საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-16254/22; 07.12.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5976/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5976/23 24-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-16254/22; 07.12.2022). საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს "პარკ მზიურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასა და პარკის დაცვის მიზნით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად პრივატიზებას არ დაექვემდებარება პარკი. საკანონმდებლო წინადადების ავტორების განცხადებით ბავშვთა ქალაქი "მზიური"-ს ყოფილ ტერიტორიაზე განლაგებულია მრავალი ახალაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. მათი მოსაზრებით, პარკის დაცვის მიზნით, უნდა შემუშავდეს და მიღებული იქნას საქართველოს კანონი "პარკ მზიურის სტატუსის შესახებ", რომელიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1. პარკი "მზიური" ცხადდება საქართველოს პარლამენტის პარკად; 2. პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ახალი გზების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა; 3. პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. კომიტეტის მოსაზრებით, კონკრეტულად პარკ „მზიურზე“ დიფერენცირებული მიდგომა არამართლზომიერია. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილების თანახმად, პარკი არის დასასვენებელი, გასართობი ან/და ბუნების ბინადართა დაცვის მიზნებისთვის განკუთვნილი, ბუნებრივად ან/და ხელოვნურად მცენარეული საფარით დაფარული და კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა გამწვანებულ ტერიტორიას; აქედან გამომდინარე, იმ ტერიტორიას, რომელსაც აქვს მინიჭებული პარკის სტატუსი, ყოველგვარი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი
დანართი
*GOV42200043377* GOV 4 22 00043377 30/12/2022 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით სონღულაშვილს ბატონო დავით, თქვენი მიმდინარე წლის 14 დეკემბრის №12696/4-6/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება მოქალაქეების: შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-16254/22; 07.12.2022) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, გიგზავნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციას (№04/10298; 28.12.2022). ამასთან, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე სხვა უწყებების მხრიდან პოზიციების წარმოდგენის შემთხვევაში, გეცნობებათ დამატებით. პატივისცემით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი 12/28/2022 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო KA020163426231922 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA 0114 თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 Tel.: (+995 32) 2 99 11 05 1, Zviad Gamsakhurdia Embankment, 0114 Tbilisi, Georgia Tel.: (+995 32) 2 99 11 11 28 / დეკემბერი / 2022 წ. № 04/10298 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს შემოსულ GOV 1 22 00040980 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან წარმოდგენილ მოქალაქეების: შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საკითხს, გაცნობებთ შემდეგს: ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს "პარკ მზიურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასა და პარკის დაცვის მიზნით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად პრივატიზებას არ დაექვემდებარება პარკი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკი წარმოადგენს მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებულ ქონებას, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და განკარგვას. მინისტრის მოადგილე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/f4517ef6-3e71-4821-b172-fbcfb0bc7be1.html ნინო ენუქიძე 1/1
დანართი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412212499842 07.12.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: "სახელმწიფო ქონების შესახებ" ცვლილების შეტანა შინაარსი: საკანონმდებლო წინადადება: პარკ "მზიური"-ს და სხვა პარკების გადასარჩენად, გთხოვთ, საქართველოს კანონს "სახელმწიფო ქონების შესახებ" დაემატოს, 4.1.ქვე-პუნქტი: "პარკი", რის შედეგადაც პრივატიზებას ასევე არ დაექვემდებარებიან პარკებიც, როგორც სახელმწიფო ქონება. დასაბუთება: 1940-იან წლებში, ქ. თბილისს გააჩნდა საკმაოდ მოზრდილი ზოოპარკის ტერიტორია (იხ. დანართი). 1982 წელს, ზოოპარკის ტერიტორიის შემცირების ხარჯზე (ტერიტორია დაიყო ორ ნაწილად: (1) ზოოპარკად და (2) ბავშვთა ქალაქად), დაფუძნდა ბავშვთა ქალაქი "მზიური", გამოჩენილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ინიციატივით. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით. 2015 წლის შემდეგ ბავშვთა ქალაქი "მზიური" კვლავ დაიყო ორ ნაწილად: (1) მომცრო ზომის პარკ "მზიურ"-ად და (2) საცხოვრებელ მიკრორაიონად. დღეს ბავშვთა ქალაქი "მზიური"-ს აწ ყოფილ ტერიტორიაზე ახლა უკვე განლაგებულია მრავალი ახალი საცხოვრებელი შენობა, ზოოპარკის/ბავშვთა ქალაქის/პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაიქცა დედაქალაქის ახალ მიკრო-რაიონად, სადაც განლაგებულია მრავალი ახალაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ანუ ქ. თბილისის მერიის მიერ ბოლო 80 წლის განმავლობაში განხორციელებული არასწორი და არათანამამდევრული ურბანული პოლიტიკის წყალობით პარკი "მზიური" დღეს გადაშენების ზღვარზეა. გთხოვთ, მიღებული იქნას გადამჭრელი ზომები მის გადასარჩენად. ამ მიზნით, გთავაზობთ, რომ შემუშავდეს და მიღებული იქნას საქართველოს კანონი "პარკ მზიურის სტატუსის შესახებ", რომელიც, პარკის დაცვის მიზნით, დაეფუძნება შემდეგ პოსტულატებს/პრინციპებს: (1) პარკი "მზიური" ცხადდება საქართველოს პარლამენტის პარკად; (2) პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ახალი გზების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა; (3) პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. "შაგრენის ტყავის" მიდგომა თბილისის ცემტრალური უბნის გამწვანებული ზონის მიმართ, ანუ - მისი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება (დიდი ზომის ზოოპარკი მომცრო ზომის ბავშვთა - მცირე ზომის პარკი) უნდა შეჩერდეს. ამის მიღწევა, მაღალი ალბათობით, მხოლოდ ამ დარჩენილი რეკრეაციული ტერიტორიების და მის მსგავსად ყველა პარკის პრივატიზაციის აკრძალვა გვესახება მიზანშეწონილად. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი ( ) პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე პ. #: მობილური: ელფოსტა: