საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიას და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-5942/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-24
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-5942/23 24-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-5913/23; 21.04.2023), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიასა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) განხილვის ვადის გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 60 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge