საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაცია 2023 წლის 18 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-18
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2130?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
18 აპრილი 2023 11:00
2023 წლის 18 აპრილი, 11:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
4/18/2023, 12:27 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2130?local=true
4/18/2023, 12:27 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N62
2023 წელი, 18 აპრილი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი, მაია მენაღარიშვილი, ბაია
კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, გიორგი ჩაკვეტაძე,
ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის
წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების
შესახებ. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
არჩევა
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
კომიტეტმა მოისმინა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის
წევრებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
პოზიციაზე წარუდგინა კომიტეტის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურა.
გივი მიქანაძის განცხადებით, გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება
ახალგაზრდობის სფეროში მუშაობის, რაც თავის მხრივ განათლების სფეროსთან მჭიდრო
კავშირშია და მისი წარმოდგენილ პოზიციაზე არჩევა გააძლიერებს კომიტეტს.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე, გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 2.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე