საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1800/23; 02.02.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-7082/23
08-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2023 წლის 8 მაისის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-1800/23;
02.02.2023).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლში ცვლილებების განხორციელებას, რომლის
თანახმად,
კომიტეტის
თავმჯდომარეების
მიერ
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილ ვადებში რეგლამენტით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის
გამო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული
რომელიმე
კონკურსის
დაწყებისათვის
დადგენილი
ვადის
გადაცილების
შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნას პასუხისმგებლობის ზომა, აღნიშნული
თანამდებობის პირებისათვის ხელფასის 50%-ით დაკავება, ხოლო იმავე სესიის
განმავლობაში კომიტეტის მიერ რეგლამენტით დადგენილი ვადის გადაცილების
განმეორების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეგლამენტით დადგენილი წესით
კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დასმა.
უნდა
დეტალურად
აღინიშნოს,
არის
რომ
საქართველოს
პარლამენტის
გაწერილი
პარლამენტის
მიერ
რეგლამენტით
თითოეული
საკითხის
განხილვისათვის დადგენილი ვადა, მათ შორის, პარლამენტში განსახილველად
წარდგენილი კანონპროექტების, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე
სუბიექტების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების,
პეტიციების და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის
ვადები. სათანადო დასაბუთების შემთხვევაში კი, რეგლამენტით დადგენილი წესით,
ბიურო უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საკითხების განხილვის ახალი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ვადა.
ამასთან,
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილია
რეგლამენტით
განსაზღვრული ვადების ათვლის, ვადის დინების შეჩერებისა თუ გაგრძელების წესი,
რაც გამორიცხავს ვადების ათვლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. გარდა ზემოთ
აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის XVI თავი მთლიანად
ეთმობა თანამდებობის პირების
განწესებას, რომელთაც პარლამენტი ირჩევს
საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად არის განსაზღვრული პარლამენტის
მიერ შესაბამის თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების
წესი და ვადა, აგრეთვე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადის
შესაბამისი დროით გაგრძელების შესაძლებლობა. რაც შეეხება რეგლამენტის
დარღვევისათვის
პარლამენტის
წევრებისა
და
პარლამენტის
თანამდებობის
პირებისათვის სანქციების შეფარდებას, აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმებით, რომლებიც მოიცავს
არა მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ საკითხებს, არამედ
პარლამენტის წევრისა და პარლამენტის თანამდებობის პირების მიერ რეგლამენტის
დარღვევის შემთხვევაში სხვადასხვა სანქციებს და მათი შეფარდების წესს.
პასუხისმგებლობის ფორმად, მათ შორის, გათვალისწინებულია პარლამენტის
წევრისათვის
ხელფასის
დაკავების,
აგრეთვე,
წამყვანი
კომიტეტის
მიერ
კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში,
რეგლამენტით დადგენილი წესით, ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის განხილვისა და
შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის
შესაძლებლობაც.
ამდენად, პარლამენტის რეგლამენტით დეტალურად არის დარეგულირებული
როგორც პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხებისათვის დადგენილი ვადები
და
აღნიშნული
ვადების
გაგრძელების
პროცედურები,
ისე
პარლამენტის
თანამდებობის პირებისათვის რეგლამენტით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის
დაკისრების
საკითხიც,
შესაბამისად,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.
ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი