საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.05.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-6025/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412305684841 28.04.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "5%–იანი ბარიერის 1%–მდე შემცირებისა და "საარჩევნო ბლოკები"–ის ხელახლა შემოღების შესახებ" შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლს თანახმად, გთავაზობთ, რომ: "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" 5%–იანი ბარიერი შემცირდეს 1%–მდე (მუხლი 125.4) და ასევე – საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს (მუხლი 2.რ) დაემატოს "საარჩევნო ბლოკი". საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და გარკვეულწილად, 2012 წლის საკანონმდებლო სტატუს–ქვოს ნაწილობრივი აღდგენა, რათა საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეძლოს ხმების მოპოვება და, შესაბამისად, გაძლიერდეს საპარლამენტო დემოკრატია. 5%–იანი ბარიერის 1%–მდე დაწევა და საარჩევნო ბლოკების ხელახლა შემოღება უზრუნველყოფს რეალური მრავალპარტიული საპარლამენტო მმართველობის დამკვიდრებას. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, ყველაზე მაღალი, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწესებულია თურქეთში, დანიაში – 2%, ნიდერლანდებში – 0,67%, პორტუგალიაში – 0%, ირლანდიაში – 0%, შვეიცარიაში – 0%, აზერბაუჯანში – 0%, ლუქსემბურგში – 0%. მალტაში – 0% ჩრდილო მაკედონია – 0% დიდი ბრიტანეთი – 0%. ბლოკები და/ან ინტერ–პარტიული სიები დაშვებულია შემდეგ ქვეყნებში: უნგრეთი, იტალია, ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, კითხვაზე – არჩევნები რომ ამ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას? – პირველ არჩევნად 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 14%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 3%-3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“, 2%-2%-მა კი – „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი“ (წყარო: https://civil.ge/ka/archives/538757) 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლებელია, რომ მხოლოდ ორმა პარტიამ შეძლოს 5%–იანი ბარიერის გადალახვა, რაც ხმათა დიდ ნაწილს დაკარგავს. ასე, მაგალითად, 2002 წლის არჩევნებზე თურქეთში, სადაც 18-დან 16-მა პარტიამ ვერ შეძლო 10%-იანი ბარიერის გადალახვა, ხმათა 46% დაიკარგა. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი ( პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე პ. # მობილური: + ელფოსტა: