საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 27-31 მარტს ირლანდიის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის (დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის წევრები: მაია ბითაძე, დავით სონღულაშვილი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-5720/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-24
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5720/23 19-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს გიგზავნით მიმდინარე წლის 27-31 მარტს საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ დაამატოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი: 3 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში (27-31 მარტი, 2023) საქართველოს პარლამენტის დელეგაცია 2023 წლის 27-31 მარტს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირლანდიის რესპუბლიკაში. საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ: ირლანდიის პარლამენტის სპიკერს - შონ ო’ფარელს, ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს - ჯერი ბუტიმერს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს - ჩარლი ფლანგანს. შეხვედრები, ასევე გაიმართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გარემოს დაცვისა და კლიმატის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ირლანდიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის წევრთან, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე- პრეზიდენტთან - ფრენსის ფიცჯერალდთან. შეხვედრების მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების საკითხები, გარემოს დაცვისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე, საქართველო-ირლანდიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სხვა მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და ევროპისთვის, შუა დერეფნის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელობაზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტმა მოუსმინა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას. მოსმენაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველო-ირლანდიის ურთიერთობებზე და სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. „რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში დგამს სხვადასხვა ფორმით პროვოკაციულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღდეგ და სურს სიტუაციის ესკალაცია. რაც დღეს ხდება უკრაინაში, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წლების განმავლობაში ის ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით უკრაინაში და მთლიანად რეგიონში. გვჯერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა გადის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე და დიდი იმედი გვაქვს რომ წელს ამ გზაზე ხელშესახები პროგრესი გვექნება“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში. საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები, აგრეთვე გამართა ირლანდიის მთავრობის წევრებთან, კერძოდ: ევროპულ საქმეთა მინისტრთან - პიტერ ბურკთან, ვაჭრობის ხელშეწყობის მინისტრთან - დარა კელერთან და ასევე, ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ჰელენ ბლეიკთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ირლანდიის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველო-ირლანდიას შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება, შუა დერეფნის განვითარება, საქართველოში ირლანდიური ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა და ახალი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან - არტ ო’ლირისთან, სადაც განიხილეს საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმები შესრულებასთან. და ირლანდიის მათი თანხვედრა ცესკო-ს ევროკავშირის თავმჯდომარე 12 რეკომენდაციის საქართველოში დანერგილი სიახლეების კუთხით გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ირლანდიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარე წელს, საქართველოს ეწვევიან. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა წამყვანი ირლანდიური კვლევითი ცენტრის მკვლევარებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, შიდა პოლიტიკური პროცესების, რეფორმების დღის წესრიგის შესახებ და განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სამეზობლოში და მისი შეკავების მექანიზმებზე. „უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მან დაიწყო საქართველოში ადრეულ 90-იან წლებში და გააგრძელა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით. სამწუხაროდ დღემდე, რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ახორციელებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შეკავებაც ჩვენი დასავლელი მეგობრების გარეშე შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება არის გზა, რომელიც შეამცირებს საქართველოს მიმართ საფრთხეებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებასა და მშვიდობას, რაც უაღრესად მნიშნელოვანია ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვისაც“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქ. კორკში დასრულდა. დელეგაციის წევრები ქ. კორკის მერს - დიედრა ფორდს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს კორკსა და აჭარას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ტურისტულ სფეროებში კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები საკვირაო სკოლა „ფესვებს“ ესტუმრნენ და სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებზე ისაუბრეს.