„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-24
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ
კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით
უსრულდება, ხოლო პირი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე
უსრულდება 6 წელი, უფლებამოსილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით
ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1
ოქტომბრამდე უსრულდება. აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს მოქალაქეთა არაერთი
განცხადება, რომლითაც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის
მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 14 აპრილს განხორციელებული
ცვლილებების თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად და
სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებოდათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლიდან და ყოველი შემდგომი სასწავლო
წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნეოდნენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი
შეუსრულდებოდათ სასწავლო წლის დაწყების დღეს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში 2022 წლის 19 აპრილს შეტანილი ცვლილებების (N1513-VIIIმს-Xმპ) შედეგად განისაზღვრა,
რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს
1 ოქტომბრამდე უსრულდება.
2014-2015 სასწავლო წლიდან პირველ კლასში შემცირდა კლასში მოსწავლეთა დასაშვები
მაქსიმალური რაოდენობა, რამაც მოითხოვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბოლო წლებში
საჯარო
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ინტენსიურად
განხორციელდა
ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა შესაძლებლობა, მოსწავლეთა დამატებითი
რაოდენობის დაკმაყოფილების.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებული
ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ
ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი
შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის
ბავშვებიც, რომლებიც დაბადებულები არიან 1 ნოემბრამდე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,
ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს უფლება ექნება გააკეთოს არჩევანი 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ
ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება
სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დაარეგისტრირონ პირველ კლასელებად.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უნდა უსრულდებოდეს „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების
თარიღის ჩათვლით. ამასთანავე, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე
დაბადებული
ბავშვები
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ირიცხებიან
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში. აღნიშნულით საქართველოში
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა პირს,
რომელსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი, ხოლო აღნიშნული სურვილის არმქონე პირები
გააგრძელებენ მომსახურების მიღებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ პირებს, რომელთაც
1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.
სწავლის დაწყებიდან 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების პირველ კლასში მიღების
შესაძლებლობასთან დაკავშირებული გამონაკლისი განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საქართველოს კონსტიტუციით დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა და ზოგადი
განათლების აღნიშნული საფეხურების მიღმა ბავშვის დარჩენა განიხილება როგორც ბავშვის
საბაზისო უფლებების უგულებელყოფა, რაც, თავის მხრივ, ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.
შესაბამისად, ყველა მშობელი ვალდებულია სასკოლო ასაკის ბავშვი დაარეგისტრიროს სკოლაში.
ამავდროულად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლის მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს მხოლოდ ინკლუზიური განათლების პროგრამაში
ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან
გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი
ასაკისა. გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელპედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
არის შემთხვევები, როცა საკანონმდებლო მოთხოვნის გათვალისწინებით, მიუხედავად სასკოლო
ასაკის ბავშვების დაბალი მზაობისა, მშობელი არეგისტრირებს შვილს პირველ კლასში და
აღნიშნულ მოსწავლეებს ექმნებათ პრობლემები სასწავლო პროცესში. შედეგად იზრდება კლასში
დარჩენილი მოსწავლეების რიცხვი.
კანონში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ექნება
არჩევანის შესაძლებლობა, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულმა ბავშვებმა გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დაარეგისტრირონ
პირველ კლასელებად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის მე–6 პუნქტში. პროექტით წარმოდგენილი რედაქციის თანახმად, ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71
მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით
უსრულდება. ამასთანავე, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე
შეუსრულდება 6 წელი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება,
რათა დადგენილ ვადებში მოესწროს 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა
ელექტრონული რეგისტრაცია. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა
კონვენციით, მისი დამატებითი ოქმებითა და საქართველოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო
სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი და ინკლუზიური
განათლების მიღებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება. გაეროს განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საერთაშორისო კლასიფიკატორით ბავშვის
ადრეული განვითარების პერიოდად აღიარებულია დაბადებიდან 8 წლამდე პერიოდი. ადრეული
განვითარების პერიოდში განსხვავებულია ბავშვის ფიზიკური, სოციალური, ემოციური და
კოგნიტური უნარები. მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა მორგებული იყოს თითოეული
ბავშვის საჭიროებას და აძლევდეს მათ შესაძლებლობას, ადრეული განვითარების
პერიოდში განვითარდნენ ჰოლისტურად. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასკოლო
ასაკთან მიახლოებული ასაკის ბავშვებს, რომლებიც დაბადებულები არიან სასწავლო წლის
დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე, შეექმნებათ შესაძლებლობა, მათი ინდივიდუალური
საჭიროებიდან გამომდინარე, სწავლა განაგრძონ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის
პირველ კლასში ან გააგრძელონ მომსახურების მიღება სკოლამდელი განათლების
დაწესებულებაში.
შესაბამისად, აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან 2023-2024
სასწავლო
წლისთვის
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 20
მარტის ჩათვლით განხორციელდა. რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ ბავშვებისთვის,
რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. დედმამიშვილთა რეგისტრაციის
ეტაპი 2023 წლის მაისიდან უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს იმ მოსწავლეთა
უფლებები,
რომელთაც
ცვლილების
შედეგად
მიეცემათ
პირველ
კლასში
რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების უფლება. აღნიშნული ცვლილების განხორციელების
შემდეგ საჭირო გახდება საზოგადოების ინფორმირება და პირველკლასელთა რეგისტრაციის
პროცესის ადმინისტრირების პროგრამულ ნაწილში ცვლილებების უმოკლეს ვადებში
განხორციელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული
ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2023 წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
უფლების მოპოვებას იმ პირისთვის, რომელსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი. სასკოლო
ასაკის პირველ ნოემბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ
4800 ერთეულით, შედეგად საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება
1.209.6 ათასი ლარის ოდენობით. ამას გარდა საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი
საგანმანათლებლო რესურსებით: 4800 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი
კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულება 573 ლარი - ბიუჯეტი 2,865.0 ათასი ლარი.
სახელმძღვანელოების კომპლექტი - 192.0 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 657.6 ათასი ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმ ბავშვების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა
შეუძლებელია, ვისთვისაც სწავლის დაწყება არის ნებაყოფლობითი.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის
2023 წელს აუცილებელი იქნება 4,924.2 ათასი ლარი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების დაფინანსებას ვაუჩერული დაფინანსებით და
აღჭურვას საგანმანათლებლო რესურსებით, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს საჯარო
სკოლებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე:
16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს,
ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უჩნდებათ ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების არჩევანის შესაძლებლობა.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.