მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას გამოსვლა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.04.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ნომერი
#1-5158/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-04-20

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ანგარიში 2022 წელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო) ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების ეფექტიან განხორციელებას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და ამ პოლიტიკის უზრუნველყოფს. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება მიზნობრივ პროგრამები და პროექტები სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. ეს გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით. თანამედროვე რეალობაში გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, მთავარია, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და განხორციელებამ უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ასიგნებები გაიზარდა 150%-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა. გარემოსდაცვითი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საქმიანობის დაფინანსებისა და ტექნიკური და ექსპერტული დახმარების კუთხით სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან. პარტნიორების მხარდაჭერით სამინისტრო ჩართულია სხვადასხვა რეგიონალური პროექტების განხორციელებაში, როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ევროინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის „ENPARD“ მე-IV ფაზა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივი უვნებლობობის სისტემის პროდუქციის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობის საქართველოში ზრდას, წარმოებული სურსათის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას. რაც უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებული, მართვის ერთიანი მიდგომას სოფლის განვითარების ევროპული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და 1 აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე. სოფლის მეურნეობა აღსანიშნავია, რომ 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, უკანაკსნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%იანი ზრდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით არის გაზრდილია დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია, ბოლო 10 წელიწადში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია (34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს - 10.5%-ით). ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გვაქვს 2023 წელს, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 29%-იანი ზრდა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროოსასურსათო პროდუციის ექსპორტი გაიზარდა 21%-ით. სამინისტროს საქმიანობა ეფუძნება სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებს. მათ შორის, აღსანიშნავია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.), რომელიც შემუშავებულია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) აქტიური თანამშრომლობით. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა შემდეგი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა. ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის ადგილობრივი აგროსასურსათო მაქსიმალურად პროდუქციის გამოყენებისათვის კონკურენტუნრიანიბის აუცილებელია ამაღლება. DCFTA-ს ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მინით, 2015-2022 წლებში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო 2 წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა. სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება, ემატება ახალი ინიციატივები და პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა. საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,6 მილიარდი ლარია. ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“-ს შედეგია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე გაშენებულია 20,000 ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი, მოწყობილია 16 თანამედროვე სანერგე მეურნეობა. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ გასულ წელს ახალი ბაღებიდან მივიღეთ 40 ათასი ტონაზე მეტი მოსავალი, რომლის ღირებულება 85 მლნ ლარს აღემატება. მომდევნო წლებში პროგრამით გაშენებული მრავალწლოვანი კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. საპროგნოზო მაჩვენებლით, 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 200 ათას ტონას მიაღწევს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია რომ პროგრამის ფარგლებში, ჯამში დასაქმებულია 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალა. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან, დღემდე დაფინანსებულია 218 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, დასაქმდება 3000-ზე მეტი ადამიანი, შეიქმნება 240 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას და დასაქმებულია 2 000 ადამიანი. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, წარმატებით მიმდინარეობს ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2016 წლიდან დახმარება გაეწია 200 მდე კომპანიას. პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ბრენდირებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას. აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება, პროგრამა წარმოადგენს დაცვის ინსტრუმენტს, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის და ამავდროულად შესაძლებლობას აძლევს მათ კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. ბოლო ცვლილებით, რომელიც პროგრამაში განხორციელდა მევენახე ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%3 იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. ცვლილება ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალ რისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის დააზღვიონ მოსავალი. პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ქონდა 140,000 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზიანი 67 მლნ ლარს აღემატება. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილოება მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%იანი სარგებელი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ით. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ცვლილებები შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში, რაც ხელს შეუწყობს კოოპერატივების შემდგომ განვითარებას. 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. პროექტი 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს და ჯამურად 4500 ტონა პროდუქციის შენახვა არის შესაძლებელი. 2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესების, პროდუქციის წარმოების ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით, ხორციელდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50%-იანი (არაუმეტეს 100 ათასი ლარის) საგრანტო დაფინანსებით. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია. სწორედ ამიტომ, დღემდე სახელმწიფო ხელშეწყობით ისარგებლა 3000-მდე ბენეფიციარმა, რომლებმაც შეიძინეს 5324 ერთეული, 203 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. მათ შორის, 2021 წელს პრემიერის ინიციატივით გამოიყო 50 მლნ ლარი, რომლითაც ისარგებლა 2500-მდე ბენეფიციარმა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიურად არააქტიური ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინტეგრირაციას, რის გამოც 2022 წელს დავიწყეთ მათთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსების საპილოტე პროგრამა, რომელიც მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და ამ ეტაპზე 38 ქალ ბენეფიციარს აერთიანებს, რომელიც გაგრძელდება მომავალ წლებშიც. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 300 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო 35 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. 2022 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას, პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. დაფინასებული საწარმოები იყოფა სამ ჯგუფად: გადამამუშავებელი, შემნახველი და ინფრასტრუქტურული, რომელიც აერთიანებს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს და ემსახურება სოფლის 4 ეკონომიკურ გაძლიერებას. შედეგად უკვე გვყავს 43 ბენეფიციარი, 29 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 17 მილიონ ლარზე მეტია. მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენება. ინიცირებულ პროგრამებს შორის ხელმისაწვდომია „მწვანე საგრანტო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას. 2022 წლის განმავლობაში, ,,მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 106 ბენეფიციარი, რომლებმაც დაამონტაჟეს სხვადასხვა ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარი და განახორციელეს შენობის სრული ან ნაწილობრივი თბოიზოლაცია. 2022 წელს დავიწყეთ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროგრამა გრძელდება. ბიოწარმოების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა ბიოწარმოების ახალი წესები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ახალ რეგულაციასთან. 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება, კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რის საშუალებითაც მოხერხდება აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება. მიმდინარე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე აგრობარათებზე დარიცხულია 14 მლნ ლარამდე, განაღდებული ქულების რაოდენობა 3,2 მლნ ლარს აღწევს. ბაზარზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში უზრუნველყოფს ისეთი საკითხების სრულყოფას როგორებიცაა: საკვეწარმოების ტექნოლოგიები, ცხოველთა ჯიშური მიკვლევადობის სისტემის და სანაშენე საქმის განვითარება, სასოფლოსამეურნეო ცხოველთა ადგილობრივი ჯიშებისა და ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის შენარჩუნება, თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემების დანერგვა, საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა/გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და სხვა. 2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა შედეგად, 2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონ ლიტრამდე, 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%), იაპონია (68%). 5 შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. რთველი ჩატარდა ორგანიზებულად, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული. ჯამში საქართველოს მასშტაბით გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, მევენახეებმა შემოსავლის სახით 270 მილიონამდე ლარი მიიღეს. პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. აღნიშნულ ქვეყნებში სხვადასხვა მიზნობრივი ღონისძიებები ხორციელდებოდა, კერძოდ: დეგუსტაციასემინარები, ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, კონკურსები, სატელევიზო და რადიო რეკლამირება, სოცმედია აქტივობა, ფესტივალები. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ბაზრების დივერსიფიკაცია, 2023 წელს მარკეტინგული ღონისძიებებისათვის დაიხარჯება 14 მლნ ლარი, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით ყოველწლიურად მზარდია, როგორც ბიუჯეტი, ასევე აქტივობები. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განხორციელებს პირველ რიგში აშშ-ში და ასევე, ქართული ღვინის რამდენიმე სტრატეგიულ ბაზარზე, კერძოდ: სამხრეთ კორეა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ექსპორტის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები. ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაცემული 2976 შესაბამისობის სერტიფიკატიდან, 794 სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის არის გაცემული. მოსახლეობის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება შეუძლებელია აგრარული პოლიტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებების გარეშე, როგორებიცაა სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები, ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარდა ინფრასტრუქტურა რის შედეგადაც, სურსათს ეროვნული სააგენტოს სერვისები ადგილზე ხელმისაწვდომი გახდა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება (მაგალითად, 10 წლის წინ 500 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 31 ათასს შეადგენს). აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორების შემოწმება ხორციელდება სპეციალური ელექტრონული პროგრამით, რაც სუბიექტურ ფაქტორს გამორიცხავს. პრიორიტეტებად განისაზღვრება ცხოველური 6 წარმოშობის სურსათის, ბავშვთა კვების, საზოგადოებრივი კვების, სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, პირველადი წარმოების კონტროლი. მიღებულია რძის, თაფლის, ფრინველის ხორცის, თხილის, სპირტიანი სასმელების, ხილის წვენების, შოკოლადისა და სხვა პროდუქტების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები. გამოწვევებთან ერთად, იზრდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და ინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები. 2022 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია და მისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მთლიანად აკმაყოფილებს ISO 9001 მოთხოვნებს ხოლო 2023 წელს, ლაბორატორიას მიენიჭა რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი. ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას (7 სახის დაავადებაზე). მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის გასატარებლად. ამოცანის გადასაჭრელად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია. სწორედ აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, რომელსაც დავასრულებთ 2024 წელს და ქვეყანაში ხელისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს, განხილვების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წელს. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესებისგან მიწის რესურსების დასაცავად და მიწის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად ხორციელდება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“, დღეის მდგომარეობით ინვენტარიზებულია 1300 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სტატუსის მინიჭების პროცესი. გეგმის მიხედვით, ინვენტარიზაცია დასრულდება 2024 წელს, რომლის შემდგომაც აქტიურად დავიწყებთ ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროცესს. საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა. ინტენსიურად გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში 7 გაიზარდა მელიორირებული სავარგულების რაოდენობა. კერძოდ: წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45,000 ჰექტარიდან 164, 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14,000 ჰექტარიდან 43,000 ჰექტარამდე. ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი. 2022 წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟის და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცენდენტო ოდენობის 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი 4 მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო). შედეგად, დაგეგმილი პროექტები 2023-2030 წლებში უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30%-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა. რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახვას: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ცალკე კომპონენტი ეთმობა მიწის მდგრად მართვას, მიწების კონსოლიდაციას, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებს, ასევე სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ რეფორმას და ფუნქციურ გაძლიერებას. პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, ჩვენთვის მთავარი დოკუმენტია პრემიერის ინიციატივით შემუშავებული - „ხედვა 2030 - საქართველოს განვითრების სტრატეგია“. სამინისტროს მიერ გასატარებელი პოლიტიკა დაფუძნებულია ორ ძირითად მიზანზე, კერძოდ: „საქართველოს აგროსასურსათო სექტორში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა“ და „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მდგრადი, კლიმატგონივრული მართვის უზრუნველყოფა“. სტრატეგიის შესაბამისად, 2030 წლისათვის გატარებულმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს 30 მილიარდი ლარის ღირებულების აგროსასურსათ პროდუქციის გამოშვება და 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. გარემოს დაცვა 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი ,,2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ევროკავშირის გარემოს დაცვის პოლიტიკასთან მაქსიმალურ დაახლოებას. გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 8 2022 წლიდან ამოქმედდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც შემოიტანა ახალი ვალდებულებები სამრეწველო სექტორისთვის. საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გარემოს დააბინძურებს, ვალდებულია გარემოს დაბინძურების აღმოსაფხვრელად გასწიოს სათანადო ღონისძიებები და გაიღოს ამისთვის საჭირო თანხები. ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კი კანონი აწესებს საკმაოდ მაღალ საჯარიმო სანქციებს. ჩვენ ამ ახალი ვალდებულებების შესასრულებლად უკვე გავატარეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ზედამხედველობის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც მუშაობენ კანონის აღსრულების მიმართულებით. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესების და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების დახვეწის მიმართულებით. 2023 წლის 1 ივლისიდან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, როგორც ორჰუსის კონვენციის განხორციელების ხელშემწყობი უწყება, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯარო განხილვების ჩატარებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას. ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდატების შესაბამისად. 2022 წელს ჩვენ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით, შევქმენით ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ამჟამად მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 912 ათასზე მეტ ჰექტარს რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია; საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად ხორციელდება ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელს წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. კანიონმა გახსნის დღიდან დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას უკვე მეორედ აქვს UNESCO-სგან საერთაშორისო აღიარება. კოლხეთის დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების შემდეგ, 2022 წელს UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების ცნობადობას საერთაშორისო დონეზე და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკოტურიზმის განვითარებას. დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამოყალიბება, კერძოდ, 2022 წელს 12 დაცულ ტერიტორიაზე დაინერგა პატრულირების თანამედროვე სისტემა. წელს და მომდევნო წლებში გაგრძელდება აქტიური მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. წელს, ჩვენ ვაპირებთ ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას გურიაში. ამ მიმართულებით, კვლევები გაგრძელდება სამეგრელოსა და სვანეთში. 9 დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-სალაშქრო და ეკობილიკები, ვიზიტორთა ცენტრები, ასევე დაინერგება ეკოტურისტული სერვისები. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KfW) 16 მლნ ევროზე მეტი ოდენობით, რაც სრულად მოხმარდება, როგორც არსებული, ასევე ახალი დაცული ტერიტორიების ინფასტრუქტურულ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას. გრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩვენი დაცული ტერიტორიები მომზადებული დახვდეს 2023 წლის განმავლობაში ვიზიტორებს. 2023 წელს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 22.5 მლნ ლარი. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც მოიცავს: 220 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის, 64 საფეხმავლო ხიდის და 7 სამთო თავშესაფრის მოწყობას. აქტიურად მიმდინარეობს 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ბუნების ძეგლების ტერიტორიებზე. ასევე, არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიის, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონი, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებში, ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის, შეიქმნა პირველი მობილური აპლიკაცია. 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 53%-ით (902 010 ვიზიტორი). გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს, ევროპული დირექტივების შესაბამისად მომზადებული ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი გამოიყო წყლის რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღსადგენად. მოეწყო წყლის დონეზე დაკვირვების სადგურები და შევიძინეთ თანამედროვე ხელსაწყოები. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები ამ მიმართულებით. 2022 წელს ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შევიძინეთ ორი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელთა ღირებულება 1,6 მლნ ლარამდეა. შედეგად, შესაძლებელი იქნება წყლის რესურსების ხარისხის შეფასება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების 10 შესაბამისად და გაუმჯობესდება მონიტორინგის არებული სისტემა, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკაში აღსრულებისათვის. პროგრესი მომდევნო წლებში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. სისტემური ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის სააუზო მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები. სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის მიზანია, ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების დაბინძურების შესამცირებლად. 2022 სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში წელს აღმოფხვრა სამრეწველო სამინისტრომ მავნე აქტიურად ნივთიერებების სექტორიდან ჰაერის გააგრძელა მუშაობა გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის შემუშავდა თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგსაც უწყვეტად ვახორციელებთ. ამ ეტაპზე დაახლოებით 50-მდე აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში, კი მიმდინარეობს მონტაჟის პროცესი. ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ჩვენი მიზანია, რომ წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო აღჭურვილი იყოს თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. მნიშვნელოვანია ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების და კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. საერთო ჯამში გეგმის აქტივობები შესრულებულია 85%-ზე მეტით. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გაუმჯობესება გვაქვს სამიზნე მაჩვენებლების ნაწილში, რაც გულისხმობს, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქ. რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია ჯამში 10 საწარმო. გარდა ამისა, 3-მა მოქმედმა საწარმომ მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა ქვეყანაში და რამაც უკვე კონკრეტული შედეგები გვაჩვენა მსხვილი სამრეწველო საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და ჰაერის ხარისხზე უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის მიმართულებით. ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმის ფარგლებში, ქ. რუსთავში მოეწყო/რეაბილიტირდა 12 რეკრეაციული ზონა საერთო ფართობით 146 ათასი კვადრატული მეტრი. ესეც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სარეკრეაციო სივრცეების განვითარებაზე, რაც ასევე აუცილებელია, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. 11 თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური პრობლემები კვლავაც აქტუალურია. ამიტომაც ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ახალ ღონისძიებებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. აგრეთვე, ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება ქალაქ თბილისისთვის. სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. კანონი მიზნად ისახავს, ქვეყანაში მოქმედი და ახალი საწარმოებისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას 2026 წლიდან. დაახლოებით 200-მდე მოქმედ საწარმოს ეტაპობრივად მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ მინიმუმადე შემცირდეს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება სამრეწველო საქმიანობების განხორციელების შედეგად. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დასაახლოებლად. ტრანსპორტიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის ივლისიდან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით. კანონპროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების მიმართულებით. უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგენთ ინიციატივას ახალი ავტომობილების იმპორტის საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2023 წელს საქართველოში ამოქმედდება რვა ერთეული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური და ერთი მობილური სადგური. შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ქსელი და 2024 წლის ბოლომდე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემა სრულად დაუახლოვდება ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებს. 2023 წლის განმავლობაში ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს. ინტენსიურად გრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი. გასულ წელს ზედამხედველობის დეპარტამენტმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან 100 სინჯი (50/50 ბენზინი და დიზელი) შეამოწმა და კანონდარღვევებზე გატარდა შესაბამისი რეაგირება. წელს და მომდევნო წლებში ზედამხედველობის დეპარტამენტი გააგრძელებს საწვავის ხარისხის აქტიურ კონტროლს. ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო ტყის ახალი კოდექსი. კოდექსმა ჩამოაყალიბა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი 12 ეზოების მოწყობა, იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა. კოდექსმა შექმნა ტყეების სარეკრეაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მშენებლობა მუნიციპალიტეტების მასშტაბით. 2023 წლის მდგომარეობით, მოწყობილია 39 საქმიანი ეზო. დამატებით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 18 ახალი საქმიანი ეზოს მოწყობა. საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება და ხე-ტყის მდგრადად დამზადდების მექანიზმების დანერგვა, სპეციალისტების გადამზადება და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება არის უმთავრესი წინაპირობა სატყეო სექტორის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ტყის ინვენტარიზაცია 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 2018-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა. 2022 წელს მომზადდა ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ. 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 1034 ჰა ფართობზე განხორციელდა. 2023 წელს ტყის აღდგენა დაგეგმილია 1538 ჰა ფართობზე. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა ,,ტყის მეგობარი’’, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. გაწეული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების სიხშირე. 2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დამატებით დაიქირაოს 318 სააგენტოს უფლება ტყის რომელთა მცველი, მიეცა შრომის ანაზღაურება დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით. ჩვენი მიზანია, 2026 წლისთვის სრულად დასრულდეს საქართველოს ტყეების აღრიცხვაინვენტარიზაცია. ამ დროისთვის ტყეების ინვენტარიზაცია საქართველოს ტყის დაახლოებით 35,1%ზეა განხორცილებული. 2023 წელს ტყის მართვის გეგმების შემუშავებისთვის დაგეგმილია საველე სამუშაოების განხორციელება, თიანეთის, ყვარლის, თელავის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (262 603 ჰა). მიმდინარე წელს დამტკიცდება მართვის გეგმები 289 754 ჰექტრისთვის, რომელიც მოიცავს ლენტეხის, ამბროლაურის, წალკა-თეთრიწყაროს, ახმეტისა და დედოფლისწყაროს სატყეო უბნებს. ბიომრავალფეროვნების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტია, ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების კანონზე, რომელსაც წლის განმავლობაში წარმოვადგენთ პარლამენტში განსახილველად. კანონი შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან და საშუალებას მოგვცემს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად ვუზრუნველყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა. 2022 წელს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ (ბერნის) კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ დამტკიცდა საქართველოს ზურმუხტის ქსელის 66-ვე ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7% შეადგენს, რითაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიომრავალფეროვნების დაცვის ევროპულ სტანდარტებს და ამჟამად ჩვენი მიზანია, 13 არსებული ზურმუხტის ქსელის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა, უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით. 2023 წელს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდება განვითარების სტრატეგიის გეგმა რუსთავის ჭალის ტყის 160 ჰექტარისთვის, აგრეთვე, აღნიშნული ტერიტორიის ძლიერ დეგრადირებულ ფართობებზე ტყის აღდგენის, ტერიტორიის სოციალური და ტურისტული განვითარების პროექტი. ასევე, მომზადდება ალაზნის ჭალის ტყის, დაახლოებით, 20,000 ჰექტარ ფართობზე აღდგენის და კონსერვაციის გენერალური გეგმა; 260 ჰექტარ ფართობზე დაცული ალაზნის აუზის მიმდებარე, ალავერდის ჭალის ტყეების აღდგენისა და განვითარების გეგმა. ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს სწორად დაგეგმოს უნიკალური ჭალის ტყეების აღდგენისა და მისი შემდგომი გამოყენების საკითხები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ აქტივობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ნადირობის სისტემის დანერგვას. ნარჩენების მართვის სფერომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები განიცადა. ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი ხუთწლიანი (2022-2026 წწ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა და განახლებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაზეც ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს ცხადია შეეხება ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვასა და შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობას. 2022 წლიდან დავიწყეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა. 2022 წლის ივნისში ავტორიზაცია უკვე მიენიჭა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სამ ორგანიზაციას - ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ვალდებულებების განხორციელებისათვის; ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 9 305 მწარმოებელი; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და გადამუშავებას. ცხადია, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობლობთ კერძო სექტორთან ამ ნაწილში. საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა “ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის” ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. ასევე, მომზადებულია „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი; სტოკჰოლმის კონვენციის ფარგლებში მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც განისაზღვრა პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი მოწყობილობების და ზეთების მართვის წესები და ნორმები. საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარდგენილია “ვერცხლისწყლის შესახებ” მინამატას კონვენცია და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ასევე, მიმდინარეობს 14 მუშაობა „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიკაციისა და რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლირება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ეფექტიანი კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებისთვის. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ჩვენ მიერ წარმოგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, რაც მიზნად ისახავს, ხე-ტყის უკანონო სარგებლობისა და ტრანსპორტირებისთვის, უკანონო თევზჭერისთვის და წიაღით უკანონო სარგებლობისთვის სანქციების გამკაცრებას. გარდა ამისა, დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზება, საპატრულო პოლიციის მსგავს, მაქსიმალურად გამჭირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებებით (დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა). მთავარ მიზანს წარმოადგენს კონტროლის თანამედროვე მექანიზმების დანერგვა, დეპარტამენტის ცნობადობისა და საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. აქვე მნიშვნელოვნად ძლიერდება გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. ტექნიკური აღჭურვილობისა და დანადგარებისთვის ჯამში დაიხარჯა 5.8 მილიონი ლარი. თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის უკვე დაწყებულია ახალი რეგიონული ოფისების მშენებლობა ქუთაისსა და თელავში. აქტიურად მიმდინარეობს კონტროლის ელექტრონული მექანიზმების განვითარება, იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული სისტემები დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების სისტემებს და აღნიშნულმა უფრო ეფექტიანი გახადოს კონტროლის ღონისძიებები. საქართველოში, ამ დრომდე არ არის განვითარებული საზღვაო აკვაკულტურა. წელს დავამტკიცეთ საზღვაო აქვაკულტურის ფერმების მოსაწყობად ზონები, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა. კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2023 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია დამატებით 72 სრულად ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟება. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ჯამში გვექნება 30015 მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური. დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ ფერმერებს და ყველა სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი ინსტიტუციური და მარეგულირებელი ცვლილებები განხორციელდა 2015 წლიდან დღემდე. ეს პროგრესი აღიარებულია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლავ გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის N2495 განკარგულებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ცანასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ურავის ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვაზე, მოვლა-პატრონობასა და ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნა-ფუნქციონირებაზე უფლებამოსილ ორგანოდ. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს საქართველოს მასშტაბით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 7000-მდე პირი გადამზადდა. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ხარისხის გაზრდის და აგრარული მიმართულებით ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის 1300 ფერმერს (მათ შორის 995 მეფუტკრეს) ტრენინგები ჩაუტარდა. დავიწყეთ გარემოსდაცვითი კუთხით დეფიციტური პროფესიებით დაინტერესებული სტუდენტების წახალისება და შევქმენით მწვანე სტიპენდიის პროგრამა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტების დაინტერესება, მოზიდვა და მათი აქტიური ჩართვა სამუშაო პროცესში. სწორედ ამ მიზნით, სამინიტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. სტუდენტები სტაჟირებას გადიან სამინიტროს სისტემაში; შედეგად, მათ რეალური შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში და საკუთარი ცოდნის რეალიზება მოახდინონ. 16