საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით 2023 წლის 26 აპრილის კომიტეტის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6330/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 127

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2145?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 26 აპრილი 2023 15:00 2023 წლის 26 აპრილი, 15:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პენიტენციური კოდექსი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს ადმინისტრაციულ კანონში საპროცესო ცვლილების კოდექსში შეტანის ცვლილების თაობაზე“, შეტანის „საქართველოს შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის 4/26/2023, 5:44 PM https://parliament.ge/print/announcement/2145?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების „ფსიქიკური საქართველოს ჯანმრთელობის „სახელმწიფო თაობაზე“, შესახებ“ შესახებ“ საქართველოს შესახებ“ კანონში საქართველოს კომპენსაციისა კანონში ცვლილების და ცვლილების კანონში სახელმწიფო შეტანის შეტანის თაობაზე“, ცვლილების აკადემიური თაობაზე“ და შეტანის სტიპენდიის საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/229; 07.12.2022); 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (1-2542/23; 17.02.2023); 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს ცვლილების შეტანის ადმინისტრაციულ შესახებ“ და „საქართველოს სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსში კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/305; 28.03.2023); 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ (07-3/289; 08.02.2023). (II მოსმენა); 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან ქარუმიძის, ანტონ ობოლაშვილის, გივი ჭიჭინაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს 4/26/2023, 5:44 PM https://parliament.ge/print/announcement/2145?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის (07-3/306; შესახებ“ 29.03.2023); 6. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“ (1-2642/23; 21.02.2023); 7. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა, „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით. 4/26/2023, 5:44 PM
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, კომიტეტის სხდომა N127 2023 წლის 26 აპრილი, 15:00 სთ ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პენიტენციური კოდექსი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ (№07-2/229; 07.12.2022); 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში. (№1-2542/23; 17.02.2023) 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ (№07-3/305; 28.03.2023) 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე.“ (№07-3/289; 08.02.2023) II მოსმენა 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან ქარუმიძის, ანტონ ობოლაშვილის, გივი ჭიჭინაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ (№07-3/306; 29.03.2023) 6. საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ.“ (№1-2642/23; 21.02.2023) 7. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა, „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით. 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრების მომართვის წერილის საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, სხდომის დღის წესრიგზე საქართველოს მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი კანონპროექტის - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/276; 19.04.2023) საკითხის დამატების შესახებ. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, ზაურ დარგალი, მერაბ ქვარაია, სუმბატ კიურეღიანი, ირმა ზავრადაშვილი, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე, ხატია დეკანოიძე. კომიტეტმა განიხილა: კომიტეტმა პირველ საკითხად განიხილა დაჩქარებული წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები კომიტეტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გააცნო. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უნდა უსრულდებოდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით. ამასთანავე, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა პირს, რომელსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი, ხოლო აღნიშნული სურვილის არმქონე პირები გააგრძელებენ მომსახურების მიღებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ და თანმდევი კანონპროექტები. საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო. მომხსენებელმა წარმოადგინა ინფორმაცია „პენიტენციური კოდექსის“ პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების ძირითად არსზე, რომელიც არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე - პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების თვალსაზრისით. მომხსენებლის განმარტებით, პენიტენციური კოდექსის პროექტი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი განვითარების გეგმას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის გეგმას, რომლის ერთ-ერთი ღონისძიებას/აქტივობას კანონმდებლობის კოდიფიკაცია წარმოადგენს. ახალი „პენიტენციური კოდექსის“ პროექტის მომზადება კი, კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის პირველი ეტაპია. თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები „პენიტენციური კოდექსის“ კანონის პროექტიდან გამომდინარეობს და კანონის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზანს ემსახურება. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთ მოსაზრებები წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, დასვეს შეკითხვები. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „პენიტენციური კოდექსი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ კომიტეტმა განიხილა: იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიში, რომელიც კომიტეტს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ გააცნო. მომხსენებელმა წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია და სტატისტიკა, საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატებზე გადაცემულ სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ასევე, ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობაზე, გაწეულ კონსულტაციებზე და შედგენილ სამართლებრივ დოკუმენტებზე. მომხსენებელმა, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტთან 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2022 წელს რეაგირებულ მოქალაქეთა, ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა განცხადებაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან შესული მომართვების საფუძველზე. ასევე, ისაუბრა 2022 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შესულ წერილებთან დაკავშირებით. ისაუბრა 2022 წელს, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ გამართულ სხდომებზე და მიღებულ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებზე. მომხსენებლის მიერ ასევე აღინიშნა, 2022 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქვემო ქართლში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის თაობაზე საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, სადაც კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული იურიდიული დახმარების სამსახური. მომხსენებელმა ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა. მომხსენებლის ინფორმაციით, რამდენადაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი ეხება მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ასახვას ეროვნულ პრაქტიკაში, აღნიშნულის ფარგლებში, ანალიტიკური სამმართველოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ ნაწარმოები საქმეების შესწავლის მთავარი დანიშნულებაა სამართალწარმოებაში საერთაშორისო და ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრება, მათ შორის, მზა კვლევითი დოკუმენტაციით საზოგადოებრივი ადვოკატების უზრუნველყოფა. ანგარიშზე ინფორმაციის მოსმენის შემდგომ მსჯელობისას, კომიტეტის წევრების მხრიდან გაკეთდა შეფასებები, გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა შეკითხვები. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარების მიზნით, კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გასცა რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და მიიღო ცნობად. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკის შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ: მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რათა აღმასრულებელ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, ერთჯერადად დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება; ცვლილებების თანახმად, პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა - 5000 ლარის ოდენობით. ბოლო 1 წლის განმავლობაში განმეორებით ქმედების ჩადენა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საკითხის განხილვისას კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ პიროტექნიკის გამოყენება ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დასაშვებია, ცხადია, მნიშვნელოვანი დათქმებით. წარმოდგენილი კანონპროექტი კი პრინციპად პიროტექნიკის აკრძალვას ითვალისწინებს, ხოლო მის გამოყენებას საგამონაკლისო შემთხვევებში უშვებს. შემოთავაზებული მკაცრი რეგულირება სამართლებრივად სათანადოდ დასაბუთებული არ არის და იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პატერნალიზმის გამოვლინებად. ასევე აღინიშნა, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტი ხარვეზიანია იმის გამო, რომ იგი არ მოიცავს „საქართველოს პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს. კომიტეტმა გადაწყვიტა: სამუშაო შეხვედრის ფორმატში გააგრძელოს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია და ამის შემდგომ ეყაროს კენჭი საკანონმდებლო ინიციატივას. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“, რომელიც კომიტეტს ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გააცნო. აღნიშნული კანონპროექტების მუხლობრივად განხილვის პროცესში კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ შენიშვნაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით. ეს შენიშვნა ითვალისწინებს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ნორმის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემის და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცება მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, ხოლო უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის შესახებ დებულება საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ამ შენიშვნის გაზიარება და ის აისახება კანონპროექტის შესაბამისი ნორმის ტექსტში. საკანონმდებლო ინიციატივის სხვა ნორმებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა, ზემოაღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კენჭისყრით მომხრე-7, წინააღმდეგი -0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, გენრიეტა წიწავას, ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ბაია კვიციანის, რატი იონათამიშვილის, მაია მენაღარიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, მარიამ ლაშხის, ირმა ზავრადაშვილისა და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ ცნო მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან ქარუმიძის, ანტონ ობოლაშვილის, გივი ჭიჭინაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ეფექტიანი ეროვნული მექანიზმის შემოღება, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო აქტებში, რომელთა ცვლილებასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ანალოგიურ მიდგომაა გამოყენებული იმ შემთხვევებშიც, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან გაეროს სხვა კომიტეტების მიერ დადგენილი უფლების დარღვევებს. კომიტეტმა მიიჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მექანიზმის შექმნა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობას. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე -7, წინააღმდეგი -0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, ნიკოლოზ სამხარაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან ქარუმიძის, ანტონ ობოლაშვილის, გივი ჭიჭინაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ზაზა ლომინაძის, გენრიეტა წიწავას, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით მისაღებია კანონი „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“. ამგვარი კანონის მიღების აუცილებლობის არგუმენტად მითითებულია, ერთი მხრივ, სავარაუდო ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელების შეფერხება (აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება არაფრით ყოფილა დადასტურებული, მიუხედავად მცდელობისა. ამასთანავე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილების ამ გარემოებაზე დაფუძნება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს საფუძვლიანად) და, მეორე მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა დაავადებებისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია (მოსაზრება, რომ თითქოსდა საქართველოში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი არის მაღალი, არ დასტურდება არც ერთი სტატისტიკური მონაცემით. საკითხის განხილვისას სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტი საკანონმდებლო წინადადების ავტორს აკისრებს წინადადების დასაბუთების მოვალეობას. კერძოდ, „საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სახალხო დამცველის მანდატი ვრცელდება ყველა ადამიანის ყველა უფლებაზე და ის არ არის დავიწროებული რომელიმე სფეროთი. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებებით სახალხო დამცველის მანდატიდან რომელიმე სფეროს გამორიცხვა ანტიკონსტიტუციური იქნება, ამასთან, წინადადების ავტორები არ მიუთითებენ, თუ რატომ თვლიან, რომ სახალხო დამცველი, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, ნაკლებად ეფექტიანია პროფილურად მსგავს ინსტიტუტთან შედარებით, რომელიც არ იქნება კონსტიტუციური დაწესებულება. ამასთან, კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებით, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორები არ მიუთითებენ რაიმე საწინააღმდეგო დასაბუთებაზე, რაც დასახელებულ არგუმენტებს გააქარწყლებდა. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებაში არ არის დასაბუთებული რაციონალური კავშირის არსებობა, ერთი მხრივ, პატიმართა ომბუდსმენის შექმნასა და, მეორე მხრივ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელების სავარაუდო შეფერხების აღმოფხვრასა და პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკის შემცირებას შორის. რაც შეეხება პენიტენციური ჯანდაცვის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში, კომიტეტის მიერ აღინიშნა, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ინტეგრირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემასთან განგრძობადი პროცესია. საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით გასცა რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რათა ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშაონ პენიტენციური ჯანდაცვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სრულად ინტეგრირების გეგმა. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პატიმართა ომბუდსმენის შექმნის ნაწილში დაუსაბუთებელია, ხოლო პენიტენციური ჯანდაცვის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინტეგრირების კუთხით უკვე მიმდინარე პროცესს შეეხება. კომიტეტმა გადაწყვიტა: ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, კომიტეტმა მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0, უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“. სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი -0, მხარი დაუჭირა 12022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლის მიზნით, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს და განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნისა იხილეთ კომიტეტის ვებგვერდზე. და შემადგენლობის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის სრული აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია