საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“ (№1-2642/23; 21.02.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6374/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6374/23 28-04-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“ (№1-2642/23; 21.02.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“. საკანონმდებლო „პატიმართა წინადადების ომბუდსმენის ავტორთა შესახებ“. ამგვარი მოსაზრებით კანონის მისაღებია მიღების კანონი აუცილებლობის არგუმენტად მითითებულია, ერთი მხრივ, სავარაუდო ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელების შეფერხება (აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება არაფრით ყოფილა დადასტურებული, მიუხედავად მცდელობისა. ამასთანავე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილების ამ გარემოებაზე დაფუძნება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს საფუძვლიანად) და, მეორე მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა დაავადებებისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია (მოსაზრება, რომ თითქოსდა საქართველოში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი არის მაღალი, არ დასტურდება არც ერთი სტატისტიკური მონაცემით. ერთი მხრივ, საკუთრივ საქართველოში არსებულ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სტატისტიკაზე დაყრდნობით არსებული დინამიკა, და, მეორე მხრივ, განვითარებული სამართლებრივი სისტემებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ სახელმწიფოთა სტატისტიკისა და საქართველოს სტატისტიკური მონაცემების შედარება არ ქმნის ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს. პატიმართა სიკვდილიანობის თვალსაზრისით საქართველოს აქვს უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე ბულგარეთს, გაერთიანებულ სამეფოს, საბერძნეთს, ავსტრიას, საფრანგეთს, გერმანიას, შვეიცარიას და სხვა). საკანონმდებლო წინადადების ავტორები ასკვნიან, რომ პატიმართა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან ერთად უნდა განხორციელდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სამსახურის ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში. საქართველოს საკანონმდებლო პარლამენტის წინადადების რეგლამენტის ავტორს 105-ე აკისრებს მუხლის წინადადების მე-3 პუნქტი დასაბუთების მოვალეობას. კერძოდ, „საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი [...]“. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს (მუხლი 31). სახალხო დამცველის სისტემაში შექმნილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტი ახორციელებს სისტემურ და პროაქტიულ მონიტორინგის ვიზიტებს, რომელშიც ჩართულია დეპარტამენტის 8 თანამშრომელი და 23 ექსპერტისგან შემდგარი მულტიდისციპლინარული გუნდი (სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები). 2022 წლის მანძილზე პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 148 ვიზიტი განახორციელა 118 დაწესებულებაში, მათ შორის, 23 ვიზიტი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში.1 გარდა ამისა, პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის როლი. 2022 წელს დეპარტამენტმა პენიტენციური დაწესებულებებიდან 1 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 7 აპრილის N01-4/3548 წერილი. რეაგირებისათვის მიიღო 1 განცხადება, 803 აგრეთვე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული/დაპატიმრებული პირების მონახულების მიზნით 598 ვიზიტი განახორციელეს და მოინახულეს 1 540 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით ხშირად ერთვებიან სახალხო დამცველის აპარატის სხვა დეპარტამენტებიც, რომელთა ჩართულობას კონკრეტული თემატიკა და საჭიროება განაპირობებს. ამდენად, სახალხო დამცველის აპარატში მნიშვნელოვანი რესურსია გამოყოფილი პენიტენციური სისტემის მიმართულებით.2 ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი, საკმარისად მიიჩნევს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და რესურსს, მისი მანდატის ფარგლებში, პატიმართა უფლებების დაცვისათვის. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებზე ზედამხედველი სპეციალიზებული ომბუდსმენის შექმნა. კონსტიტუციის შესაბამისად, სახალხო დამცველის მანდატი ვრცელდება ყველა ადამიანის ყველა უფლებაზე და ის არ არის დავიწროებული რომელიმე სფეროთი.3 აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებებით სახალხო დამცველის მანდატიდან რომელიმე სფეროს გამორიცხვა ანტიკონსტიტუციური იქნება.4 ამასთან, წინადადების ავტორები არ მიუთითებენ, თუ რატომ თვლიან, რომ სახალხო დამცველი, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, ნაკლებად ეფექტიანია პროფილურად მსგავს ინსტიტუტთან შედარებით, რომელიც არ იქნება კონსტიტუციური დაწესებულება. ამასთან, კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებით, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორები არ მიუთითებენ რაიმე საწინააღმდეგო დასაბუთებაზე, რაც დასახელებულ არგუმენტებს გააქარწყლებდა. 2 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 7 აპრილის N01-4/3548 წერილი. 3 საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 35. 4 საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 7 აპრილის N01-4/3548 წერილი. ამასთან, ერთიანი თუ მრავლობითი ომბუდსმენის მოდელის შერჩევა სახელმწიფოს დისკრეციას წარმოადგენს.5 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი არ მიუთითებს რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმი არსებობდეს რაიმე სპეციფიკური ფორმით და ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მისაღებია. არ არსებობს როგორც ასეთი რაიმე თავისთავად უპირატესი მოდელი.6 დამატებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის აკრედიტაციის ქვეკომიტეტმა (SCA), 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველს უმაღლესი - “A” სტატუსი მიანიჭა, რაც გულისხმობს ქართული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის თავსებადობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.7 გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადებაში არ არის დასაბუთებული რაციონალური კავშირის არსებობა, ერთი მხრივ, პატიმართა ომბუდსმენის შექმნასა და, მეორე მხრივ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განხორციელების სავარაუდო შეფერხების აღმოფხვრასა და პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკის შემცირებას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუგებარია პატიმართა ომბუდსმენის შექმნამ, თავისთავად, როგორ უნდა უზრუნველყოს გაცხადებული მიზნების - პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შეფერხების შემთხვევების აღკვეთა ან პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკის შემცირება - მიღწევა, მით უფრო, რომ პატიმართა ომბუდსმენს რაიმე ახალი უფლებამოსილება არ ენიჭება. ამ გარემოების გათვალისწინებით პატიმართა ომბუდსმენის შექმნის იდეას უფრო თვითმიზნური საფუძვლები შესაძლებელია გააჩნია, ვიდრე მრავალი რაციონალური. საფრთხის ამასთან, შემცველი იყოს ასეთი მიდგომის ეფექტიანობის არჩევა შემცირების თვალსაზრისით, სულ მცირე, კონსტიტუციური სტატუსის არქონის გათვალისწინებით, რაც სახალხო დამცველის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური სამართლებრივი გარანტიაა. Recommendation CM/Rec(2021)1 of the Committee of Ministers to member States on the development and strengthening of effective, pluralist and independent national human rights 5 institutions. ხელმისაწვდომია აქ: https://rm.coe.int/0900001680a1f4da 6 United Nations, Preventing Torture A Practical Guide. Professional Training Series No. 21 The Role of National Preventive Mechanisms. 2018. ხელმისაწვდომია https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/Publications/NPM_Guide_EN.pdf აქ: GANHRI Sub-Committee on Accreditation Report. October 2018. P.9 ხელმისაწვდომია აქ: https://ganhri.org/accreditation/sca-reports/ 7 რაც შეეხება პენიტენციური ჯანდაცვის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ინტეგრირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემასთან განგრძობადი პროცესია. საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით გასცა რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რათა ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშაონ პენიტენციური ჯანდაცვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სრულად ინტეგრირების გეგმა.8 ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პატიმართა ომბუდსმენის შექმნის ნაწილში დაუსაბუთებელია, ხოლო პენიტენციური ჯანდაცვის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინტეგრირების კუთხით უკვე მიმდინარე პროცესს შეეხება. ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პატიმართა ომბუდსმენის შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 8 საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე.