საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების შესახებ (№1-15944/22; 05.12.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6132/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-6132/23 25-04-2023 პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების შესახებ“ (№1-15944/22; 05.12.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების შესახებ“. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია 2024 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ, მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეალურად იფუნქციონირებენ ფაქტობრივად მაღალმთიან ექნებათ დასახლებათა რეგისტრირებული ნუსხაში ოფისი ან შეყვანილ დასახლებაში, რეგისტირებული იჯარის ხელშეკრულება. ასევე, მუდმივად დასაქმებული იქნება მინიმუმ 2 ადგილობრივი ფიზიკური პირი. საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით აღნიშნული ცვლილებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე, რადგან: 1. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები; 2. საშემოსავლო გადასახადების ანარიცხები ასევე მიმართული იქნება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებების შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში; 3. ხელი შეეწყობა დედაქალაქის განტვირთვას.; 4. მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე; 5. გაიზრდება მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური აქტივობის დონე, გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც სხვა მრავალ საკითხთან ერთად მოიცავს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ევროკავშირის შესყიდვების შესახებ დირექტივებთან ჰარმონიზაციას. ხსენებული ვალდებულებების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხები გაიხარჯოს საჯაროდ, ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში, ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის თანაბარ პირობებში, ხოლო სატენდერო პროცედურებიდან და კანონიდან გამონაკლისი შესყიდვები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. აგრეთვე, 2025 წლის პირველ იანვრამდე მოქმედ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას არადისკრიმინაციული შესყიდვების მიდგომისა და მონაწილეთა თანასწორი მიმართ მოპყრობის შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პროპორციული, უზრუნველყოფა. ზემოთ აღნიშნული პრინციპები ვერ იქნება დაცული და გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურად კონკურენციის შეზღუდვას და შესყიდვის განხორციელებისას, რომელიმე სუბიექტის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 9 თებერვალს მიიღო ახალი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივისა და 89/665/EEC დირექტივის დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ითვალისწინებს ე.წ. „სოციალური შესყიდვის“ უზრუნველმყოფ არაერთ დებულებას, აგრეთვე მხარს უჭერს მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციისა და მიდგომების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციას. ახალი კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, საჯარო შესყიდვა განახორციელოს არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობის პრინციპების დაცვით. აგრეთვე, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება შეზღუდოს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე მითითებით. ახალი კანონის თანახმად, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები და საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, სამუშაოს, მომსახურების) CPV-ის კოდები, რომლის შესყიდვისას მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლების გათვალისწინება სავალდებულო იქნება. აგრეთვე, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი ახალი კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონით დადგენილი პირობების დაცვით საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოაცხადოს იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომელთა მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა (მათ შორის, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის პირთა) სოციალური და პროფესიული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირთა 30% მაინც უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი