საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მომართვა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/295; 20.02.2023) საქართველოს კანონის პროექტისის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-03
ბიუროს ნომერი 249 (15:45)
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-6723/23
03-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ რომ, პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ დარეგისტრირდა კანონის პროექტი „გენდერული თანასწორობის
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/295/10 - 20-02-2023).
კანონპროექტის
განსახილველ
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ხოლო
დასკვნის განმსაზღვრელ კომიტეტად
ადამიანის
სავალდებულო
წარმოდგენილია რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი.
ამასთან, აღნიშნული კანონის პროექტი ორ დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული,
რომელთაგან ერთი აღარ არის საქართველოს პარლამენტის წევრი. ლევან იოსელიანის
ადგილმონაცვლე ქეთევან თურაზაშვილისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ კანონის
პროექტზე მუშაობის გაგრძელება, მისი დახვეწა და შემდგომ წარდგენა მეტად
სრულფასოვანი სახით.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის
საფუძველზე გვსურს კანონპროექტის გამოთხოვა.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ალექსანდრე ელისაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge