საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 1 მაისის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე (ჯგუფის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი, ბექა ლილუაშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 12
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2159?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თარიღი
01 მაისი 2023 11:00
2023 წლის 1 მაისი, 11:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-2/244; 11.01.2023) (I მოსმენისთვის);
მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის დირექტორი - გოგიტა თოდრაძე;
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი, ე. ჭეიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და
განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ (07-2/273; 13.04.2023);
მომხსენებლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია;
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი;
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ
წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022
5/1/2023, 4:30 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2159?local=true
წლის ანგარიში (1-4143/23; 22.03.2023);
მომხსენებელი: სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი შრომის
ინსპექტორი - ბექა ფერაძე;
პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი;
4. თემატური მოკვლევის „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების
საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” დაწყების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი, მ. ხურციძე;
5. თემატური მოკვლევის - „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების
პერსპექტივების შესახებ“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები;
მომხსენებელი: ექსპერტი - გიორგი ჩაფიძე;
პასუხისმგებელი: მ. ხურციძე.
5/1/2023, 4:30 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N12
ქ. თბილისი
1 მაისი, 2023 წელი
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძიე, გელა მიქაძე, ელგუჯა
გოცირიძე, ისკო დასენი, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კირცხალია, ბექა
ლილუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე (ხათუნა სამნიძის
უფლებამონაცვლე), გელა სამხარაული, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო
წილოსანი (სულ 15 წევრი).
მომხსენებლები: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი - გოგიტა თოდრაძე;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა
ბარკალაია; სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი, მთავარი შრომის
ინსპექტორი - ბექა ფერაძე; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით
სონღულაშვილი; ექსპერტი - გიორგი ჩაფიძე.
მოწვეული სტუმრები: ირაკლი ქაშიბაძე - ექსპერტი; ნინო ძიძიგური - საქსტატი;
დავით კუპატაძე - საქსტატი; მაია მიქაია - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური;
სალომე გოგინაშვილი - სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური; ნატო ნათენაძე - სსიპ
შრომის ინსპექციის სამსახური; ნინო ველთაური - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი; მაია ერისთავი - USAID-ის ეკონომიკური
მმართველობის პროგრამა; ნატალია ბერუაშვილი - USAID-ის ეკონომიკური
მმართველობის პროგრამა; მარი ცუცქირიძე - USAID; ნინო კვეზერელი - მთავრობის
ადმინისტრაცია.
1
სხდომას
ესწრებოდნენ
საქართველოს
თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების,
წარმომადგენლები.
პარლამენტის
წევრები,
ორგანიზაციებისა
და
აპარატის
მასმედიის
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ოფიციალური სტატისტიკის
შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/244; 11.01.2023) (I მოსმენისთვის)
მომხსენებელი:
გოგიტა თოდრაძე
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ (№07-2/273; 13.04.2023).
მომხსენებელი:
თამილა ბარკალაია
3. საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის
სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი
შრომის ინსპექტორის 2022 წლის ანგარიში (№1-4143/23; 22.03.2023).
მომხსენებელი:
ბექა ფერაძე
4. თემატური მოკვლევის „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების
საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” დაწყების საკითხის განხილვა
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი
5. თემატური მოკვლევის - „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების
პერსპექტივების შესახებ“ - დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები
მომხსენებელი:
გიორგი ჩაფიძე
2
მოისმინეს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის დირექტორის - გოგიტა თოდრაძის მოხსენება საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე: „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს „ერთი
მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებისა“ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შესაბამისად,
ოფიციალური
სტატისტიკის
სფეროში
კანონმდებლობის
მიახლოებას
საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.
კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა სტატისტიკის ეროვნული სისტემის
გლობალური შეფასება, რომელიც განახორციელა ევროსტატმა (Eurostat), ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA) და გაერთიანებული ერების ევროპის
ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE).
გლობალური შეფასების 1-10 და 20-22 რეკომენდაციები პირდაპირ ეხება
საკანონმდებლო ნორმატივებს და ითხოვს კანონის არსობრივ ცვლილებებს.
საკანონმდებლო ცვლილებებზე დიდწილად დამოკიდებული იქნება სხვა
რეკომენდაციების შესრულებაც.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის შესაძლებლობების განვითარების პროცესების
ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის № 585
დადგენილებით დამტკიცდა 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური
სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი
ამოცანაა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის ცვლილება, საერთაშორისო
მოთხოვნებისა და გლობალური შეფასების რეკომენდაციების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მიერ შემუშავებულია და წარმოდგენილია „ოფიციალური სტატისტიკის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ახალი რედაქცია, რომელიც სრულ
შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე მუხლთან.
კანონპროექტში ასახულია სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების
რეკომენდაციები. იგი ეფუძნება ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს და
3
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის სტრუქტურას, რომელიც
მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE)
მიერ 2016 წელს და
განკუთვნილია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის და ევროსტატის
პროექტის „სტატისტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ მხარდაჭერით
(STEP-Statistics Through Eastern Partnership). კანონპროექტის მომზადების პროცესში
ჩართული იყო
ევროსტატის მიერ დაქირავებული ექსპერტები, რომლებმაც
განახორციელეს კანონპროექტის ექსპერტიზა და შეფასება. გათვალისწინებულ იქნა
ევროპის მოწინავე ქვეყნების (იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა, უნგრეთი, დანია)
პრაქტიკა.
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მოეწყო კონსულტაციები საქართველოს
ეროვნულ ბანკთან, ბიზნეს ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ამასთან, კანონპროექტი განსახილველად დაეგზავნა სახელმწიფო ორგანოებს, მათ
შორის, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს. მიღებული
შენიშვნების და რეკომენდაციების უმრავლესობა, 70-80% პროცენტი სრულიად
გათვალისწინებულია.
ახალი კანონპროექტი ძალაში შევა 2023 წლის ივნისიდან.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი შედგება 14 თავისგან,
რომლითაც განსაზღვრულია კანონის მიზანი, მოქმედების სფერო, ოფიციალური
სტატისტიკის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი და
ოფიციალური სტატისტიკის ცნება. კერძოდ,
•
•
•
•
•
•
განახლებულია და დამატებულია ახალ ტერმინთა განმარტება;
ვრცლად არის წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და
ძირითადი პრინციპები;
კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის კრიტერიუმებს, ხაზს
უსვამს ოფიციალური სტატისტიკის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ
მოწონებული ფუძემდებლური პრინციპების დაცვის სავალდებულოობას.
კანონპროექტში ოფიციალური
სტატისტიკის ძირითადი პრინციპები
ჩამოყალიბებულია ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსისა და
ოფიციალური სტატისტიკის მოდელური კანონის შესაბამისად;
გამოკვეთილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის როლი და
მნიშვნელობა სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციაში;
დადგენილია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების
და უწყებების განსაზღვრის წესი და მათი როლი.
იცვლება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის არჩევისა და დანიშვნის
წესი, იზრდება მისი ფუნქციები. მოქმედი კანონისგან განსხვავებით,
საქსტატის
აღმასრულებელ
დირექტორობის
კანდიდატის
შერჩევა
4
•
•
•
•
•
•
ხორციელდება საქსტატის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევისგან
განცალკევებით. კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატი
აირჩევა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც იქმნება
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტის საფუძველზე. აღმასრულებელი
დირექტორობის კანდიდატი შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს
პარლამენტს, ხოლო პარლამენტის თანხმობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის
მიერ
ინიშნება
აღმასრულებელ
დირექტორად.
ამავდროულად,
აღმასრულებელი დირექტორად არჩევისთანავე იგი ხდება საქსტატის საბჭოს
წევრი და მრჩეველთა საბჭოს წევრი, ორივე საბჭოს თავმჯდომარის რანგში.
აღმასრულებელი
დირექტორი
უფლებამოსილი
იქნება
დაამტკიცოს/შემოიღოს სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი
სტატისტიკური სტანდარტები, კლასიფიკაციები და მეთოდოლოგიები,
რომლებიც
შესაბამისობაში
იქნება
საერთაშორისოდ
აღიარებულ
ანალოგებთან (აღნიშნული ფუნქცია აქამდე ეკისრებოდა საქსტატის საბჭოს),
შესაბამისად, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს უფლება აქვს გამოსცეს
ნორმატიული აქტი/აქტები კომპეტენციის ფარგლებში, „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
განისაზღვრა კონფიდენციალურ მონაცემებთან მუშაობის პროცედურები და
პრინციპები. ასევე ინდივიდუალურ მონაცემებზე წვდომა;
დეტალურად განისაზღვრა მონაცემთა შეგროვების და ადმინისტრაციულ და
სხვა წყაროებთან წვდომის უფლებამოსილება;
განისაზღვრა აღწერის სახეები და დადგინდა მათი საყოველთაო ხასიათი;
ცალკე თავი მიეძღვნა მონაცემთა ხარისხის მართვისა და მონაცემთა
გავრცელების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დეტალურად განისაზღვრა საქსტატის საბჭოს და საქსტატის მრჩეველთა
საბჭოს როლი და უფლებამოსილებები;
გამარტივდა რესპოდენტებისთვის სათანადო ინფორმაციის წარმოდგენაზე
ელექტრონული მოთხოვნის ჩაბარების პროცესი, კერძოდ, მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებული
მეწარმე
სუბიექტების
ელექტრონული
ფოსტის
მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი
პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულად;
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები
და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
პირველი
მოსმენით
განსახილველად.
5
მოისმინეს:
2. საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - თამილა
ბარკალაიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების
პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიშის“ თაობაზე.
მომხსენებელმა
წარმოადგინა
დასაქმების
პოლიტიკის
დაგეგმვისა
და
განხორციელების 2022 წლის ანგარიში და აღნიშნა, რომ 2020 წელს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის
შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის სექტემბრიდან. შესაბამისად, შეიქმნა
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო,
რომელიც ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს, სამინისტროში შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში, შემუშავებული და საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას,
რომელიც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თანამშრომლობს როგორც
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და
ამავე
სამინისტროს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოსთან, ასევე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა მიიღოს
ინფორმაცია სამუშაოსა და ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიების შესახებ
და უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის შეძენის მხარდაჭერა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო
პროგრამის“ განხორციელება მოიცავს 3 ქვეპროგრამას, კერძოდ:
•
,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“,
რომელიც მოიაზრებს დასაქმების კონსულტირებას და პროფილირებას.
ინდივიდუალური კონსულტირების დროს ხდება სამუშაოს მაძიებლის
პროფილირება
და
მისი
დასაქმების
შესაძლებლობების
შეფასება.
პროფილირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეფასების მეთოდოლოგია
შემუშავებულია ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში არსებული ტექნიკური
დახმარების ჯგუფის ექსპერტების მიერ. შეფასების შედეგად სამუშაოს
მაძიებლები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
✓ დასაქმებულია და ეძებს უკეთეს სამუშაოს.
✓ უმუშევარია და საჭიროებს მხარდაჭერას.
თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა მეორე ჯგუფი იყოფა 3 ქვე-ჯგუფად,
ესენია: A კატეგორია, რომელსაც გააჩნია შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარები
6
•
•
და სააგენტო უწევს საშუამავლო მომსახურებას და ამისამართებს
დამსაქმებელთან. B და C კატეგორიებს მიეკუთვნებიან ის სამუშაოს
მაძიებლები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა და კვალიფიკაციის
ამაღლება, რათა შეძლონ შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაცია, თუნდაც
კონკურენციის არსებობის პირობებში.
,,სამუშაოს
მაძიებელთა
პროფესიული
კვალიფიკაციის
ამაღლების
ქვეპროგრამა“, რომლის
მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკისა
და
დასაქმების
ხელშეწყობის
მომსახურებათა
განვითარებით/გაძლიერებით, სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის
ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა;
,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“,
რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის
აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმების
ხელშეწყობისა
და
სოციალური
დაცვის/დახმარების
უზრუნველყოფის გზით.
მომხსენებელმა
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
ქვე-პროგრამების
ფარგლებში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკის შეჯამებასთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია
შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის 2022 წელს
დასაქმდა 12 645 მოქალაქე.
აქედან 5 ათასზე მეტი არის შრომისუნარიანი,
სოციალურად დაუცველი მოქალაქე.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანს
წარმოადგენს სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოების
ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული
120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის
შრომისუნარიანი
წევრები,
რომლებიც
არ
არის
დასაქმებული
ან/და
რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ
წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამა
მოსარგებლეებს სთავაზობს სამ ალტერნატივას იმისთვის რომ ისარგებლონ 4
წლიანი ჯავშნის შესაძლებლობით. კერძოდ:
• საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმება;
• ღია შრომის ბაზარზე დასაქმება;
• მოსარგებლე რომელიც არაფორმალურად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას
მოახდინოს აღნიშნულის
ფორმალიზება. ხოლო თუ მოსარგებლე არ
ისარგებლებს არცერთი ზემოაღნიშნული შეთავაზებით, მისი სოციალურ
ეკონომიკური მდგომარეობა დაექვემდებარება ყოველწლიურ გადამოწმებას
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან.
7
ასევე აღინიშნა, რომ 30 ათასამდე სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს
მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე.
სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს კონკრეტულ მოწყვლად
ჯგუფებთან. ეს არის - ქალები, ახალგაზრდები და შშმ პირები. შშმ პირებისთვის
მოქმედებს
განსაკუთრებული და განსხვავებული მხარდაჭერის მექანიზმები,
კერძოდ, ინდივიდუალური მხარდაჭერა, დამსაქმებლის დაფინანსება, რათა
დამსაქმებელმა სააგენტოსთან შეთანხმებით, ისეთი სამუშაო გარემო შექმნას,
რომელიც
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის/სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული. 2022
წელს ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 250-მდე, ხოლო საზოგადოებრივ სამუშაოებზე
- 2 500-მდე შშმ პირი.
მომხსენებელმა
მოკლევადიან
მომზადება-გადამზადებასთან
დაკავშირებით
აღნიშნა, რომ დასაქმების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და დამსაქმებლებთან.
აზრი გამოთქვეს: ხატია დეკანოიძემ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი
ანგარიში და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
მოისმინეს:
3. სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, მთავარი შრომის
ინსპექტორის - ბექა ფერაძის მოხსენება საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2022 წლის
ანგარიშის შესახებ.
მომხსენებელმა წარმოადგინა ანგარიში და აღნიშნა, რომ შრომის კანონმდებლობაში
2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად „შრომის ინსპექციის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2021 წლის პირველი იანვრიდან სსიპ შრომის
ინსპექციის
სამსახური
სრული
მანდატით
ზედამხედველობას
8
ახორციელებს შრომით ნორმებზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების
სტანდარტების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო
სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების
უზრუნველყოფაზე.
შრომის ინსპექციის
სამსახური
ასევე
ახორციელებს ზედამხედველობას
„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე
რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112
დადგენილების ფარგლებში.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახური განისაზღვრა 167
საშტატო ერთეულით. დაცულია გენდერული ბალანსი, კერძოდ, დასაქმებულია 73
კაცი და 59 ქალი.
2022 წლის საანგარიშო პერიოდში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
განხორციელდა 2510
ინსპექტირება. 108 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო
ზედამხედველობა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით ყველა
სექტორი იქნა შემოწმებული.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, პირველადი ინსპექტირების შემდეგ,
ობიექტების 52%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები. ასევე, 2021 წელთან
შედარებით, იმ შემოწმებული ობიექტების რაოდენობა, რომელთაც სრულად
გამოასწორეს გამოვლენილი დარღვევები გაიზარდა 24% -ით.
2018 წლიდან, კანონის ამოქმედების შემდეგ, სამუშაო ადგილებზე ფატალური
შედეგები შემცირებულია 41%-ით, რაც მიღწეული იქნა განხორციელებული
რეფორმების შედეგად.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილია ანალიზი
შემთხვევების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
უბედური
ანგარიშში ასევე წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილებზე
გარდაცვლილთა და დაშავებულთა გადანაწილება პრიორიტეტული დარგების
კატეგორიზაციის მიხედვით. კერძოდ:
•
•
•
•
•
განსაკუთრებით მაღალი რისკი
ძალიან მაღალი რისკი
მაღალი რისკი
საშუალო რისკი
დაბალი რისკი
9
შრომის
უფლებების
მიმართულებით
განხორციელებულ
აქტივობებთან
დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე 2022
წელს სამუშაო ადგილებზე განხორციელებულ იქნა 1 024 პირველადი და შემდგომი
ინსპექტირება. ინსპექტირება შეეხო 68 000-მდე დასაქმებულ პირს.
მოხდა 161 COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკის ინსპექტირება,
ასი ათასობით ლარის ოდენობით სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ
დანამატების გასწორება და დანაკლისების ანაზღაურება.
2022 წლის ანგარიშში წარმოდგენილია საანგარიშო
გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა. კერძოდ,
პერიოდში
ხშირად
•
დისკრიმინაციის მიმართულებით 52 დამსაქმებელს დაუდგინდა
დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. 47 საჯარო წესით გამოქვეყნებული
ვაკანსია შეიცავდა დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს. ასევე
ვაკანსიაში გამოიკვეთა კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის,
სქესის,
გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით.
•
არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით
აღინიშნა, რომ 15 ობიექტზე გამოვლინდა არასრულწლოვანთა შრომითი
უფლებების დარღვევა და გაიცა 55 მითითება. ჯარიმის ოდენობამ
შეადგინა 85 300 ლარი.
•
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით 221 ობიექტზე განხორციელდა ინსპექტირება და
გამოვლინდა 1 ფაქტი არასრულწლოვნის იძულებით შრომაზე.
2022 წელს შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის
უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადებას. ამ მიმართულებით 3000-ზე მეტი
კორესპონდენცია
დამუშავდა,
20
ორგანიზაციას
მიენიჭა
სწავლების
განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი და გაიმართა 5 აკრედიტაციის
სხდომა.
მნიშვნელოვანია
ევროპასთან
ასოცირების
ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება. ამ მიმართულებით მიღებულ იქნა 4 ნორმატიული
აქტი, რომელიც აისახა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
სრულადაა ასახული საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 ივლისის № 341
დადგენილებით განსაზღვრული
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტი.
10
ნაწილობრივაა ასახული საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის № 457
დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში
უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების
განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე.
სრულადაა ასახული საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №590
დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური
დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე.
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შრომის
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან
(ILO),
მიგრაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან (IOM) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2021 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა
და საქართველოს პროგრესული ფორუმის ჩართულობით, მიმდინარეობს შრომის
ინსპექციის კონტაქტ-ცენტრის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა
მატერიალურ-ტექნიკური, თუ ექსპერტული მხარდაჭერა. 2022 წლის მაისიდან
ფუნქციონირებას შეუდგა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი
- 15-75, ხოლო, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა შრომის ინსპექციის
სამსახურის
ვებგვერდი.
ასევე,
შეიქმნა
საინფორმაციო
ვებგვერდი
www.shromisleksikoni.ge.
სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების
უზრუნველყოფის მიზნით შრომითი ნორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებაზე ზრუნვას უმნიშვნელოვანეს აქტივობად მიიჩნევს. ცნობიერების
ამაღლების აქტივობები მოიცავს საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი
ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, როგორიცაა დამსაქმებლებთან და
დასაქმებულებთან საინფორმაციო შეხვედრები, სატელევიზიო გადაცემებში
მონაწილეობა, ტრენინგები, სასწავლო/საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება,
მიმდინარე
სიახლეებისა
და
მნიშვნელოვანი
საკითხების
ფართო
საზოგადოებისთვის გაზიარება სოციალური ქსელისა და, Youtube არხისა და
ვებგვერდის საშუალებით.
2022 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება შრომის
უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების სფეროში არსებული საკანონმდებლო
მოთხოვნებისა
და
მიმდინარე
სიახლეების
გაცნობა
ბიზნესის
წარმომადგენლებისთვის. ამ მხრივ, შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ
კოორდინაციაშია
ბიზნესის
წარმომადგენლებთან,
რათა
დაცული
იყოს
დასაქმებულთა უსაფრთხოება და უფლებები, მეორე მხრივ, კი დამსაქმებლებმა
მარტივად შეძლონ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.
11
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური,
მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების
დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესებას სამსახურის ინსტიტუციური
შესაძლებლობების გაძლიერებით, კანონმდებლობაში ასოცირების ხელშეკრულებით
გათვალისწინებული შრომითი ნორმების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებების
მომზადებითა და შრომით ურთიერთობაში თანასწორობის უფლებაზე ძლიერი
საზედამხედველო მექანიზმის ჩამოყალიბებით.
აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სამსახური გეგმავს:
• ეროვნულ დონეზე ცნობიერების ამაღლებას შრომითი ნორმების შესახებ და
შრომის ინსპექციის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;
• სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების
XXX
დანართით
განსაზღვრული
დირექტივების
იმპლემენტაციის
ხელშეწყობა;
• საზოგადოების
ჩართულობის
ხელშეწყობას,
შრომის
ინსპექციის
საქმიანობაში;
აზრი გამოთქვეს:
ხატია დეკანოიძემ, ეკა სეფაშვილმა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი
ანგარიში
და
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
მოისმინეს:
4. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება
თემატური მოკვლევის - „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების
განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” დაწყების თაობაზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას, რათა
შემუშავებულ იქნას საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს და ხელს
შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას. ასეთი ტიპის წამახალისებელი
12
მექანიზმებით არის შესაძლებელი ინოვაციების განვითარება, რაც საბოლოოდ
ეკონომიკას სხვა მიმართულებით განავითარებს და ეს არის თანამედროვე
ეკონომიკის მომავალი. კომიტეტის წევრებს სურვილის შემთხვევაში შეუძლია
ჩაერთოს თემატურ მოკვლევის პროცესში.
მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ექსპერტს - ირაკლი ქაშიბაძეს და AA Facilityის საკომიტეტო მოკვლევის პროცესში დახმარებისთვის.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
და
მიიღო
გადაწყვეტილება
„ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების
საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“ თემატური
მოკვლევის დაწყების და აღნიშნული თემატური მოკვლევის
ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე.
მოისმინეს:
5. ექსპერტის - გიორგი ჩაფიძის მოხსენება თემატური მოკვლევის - „ციფრული
ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ“ - დასკვნის
საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია
და აღნიშნა, რომ
თემატური
მოკვლევის ფარგლებში შედგენილ იქნა კითხვარი, რომელიც 17 კითხვისგან
შედგებოდა და გამოვლენილ იქნა 80 უწყება, რომელთაც დაეგზავნა შესავსებად.
აღნიშნული უწყებები მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტში თემატური
მოკვლევის მოსმენებზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით პოზიციები
წარმოადგინეს:
საჯარო სექტორიდან:
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
• საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
• შემოსავლების სამსახურმა
• სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ
• სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
• სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
13
• საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ
• საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
• სსიპ-მა აწარმოე საქართველოში
• სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
• სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ
• სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
კერძო სექტორის ასოციაციებიდან:
• ააიპ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ
• საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ (GTA)
• ააიპ „საქართველოს საბანკო ასოციაციამ“
• საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ.
უნივერსიტეტებიდან:
• ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU)
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა.
ასევე, ინდივიდუალურად შემოვიდა რამდენიმე რეკომენდაცია და დასაბუთებული
მოსაზრება.
მომხსენებელმა წარმოადგინა თემატური მოკვლევის ანგარიშის სტრუქტურა. კერძოდ,
• ციფრული ეკონომიკის განვითარების დონის შეფასება საქართველოში (EGovernment Development Index; E-Participation Index (EPI); Global Innovation Index;
GovTech Maturity Index (GTMI); Global Cybersecurity Index (GCI); Network Readiness
Index (NRI);
• ციფრული ეკონომიკის კომპონენტების შეფასება;
✓ მობილური კომუნიკაციები;
✓ მობილური ინტერნეტი;
✓ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება;
✓ ციფრულ ტრანსფორმაციაში მონაწილე ძირითადი ინსტიტუტები;
✓ ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები და
სამთავრობო სტრატეგიები;
✓ ციფრული ეკონომიკის საკანონმდებლო ჩარჩო.
შემოსული დასაბუთებული მოსაზრებების ანალიზთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის
ითვალისწინებს
• ციფრული მმართველობის გაუმჯობესებას;
• ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას;
• ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
• ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციას;
14
•
რეკომენდაციებს.
სხვადასხვა უწყებებიდან წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები. კერძოდ,
ციფრული მმართველობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით:
• ციფრული ტრანსფორმაციის ჩარჩო დოკუმენტისა და სტრატეგიის
შემუშავება. დიგიტალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაანალიზება და შედეგების
გათვალისწინება საქართველოს ციფრული გარდაქმნის სტრატეგიაზე
მუშაობისას;
• საჯარო სერვისების სრულად გაციფრულება;
• საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და ციფრული სისტემების სრული
ჰარმონიზება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასა და სისტემებთან.
მათ შორის: ევროკავშირთან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის
ურთიერთაღიარების ხელშეკრულების გაფორმება;
• ელექტრონული მმართველობის პროცესების ეფექტიანი მონიტორინგისა და
ანგარიშვალდებულების
ქმედითი
მექანიზმების
ჩამოყალიბება
და
მაკოორდინირებელი უწყების როლის გაზრდა, მისი დეტალური
ფუნქციების, პასუხისმგებლობებისა და როლების განსაზღვრა;
• ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების სისტემებისთვის
სტანდარტების დადგენა და ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
• პროგრამირებისა
და
კომპიუტერული
ტექნოლოგიების
სწავლების
გაძლიერება
ფორმალური
და
არაფორმალური
საგანმანათლებლო
პროგრამების განვითარებითა და ცნობიერების გაზრდით;
• მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად
კერძო სექტორის, მათ შორის, ფინანსური სტარტაპების აქტიური ჩართვის
უზრუნველყოფისთვის ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მიდგომებში,
როგორიცაა, მაგალითად, ღია ბანკინგი, ციფრული ლარი და ა.შ;
• კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო დასავლური პრაქტიკის
გათვალისწინებით;
• ელექტრონული კომერციის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოება, ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის მიღება და
მონიტორინგი;
• კვლევის საფუძველზე გამოვლინდეს ისეთი სისტემების რეგულირების
საჭიროება, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული გადახდები, ხელოვნური
ინტელექტი (AI), ნივთების ინტერნეტი (IoT), და იდენტიფიცირებული იქნეს
შესაბამისი რისკები.
ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
• ქალაქსა და სოფელს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის (digital
divide)
აღმოფხვრა
ინტერნეტიზაციის
(ფართოზოლოვანი
15
•
•
•
•
•
•
ინფრასტრუქტურის) ტემპის დაჩქარებით, მასშტაბების გაზრდით და ამ
პროცესში საჯარო-კერძო თანამშრომლობის გზების მოძიებით (PPP);
ტელეკომუნიკაციის ბაზრის რეგულაციების ევროკავშირის შესაბამის
კანონებთან ჰარმონიზაცია. მათ შორის, ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და
ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციების დახვეწა;
ევროპა–აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბისა და
სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბებისთვის ღონისძიებების გატარება და
ევროპასთან
დამაკავშირებელი
ციფრული
ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე ფოკუსირება;
ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ
კვლევის ჩატარება. კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - მოქმედი
გლობალური ელ-კომერციის პლატფორმებიდან შეძენილი ამანათების
ტარიფების შემცირების გზები (რეგულირებისა და ლოგისტიკური კუთხით
არსებულ გამოწვევები); საქართველოდან გაგზავნილი ამანათების ფასისა და
მიწოდების დროის შემცირების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და
ა.შ. კვლევამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა
გზით შეიძლება საერთაშორისო ელექტრონულ ვაჭრობაში ქართველი
მომხმარებლისა და კომპანიების ჩართულობის გაზრდა;
ლოგისტიკური დასაწყობების ჰაბის განვითარების შესახებ საჭიროების
კვლევის ჩატარება (დასაწყობების ჰაბის საჭიროებები უნდა გამოიკვეთოს
საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ, მაგალითად, ბულგარეთში ან
რუმინეთში);
ნეიტრალური ინტერნეტის გაცვლის წერტილების (IXPs), სერვერებისა და
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოს დიდ ქალაქებში
და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება ბაზარზე მსხვილი
უცხოური მოთამაშეების მოზიდვის მიზნით;
გატარდეს ქუჩების სახელდების ღონისძიებები საქართველოს სოფლებში და
მისამართები
მიენიჭოს
საცხოვრებელ
სახლებს,
რაც
მოაგვარებს
გზავნილების
იდენტიფიკაციასთან
და
პირადი
ინფორმაციის
დაცულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს საკურიერო მომსახურებაში.
მისამართების მინიჭება ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონულ კომერციაში
სოფლის მაცხოვრებლების ეფექტიან ჩართულობას.
ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებით
•
კვლევის ჩატარება ციფრული უნარების ნაკლებობით გამოწვეული
უმუშევრობის თემაზე. კვლევის სამიზნე ჯგუფად შესაძლოა განისაზღვროს
როგორც სამუშაო ძალა, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიები,
რომლებიც ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ყველაზე მეტად დგანან
ოპერაციული საფრთხეების წინაშე. კვლევამ სამიზნე სექტორის უშუალო
ჩართულობით უნდა შეაფასოს სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების
გაძლიერების საჭიროებები და გასცეს რეკომენდაციები მიზნის მისაღწევად
ეფექტიანი აქტივობების შესახებ;
16
•
•
•
•
•
•
შემუშავდეს
რეგიონებში
მდებარე
სკოლებში
(მათ
შორის
არაქართულენოვანი) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენების გაზრდის მიზნით შესაძლებლობების გაძლიერების ზომები და
შესაბამისი აქტივობები - პროგრამები, ტექნიკური რესურსით აღჭურვის
საჭიროებები და ა. შ;
გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს მაღალმთიან რაიონებში
ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლების რეალიზებისთვის და
გეოგრაფიული ფაქტორების აღმოფხვრისთვის;
შესაბამისი კვლევის საფუძველზე შემუშავდეს ციფრული ტექნოლოგიების
გამოყენების გზით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის
ზომები მაღალმთიან რაიონებში;
ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით ხელი შეეწყოს
ციფრული მეთოდების გამოყენების გაზრდას განათლების ყველა საფეხურზე
და შევიდეს შესაბამისი ცვლილებები სასწავლო პროგრამებში;
მოხდეს განათლების სფეროში ჩართული მხარეების (მასწავლებლები,
მოსწავლეები,
მშობლები,
სკოლის
ადმინისტრაცია)
ციფრული
კომპეტენციებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა; ამ პროცესში
უზრუნველყოფილი იქნეს ტექნოლოგიური კომპანიების და edTech
სტარტაპებისთვის
ჩართულობა
და
გამოვლინდეს
საჯარო-კერძო
პარტნიორობის შესაძლებლობები;
ციფრული წიგნიერების დონის ამაღლება მოსახლეობის ფართო ფენებში
მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით. აღნიშნულის
მიღწევა, მათ შორის, სხვადასხვა საფეხურის ფორმალურ განათლებაში
ციფრული წიგნიერების კომპონენტების ინტეგრირების გზით.
ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით
• ქართველი მეწარმეების ცნობიერების ამაღლების მიზნით სქემის შემუშავება,
რომელიც უზრუნველყოფს, საერთაშორისო ელექტრონულ კომერციაში მათი
მონაწილეობის გაზრდას (გამოწვევები ეხება ენობრივ ბარიერებს, გადახდების
საერთაშორისო სისტემების ინტეგრირებას თავიანთ პლატფორმებზე და
ლოგისტიკურ საკითხებს). აღნიშნული ღონისძიებით უნდა გაიზარდოს
მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების ხარისხი;
• განვითარდეს ფინანსებზე წვდომის (access to finance) შესაძლებლობები და
პროგრამები სოფლად და რეგიონებში მომუშავე ბიზნესებისთვის, რათა მათ
მოახერხონ ციფრულ უნარებსა და აღჭურვილობაში ინვესტირება და
გეოგრაფიული
ფაქტორების
გამორიცხვით
სხვა
საწარმოებთან
კონკურენციაში შესვლა; ამ მიზნით ჩატარდეს კვლევა, რომელიც გამოავლენს
ციფრული სტარტაპების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტებს
(სარისკო კაპიტალი და ა.შ);
• საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირთა
ციფრული
შესაძლებლობების
გაძლიერება
და
მათი
ბიზნესების
საერთაშორისო პლატფორმებზე ინტეგრირების შესაძლებლობების შექმნა;
17
•
კერძო სექტორის, მათ შორის, ფინანსური სტარტაპების, აქტიური ჩართვის
უზრუნველყოფა ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მიდგომებში,
როგორიცაა, მაგალითად, ღია ბანკინგი, ციფრული ლარი და ა.შ.
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა.
გადაწყვიტეს:
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა
წარმოდგენილი თემატური მოკვლევის დასკვნას
და გაიზიარა რეკომენდაციები.
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
18