საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4618/23; 03.04.2023) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-7083/23
08-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 3 აპრილის N238/17
გადაწყვეტილებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა
მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან
დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა.
ვინაიდან განსაზღვრულ ვადაში საკანონმდებლო წინადადების განხილვა ვერ
ხერხდება გთხოვთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge