საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.05.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-6370/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-08
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412306074431 07.05.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება: სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლის პირველი ნაწილის ხელშეუხებლობის გარანტიის შესახებ შინაარსი: გთხოვთ, "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ" საქართველოს კანონის (25.06.2019 წ., # 4849-IIს) მე–10 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრე სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა" (დაბოლოების ალტერნატიული ვერსია: ",გარდა საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევებისა"). საკანონმდებლო წინდადების მიზანი, აღმოფხვრას ის გაურკვევლობა, რაც ახლავს თან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას თანამესაკუთრისთვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭებას, ვინაიდან ეს გარკვეულ წინააღმდეგობაშ მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლით დადგენილ საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. შესაბამისად, უნდა აღმოიფხვრას ამ ორი ნორმის მოჩვენებითი ურთიერთგამომრიცხავობის შესაძლებლობა, ანუ – მათი ნორმატიული შინაარსი ნათლად უნდა ადგენდეს, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას არ გააჩნია არანაირი საერთო საზიარო უფლების გაუქმების უფლებასთან. საფუძველი: საქართველოს პარლმენტის რეგლამენტის 150–ე მუხლი. იმის მიუხედავად, რომ სამიზნე მუხლის ნორმატიული შინაარსი პირდაპირ არ გამორიცხავს საზიარო უფლების გაუქმების უფლებას სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიმართ, სასამართლო პრაქტიკაში დაფიქსირდა მცდელობები, რომ სამოქალაქო საქმისწარმოების მხარებმა საერთო სასამართლოები დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს 2019 წელს სასოფლო დანიშნულების მიწებზე წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შემოღებით საქართველოში გაუქმდა საზიარო უფლების გაუქმების უფლება, გარანტირებული 1996 წლიდან სამოქალაქო კოდექსის 961–ე მუხლით. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: