საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი, 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (№1-4596/23; 31.03.2023) განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7013/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-08
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7013/23 05-05-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 03 აპრილის № 238/14 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4596/23; 31.03.2021) და მისი განხილვის ვადა განისაზღვა 2023 წლის 10 მაისამდე. აღნიშნული ანგარიშის განსახილველად მომზადებისთვის აუცილებელია როგორც თავად ანგარიშის, ასევე მასში ასახული რეკომენდაციების ადრესატი უწყებების პოზიციების შესწავლა და სიღრმისეული ანალიზი. იმის გათვალისწინებით, რომ დასამუშავებელია დიდი მოცულობის მასალა, ამასთან, დღეის მდგომარეობით, ანგარიშთან დაკავშირებული მოსაზრებები ყველა რელევანტურ უწყებას არ წარმოუდგენია, დადგენილ ვადაში საკითხის სრულყოფილად მომზადება და მისი განხილვა ობიექტურად ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით ანგარიშის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მითითებული