საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 25-28 აპრილს დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-01
ბიუროს ნომერი 247
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-6423/23
01-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2023 წლის 25-28 აპრილს დანიის სამეფოში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში
გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „2“ ფურცელი.
პატვისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო
ვიზიტის ანგარიში დანიის სამეფოში ( ქ. კოპენჰაგენი)
2023 წლის 25-28 აპრილი
2023 წლის 25-28 აპრილს განხორციელდა პარლამენტის კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი დანიის
სამეფოში, ქ. კოპენჰაგენი.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა შეხვედრები:
შეხვედრა დანიის პარლამენტის სპიკერ სორენ გადესთან.
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა
სამხარაძე დანიის პარლამენტის სპიკერს სორენ გადეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების
გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე. სპიკერმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა
საქართველოს ევროპული კურსის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ კულტურის მიმართულებით დანიაში საქართველოს მხრიდან
პირველი ვიზიტი შედგა, რასაც ევროპაში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის
კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრა დანიის ხელოვნების ფონდის წარმომდგენლებთან.
ანეტ ბახთან და მორტენ ნიბოსთან შეხვედრაზე ისაუბრეს ხელოვნების ფონდის
მუშაობის
სპეციფიკის,
მიმდინარე
საერთაშორისო
პროექტებისა
და
ღონისძიებების შესახებ. ასევე, იმსჯელეს კულტურის დიპლომატიის
მნიშვნელობაზე ქვეყნების ცნობადობის ამაღლებისა და ხალხთა დაახლოების
მიმართულებით. კულტურის დიპლომატიის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის
ფარგლებში ხაზი გაესვა დანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობასა და
ერთობლივი პროგრამების დანერგვაზე.
შეხვედრა დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანს
კრისტიან შმიტთან და კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკაზე, ორი ქვეყნის
კულტურის
კომიტეტებს
შორის
ურთიერთობების
გაღრმავებასა
და
თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას
საკანონმდებლო და სხვა მრავალი მიმართულებით. ასევე, განიხილეს დანიაში
კულტურის
კომიტეტსა
და
აღმასრულებელ
ხელისუფლებას
შორის
კოორდინაციის ასპექტები.
შეხვედრა კოპენჰაგენის მერ იენს კრისტიან ლუტკენთან.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურის მიმართულებით სხვადასხვა საკითხები.
ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე კერძოდ, სახელოვნებო
განათლების
რეფორმის
ფარგლებში,
ახალგაზრდა
ხელოვანების
ხელშეწყობისთვის გაცვლითი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობაზე.
სახელოვნებო განათლების რეფორმის კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარე
ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში სისტემატურად სტუმრობს და ეცნობა
ქვეყნების სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურასა და
სასწავლო პროცესს. ამ მიზნით განხორციელდა ვიზიტები შემდეგ სახელოვნებო
დაწესებულებებში:
შეხვედრა დანიის სამეფო თეატრის დირექტორსა და შემოქმედებითი ინოვაციური
პროგრამების ექსპერტ, კასპერ ჰოლტენთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მრავალპროფილური თეატრის სტრატეგიის შესახებ,
რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ახალგაზრდა თაობის სახელოვნებო
პროცესებში ჩართვასა და პოპულარიზაციაზე.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, ინოვაციური პროექტების ექსპერტები
ჩაერთვებიან სახელოვნებო განათლების რეფორმის პროცესში.
შეხვედრა
დანიის სამეფოს არქიტექტურისა და კულტურის ინსტიტუტის
ხელმძღვანელ არნე ჰოის და აკადემიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია ერთობლივი პროექტის შესახებ,
რომელსაც აკადემია 2021 წლიდან ახორციელებს საქართველოში, კერძოდ ონის
მუნიციპალიტეტში „ახალი დემოკრატიის ფონდის" მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ დანიელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად მუშაობენ
სახელოვნებო სკოლის შენობის აღდგენაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრა დანიის სამეფო მუსიკის აკადემიის ვიცე პრეზიდენტ იესპერ იულ
ვინდალთან
და სახელოვნებო კვლევების დეპარტამნტის უფროსს ევა ჰეს
თაისენთან.
კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო და გაეცნო აკადემიის სასწავლო პროცესს.
საგულისხმოა, რომ დანიაში მუსიკის სწავლებას აწესრიგებს კანონი მუსიკის
შესახებ, რომელშიც მკაფიოდაა განსაზღვრული სწავლების პროცედურები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობისთვის გაცვლითი
პროგრამების
დანერგვის
შესაძლებლობაზე,
სასწავლებლის
ძირითად
მიმართულებებზე და გამოცდილების გაზიარებაზე.