საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს (ეკა გიგაური) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-17730/22; 21.12.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-7077/23
08-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2023 წლის 8 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-17730/22; 21.12.2022).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს კომიტეტის
თავმჯდომარეების არჩევის განსხვავებულ წესს. კერძოდ, პარლამენტის ხუთი
კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა აირჩეს მხოლოდ ოპოზიციის წევრი, ამასთან, მათ
არჩევაზე არ გავრცელდება რეგლამენტის 30-ე მუხლით დადგენილი წესები და ისინი
აირჩევიან მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ. არჩევის ამგვარი წესი
ნიშნავს, რომ ოპოზიციის წევრის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევისას კენჭისყრაში
მონაწილეობას
მიიღებენ
მხოლოდ
საპარლამენტო
ოპოზიციის
წევრები
და
კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს კონსტიტუციის
41-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტების შექმნის მიზანს წარმოადგენს
საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარი
მომზადება,
გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობა, ასევე პარლამენტის მიერ მთავრობის და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი.
კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტების
თავმჯდომარეები,
რომლებიც
ამავდროულად
წარმოადგენენ
პარლამენტის
თანამდებობის პირებს, აირჩევიან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 30-ე
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მიხედვით, კომიტეტის
თავმჯდომარის
არჩევა
ხდება
ღია
კენჭისყრით
და
მისი
არჩევის
შესახებ
გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ფორმდება პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით. საკანონმდებლო წინადადებით
გათვალისწინებული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი ადგენს მოქმედისგან
სრულიად
განსხვავებულ
თავმჯდომარეთა
პროცედურას,
ნაწილის
არჩევა
თუმცა
კვლავ
ამავდროულად
განხორციელდება
კომიტეტის
რეგლამენტით
განსაზღვრული დღეს მოქმედი წესის შესაბამისად. ერთ შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარეები
აირჩევიან
პარლამენტის
მიერ,
რა
დროსაც
კენჭისყრაში
მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა პარლამენტის წევრს, ხოლო მეორე
შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობას
მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.
შედეგად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული წესით კომიტეტის
თავმჯდომარეთა ნაწილის არჩევა არ იქნება შესაბამისობაში პარლამენტის, როგორც
კოლეგიური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან, რაც გულისხმობს
ყველა პარლამენტის წევრის მონაწილეობის უფლებას გადაწყვეტილების მიღების
პროცესში.
გარდა
ამისა,
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადებით
გათვალისწინებულია, რომ ის სამი კომიტეტი, რომელთა თავმჯდომარეც უნდა იყოს
საპარლამენტო
ოპოზიციაში
შემავალი
პარლამენტის
წევრი,
განისაზღვრება
საპარლამენტო ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისათვის, ასევე, საპარლამენტო
ოპოზიციის წევრებისთვის ადგენს ერთნაირ შესაძლებლობას არჩეულ იქნენ
კომიტეტის
თავმჯდომარის
თანამდებობაზე.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის
კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა აქვს ფრაქციას, მათ შორის საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას და ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში, საპარლამენტო
ოპოზიციის
წევრი
შესაძლებელია
არჩეულ
იქნეს
ნებისმიერი
კომიტეტის
თავმჯდომარის თანამდებობაზე.
წარმოდგენილი
ცვლილებას
საკანონმდებლო
რეგლამენტის
188-ე
წინადადება
მუხლში,
რაც
ასევე
ითვალისწინებს
გულისხმობს
პარლამენტის
თავმჯდომარის მიერ, კონკრეტული დელეგაციებიდან (ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეა,
ევროკავშირი-საქართველოს
საპარლამენტო
ასოცირების
კომიტეტი,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა) ერთერთში, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ყველაზე დიდი ფრაქციის წევრის
დანიშვნას ამ დელეგაციის თავმჯდომარედ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლი არეგულირებს საქართველოს და სხვა
სახელმწიფოთა
ოფიციალურ
საპარლამენტო
დელეგაციებთან
დაკავშირებულ
საკითხებს, ხოლო საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული დელეგაციები
წარმოადგენენ
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებს
და
მათთან
დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია რეგლამენტის 189-ე მუხლით. რაც
შეეხება
უშუალოდ
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებს
და
მათ
დაკომპლექტებას, გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში უნდა
აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები პარლამენტის
დადგენილებით
იქმნება,
ხოლო
189-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
თანახმად,
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. აღნიშნული
გულისხმობს,
რომ
მუდმივმოქმედ
სუბიექტებს
კვოტები
საპარლამენტო
განესაზღვრებათ
ფრაქციათა
დელეგაციებში
შესაბამის
წარმომადგენლობისა
და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა და
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად. შედეგად შესაძლებელია, რომ ფრაქციის წევრთა რაოდენობიდან
გამომდინარე, ისინი წარმოდგენილი არ იყვნენ ამა თუ იმ დელეგაციაში. ასევე
გასათვალისწინებელია
განხორციელებული
ის
გარემოებაც,
ცვლილებები
რომ
ხშირად
საპარლამენტო
გავლენას
ახდენს
ფრაქციებში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტებზე. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხდება პროპორციული
წარმომადგენლობის
შესაძლებელია
ფრაქციათა
კვოტების
გამოიწვიოს
ხელახლა
განსაზღვრა,
მუდმივმოქმედ
წარმომადგენლობის
შეცვლა.
რამაც
თავის
მხრივ
საპარლამენტო
დელეგაციებში
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დაკომპლექტება დამოკიდებულია
კონკრეტულ
მომენტში
პარლამენტში
არსებული
ფრაქციების
და
უფრაქციო
პარლამენტის წევრების რაოდენობაზე და წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რომელი
ფრაქცია რომელ დელეგაციაში იქნება წარმოდგენილი ფაქტობრივად შეუძლებელია,
რაც ასევე შეუძლებელს ხდის აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე
რეგულირებას.
ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი