საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინფორმაცია 2023 წლის 24 აპრილის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრის სალომე ქურასბედიანის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-5984/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 65

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2138?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 24 აპრილი 2023 12:00 2023 წლის 24 აპრილი, 12:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავაჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; 2. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/264; 28.03.2023), I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე - ნანა ზამთარაძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ (N07-2/265; 30.03.2023), (სავალდებულო კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო კანონის პროექტი: ცვლილებების „წყლის პაკეტში რესურსების შემავალი სხვა მართვის შესახებ’’ კანონპროექტები და (07-2/86; 15.11.2021) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 4/24/2023, 4:00 PM https://parliament.ge/print/announcement/2138?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (N07-2/212; 16.11.2022) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 6. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/235; 21.12.2022) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/222; 30.11.2022), I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი. 4/24/2023, 4:00 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N65 2023 წლის 24 აპრილი, თბილისი ილია ჭავჭავაძის სხდომათა დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილის ხატია წილოსანის ადგილმონაცვლე მაია მენაღარიშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, ისკო დასენი, გოდერძი ჩანქსელიანი, დავით კირკიტაძე, სალომე ქურასბედიანი აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დენის სალუქვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები ელისო შანავა, გიორგი ფანცხავა, მანანა მოსიძე, ფიქრია რობაქიძე, კომიტეტის აპარატის მდივანი ხათუნა მუკბანიანი, მოწვეული სპეციალისტები ანი სისორდია და ნათია შამათავა, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი, ამავე სამინისტროს თანამშრომლები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე, ამავე სააგენტოს თანამშრომლები; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით დემენია; საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: ანა ცაგურია, თამარ ჭიჭინაძე და თამარ ლომიძე; USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი მარიამ ბახტაძე, ამავე პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე. დღის წესრიგი 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; 2. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/264; 28.03.2023), I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე - ნანა ზამთარაძე 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ (N07-2/265; 30.03.2023), (სავალდებულო კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (07-2/86; 15.11.2021) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (N07-2/212; 16.11.2022) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 6. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/235; 21.12.2022) I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/222; 30.11.2022), I მოსმენა (წამყვანი კომიტეტი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი. მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ამოღებულ იქნა დღის წესრიგიდან. სხდომაზე დამსწრეებმა ერთხმად მიიღეს დღის წესრიგი I საკითხი მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კომიტეტის წევრის სალომე ქურასბედიანის კანდიდატურა. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა (მომხრე - 9 წევრი): კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით აირჩია კომიტეტის წევრი - სალომე ქურასბედიანი. II საკითხი მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ თაობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის პირველ ეტაპზე დასრულებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ძველი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვის, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები. ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონისთვის მოძრავი ტექნიკური საშუალებების შესაძენად საჭიროა დამატებითი რესურსი. კერძოდ, ტექნიკის შესაძენად საჭიროა 3 მლნ ევრო, ხოლო ძველი ნაგავსაყრელების დახურვას სავარაუდოდ 7 მლნ ევრო (მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება ღირებულების დაზუსტება), რაზეც ცალკე მოხდება სასესხო შეთანხმების გაფორმება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში EBRD-ის მიერ გაუაქტიურებელი ტრანშის სახით გამოიყოფა 16 მლნ ევროს ოდენობის სასესხო რესურსი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის. ასევე აღინიშნა, რომ EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხის ოდენობა ჯამურად შეადგენს 19 მლნ ევროს, საიდანაც 1 ტრანში 3 მლნ ევროა, ხოლო ტრანში 2 - 16 მლნ ევრო. სესხის ხანგრძლივობა შეადგენს 15 წელს. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია. დაინტერესდა ნარჩენების გადამამუშავებელი მშენებლობის დამკვეთი კონკრეტულად ვინ იქნება. აზრი გამოთქვა: საწარმოს გიორგი კაკაურიძემ - აღნიშნა, რომ მას მერე, რაც დასრულდება ტექნიკურეკონომიკური კვლევა, შესაძლებელი იქნება განისაზღვროს ვინ იქნება დამკვეთი და ყველა შემთხვევაში ზედამხედველობა გაწეული იქნება EBRD-ის მხრიდან. ხელშეკრულებას ვინ გააფორმებს, ეს უკვე კონკრეტული პროექტის განხორციელების დროს იქნება გადაწყვეტილება მისაღები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იქნება თუ უშუალოდ მუნიციპალიტეტი. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებით, მეორე ტრანშის მიღებამდე, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N159 „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საკითხი, იმისათვის რომ ზუსტად განისაზღვროს ნარჩენების განსათავსებელი ტერიტორიის ფართობი და გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრე. უპასუხა: გიორგი კაკაურიძემ - აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მეორე ტრანშის ფარგლებში თანხა არ გადმოირიცხება, მეორე ტრანშისთვის დამატებითი რატიფიცირება იქნება სჭირო, გვექნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განისაზღვრება ზუსტი თანხა, ნარჩენების განსათავსებელი ტერიტორიის ფართობი და გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრე. ეს საწარმო ეკონომიკურად მომგებიანი ვერ იქნება იმ კუთხით, რომ კერძო კომპანიამ ააშენოს, ამიტომ უნდა იყოს მუნიციპალური და დაიკავოს რაც შეიძლება გაცილებით ნაკლები ტერიტორია, იმისათვის რომ ნარჩენების განთავსება იყოს უსაფრთხო და ასევე, გარემოსდაცვითი მოთხოვნების სტანდარტების შესაბამისი. ჩატარდება წინასწარი კვლევა, რა სახის ნარჩენი იქნება, რა მოცულობის, რა სიმძლავრის საწარმო უნდა აშენდეს, იმისთვის, რომ მომავალში უფრო დიდი ტერიტორიის მოძიება არ დაგვჭირდეს. ეს იქნება მთავარი მიზანი და არა ის, რომ ეკონომიკურად მომგებიანი იყოს ეს საწარმო. ამაზე შესაძლებელია ცალკე მსჯელობა, როდესაც სამშენებლო სამუშაოებისათვის ავიღებთ სესხს. რაც შეეხება პირველ ტრანშს - თანხა მოხმარდება არსებულ ნაგავსაყრელს და არა ახლის მშენებლობას. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - აღნიშნა, რომ კომიტეტი დააფიქსირებს შენიშვნას დასკვნაში და ორგანიზებას გაუწევს შეხვედრას აღნიშნული საკითხის თაობაზე, რომელსაც დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. მნიშვნელოვანია, რომ მიდგომა იყოს ერთგვაროვანი, ანუ რაც ბათუმში გაკეთდება, შემდეგ მიდგომა იქნება ასეთი მთელ საქართველოში. გარდა ამისა, უნდა დაზუსტდეს გადამამუშავებელ საწარმოზეა საუბარი, თუ პლუს დამხარისხებელზე, რომელიც ნაგავსაყრელზე უნდა განთავსდეს და რომელიც საკმაოდ ძვირია. უპასუხა: გიორგი კაკაურიძემ - აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო ტექნიკურეკონომიკური კვლევა, რათა ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს და ამ კვლევის დასრულების შემდგომ გვეცოდინება ზუსტად რაზეა საუბარი. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარდგენა. ასევე, მიზანშეწონილია წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებით, მეორე ტრანშის მიღებამდე, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N159 „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საკითხი, იმისათვის რომ ზუსტად განისაზღვროს ნარჩენების განსათავსებელი ტერიტორიის ფართობი და გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრე. სასესხო შეთანხმების ფარგლებში EBRD-ის მიერ მეორე ტრანშის გააქტიურებამდე (რაც მოიაზრებს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას), ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების და შესაბამისი დოკუმენტების მომზადების შემდგომ, მიზანშეწონილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართოს სამუშაო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებსა და დაინტერესებულ პირებს შორის, რათა მოხდეს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურად განხილვა. III საკითხი მოისმინეს: ნანა ზამთარაძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ ცვლილებებით მოხდება სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს განსაზღვრა სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვაზე პასუხისმგებელ უწყებად. დღეის მდგომარეობითაც სააგენტო ფაქტობრივ ფლობს საფონდო მასალას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. აღნიშნული არ ყოფილა აქამდე საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენით განსახილველად წარდგენა. IV საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე. წარმოდგენილი კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ პირველ რიგში ემსახურება წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას. ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსებით, მაგრამ ამ რესურსებს სჭირდება რაციონალური და მდგრადი გამოყენება. ამ კანონით დაინერგება წყლის მართვის თანამედროვე სისტემა, რომელიც ევროგაერთიანების ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს. ამ კანონის მთავარი პრინციპი არის წყლის რესურსების ინტეგრირებული, ანუ სააუზო მართვა. ქვეყნის ტერიტორია უნდა დაიყოს აუზებად და თითოეული აუზისთვის უნდა შემუშავდეს სააუზო მართვის გეგმა, რომელთა მომზადება უკვე დაწყებულია პარალელურ რეჟიმში. მთავარი საკითხია მონაცემების შეგროვება წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან ეტაპობრივად დავიწყეთ წყლის მონიტორინგის მექანიზმების აღდგენა და სამინისტროს უწყების - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტიანად გაუძღვეს ამ პროცესს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სააგენტოს რეგიონული ლაბორატორიების შესაძლებლობებიც. წელს დავიწყეთ მდინარეების რაოდენობრივი მაჩვენებლების კვლევა შეძენილი ტექნიკისა და აღჭურვილობის საშუალებით, მოვიზიდეთ და დავასაქმეთ ახალგაზრდა სპეციალისტები. ეს ყველაფერი შექმნის მყარ საფუძველს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის და წყალმომხმარებლებს შორის ამ რესურსების სამართლიანი განაწილებისთვის. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროექტის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება. ასევე, პროექტს შემოაქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები კერძო სექტორისთვის და ნებართვების სისტემა როგორც წყალაღებისთვის, ასევე წყალჩაშვებისთვის. კანონპროექტი ითვალისწინებს ინტეგრირებული ნებართვის გაცემას ისეთი საწარმოებისათვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის პროცესში სჭირდებათ ორივე ტიპის ნებართვა. ამდენად, ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მათ აქვთ სრული ინფორმაცია იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კანონმდებლობა. კანონპროექტს ასევე შემოაქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები მუნიციპალიტეტებისათვის, რაც გულისხმობს მათ აქტიურ ჩართულობას სააუზო მართვის გეგმების მომზადებაში და ზედამხედველობას ამ გეგმების განხორციელებაზე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. გამომდინარე ზემოთქმულიდან სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და USAID-თან ერთად იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. მნიშვნელოვანის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი, რომლის ვალდებულებაა მოსახლეობის წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფა. აღნიშნული ვალდებულება გაიწერება შესაბამის გეგმაში. კანონის პროექტით გათვალისწინებულია სააუზო საბჭოების შექმნა, რომლებზეც მოხდება სააუზო მართვის გეგმების განხილვა და რომელთა შემადგენლობაში შევლენ როგორც სახელმწიფო უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი ბიზნეს ოპერატორები. კანონის პროექტი ასევე განსაზღვრავს მდინარეთა ე. წ. სანიტარულ ნორმას, ანუ მდინარეში წყლის იმ აუცილებელ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა მდინარის არსებული ეკოლოგიური სისტემის შენარჩუნებისთვის. ვინაიდან არსებული ნორმა გავლენას მოახდენს ყველა წყალმომხმარებელზე, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მომზადების პროცესში აუცილებელი იქნება ფართო კონსულტაციების ჩატარება ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კითხვა დასვა: ნოდარ ტურძელაძემ - მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში საკანალიზაციო წყალი გაწმენდის გარეშე პირდაპირ ჩადის მდინარეებში. რა იგეგმება ამ მიმართულებით? მეორე საკითხი ეხება ტუმბოებს, რომლებიც ფერმერებს დაყენებული აქვთ თავიანთი სავარგულების მოსარწყავად. ახალი კანონის ამოქმედება რა გავლენას მოახდენს მათზე? უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - ორივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას მოგახსენებთ შეკითხვებისთვის. იმისათვის, რომ დავიცვათ ზედაპირული წყლის ობიექტები დაბინძურებისგან და შევინარჩუნოთ მათი ეკოლოგიური სტატუსი, უნდა აღმოვფხვრათ დაბინძურების წყაროები. ამ კანონით ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის დირექტივების ბევრ მოთხოვნებს. კანონპროექტს შემოაქვს ვალდებულებები კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მიმართ. კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ქალაქებისა და სოფლების საკანალიზაციო სისტემების დეტალური აღწერა, გამოავლინოს, თუ სად არის მთავარი დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს რთული და ძვირად ღირებული პროცესია და მისი განხორციელება მოხდება ეტაპობრივად პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე. რაც შეეხება მეორე კითხვას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით წყალაღებას არ სჭირდება ნებართვა. ხდება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შეთანხმება, რაც მარტივი პროცედურაა და სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი არ შეიცვას რაიმე ინფორმაციას წყალაღების მიზნების შესახებ. ასეთი ტიპის დოკუმენტი გაიცემოდა 5 წლის ვადით და იმ წყალმოსარგებლეებს, რომლებსაც გაუვათ ვადა, მოუწევთ სამინისტროში მოსვლა ნებართვის ასაღებად. რაც შეეხება ისეთ საქმიანობას, რომელიც დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას და რომლის ფარგლებში მოხდა სრულფასოვანი შეფასება წყალაღების პირობებსა და მიზნებზე, ახალი ნებართვა არ დასჭირდება. აზრი გამოთქვა: გიორგი ცაგარეიშვილმა - კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე მუშაობა წლების მანძილზე მიმდინარეობდა, დაწყებული 2012 წლიდან. წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემაზე გადასვლა ერთის მხრივ ჩვენი ვალდებულებაა, აღებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ხოლო, მეორეს მხრივ შეუძლებელია წყლის სექტორის რეგულირება თანამედროვე ინტეგრალური მიდგომის გარეშე. ამ კანონის მიღებით ჩვენ ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს, რაც იქნება საქართველოს მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მე საკმაოდ დიდხანს მომიწია მუშაობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში და კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელიც დგას ამ სტრუქტურის წინაშე კანონის აღსრულების პროცესში. ჩვენ გველის გარდამავალი პერიოდი, რომელიც საკმაოდ რთული იქნება. უნდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. ბევრი მათი შენიშვნა და წინადადება გათვალისწინებულ იქნა და ბევრ კომპრომისებზეც მოგვიწია წასვლა საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით. დღეისთვის საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულად მიმაჩნია და მიზანშეწონილად ვთვლი მის წარდგენას პარლამენტზე განსახილველად პირველი მოსმენით. ამასთან, მინდა გამოვყო ორი მომენტი: პირველი ჩამოსაყალიბებელია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სისტემა და მეორე - გადამწყვეტია წყლის ობიექტების ხარჯის განსაზღვრა, რომლის გარეშე შეუძლებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. აზრი გამოთქვა: ნინო თანდილაშვილმა - ბატონმა გიამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და პირველად საკანონმდებლო დონეზე აუცილებელი ხდება ქვეყანაში წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგი. ეს არის ის საფუძველი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სწორად ვმართოთ წყლის რესურსები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება წყალდიდობებით გამოწვეული რისკები. დღეს ჩვენ გვაქვს წყალდიდობის ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მოსახლეობის დაცვას წყალდიდობით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისგან. ასევე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ევალება წყალდიდობის რისკების რუკების და წყალდიდობის რისკების მართვის გეგმების შემუშავება ყოველი 5-წლიანი პერიოდისთვის. აღნიშნული გეგმების აისახება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმებში. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტია. კომიტეტს აქვს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გასათვალისწინებელია. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: ხარჯის დეფინიცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში წყალაღების და წყალჩაშვების ნებართვების გაცემის პროცედურა, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს და მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა, რომელიც დაკონკრეტებას მოითხოვს. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონის პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების წარდგენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. V საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საკითხის რეგულირებას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონებში წინა წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შევიდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხეტყის მართვის ორგანოს მიერ რეალიზაციას. კერძოდ, ამ სამართლებრივ აქტებში დაკონკრეტებულია, თუ სად უნდა იყოს მოპოვებული და აღმოჩენილი მერქნული რესურსი, რომ ტყის მართვის ორგანომ გაასხვისოს. წლების განმავლობაში, უკანონოდ მოპოვებული ან ჩამორთმეული მერქნული რესურსი გადაეცემოდა შემდგომი განკარგვის მიზნებისათვის ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და პრაქტიკაში იყო გადავადებები ამ რესურსის გასხვისების, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა მის დაზიანებას/გაუვარგისებას და მიზნობრივად ვერ ხდებოდა მისი განკარგვა. ამის გამო, კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასეთი მერქნული რესურსი გადაეცეს ტყის მართვაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოს - ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარაში აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს. შესაბამისად, მართვის ორგანო მიზნობრივად განკარგავს რესურს, იქნება ეს საშეშე რესურსი, რომელიც მოსახლეობას გადაეცემა საშეშე მიზნებისთვის, ხოლო სამასალე შემთხვევაში ხდება გასხვისება აუქციონის საშუალებით, როგორც ეს არის დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხსენებლის თქმით, პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, რომ რადგანაც ხდება უკანონოდ ტყითსარგებლობის შემთხვევები, ასეთი შემთხვევები ბუნებრივია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის, ყველა ღონისძიება და ზომა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები შემცირდეს. ზოგჯერ ასეთი ფაქტების გამოვლენა ხდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება, რომელსაც გადააქვს უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი და როდესაც ხდება კითხვის დასმა, რომ სად მოხდა აღნიშნული მერქნული რესურსის მოპოვება, ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მომპოვებელი ცდილობს თავი აარიდოს ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან აღნიშნული ინფორმაციის გაზიარებას. ამდენად, ეს საკანონმდებლო ხარვეზი დასარეგულირებელია და შესავსებია თუ კი პრინციპი არის საერთო, რომ მართვის ორგანო იღებს მერქნულ რესურს და განკარგავს შემდგომში მიზნობრივად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთნაირად იყოს დარეგულირებული. გასულ თვეებში დაახლოებით 30-მდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა და ტყის მართვის ორგანოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამ შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოეხდინა. დაახლოებით 10 000 ლარს სცდებოდა ჯამური მოცულობა აღნიშნული მერქნული რესურსის. ამდენად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ სისტემატიზირებულად მოხდეს ჩამორთმეული მერქნული რესურსის გადაცემა მართვის ორგანოსთვის შემდგომი განკარგვის მიზნებისთვის. გადაწყვიტეს: მომზადებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და წარდგენილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენით განსახილველად. VI საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკითხი ეძღვნება ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმით არის მითითებული, რომ ეროვნული კანონმდებლობა სრულად უნდა იყოს შესაბამისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არის მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. ის ადგენს კონკრეტული უსაფრთხოების წესებს და სტანდარტებს, ქვეყნების მხრიდან გასაწევ ღონისძიებებს და დეტალურ სახელმძღვანელოებს უწესებს თითოეულ მის წევრ სახელმწიფოს და ბუნებრივია საქართველოც, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი სახელმწიფო და მასთან აქტიურად მოთანამშრომლე ქვეყანა, ითვალისწინებს ყველა იმ ახალ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რასაც ეს ორგანიზაცია ადგენს. ქვეყანაში 2013 წლამდე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩამოყალიბებული მარეგულირებელი ორგანო არ არსებობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიური მუშაობა დაიწყო მაია ბითაძის ხელმძღვანელობით. მომზადდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ შეგვექმნა კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება, ეს არის მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც პასუხისმგებელია რეგულირების ფუნქციების განხორციელებაზე და ამავდროულად, პასუხისმგებელი არის კონტროლის განხორციელებაზეც ამ სფეროში, რადგან ესეც საკამოდ დელიკატური საკითხი გახლავთ. ბირთვული და რადიაციული უსაფრთოხების სააგენტოს ჩამოყალიბების შემდგომ, სააგენტომ აქტიური თანამშრომლობა გააგრძელა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი არის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი მისია იყო ჩამოსული საქართველოში, რომელმაც შეაფასა ქვეყნის მზაობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეროვნული კანონმდებლობა რამდენად არის თანხვედრაში მის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. გაიცა დაახლოებით 26 რეკომენდაცია, რომლის საფუძველზე შემდგომ ჩამოყალიბდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთოხების კანონი. თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მისი თმით, კანონის მთავარი პრინციპები იწყება ტერმინთა განმარტებებით, რომელიც სრულად არის შესაბამისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ლექსიკონთან. მნიშვნელოვანია, რომ ტერმინთა განმარტებაშიც იყოს ზუსტად ისეთი დეფინიციები, როგორიც საერთაშორისო დონეზე თითოეულ საკითხთან მიმართებით არსებობს და ეს შესაბამისობა დაცული არის მაქსიმალურად. ასევე კანონში უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც შეეხება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპებს, რაც მოქმედ კანონში გარკვეულწილად მიმოფანტული იყო, ხოლო წარმოდგენილ ახალი კანონში კი უფრო სისტემატიზირებულად ჩამოყალიბებული სახით არის მოცემული თითოეული პრინციპი. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ეროვნულ მარეგულირებელ სისტემაზე, სადაც გაწერილია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შესაბამისი სამინისტროების, არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სხვა ამ სფეროში პასუხისმგებელი უწყებების მოვალეობებზე. აქაც მკაფიოდ ჩამოყალიბდა თითოეული უწყების პასუხისმგებლობები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში და კონკრეტულად ბირთვული და რადიაციული უსაფრთოხების სააგენტოს მიენიჭა ე. წ. არასავალდებულო ძალის მქონე რეკომენდაციის გამოცემის უფლებამოსილება, რაც გულისხმობს კონკრეტული რეგულირების ობიექტის მიმართ მათი შესრულების მონიტორინგს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული და რადიაციული საქმიანობა დღეს ქვეყანაში ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა გახლავთ. ეს ძირითადად შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს და სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულებებს, როგორც დიდი სამედიცინო დაწესებულებები, ასევე დაბალი რისკის მქონე დაწესებულებებს, სადაც რადიაციული წყაროების გამოყენება ხდება სხვადასხვა სამკურნალო თუ დიაგნოსტიკური მიზნებისათვის და ბუნებრივია ეს ორგანიზაციები პასუხისმგებლები არიან, რომ აიღონ შესაბამისი ლიცენზია და დაიცვან კონკრეტული წესები და მოთხოვნები თავიანთი საქმიანობის პროცესში. მომხსენებლის თქმით, ხუთი კლასის წყაროს გამოარჩევს დღეს არსებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონი, რომელიც თავისი რისკის მიხედვით არის განსაზღვრული. ხუთივე კატეგორიის ობიექტი შეიძლება იყოს წყარო, რომელიც თავის საქმიანობის პროცესში იყენებს. სწორედ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ ყველა კატეგორიის დაწესებულებას არ სჭირდება სავალდებულო ლიცენზირება. პირველიდან მესამე კატეგორიის წყაროების მფლობელ ორგანიზაციებს სჭირდებათ სავალდებულო სალიცენზიო რეჟიმი. ეს გულისხმობს იმას, რომ იგივე რეჟიმში გააგრძელებენ ისინი ფუნქციონირებას და აქვე, კანონის მიხედვით, ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება იქნება მათ მიმართ განსაზღვრული, ხოლო მეოთხე და მეხუთე კატეგორიის წყაროზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ იქნება შემოტანილი რეგისტრაციის მექანიზმი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაიმე მოთხოვნები შეუმსუბუქდებათ. ბუნებრივია ასეთი ტიპის დაწესებულებებსაც მოუწევთ მთელი რიგი მოთხოვნების შესრულება. თუმცა, მათი შემოწმება და ინსპექტირება განხორციელდება რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენების შესაბამისად. მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ისეთი მაღალი რისკის ობიექტებთან შემდგომი მოპყრობის საკითხები, როგორიც არის მაგალითად, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი. ისეთი ობიექტები, სადაც დროებით ხდება რადიოაქტიური წყაროების განთავსება და მათი გაუვნებელყოფა, ერთ-ერთი ფორმა, ყველაზე ბოლო ეტაპი გახლავთ დეკომისია. დეკომისიისათვის დგინდება დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც სამომავლოდ მოუწევს დეკომისიის განხორციელება რადიაციული ობიექტის, აუცილებელია, რომ წინმსწრებით მარეგულირებელ ორგანოს წარმოუდგინოს დეტალური დეკომისიის გეგმა შესაბამისი ფინანსებით გაწერილი, რაც სავალდებულო არის იმისათვის, რომ ასეთი ობიექტის საბოლოო გაუვნებელყოფა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დაწესებულებას ჰქონდეს გათვალისწინებული ის რესურსები, რაც საჭიროა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე კანონპროექტში დეტალურად ხდება ჩაშლა და დარეგულირება ბირთვული და რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების მზადყოფნასა და რეაგირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გეგმების შემუშავების ავტორიზებულ პირთა ვალდებულებების თაობაზე. მნიშვნელოვანი საკითხია ტრანსსასაზღვრო და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს იმას, რომ მარეგულირებელ ორგანოს მუდმივად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ კი რაიმე ტიპის ტრანსსასაზღვრო რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და ამ საკითხზე დაუყონებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება შეეხოს რადიოლოგიურად მნიშნელოვანი დაბინძურება ბირთვული ავარიის შემთხვევაში. აქაც ვიხელმძღვანელეთ ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ კონვენციის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო დოკუმენტებით. რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, კანონპროექტის მე-8 თავი სრულად ეძღვნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეგულაციების შესაბამისად რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებას და შესაბამის სპეციფიკურ მოთხოვნებს რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირებისათვის, სადაც ჩამოყალიბებულია მკაფიო მოთხოვნები თითოეული ოპერატორის მიმართ და მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნებისმიერი წყაროს იმპორტის შემთხვევაში შემოდის სავალდებულო მოთხოვნა, რომ ის ქვეყანა, საიდანაც ხდება რადიაციული წყაროს იმპორტი, წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, როდესაც წყარო ამოწურავს თავის მოქმედების სფეროს და სპექტრს, მისი უკან დაბრუნება იყოს ე.წ. წარმოშობის ქვეყანაში შესაძლებელი. კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - 1. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამონაკლისები კანონის მოქმედების სფეროდან, რომელთა მიხედვითაც კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე თუ იგი ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა (ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია) და 24-ე მუხლის მე-9–101 პუნქტებით (რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა; რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი; რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი) გათვალისწინებულ საქმიანობებს. შესაბამისად, სამსჯელოა, თუ რამდენად შეესაბამება მოქმედი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-17 მუხლით მოცემულ შეტყობინების წესს. 2. კანონის პროექტის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება მასთან დაკავშირებული მოწესრიგება. ამავდროულად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით (ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია და შეტყობინება), აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის (რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის) გარეშე, გარდა მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობისა. თავის მხრივ, მე17 მუხლის თანახმად, მარეგულირებელი ორგანო იღებს შეტყობინებას სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე (იგულისხმება ნებისმიერი სამინისტრო, რადგანა არაა დაკონკრეტებული). შესაბამისად, შეტყობინება წარმოადგენს გამონაკლისს ავტორიზაციის წესისგან. ამ შემთხვევაში ბუნდოვანებას წარმოადგენს აღნიშნული შეტყობინების წესის გათვალისწინების მოტივაცია და მიზნობრიობა, ასევე, არ არის განსაზღვრული შეტყობინებით დაფარული საქმიანობების ჩამონათვალი, რაც განუჭვრეტადს ხდის მოცემულ რეგულირებას. 3. კანონპროექტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით „მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე“. კანონპროექტში არ ჩანს თუ რა მექანიზმები იქნება კონტროლის კუთხით გამოყენებული რეკომენდაციების შესრულებაზე. აღინიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პოზიცია, რომ „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში დეტალურად იქნეს გაწერილი ყველა პრინციპული საკითხი და არ მოხდეს რეფერირება მთავრობის დადგენილებებზე. ამასთანავე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ კანონის პროექტები საჭიროებს სამართლებრივი და რედაქციული კუთხით დახვეწას. უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - სამინისტრო კომიტეტის თავმჯდომარის თითოეულ წინადადებაზე იმუშავებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატთან, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს კანონის შესაბამის ნორმებში ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონის პროექტის „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენა. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივნები ნანა გოგიტიძე