საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-24
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
დანართი
7/25/2022
KA040109925210622
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. №7; ტელ.: (+995 32) 2 19 27 27; ელ–ფოსტა: info@csb.gov.ge; www.csb.gov.ge
№ გ5932
25 / ივლისი / 2022 წ.
ნიკოლოზ ნიკოლაძეს
მის.:
ბატონო ნიკოლოზ,
თქვენი მიმდინარე წლის 15 ივლისის (რეგ.N2909) განცხადების პასუხად, გაცნობებთ შემდეგს:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
მთავრობის 2022 წლის 13 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო შეისწავლის და განაზოგადებს ყველა იმ საჯარო დაწესებულების
მოხელეთა შეფასების წესს, რომლებზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28
აპრილის დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესითა და
პირობებით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, საჯარო
დაწესებულებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამუშავებს განზოგადებულ
ინფორმაციას მოხელეთა შეფასების მეთოდების (ფუნქციები, კომპეტენციები, მიზნები) შეფასების
დონეების და შეფასების სამართლებრივი შედეგების შესახებ.
რაც შეეხება თვითშეფასებას, იგი წარმოადგენს უშუალო ხელმძღვანელსა და მოხელეს შორის
უკუკავშირის დიალოგის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც აუმჯობესებს და ხელს უწყობს კომუნიკაციას
ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის. გარდა ამისა, თვითშეფასებას, როგორც წესი, არ აქვს
გავლენა საბოლოო შეფასების მაჩვენებელზე და შესაბამისად, შეფასების სამართლებრივ შედეგზე.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თვითშეფასების საჭიროების, სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი
ხასიათის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ კონკრეტული საჯარო დაწესებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას
მოგაწოდოთ ინფორმაცია საჯარო დაწესებულების შეფასების წესში თვითშეფასების განხორციელებასთან
დაკავშირებული საკითხების შესახებ.
აქვე, მოთხოვნის შესაბამისად, თანდართული დოკუმენტების სახით, გიგზავნით ამონარიდებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო სახელმძღვანელოებიდან.
ამასთან, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ფოსტის მეშვეობით გეგზავნებათ ბიუროს საპასუხო წერილები
(Nგ1377, Nგ4028, Nგ4228, Nგ4649, Nგ5702).
პატივისცემით,
ბიუროს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/3a100210-9dd5-4213-b289-77e093525298.html
თეიმურაზ ჩიხრაძე
1/1
დანართი
7/13/2020
KA040145810530520
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. №7; ტელ.: (+995 32) 2 19 27 27; ელ–ფოსტა: info@csb.gov.ge; www.csb.gov.ge
№ გ4520
13 / ივლისი / 2020 წ.
მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძეს
მის.:
პ/ნ:
მობ.:
ელ.ფოსტა:
ბატონო ნიკოლოზ,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ განიხილა თქვენი წერილები (10/01/2020, 11/02/2020, 13/03/2020,
08/06/2020, 11/06/2020) და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,
მოგახსენებთ შემდეგს:
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, ბიურო
შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა შეფასების პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის
რეკომენდაციებს. „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10
მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბიურო
უფლებამოსილია, სრულად ან
შერჩევითად გამოითხოვოს შეფასების პროცესთან დაკავშირებული ზეპირი ან/და წერილობითი
ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განზოგადებულად, შეფასების
პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისა და საჯარო სამსახურში ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით.
თქვენი არაერთი მომართვის საფუძველზე ბიურომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან
გამოითხოვა ინფორმაცია მოხელეთა შეფასების საკითხებთან დაკავშირებით, დეტალურად შეისწავლა,
გააანალიზა სამინისტროს მიერ 2020 წლის 12 თებერვლის N01/5010 წერილით წარმოდგენილი
დოკუმენტაცია და მიიჩნევს, რომ „დიპლომატიურ სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების
წესი” სრულად შეესაბამება მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისათვის კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებს, წარმოდგენილი შეფასების წესი ნათლად განსაზღვრავს შეფასების
პროცედურას და მკაფიოდ აღწერს შეფასების ძირითად კომპონენტებს. სამინისტროს შეფასების წესი
ითვალისწინებს უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოზე სისტემატურ
დაკვირვებას, უკუკავშირს და დოკუმენტური მასალის შეგროვებას. ასევე, განსაზღვრავს მოხელის
საკუთარი საქმიანობის შედეგების აღწერის და თვითშეფასების ფორმის შევსების ვალდებულებას.
შეფასების წესით განსაზღვრულია, როგორც
დოკუმენტური მასალის შეფასების, ისე მოხელესთან
გასაუბრების პროცედურებიც, რაც სრულ თანხვედრაშია „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა
და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N220 დადგენილებით გათვალისწინებულ
რეგულაციებთან.
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეფასების წესით განსაზღვრული შინაარსობრივი და პროცედურული
ასპექტების გაანალიზების საფუძველზე, ბიურო მიიჩნევს, რომ შეფასების წესი მორგებულია სამინისტროს
სპეციფიკას და შეფასების პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ ზემოაღნიშნული რეგულაციებისა და
ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, შეფასების პროცესის მიუკერძოებლად
მიმდინარეობის წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, შეფასების პროცესის მეტი ობიექტურობისა და ჩართული მხარეების უფლებების დაცვის მიზნით,
სამინისტროს შეფასების წესის თანახმად, შექმნილია მოდერაციის საბჭო, რომელიც იხილავს, მათ შორის,
შეფასების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს. ბიუროს მოთხოვნის
შესაბამისად, სამინისტროს 2020 წლის 30 ივნისის N01/16977 წერილისა და თქვენ მიერ არაერთხელ
წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ თქვენ არ მიგიმართავთ აღნიშნული
საბჭოსათვის და არ გისარგებლიათ შეფასების წესით განსაზღვრული მოხელის უფლების დაცვის
მექანიზმით, რის გამოც საბჭომ ძალაში დატოვა უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაწერილი წლიური
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/d242f262-461a-40bd-8206-4d5f281a8c6f.html
1/2
7/13/2020
შეფასების შედეგები.
შესაბამისად, ბუნდოვანია თქვენი 2020 წლის 8 ივნისის წერილით წარმოდგენილი
პოზიცია მოდერაციის საბჭოს მიერ თქვენი საკითხის რეაგირების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით.
ასევე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო
სამსახურის ბიუროსათვის, თქვენ მიერ, არაერთხელ გაგზავნილი კორესპონდენციები შეიცავს
შიდაუწყებრივი კომუნიკაციის ელემენტებსა და დოკუმენტებს, რომელიც შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში,
უშუალოდ არ უკავშირდებოდეს შეფასების პროცესს. შესაბამისად, აღნიშნული მასალის დეტალური
განხილვა და ანალიზი სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. უფრო მეტიც, ეთიკური პრინციპებიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია მათი განხილვა მოხდეს ორგანიზაციის ფარგლებში, უშუალო
ხელმძღვანელისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების ჩართულობით.
დამატებით, ბიურო კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოხელეს არ ეზღუდება
შეფასების შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობა და უფლებამოსილია, შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს სასამართლოში „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
აქვე, გაცნობებთ, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შენიშვნები და
წინადადებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
პატივისცემით,
ბიუროს უფროსი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/d242f262-461a-40bd-8206-4d5f281a8c6f.html
ეკატერინე ქარდავა
2/2