„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-08
ბიუროს ნომერი 250
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 103-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის
ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.
2. 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი
წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან
მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და
სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, –
გამოიწვევს წვრილფეხა ან/და
დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“
მსხვილფეხა
პირუტყვის
მესაკუთრის
4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა
პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა –
გამოიწვევს წვრილფეხა ან/და
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“
მსხვილფეხა
პირუტყვის
მესაკუთრის
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონის მიღების უმთავრესი მიზანია ბოლო პერიოდში შინაური ბინადარი ცხოველების
მხრიდან სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების, მათი ჯანმრთელობის ხელყოფის
გახშირებული
ფაქტების
პრევენცია,
რაც
თავის
მხრივ,
განპირობებულია
მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის გათვალისწინებული შეუსაბამოდ დაბალი
სანქციებითა და ცხოველების მიმართ საზოგადოებაში არსებული მანკიერი ცნობიერებით.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, რაც ასევე
გულისხმობს შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და სანქციების გამკაცრებას
კონკრეტული სამართალდარღვევებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა და პრაქტიკის ანალიზმა
ცხადყო, რომ კანონმდებლობის გამკაცრებამ შინაური ბინადარი ცხოველების მხრიდან
სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, ისევე
როგორც, გაზარდა მეპატრონეთა პასუხისმგებლობა საკუთარ შინაურ ბინადარ ცხოველთა
მიმართ.
ასევე,
კანონპროექტის
ერთ-ერთი
მიზანია
თვითმმართველი
ქალაქის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა ან/და
მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისათვის
სანქციების გამკაცრება, რამდენადაც არსებული ჯარიმის ოდენობა არ შეესაბამება
სამართალდარღვევის
ხარისხსა
და
სიმძიმეს,
გამომდინარე
იქიდან,
რომ
წვრილფეხა/მსხვილფეხა პირუტყვმა შესაძლებელია დააზიანოს პარკში, სკვერში ან
ბულვარში არსებული გამწვანება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
რამდენადაც, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები წარმოადგენს საკანონმდებლო
აქტის რეგულირების სფეროს, აღნიშნული საკითხების მოწესრიგებისთვის საჭიროა
ცვლილება შევიდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტში - საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
იმ
მეპატრონეთათვის, რომელთა მხრიდან მოხდა ძაღლის ღია სივრცეებში მათ შორის
ბულვარში, პარკში და სკვერში გასეირნების წესების დარღვევა, ასევე, იმ
წვრილფეხა/მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეთათვის რომლებმაც ბულვარში, პარკში,
სკვერში ან პლაჟზე პირუტყვი მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე
ამყოფეს, დაწესებულია სწორედ ზემოაღნიშნული კოდექსით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის
შესაბამისად
ადმინისტრაციული
სახდელების
გამკაცრება
უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების
გაუმჯობესებას, სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების, მათი ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების პრევენციას, ისევე, როგორც, უმეთვალყურეოდ
დატოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მიერ საზოგადოებრივი
სივრცეების დაზიანების პრევენციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე
მუხლს ემატება 11 ნაწილი, ასევე, ახალი რედაქციით ყალიბდება 103-ე მუხლის მე-2 და მე3 და 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, კერძოდ, მკაცრდება სანქციები.
103-ე მუხლის მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილი (ძაღლისა და კატის ყოლის წესების
დარღვევა), და იგივე ქმედების განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენისათვის
გათვალისწინებული სანქცია 50 ლარის ოდენობით რჩება უცვლელად. მუხლში ცვლილება
შედის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით და მოქმედი რედაქციის 103-ე
მუხლის მესამე ნაწილის დისპოზიცია გადადის 11 ნაწილის რედაქციაში.
103-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი რედაქციით (ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე
ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში)
სანქციის სახით განსაზღვრულია გაფრთხილება ან ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. 103-ე
მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, (იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში) მფლობელი ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი
ცვლილებით, 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის
მკაცრდება სანქცია, კერძოდ უქმდება გაფრთხილება და იზრდება ჯარიმის ოდენობა,
ნაცვლად 20 ლარისა, განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ხოლო მე-3 ნაწილით
გათვალისიწინებული ქმედებისათვის ნაცვლად 50 ლარისა, განისაზღვრება 300 ლარის
ოდენობით.
გარდა ამისა, ცვლილება შედის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც
თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების
დარღვევით წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ან სხვა ცხოველების
მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის
საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთისა, ნაცვლად 20 ლარისა, დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით.
ასევე, მოქმედი რედაქციის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ბულვარში, პარკში,
სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან
მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – იწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. შემოთავაზებული ცვლილებით,
აღნიშნული ჯარიმა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ
(კანონის პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მოსალოდნელია შინაური ბინადარი
ცხოველების მხრიდან სხვა ცხოველების ან/და ადამიანების დაზიანების, მათი
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების მკვეთრი ზრდა, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რადგან ხდება ძაღლის ღია სივრცეებში ყოლის წესების დარღვევისა და
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
არსებული
ტერიტორიის
კეთილმოწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობების გაზრდა. აღნიშნული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების შეფარდების სტატისტიკა
წლების მიხედვით შემდეგია:
კოდექსის 103-ე მუხლის, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა, ბოლო სამი წლის
მანძილზე შემთხვევათა რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 466-ს, ხოლო ამავე პერიოდზე
ჯარიმის საშუალო ჯამური ოდენობა შეადგენს 3728 ლარს.
კოდექსის 148-ე მუხლის, დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის
ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან
მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის, ბოლო სამი წლის მანძილზე შემთხვევათა
რაოდენობა შეადგენს საშუალოდ 31-ს, ხოლო ამავე პერიოდზე ჯარიმის საშუალო ჯამური
ოდენობა შეადგენს 613 ლარს.
გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება ჯარიმების ოდენობები, ამას შესაძლოა ჰქონდეს
შემაკავებელი ეფექტი, შესაბამისად, გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი ითვალისწინებს ღია სივრცეებში ძაღლის ყოლის წესების დარღვევისა და
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
არსებული
ტერიტორიის
კეთილმოწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობების ზრდას, რაც ფინანსურ
გავლენას იქონიებს სამართალდამრღვევ პირებზე, რადგან მოუწევთ ჯარიმის გაზრდილი
ოდენობის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ზემოაღნიშნული ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის პრინციპია ის, რომ ჯარიმებს
ჰქონდეთ მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი, კერძოდ:
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში ნაცვლად გაფრთხილებისა ან 20
ლარიანი ჯარიმისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე
ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს მოქალაქის
დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ნაცვლად 50 ლარისა.
თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების
დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და
მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა
პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა
პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის
მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და
მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ნაცვლად
არსებული 50 ლარისა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
ბავშვების საუკეთესო ინტერესები უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული,
დაცული უნდა იყოს მათი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლებები.
წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა
ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, ეს სწორედ ის ადგილებია
სადაც მომეტებული რისკია უალიკაპო ან უსაბელო ცხოველების მხრიდან ბავშვების
დაზიანების. შესაბამისად კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის
სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება;
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კონსულტაციები გაიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა
მონიტორინგის სააგენტოსთან“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი;
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი
ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ისკო დასენი, დავით
კაჭარავა, ირაკლი კირცხალია, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრები:
მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, ნოდარ ტურძელაძე, გიორგი
ცაგარეიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ისკო დასენი, დავით
კაჭარავა, ირაკლი კირცხალია, გოგი მეშველიანი, გურამ მაჭარაშვილი, ბექა ოდიშარია.