დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ბარიერი, კერძოდ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ აქვთ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია. 1 წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის 2281 მუხლის მე-5 პუნქტში და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, რაც ხელს შეუწყობს უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით. მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვისათვის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ, რედაქციული ხასიათის შენიშვნები რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა. კომიტეტის წევრების მიერ რედაქციული ხასიათის შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290; 08.02.2022) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა სეფაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ზაალ მიქელაძის, დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/290; 08.02.2022) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის; - პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აწარმოებს მონიტორინგს თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხებზე; კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტები კალენდარული წლის 2 ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამჯერად კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების შესახებ. შესწავლილ პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ, ხოლო კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრების მოთხოვნით კომიტეტისათვის მიმართვის ერთი შემთხვევა (2023 წლის 30 მარტი) დაფიქსირდა. ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გააგრძელებს აქტიურ მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის (კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხი), აგრეთვე 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის (პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ) შესაბამისად. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3