საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შორენა ლობჟანიძის და თეონა ჭალიძის მიერ წარმოდგენილ დასაქმების სფეროში ინკლუზიის ხელშეწყობა-კვოტირების შესახებ (№1-15409/22; 24.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6161/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-6161/23 26-04-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განსახილველად გადაეცა საქართველოს მოქალაქეების შორენა ლობჟანიძის და თეონა ჭალიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას დასაქმების სფეროში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, ინკლუზიის ხელშეწყობა-კვოტირებასთან დაკავშირებით (№1-15409/22; 24.11.2022). საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. სხდომაზე გამოითქვა შემდეგი კითხვები, შენიშვნები და მოსაზრებები: 1. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით არ იკვეთება დასაბუთებული მიმართვა რომელ მოქმედ კანონში არის გათვალისწინებული ცვლილება ან/და ახალი კანონის მიღების თაობაზე; 2. საკანონმდებლო წინადადებას ახლავს საინტერესო კვლევა და მიმოხილვა სხვა ქვეყნებში აღნიშნული საკითხის არსებული პრაქტიკის თაობაზე, თუმცა არ არის მითითებული თუ როდის იქნა ჩატარებული კვლევები და ვის მიერ; 3. სავალდებულო დასაქმების/კვოტირების პრინციპი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად საქართველოში საჯარო სამსახური ეფუძნება საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას „საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.“ და ამავე კანონის 34-ე მუხლი: „პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეების შორენა ლობჟანიძის და თეონა ჭალიძის მიერ წარმოდგენილი ს საკანონმდებლო) წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტი ამავდროულად გამოხატავს მზადყოფნას შემდგომში გააგრძელოს მუშაობა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მხრივ. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე