საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“-ს რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 105
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2167?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
08 მაისი 2023 13:00
2023 წლის 8 მაისი, 13.00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს
პარლამენტის
წევრის
მაია
მენაღარიშვილისათვის
საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
იურიდიული
პირის
–
ორგანული
საქართველოს
კანონის
პროექტის,
„საჯარო
ოპერატიულ-ტექნიკური
სამართლის
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
და
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07/3-311; 19.04.2023) განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე;
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის
განხილვა;
5/8/2023, 11:08 AM
https://parliament.ge/print/announcement/2167?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
5. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს (ეკა გიგაური) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების (1-17730/22; 21.12.2022) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
6.
საქართველოს
მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების (1-1800/23; 02.02.2023);
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
5/8/2023, 11:08 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2023 წლის 8 მაისი 13.00
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N105
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი
კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა და ლევან მგალობლიშვილის
უფლებამონაცვლე ანზორ ბოლქვაძე.
სხდომაზე მოწვეულები: მიხეილ სარჯველაძე (მომხსენებელი) - საქართველოს პარლამენტის
წევრი, ლიკა საჯაია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“- ს საპარლამენტო
მდივანი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის მაია მენაღარიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (07/3-311; 19.04.2023) განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე;
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
5. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-17730/22; 21.12.2022) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
6. საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-1800/23; 02.02.2023) განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს
გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი
მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე:
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
შეიცვალა აგრეთვე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის
რიგითობა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი.
1
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის მაია მენაღარიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
5. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (07/3-311; 19.04.2023) განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე;
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-17730/22; 21.12.2022) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
7. საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-1800/23; 02.02.2023) განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის მაია მენაღარიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
წევრის მაია მენაღარიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე
დანიშვნის გამო.
დადასტურდა, რომ მაია მენაღარიშვილი 2023 წლის 4 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების
განვითარების
დეპარტამენტში
სახელმწიფო
ენის
კვლევის,
განვითარებისა
და
პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს მაია
მენაღარიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის მაია მენაღარიშვილისათვის
პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
2
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის
მაია მენაღარიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ
განცხადებას და თანდართული მასალებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაცია.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
მომხრე - 8 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის - „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ
განცხადებას და თანდართული მასალებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ რეგისტრაცია.
პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანებულია საქართველოს პარლამენტის 5 წევრი.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხს?
3
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
მომხრე - 8 წევრი
წინააღმდეგი - 1 წევრი
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის - „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ შემთხვევაში საქმე გვაქვს
განსხვავებულ ვითარებასთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგულაციებიდან
გამომდინარე. რეგლამენტში განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა
პოლიტიკური ჯგუფები, შეეხება პარტიული სიით გასულ დეპუტატებს და არ ეხება ბლოკით
გასულ დეპუტატებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული
დასკვნის პროექტის მიხედვით: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით
ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური
რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი.
თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან
ერთზე მეტი ფრაქცია. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით კი, 2024 წლის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ
პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან
საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან
ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების
ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შესაბამისი
პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ
სხვა პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია.
კომიტეტში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში
„ევროოპტიმისტები“ გაერთიანებულია პარლამენტის ორი წევრი - რომან გოცირიძე და ხატია
დეკანოიძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული არიან საარჩევნო ბლოკის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარდგენით.
იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“, რაც საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული
ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს არ აძლევს
დამოუკიდებლად ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ აშკარად უფლებრივ - სამართლებრივი თვალსაზრისით,
განსხვავებულ სიტუაციაში ვაყენებთ პოლიტიკურ სუბუექტებს, ვინაიდან პარტიული სიით
გასული და საარჩევნო ბლოკით გასული დეპუტატების უფლებრივი-სტატუსური მდგომარეობა
არის აბსოლუტურად ერთიდაიგივე. რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების თანახმად,
თუ პარტიული სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს აქვთ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის
უფლება, მაშინ არამართლზომიერია, რომ ეს უფლება ერთი საარჩევნო ბლოკით გასულ
პარლამენტის წევრებს შევუზღუდოთ, ვინაიდან პარტიული სიით გასული დეპუტატების და
საარჩევნო ბლოკით გასული დეპუტატების სამართლებრივ-უფლებრივი მდგომარეობა
თანასწორია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, როგორც ლევან ბეჟაშვილმა
განმარტა,
სამართლებრივ-პროცედურული და პარტიებთან და საარჩევნო ბლოკებთან
დაკავშირებული საკანონმდებლო სულისკვეთების მიხედვით, აშკარად იქმნება უხერხულობა
4
და უთანასწორობა, რაც მისი აზრით, შესაძლოა აღმოიფხვრას, ამ მიმართულებით საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების განხორციელების და არსებული ჩანაწერის
შესაბამისად კორექტირების მეშვეობით, მითუმეტეს რომ საარჩევნო ბლოკი არის სხვადასხვა
პარტიების კონგლომერატი, რომლებიც პირადი შეთანხმებით უკავშირდებიან ერთმანეთს, აქვთ
მეტი თავისუფლება და პარლამენტში შესვლისას ამ პარტიებმა შესაძლოა სრულიად სხვადასხვა
პოლიტიკა გაატარონ, ვიდრე ერთი პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატებმა, ამიტომ უფრო
ლოგიკურია, რომ ბლოკის წევრებს ჰქონდეთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შექმნის
უფლება.
თამარ კორძაიამ პირველ რიგში ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო ჯგუფების შემოღება მისი აზრით
არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ აღინიშნა მის მიერ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
თუ არსებობს განმარტების შესაძლებლობა, რატომ უნდა მოხდეს მაინცდამაინც იმგვარი
განმარტება, რომ მხოლოდ ორ ადამიანს არ მიეცეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება?
თუ არსებობს უკვე პარლამენტში პრეცედენტი ორი დეპუტატის მიერ პოლიტიკური ჯგუფის
შექმნის, მაშინ ამ შემთხვევაშიც უფრო რაციონალური იქნება, რომ მივცეთ მათ პოლიტიკური
ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა.
ირაკლი ქადაგიშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური
თვალსაზრისით მსჯელობა შესაძლოა რაციონალური იყოს, მაგრამ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს იმ ჩანაწერით, რომელიც
ამჟამად არსებობს რეგლამენტში, ხოლო ამ ჩანაწერის ცვლილება შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივის მეშვეობით. რაც შეეხება საკითხს იმის
თაობაზე, თუ რატომ და როგორ შეიქმნა მიმდინარე მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური
ჯგუფები, ამაში ოპოზიციის წვლილი არის უდიდესი.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფმა -„ევროოპტიმისტები“ არ გაიაროს
რეგისტრაცია?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
მომხრე - 6 წვერი
წინააღმდეგი - 2 წევრი
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა - საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (07/3-311; 19.04.2023) განხილვა
მოისმინეს:
მიხეილ
სარჯველაძის
მოხსენება,
რომლის
თანახმად
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ტექნიკურ-სამართლებრივი ხასიათისაა, რომელიც
განაპირობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის მიღებამ და იმ
ცვლილებებმა, რომელიც ამ ახალი კანონით განისაზღვრა, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს
ცვლილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტს
„საქართველოს
პარლამენტის
5
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენდა იუსტიციის მსმენელის
უფლებას მოეთხოვა მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან დამატება, თუ
არსებობდა შესაბამისი საფუძვლები. აღნიშნული უფლების რეალიზება უნდა მომხდარიყო
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, სადაც
განსაზღვრულია მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლისა და
განადგურების პროცედურა.
გამომდინარე იქედან, რომ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონი
ძალადაკარგულად არის ცნობილი, ნაცვლად „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“
საქართველოს კანონისა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის სახით, შესაბამისი
კორექტირებები უნდა განხორციელდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონში, სადაც ინტეგრირდა შესაბამისი ნორმები, რათა სრულად იყოს
მითითებული იუსტიციის მსმენელის ყველა უფლება და უფლებების წარმოშობის საფუძვლები.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილება ემსახურება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ საქართველოს ოპერატიულ‐
ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის
28‐ე მუხლში მითითებული
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის შესაბამისობას
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან. როგორც მომხსენებელმა
აღნიშნა, ანალოგიური სიტუაციაა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან
დაკავშირებით, კერძოდ პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 1811‐ე მუხლით გათვალისწინებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველო კანონის მუხლის მითითების შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან.
რეგლამენტი,
ზემოაღნიშნული
კანონპროექტების
ანალოგიურად
ძალაში
შედის
გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, რაც თანხვედრაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
ახალი კანონის ამოქმედების თარიღთან.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს და „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტს (07/3-311; 19.04.2023) ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი
პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა წარედგინება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-17730/22; 21.12.2022) განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება.
6
საკანონმდებლო წინადადადების მოკლე მიმოხილვის შემდეგ დეტალური ინფორმაცია
საკანონმდებლო წინადადების შესახებ წარმოადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს საპარლამენტო მდივანმა
ლიკა საჯაიამ, რომლის თანახმად, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მიზანი გახლავთ გარკვეულწილად პოლიტიკური პოლარიზების შემცირება, საპარლამენტო
ოპოზიციის ფუნქციური გაძლიერება და შესაბამისად საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება.
საკანონმდებლო წინადადების არსი მდგომარეობს იმაში, რომ 5 საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პოსტს იკავებდეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის,
ორი კომიტეტია - საფინანსო -საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი, ხოლო 3 კომიტეტი უნდა გადაწყდეს საპარლამენტო უმრავლესობასა
და ოპოზიციას შორის შეთანხმების გზით. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს
აგრეთვე, რომ
კონკრეტული დელეგაციებიდან: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა,
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ერთერთს თავმჯდომარეობდეს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. მხარდაჭერის შემთხვევაში საკანონდებლო
წინადადებით განსაზღვრული ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არჩეულ პარლამენტში.
როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განაპირობა
საუკეთესო-საერთაშორისო პრაქტიკამ, რომ მეტად განვითარებულ და დემოკრატიულ
ქვეყნებში ყველა თავმჯდომარის პოზიცია, თანამდებობა არ ეკავოს უმრავლესობის
წარმომადგენელს. ქართველ პოლიტიკოსებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა
შეთანხმება, რომელიც აისახა შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტში, რომელსაც ხელი
მოაწერეს პოლიტიკოსებმა. ეს შეთანხმება შემდგომ დატოვეს პოლიტიკოსებმა, მაგრამ
დღეისათვის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის ფარგლებში, სადაც
საუბარია პოლარიზიაციის შემცირებასა და საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესებაზე, არის
ჩანაწერი და მითითება, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაიჭრას შარლ მიშელის
დოკუმენტის სულისკვეთებით.
ლიკა საჯაიამ ხაზი გაუსვა ვენეციის კომიიის 2019 წლის დოკუმენტს, სადაც ასევე ნათქვამია,
რომ კომიტეტების თავმჯდომარების პოზიციები უნდა ეკავოთ, მათ შორის საპარლამენტო
ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. საინტერესოა აგრეთვე ევროპარლამენტის 2008 წლის
რეზოლუცია, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ძალთა გადანაწილება უნდა იყოს პროპორციული
და არ შეიძლება ყველა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის გადანაწილების საკითხი სხვადასხვაგვარად
რეგულირდება, საერთო ჯამში, როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, საერთაშორისო - საუკეთესო
გამოცდილების შესწავლისას ძნელად ვიპოვით ქვეყანას, რომლის პარლმანეტშიც კომიტეტის
თავმჯდომარის ყველა თანამდებობას იკავებს უმრავლესობა. თუმცა, არსებობს განსხვავებული
მიდგომები, კერძოდ, რიგ შემთხვევებში თავმჯდომარის თანამდებობების გადანაწილება ხდება
პოლიტიკური შეთანხმების შედეგად ანუ პოლიტიკური კულტურის ნაწილია და შესაბამისად
არაა რეგლამენტირებული. რიგ შემთხვევებში, მაგალითად პორტუგალიაში, პირდაპირ
კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თანამდებობები უნდა ნაწილდებოდეს პროპორციულად.
ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, აღნიშნული საკითხი რეგულირდება რეგლამენტის
შესაბამისი
ჩანაწერით
თანამდებობების
პროპორციული
გადანაწილების
თაობაზე.
კომიტეტების დასახელებები უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება, თუმცა პოლიტიკური
შეთანხმებებისას ძირითად აქცენტს აკეთებენ ხოლმე იმ კომიტეტებზე, რომელთა როლი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საპარლამენტო
ზედამხედველობის
კუთხით;
მაგალითისათვის
ადამიანის
უფლებათა,
პეტიციების,
ფინანსური
კონტროლის
განმახორციელებელი კომიტეტები. არსებობს იმგვარი მიდგომაც, სადაც (მაგ. კანადა, დიდი
ბრიტანეთი) რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უნდა
ხელმძღვანელობდეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი (მაგ. დიდი
ბრიტანეთი) ან პირდაპირ ჩამოთვლილია კომიტეტები, რომელთაც უნდა ხელმძღვანელობდნენ
ოპოზიციის წარმომადგენლები (მაგ. კანადა).
7
როგორც ლიკა საჯაიამ აღნიშნა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მიხედვით, უპირატესობა მიენიჭა რეგლამენტირებას და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას, რაც მათი აზრით, უზრუნველყოფს უფრო მეტ
გარანტიას. საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისას ისინი დაეყრდნენ დოკუმენტებს
(შარლ მიშელის შეთანხმება და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია), რომლებიც მნიშვნელოვანია
საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ცვლილების ამოქმედების თარიღად მათ აირჩიეს
2024 წელი, ვინაიდან ეს ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ განვითარდეს
დემოკრატია, იმის მიუხედავად ვინ იქნება უმრავლესობაში და ვინ იქნება ოპოზიციაში.
ამოქმედების ვადად განსაზღვრული რომ ყოფილიყო მიმდინარე მოწვევის პარლამენტი, ეს
გარდა იმისა, რომ შექმნიდა ადმინისტრაციულ და მენეჯერულ სირთულეებს, ერთგვარად
იქნებოდა უხერხული, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობისათვის.
მათ მიერ
ინიცირებული საკითხი გრძელვადიან პერსპექტივაში არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი,
ამიტომ ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წელი.
ლიკა საჯაიამ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ მხარი დაუჭირონ მათ მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.
აზრი გამოთქვს:
თამარ კორძაიამ ლიკა საჯაიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციის თვალსაზრისით
მსგავსი ინიციატივების განხილვა და მიღება, მითუმეტეს, რომ პროექტი ითვალისწინებს მის
ამოქმედებას 2024 წლიდან. მისი აზრით, ეს არგუმენტი აბსოლუტურად მისაღებია იმ
თვალსაზრისით, რომ მომავალი პარლამენტისათვის შევქმნით სათანადო პირობებს და მოქმედი
პარლამენტი გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციის მიმართულებით. აღნიშნული
გარემოებების გათვალისწინებით, კარგი და მართებული იქნება თუ საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტი, როგორც უმრავლესობით დაკომპლექტებული და არა ოპოზიცია აიღებს
ინიციატივას თავის თავზე, რითაც უმრავლესობა კიდევ ერთ არგუმენტს შექმნის შარლ მიშელის
შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით.
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ნორმების
არსებობა პარლამენტის რეგლამენტში, კანონმდებლობაში არის ქვეყანაში დემოკრატიის
ხარისხის განმსაზღვრელი, მათ შორის საპარლამენტო პროცედურული დემოკრატიის. თუ
ამგვარი ხედვა და ნორმა იარსებებს მომავალ პარლამენტში, მისი აზრით, იქნება
მისასალმებელი. თუმცა, ეს ინიციატივა, როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა უკვე, უნდა
მოდიოდეს უმრავლესობიდან, ვინაიდან მათ აქვთ პასუხისმგებლობა და შესაბამისი რესურსიც,
ამ ტიპის გადაწყვეტილებების მისაღებად. შესაძლოა კამათი კომიტეტების რაოდენობის
თაობაზე, ხუთი კომიტეტი უნდა იყოს სამი თუ ორი. ქვეყნების უმრავლესობაში, როგორც ლევან
ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია იკავებს ადამიანის უფლებათა დაცვის და ანგარიშგების
კომიტეტის (რომელიც ახორციელებს აუდიტს) თავმჯდომარის თანამდებობებს.
ზოგადად პრიციპი, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები პროპორციულად ნაწილდებოდეს
საპარლამენტო ხელისუფლებაში, მისაღებია და არის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციების
დემოკრატიის დონის განმსაზღვრელი.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, თუ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის
თავზე
აიღებს
ამ
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელებას, რომელიც ამოქმედდება მომავალი პარლამენტში, ეს იქნება ხელშესახები
გადაწყვეტილება დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.
ირაკლი ქადაგიშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ტექნიკური ხასიათის, ეს გახლავთ ძალიან
ფართო, ინკლუზიური საკითხი და საჭიროებს ფართო კონსულტაციებს პოლიტიკურ
აქტორებთან, რომლებიც უნდა იყვნენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებნი და
ბენეფიციარები.
ზოგადად ის ფაქტი, რომ გაიზარდოს ოპოზიციის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში,
არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილების განხორციელებს სჭირდება, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ სუბიექტებს
8
შორის სერიოზული კონსულტაცია და გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. მხოლოდ ამ
პროცესის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმაზე, ეს საკითხი როგორი წესით იქნას გადაწყვეტილი.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ გარდა პოლიტიკური მდგენელისა შემოთავაზებული
საკანონმდებლო წინადადება შეეხება პარლამენტში, როგორც კოლეგიალურ ორგანოში
გადაწყვეტილების მიღების დადგენილ წესს, რომელშიც მონაწილეობს ყველა საპარლამენტო
სუბიექტი და ფორმდება დადგენილებით. აღნიშნული წესი ფაქტიურად უქმდება იმ
კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევის დროს, რომელიც უნდა დაიკავოს ოპოზიციამ.
მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების საპარლამენტო საქმიანობის საუკეთესო გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
ძირითადად ეფუძნება შეთანხმებას პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
რეპლიკა
თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ პოლიტიკური
შეთანხმება, თუმცა თუ ეს საკმარისი არაა, კომიტეტის ფარგლებში შეიძლება გაიმართოს
კონსულტაციები საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, როგორც
პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ 100 დღის განმავლობაში, ვინც იყო
მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი და საპარლამენტო ბოიკოტის, საბოტაჟის
ავტორი (რის გამოც საჭირო გახდა პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება) ხელს მოაწერდა
შეთანხმებას.
ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უმთავრესია პოლიტიკურ სუბიექტებს
შორის ფართო და მჭიდრო კონსულტაციები კონსენსუსის მიღწევისათვის, ვინაიდან
მექანიკურად კომიტეტების გადანაწილება და გაყოფა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის
შეუძლებელია, მაგალითისათვის დაასახელა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც
კონტროლის გარდა ახორციელებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ბიუჯეტის დაგეგმვის და
დამტკიცების.
ლიკა საჯაიმ სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდგომ, აღნიშნა, რომ საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებული საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხი
(რომელიც შეადგენდა შარლ მიშელის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს) უნდა
გადაწყდეს არა კონკრეტული პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე,
არამედ იმ ინტერესის გათვალისწინებით, თუ რა იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის
უკეთესი. ამიტომ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტის გზა იქნება, თუ დღევანდელი პარლამენტი
მოამზადებს საფუძველს მომავალი პარლამენტისათვის.
ლიკა საჯაიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დიდი
ხანია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მას არ უნახავს არცერთი დეპუტატი არც
უმრავლესობის, არც ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც იდეა თანამდებობების გადანაწილების
თაობაზე, არ მოსწონდეს. უხერხულობას ჰქმნის მხოლოდ პოლიტიკური, პარტიული
კუთვნილება და უმრავლეობის მხრიდან ნაკლები ნდობა ოპოზიციის მიმართ, ამიტომ მისი
აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ თუნდაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნას დღევანდელ
პარლამენტში, რომელიც მომზადებს საფუძველს მომავალი პარლამენტისათვის.
რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების სამართლებრივ
მხარეს, მისი აზრით, ეს ცვლილება არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი რეგულაციის გაწერის და პოლიტიკური
შეთანხმების პირობებში, საკითხი გადაწყვეტადი იქნება.
ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამართული მსჯელობა და კიდევ ერთხელ ხაზი
გაუსვა, რომ მიუხედავად საკითხის აქტუალურობისა, მის გადაწყვეტას სჭირდება ფართო
ინკლუზიურობა, რომელიც დღეს არ არის. საჭიროა გაიმართოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის
კონსულტაციები და მომზადდეს ჩარჩო ცვლილების განსახორციელებლად. სანამ ეს ჩარჩო
სამომავლო მოქმედების არ არის განსაზღვრული,
საკანონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხდება, ვინაიდან ეს წინადადება, პირველ რიგში
არის პოლიტიკური შეთანხმების საკითხი. აგრეთვე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12
რეკომენდაცია არ მოიცავს კონკრეტულად თანამდებობების გადანაწილების საკითხს, ხოლო
9
რეკომენდაციებში დაფიქსირებული დეპოლარიზაციის რეკომენდაცია არის კომპლექსური
თემა, რომელიც ერთი რომელიმე კონკრეტული საკითხით არ შემოიფარგლება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იძლევა
იმგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური შეთანხმების
შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეული იქნას ოპოზიციის
წარმომადგენელი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის
პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის
კონსულტაციები და შეთანხმება.
საბოლოო ჯამში, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა დგას
ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე და რა თქმა უნდა, მოგვიწევს საპარლამენტო დემოკრატიაში
კიდევ უფრო მეტი ელემენტის შემოტანა, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ეთანხმება.
ამ გზაზე საჭიროა უფრო მეტი ინკლუზიურობა, პოლიტიკური სუბიექტების უფრო მეტად
კონსოლოდაცია და არა ფრაგმენტაცია, რაც დღეს ხდება.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების პირველი ეტაპი უნდა იყოს
გადაწყვეტილების მიმღებ პარტიულ-პოლიტიკურ ცენტრებთან კონსულტაცია.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა მოამზადა უარყოფითი დასკვნა, რომელიც მოიცავს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ყველა იმ მუხლს, რომელსაც ეწინააღმდეგება საკანოონმდებლო წინადადებით
შემოთავაზებული ცვლილება, მათ შორის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
საკითხთან დაკავშირებით.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას (1-17730/22; 21.12.2022) ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 1 წევრი
წინააღმდეგი - 5 წევრი
გადაწყვიტეს:
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას (117730/22; 21.12.2022) ;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა
წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეშვიდე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების (1-1800/23; 02.02.2023) განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“, რომლის მიხედვით კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილ ვადებში რეგლამენტით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო,
ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული რომელიმე
კონკურსის დაწყებისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, გათვალისწინებულ
იქნას პასუხისმგებლობის ზომა, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის ხელფასის 50%-ით
დაკავება, ხოლო იმავე სესიის განმავლობაში კომიტეტის მიერ რეგლამენტით დადგენილი
ვადის გადაცილების განმეორების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეგლამენტით
დადგენილი წესით კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დასმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დეტალურად
არის გაწერილი პარლამენტის მიერ თითოეული საკითხის განხილვისათვის დადგენილი ვადა,
მათ შორის, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების, საკანონმდებლო
10
ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი
საკანონმდებლო წინადადებების, პეტიციების და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა
საკითხების განხილვის ვადები. აგრეთვე დადგენილია რეგლამენტით განსაზღვრული ვადების
ათვლის, ვადის დინების შეჩერებისა თუ გაგრძელების წესი, რაც გამორიცხავს ვადების ათვლის
განსხვავებულ ინტერპრეტაციას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად არის განსაზღვრული
პარლამენტის მიერ შესაბამის თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის
ჩატარების წესი და ვადა, აგრეთვე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის
შესაბამისი დროით გაგრძელების შესაძლებლობა. რაც შეეხება რეგლამენტის დარღვევისათვის
პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის სანქციების
შეფარდებას, აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისი ნორმებით, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებულ საკითხებს, არამედ პარლამენტის წევრისა და პარლამენტის
თანამდებობის პირების მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში სხვადასხვა სანქციებს და
მათი შეფარდების წესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ
უარყოფილად იქნეს ცნობილი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს
საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადებას (1-1800/23; 02.02.2023)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე - 0 წევრი
წინააღმდეგი - 6 წევრი
გადაწყვიტეს:
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე
ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების (1-1800/23;
02.02.2023);
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა
წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
11