„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს
სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და
კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული
დღეებისა. ამ რეგლამენტით დღეებით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ
იანგარიშება შესაბამისი ვადის ათვლის პირობის წარმოშობის დღე, გარდა
რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;“.
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი
თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ
უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს
თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ
უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება
პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების
საფუძვლიანობას
5
დღის
ვადაში
შეისწავლის
და
წინადადებას
განიხილავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით
დასკვნას
წარუდგენს
პარლამენტის
ბიუროს.
პარლამენტის
ბიურო
საკითხს
განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება
1
დადგენილებით,
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
სამი
მეხუთედის
უმრავლესობით.“.
4. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს ერთი თანაშემწე.“.
5. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრი, მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადადგომის
ან
გადაყენების
შემთხვევაში
იმავე
მოწვევის
პარლამენტის
უფლებამოსილების ვადით, აგრეთვე პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და
სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი,
კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც
სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.“.
6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის
საკონსულტაციო
საბჭოს.
საბჭოს
შემადგენლობა
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;“.
ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1)
ბრძანებით
განსაზღვრავს
სხდომათა
დარბაზში
დამსწრე
პირთათვის
სპეციალური ადგილების განაწილების წესს;“;
გ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:
„ღ1) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლების, სამსახურებრივი
ავტომანქანების განაწილებისა და შესყიდვის წესს“;
დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების
საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით
პირის დაჯილდოების შესახებ;“.
2
7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
პარლამენტის
თავმჯდომარის
თითო
მოადგილე
აირჩევა
საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ
სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი
ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ
წარადგენს/წარადგენენ
კანდიდატის
წარდგენის
უფლება
თანმიმდევრობით
მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა
ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა
თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის
პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენენ შესაბამისი
უფლების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.“.
8. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს
უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის
თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის
შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ
სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად
მიღებისთანავე
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოადგილეს
შეუწყდება
უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“.
9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და თანდართულ მასალებს
შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით
გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. იღებს გადაწყვეტილებას
პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;“.
10. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტს შეუძლია, პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის, ფრაქციის,
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
არანაკლებ
შვიდკაციანი
ჯგუფის
დასაბუთებული
მოთხოვნით
გააუქმოს ან შეცვალოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილება.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
საკითხის
ინიციატორს
დასაბუთებისთვის ეძლევა დრო, არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხი დგება
3
კენჭისყრაზე. გადაწყვეტილება მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მეხუთედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით“.
11. 28-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და
მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების
საფუძველზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან
საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით მის
მიერ ფრაქციის შექმნის, ასევე მისი ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების
პარლამენტის
ბიუროს
მიერ
ცნობად
მიღების
მომენტიდან.
თუ
უფრაქციო
პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები,
ისინი ვალდებულნი არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის
ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ
აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში
პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის
გამოწვევის საკითხი წყდება შესაბამისი ორგანოს სხდომაზე წილისყრით, სხდომის
თავმჯდომარის მიერ.“.
12. 31-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. ერთდროულად რამდენიმე კანდიდატურის
წარდგენა
დაუშვებელია.
კომიტეტის
თავმჯდომარის
ერთი
მოადგილის
კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ
ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა –
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ
უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ან მოადგილე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ვერ აირჩა,
ასევე,
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის
ან
მოადგილის
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის არჩევისათვის.“
4
13. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას
მოითხოვს პარლამენტის
თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მესამედი.“.
14. 34-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს,
აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია
კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს.
ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის
განმავლობაში
შემთხვევაში
არაუმეტეს
შეიძლება
ხუთჯერ.
გამოყენებულ
ამასთანავე,
იქნეს
აღნიშნულ
ერთი
სესიის
რაოდენობაში
არ
ჩაითვლება, თუ ფრაქციის წევრს კომიტეტის სხდომაზე დასწრება არ შეუძლია ამ
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გამო. კომიტეტის წევრს,
რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის
სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე
წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის
მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის
წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო
ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე,
პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრის
კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ
საკითხებთან ერთად ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სხდომა
5
შეიძლება გაიმართოს კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის
გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს მე-3 კალენდარული დღისა. ამ პუნქტით
განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
შემთხვევაზე. აღნიშნული ვადა ასევე არ ვრცელდება კომიტეტის სხდომის იმავე დღეს
გადადების შემთხვევაში.“;
დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელია
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის დაჩქარებული ან
გადაწყვეტილება,
აგრეთვე
გამარტივებული
სახელმწიფო
ბიუჯეტის
წესით
განხილვის შესახებ
კანონის
პროექტისა
და
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის
განხილვის შემთხვევებისა.“.
15. 36-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის
არყოფნის
შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების
სხვაგვარად
შეწყვეტის,
მის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი
პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის
შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საპარლამენტო
უმრავლესობის კვოტით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მისი
არყოფნის შემთხვევაში კი საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით არჩეული კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე.
6.
ამ
მუხლის
მე-5
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე ავალებს კომიტეტის ერთ-ერთ წევრს.“.
16. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
„2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს
შესაბამისი კომიტეტი, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, აგრეთვე
რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისებისა.“.
17. 42-ე მუხლის:
ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის
მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის
შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება
პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ
იგზავნება.
3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის
მოსმენის,
კონტროლისა
და
შემოწმების
შედეგად,
აგრეთვე
საქართველოს
კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს
რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს
ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან
მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში
ეცნობება კომიტეტს.
4. იმ საკითხზე, რომელზეც კომიტეტის მიერ არ ხდება დასკვნისა და რეკომენდაციის
შემუშავება მიიღება კომიტეტის გადაწყვეტილება.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს კომიტეტის მიერ
განსახილველი საკითხის მოკლე აღწერილობას, კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას
ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.“.
18. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა
პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს
და შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით.“.
19. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო
1. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის
მიკუთვნებულ
საკითხებზე
კონსულტაციის
გაწევის
მიზნით,
კომიტეტის
7
გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება
შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობა,
საქმიანობის
ვადა
და
წესი
განისაზღვრება
კომიტეტის
გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს მხოლოდ
იმავე კომიტეტის წევრი.
2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტის
თავმჯდომარე.“.
20. 50-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 49-ე
მუხლის პირველი – მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.
ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე. აღნიშნულის თაობაზე ფრაქცია, რომელსაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე
წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პლენარულ სხდომაზე
განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ ფრაქციის, რომელსაც უარი ეთქვა
რეგისტრაციაზე
წარმომადგენელი, რომელსაც სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა
არაუმეტეს 10 წუთი, შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
(დროებითი
სამანდატო
კომისიის)
წარმომადგენელი
-
რომლის
გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს - ფრაქციების
წარმომადგენლები, თითოეულს გამოსვლისათვის ეძლევა არაუმეტეს 5 წუთისა, რის
შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.“.
21. 51-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ფრაქციის
მიერ
წარდგენილი
წევრი
წყვეტს
პარლამენტის
ორგანოში ან
საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით
ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტისათვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან,
აგრეთვე, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების
8
პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს,
წარადგინოს ახალი კანდიდატურა.
3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა
გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები
გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული
წარმომადგენლობის
ახალ
კვოტებს.
აღნიშნულ
შემთხვევაში
პროპორციული
წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს შესაბამის ორგანოში
ახალი
კვოტების
დამტკიცებამდე
წარდგენილი
იმ
პარლამენტის
წევრების
უფლებამოსილების შეწყვეტას, რომლებსაც უშუალოდ არ შეეხოთ ამ პუნქტით
გათვალისწინებული ცვლილებები.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი
ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი
წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის
ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან
შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხი წყდება შესაბამისი ორგანოს
სხდომაზე წილისყრით, სხდომის თავმჯდომარის მიერ.“.
22. 52-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წევრი ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული
ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად
ჩაითვლება ამ მუხლით დადგენილი წესით საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტისათვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან. ამ მუხლის მე-9 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში წევრი ფრაქციიდან გასულად ჩაითვლება მისი
ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენისთანავე, ხოლო ფრაქციიდან
გარიცხულად − ფრაქციის მიერ მისი გარიცხვისთანავე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-9
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წევრი შესაბამის ფრაქციაში მიღებულად
ჩაითვლება მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების წარდგენის
მომენტიდან.“.
23. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისთვის ან განხილვისას
წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა
9
დაკონკრეტება-შეჯერების
მიზნით,
ფრაქციებთან
კონსულტაციის
საფუძველზე,
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.
2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის
თაობაზე
საკუთარი
მოსაზრებით
ან
წინადადებით
მიმართოს
პარლამენტის
თავმჯდომარეს.“.
24. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საპარლამენტო
უმრავლესობის
უმრავლესობის
ლიდერი.
საპარლამენტო
თანამდებობა
თანამდებობასთან
წევრთა
საპარლამენტო
და
შეთავსება.
სიაში
მიეთითება
უმრავლესობის
შესაძლებელია
საპარლამენტო
ამ
საპარლამენტო
ლიდერი
სტატუსის
არ
არის
საპარლამენტო
უმრავლესობის
ლიდერი
უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის
წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით
(სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის
საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
3. ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თუ საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალი პარლამენტის წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში
გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილების
გათვალისწინებით
განახლებულ
საპარლამენტო
უმრავლესობის
წევრთა
სიას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით
რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის ბიურო რეგისტრაციაში
არ გაატარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიას, თუ საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ
შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საპარლამენტო
უმრავლესობის დაშლის შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით
წარედგინება უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში
ატარებს.“.
25. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების
პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს,
10
ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის
საჭიროების
სათანადო
დასაბუთებას.
პარლამენტის
დადგენილების
პროექტი
გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.
გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.
პარლამენტის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო
კომისიის
შექმნის
საფუძველი,
გამოსაკვლევ
საკითხთა
წრე
და
კომისიის
უფლებამოსილების ვადა.“.
26. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
27. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
დროებით
საგამოძიებო
კომისიას
უფლება
აქვს,
შესასწავლ
საკითხთან
დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნაგანმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.“.
28. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში
დროებითი
საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ დღისა, როდესაც
პლენარული სხდომა არ იმართება.“.
29. 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
დროებითი
კომისიის
საქმიანობაზე
ვრცელდება
დროებითი
საგამოძიებო
კომისიისთვის რეგლამენტით დადგენილი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
დროებითი
კომისიის
საქმიანობასთან
დაკავშირებული
შესაბამისი
საკითხები
რეგლამენტით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ამასთანავე, დროებითი კომისიის
საქმიანობაზე არ ვრცელდება რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები,
67-ე მუხლის მე-3 და მე-5–მე-11 პუნქტები და 70-ე მუხლის მე-11 პუნქტი.“.
11
30. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დროებითი კომისიის შექმნის საკითხის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის
თავმჯდომარეს,
კომიტეტს,
ფრაქციას,
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
არანაკლებ ერთ მეხუთედს.“.
31. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის შეზღუდვა
პარლამენტის
მორიგი
სესიის
პლენარული
სხდომების
დღეებში
სათათბირო
ორგანოების სხდომების გამართვა დაუშვებელია, გარდა იმ დღისა, როდესაც
პლენარული სხდომა არ იმართება.“.
32. 82-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის მორიგი სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე, ხოლო დახურულად - შესაბამისად პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის სრული
შემადგენლობის
არანაკლებ
ერთი
მეოთხედის
ან
საქართველოს
მთავრობის
მოთხოვნით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის
მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.
8. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ
ერთი მეოთხედი პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის
თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს. რიგგარეშე
სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე
განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე
წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა
ნუსხა.“.
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ
რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების მოთხოვნები.“.
33. 84-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12
„6. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები საქართველოს
მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო
ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის, საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივნისათვის, პლენარულ სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, პარლამენტის ოფიციალური და
საპატიო სტუმრებისათვის, პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი პირისათვის,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე
განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
პარლამენტის
მიმდინარეობისას,
მუშაობის
გაცნობის
განსაზღვრული
მიზნით,
დროით
პლენარული
სხდომათა
დარბაზში
სხდომის
სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.“.
34. 86-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც
პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად,
ფიცის ტექსტს ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.“.
35. 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების
არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის
პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის
მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ
სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა
შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისთვის
რეგლამენტის 82-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
36. 89-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის
პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია
კენჭისყრით/ხელის
აწევით.
სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით
13
შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე
განხილვა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტი ან
ფრაქცია მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში
შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, პარლამენტის პლენარული სხდომის
თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის
წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე
დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან
ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას
გავლილი აქვს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. თუ ინიციატორი კანონპროექტის (გარდა კონსტიტუციური კანონის პროექტისა)
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 6 კალენდარული თვის
განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისათვის, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.“.
37. 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე
აყენებს განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო
შეხვედრის გამართვის საკითხს;“.
38. 91-ე მუხლის:
ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე
პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის
გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული
სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით
აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ
მიაწვდიან პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების
14
კომიტეტს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო
მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.“;
ბ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
39. 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, გარდა რიგგარეშე
სხდომებისა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ამ მუხლით
დადგენილი წესით ეთმობათ დრო განცხადებებისათვის. ფრაქციაში გაწევრებული
თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს
1 წუთს, ამასთან, ერთი ფრაქციის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის
განცხადებისათვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ. თითოეული უფრაქციო
პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
უფრაქციო პარლამენტის წევრს
განკუთვნილი
დრო
სხვა
უფლება არა აქვს, მისი განცხადებისათვის
პარლამენტის
წევრს
დაუთმოს.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული დროის გაზრდა დაუშვებელია.
2. განცხადებებისათვის პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე
პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და
წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს,
პირადად
ჩაეწეროს
განმცხადებელთა
სიაში
განცხადებების
მიმდინარეობისას.
გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის
რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის
თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის
წევრი
განმცხადებელთა
სიაში
შეიძლება
ჩაეწეროს
მხოლოდ
ერთხელ.
თუ
პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, ან არ
სარგებლობს კუთვნილი დროით, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება.“.
40. 96-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის
ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით,
აგრეთვე
ბიულეტენების
გარეშე
–
სახელობითი
კენჭისყრა
რეგლამენტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის
გამოყენებით
ან
ბიულეტენებით
კენჭისყრა
რეგლამენტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში).“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
15
„4. ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაძლებელია
გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე, პარლამენტის წევრთა სიის
ამოკითხვით). აღნიშნული ფორმით კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით) პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის
წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის
ერთი მეოთხედისა.“.
41. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი
ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ
ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ
განცხადება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მიზნით არის გაკეთებული, ეს გავლენას
არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ,
დაუყოვნებლივ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო
პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა
გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.“.
42. 101-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს
წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და
პარლამენტის
აპარატის
იურიდიულ
დეპარტამენტს,
აგრეთვე
საქართველოს
მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი
კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს;“;
ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს
ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით,
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
მეორე
მოსმენით
განხილვისათვის
მოსამზადებლად. კომიტეტი ასევე განიხილავს ალტერნატიულ წინადადებებს;“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის/კომიტეტის/ფრაქციის მიერ
ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება
შესაბამისად
კანონპროექტის
ინიციატორი
ყველა
პარლამენტის
წევრის/კომიტეტის/ფრაქციის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
16
5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, აგრეთვე ფრაქციის
გაუქმების
შემთხვევაში
შესაბამისი
პარლამენტის
წევრის/ფრაქციის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ
კანონპროექტებზე, რომლებიც პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს
დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის
ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი
მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვილად ითვლება წამყვანი კომიტეტის მიმართვის
საფუძველზე აღნიშნული ფაქტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.“.
43. 102-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და
პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური, ასევე ადვილად
დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს
მას.“.
44. 106-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს
განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრთა
მიერ ინიციირებულ კანონის პროექტს - პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული
წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს –
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მთავრობის
მიერ
სათანადო
მომხსენებლად/თანამომხსენებლად
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
შესაბამისი
მინისტრი
ან
აქტით
მინისტრის
მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/იქნებიან დანიშნული, ფრაქციის ან კომიტეტის
მიერ
ინიციირებულ
კანონპროექტს
–
შესაბამისად
ფრაქციის
ან
კომიტეტის
თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შესაბამისი ფრაქციის ან კომიტეტის
წევრთაგან დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
ინიციირებულ
კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი
ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომიტეტის/კომისიის თავმჯდომარე,
ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17
„5.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
განსახილველ
საკითხზე
განხილვის
დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში საკითხი
იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო
პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს
საკითხის განხილვას.“.
45. 107-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 5 კვირისა
წამყვანი კომიტეტი
იწვევს
კომიტეტის
დაჩქარებული წესით
განხილვის
სხდომას
შემთხვევისა).
(გარდა
წამყვანი
კანონპროექტის
კომიტეტის
სხდომა
მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის
კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრულ
ვადაში
წამყვან
კომიტეტს
გადასცემენ
კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
განხილვისათვის
მომზადებულად,
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის
არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
მისი
განხილვის
დაწყებას.
თუ
ინიციატორი
ორი
თანმიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის პირველი
მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში
მოწვეულ
კომიტეტის
სხდომაზე
არ
გამოიტანს
ინიციატივას
კანონპროექტი
პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება, ხოლო მეორე ან მესამე მოსმენის
შემთხვევაში - კანონპროექტის განხილვა წყდება, წამყვანი კომიტეტის მიმართვის
საფუძველზე აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების
მომენტიდან.“.
46. 108-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით
იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის
თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პარლამენტის პლენარულ სხდომას
წარედგინება
ძირითადი
კანონპროექტი
და
ალტერნატიული
კანონპროექტი.
18
პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან
უარყოფის საკითხს.“.
47. 111-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა
იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით.
3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში
გამოსვლის
ხანგრძლივობა
შეიძლება
გაგრძელდეს
სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ
შეკითხვას
ერთობლივად
უპასუხოს.
მისი
პასუხის
ხანგრძლივობა
არ
უნდა
აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა
შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით “;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები,
უფრაქციო პარლამენტის წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში
პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ გამოსვლის ხანგრძლივობა
აღემატება 3 წუთს. იმ შემთხვევაში თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დროის
ხანგრძლივობა 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს უფლება აქვს სიტყვით
გამოვიდეს ასევე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან, გარდა
მომხსენებლისა.“
ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით
იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.“.
48. 112-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები,
უფრაქციო პარლამენტის წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში
პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ გამოსვლის ხანგრძლივობა
აღემატება 3 წუთს. იმ შემთხვევაში თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დროის
ხანგრძლივობა 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს უფლება აქვს სიტყვით
19
გამოვიდეს ასევე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან, გარდა
მომხსენებლისა.“.
49. 113-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურება“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისი მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ,
კენჭისყრის
პროცედურის
გამართვამდე
პარლამენტმა
შესაძლებელია
მიიღოს
გადაწყვეტილება, საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებთან დაკავშირებით,
რომლის მისაღებად საჭიროა ხმათა თანაბარი რაოდენობა, კენჭისყრის ერთიანად
ჩატარების თაობაზე.
კენჭისყრის ერთიანად ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე ყველა პარლამენტის წევრის
მხარდაჭერით, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრა საკანონმდებლო პაკეტში შემავალ
თითოეულ პროექტზე გაიმართება ცალ-ცალკე.“.
50. 114-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისათვის
სიტყვით
გამოდის
მომხსენებელი.
მისი
პასუხის
ხანგრძლივობა
არ
უნდა
აღემატებოდეს 10 წუთს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის
პლენარული სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად
მიიჩნევს.“.
51. 117-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის ბიურო. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ
შესაძლებელია მიღებულ იქნეს როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის
დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე კანონპროექტის
მოსმენით
პლენარულ
სხდომაზე
განხილვამდე.
კანონპროექტის
პირველი
განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
შესაძლებელია
მიღებულ
იქნეს
შესახებ
გადაწყვეტილება
კანონპროექტის
ინიციატორის
ბიუროს
მიერ
წერილობითი
დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“.
20
52. 118-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის წინადადების საფუძველზე.
გამარტივებული წესით კანონპროექტი განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის
ამ რეგლამენტის 107-ე მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.“.
53. 122-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს
პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, შენიშვნების
განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.“.
54. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 123. პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის
პროექტი
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
ნახევარზე
მეტის
მიერ
წარდგენილი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომას, რომელიც ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით
გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების მისთვის გადაცემიდან
1 კვირის ვადაში ამოწმებს მათ და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიუროს საკითხი
შეაქვს პარლამენტის უახლოესი
პლენარული
სხდომების დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო
კომისიის
შექმნის
მიზნით.
პარლამენტის ბიუროს იმავე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“.
55. 124-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების
შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს კონსტიტუციური
კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი,
გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს
მასალები წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ
გადასცემს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტს.
21
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი განთავსდება
პარლამენტის ვებგვერდზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ
კვალიფიციური
კონსტიტუციური
ელექტრონული
კანონის
ხელმოწერების
პროექტი
შესაგროვებლად
განთავსდება
პარლამენტის
საქართველოს
ვებგვერდზე.
ამომრჩეველი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებამდე
ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს ტელეფონის ნომერს და
ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.“;
დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16.
ამომრჩეველთა
ხელმოწერების
ნამდვილობის
შესახებ
პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და არანაკლებ 200
000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტს რეგლამენტით დადგენილი წესით აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი. პარლამენტის ბიუროს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე
საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში
კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. პარლამენტის ბიუროს იმავე
სხდომაზე
საქართველოს
კონსტიტუციური
კანონის
პროექტი
რეგლამენტით
დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“.
56. 126-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით,
რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს საქართველოს კონსტიტუციური კანონის
პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ ამომრჩეველთა
მიერ ინიციირებულ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ
სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის
წევრი,
ხოლო
პარლამენტის
წევრთა
მიერ
ინიციირებულ
საქართველოს
22
კონსტიტუციური კანონის პროექტს - პარლამენტის წევრთა მიერ დანიშნული
წარმომადგენელი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე ალტერნატიული
კანონპროექტის ან ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების
წარდგენა.“.
57. 127-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების
შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო
ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი,
პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
განცხადება და კანონპროექტი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ
კვალიფიციური
საქართველოს
ელექტრონული
კანონის
პროექტი
ხელმოწერების
განთავსდება
შესაგროვებლად
პარლამენტის
ელექტრონული
ვებგვერდზე.
ამომრჩეველი
კვალიფიციური
ხელმოწერის
განხორციელებამდე
ვებგვერდის შესაბამის ველში ელექტრონულად აღნიშნავს
ტელეფონის ნომერს და ასრულებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას.“.
დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15.
ამომრჩეველთა
საპროცედურო
ხელმოწერების
საკითხთა
და
წესების
ნამდვილობის
შესახებ
კომიტეტის
დადებითი
პარლამენტის
დასკვნა
და
წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კანონპროექტს
რეგლამენტით
დადგენილი
წესით
აღრიცხავს
და
რეგისტრაციაში
ატარებს
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი.“.
58. 132-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონცეფცია არის პარლამენტის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრის დოკუმენტი.“.
23
59. 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და
კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის
ფორმირება ხდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და
პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. ამ პროექტს პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის
პროექტში
პარლამენტისათვის
(პროგრამული
კლასიფიკაციის
კოდი
–
0101)
გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ
პარლამენტის
წინასწარი
თანხმობით.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის
დარიგება.
პარლამენტის
ბიუჯეტის
პროექტი
უნდა
ასახავდეს
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური
ოპერაციების და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას.“.
60. 149-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება,
რომელიც პარლამენტს წარედგინება, განიხილება და მიიღება რეგლამენტის 130-ე
მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
61. 150-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების
განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის
შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება, რომელიც
პარლამენტს წარედგინება, განიხილება და მიიღება რეგლამენტის 130-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით.“.
62. 151-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
პარლამენტს
უფლება
აქვს,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს
მოსთხოვოს
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას
პარლამენტი იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ
სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა. ანგარიშის წარდგენის თაობაზე კომიტეტის ან
ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი
24
შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს ანგარიშის
წარდგენის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა არაუმეტეს 10 წუთი, რის შემდეგაც
საკითხი დგება კენჭისყრაზე. ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ პარლამენტის
გადაწყვეტილება ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება
ადრესატს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის პირველი
მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება
მიღებულ იქნეს დადგენილება, რომელიც პარლამენტს წარედგინება, განიხილება და
მიიღება რეგლამენტის 130-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
63. 152-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ
სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს
მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
ორგანოს
ხელმძღვანელს.
ისინი
ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი
წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული
საქმიანობის ანგარიში. პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე
კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს,
რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის
წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის
წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის
ეძლევა არაუმეტეს 10 წუთი, რის შემდეგაც საკითხი დგება კენჭისყრაზე. პარლამენტის
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
თანამდებობის
დადგენილება,
პირის
მოსმენის
რომელიც პარლამენტს
შემდეგ
პარლამენტმა
წარედგინება,
შეიძლება
განიხილება
და
მიიღოს
მიიღება
რეგლამენტის 130-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
25
64. 163-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
პარლამენტს
წელიწადში
ერთხელ,
კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ,
საგაზაფხულო სესიაზე − მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით,
რომელთა
განხილვის
საფუძველზედაც
პარლამენტი
იღებს
დადგენილებას.
პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების
მონიტორინგის ვადებს.“.
65. 165-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით
ზედამხედველობას უწევს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დადგენილების
აღსრულებას და აღსრულების შესახებ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს
ინფორმაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას და მისი
განხილვის საგანი გახდეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.
66. 176-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის
შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი, ხოლო
მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე - საქართველოს მთავრობის
საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
მომხსენებლად/თანამომხსენებლად
შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ იქნება/იქნებიან
დანიშნული.
პარლამენტის
თანამომხსენებლად
პლენარულ
გამოდის
წამყვანი
სხდომაზე
კომიტეტის
ანგარიშის
მიერ
თაობაზე
დანიშნული
წარმომადგენელი.“.
26
67. XV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1941 მუხლი:
„მუხლი 1941. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით
ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
2. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს
პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს
საქართველოს
ცენტრალური
საფუძველზე
საარჩევნო
განსაზღვრული
თვითმმართველობის
კომისიის
კვოტების
წარმომადგენლობითი
მიერ
ორგანული
შესაბამისად,
ორგანოების
კანონის
ადგილობრივი
შემადგენლობიდან
ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო
კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი
დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს
პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.
5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილების
ვადის
ამოწურვის
კალენდარული
წლის
ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს
საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. საქართველოს
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში,
რომელსაც
ნიშნავს
პარლამენტი
პრეზიდენტის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ
მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის
გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი
ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45
დღის განმავლობაში.
6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის
მომდევნო დღისა.
7. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში
არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ
დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს პრეზიდენტის
27
არჩევაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს,
საქართველოს
პარლამენტისა
წარმომადგენლებს.
და
საქართველოს
ცესკოს
აპარატის
პრეზიდენტის
შესაბამის
არჩევა
უფლებამოსილ
პირდაპირ
გადაიცემა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
8. საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში საკუთარი
ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც
შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს
წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
9. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს
საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ
ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ
ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება
კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური
შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის
სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო
კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება
საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის
ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისი გარემოების
დადგომიდან 3 დღის ვადაში.
10. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო
არჩევნების
დასრულებისთანავე,
ცესკოს
სხდომაზე,
რომელიც
საქართველოს
პარლამენტის სასახლეში იმართება.
68. 215-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით
შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის
კაბინეტი,
პარლამენტის
კომიტეტების
აპარატები,
საპარლამენტო
ფრაქციების
აპარატები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების,
აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოები, საბჭოებისა და
სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“.
69. 216-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტის აპარატში დასაშვებია სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში
სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება
28
წელიწადში ორჯერ. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის
აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2.
1. ეს რეგლამენტი,
გამოქვეყნებისთანავე.
გარდა
პირველი
მუხლის
39-ე
პუნქტისა
ამოქმედდეს
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის 39-ე პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის არჩევნებში
არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
29
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, 2018 წლის
დეკემბრიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პარლამენტში საკანონმდებლო
საქმიანობის ხარისხი და უფრო ეფექტიანად ხდება პარლამენტის საკონტროლო ფუნქციების
განხორციელება. საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილებაში, მიუხედავად ხელშესახები
პროგრესისა, გამოიკვეთა რიგი პრობლემები და ხარვეზები რეგლამენტის ცალკეულ
ნორმებთან
დაკავშირებით,
პროცედურების
დახვეწა
რომელთა
და
ახალი
დარეგულირება,
არსებული
მექანიზმების,
რეგულაციების
განსაზღვრა
აუცილებელია
საპარლამენტო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
საპარლამენტო საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში წარმოჩენილმა ხარვეზებმა და
გამოწვევებმა, დღის წესრიგში დააყენა გარკვეული ცვლილებების განხორციელების
საჭიროება არსებული მექანიზმების, პროცედურების დახვეწის და ახალი რეგულაციების
განსაზღვრის მიმართულებით. ცვლილებების ასახვა უნდა განხორციელდეს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის ნორმებში, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 36-ე
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწორედ რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის
მუშაობის წესს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება
საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, კიდევ უფრო ამაღლდება
პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი და უფრო ეფექტიანად მოხდება მისი
მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ,
არსებით,
პროცედურულ,
ტექნიკურ,
ტერმინოლოგიურ,
რედაქციული
ხასიათის
პროცედურები,
რომლებიც
შესწორებას.
რეგლამენტის პროექტის თანახმად:
სამართლებრივად
ზუსტდება
და
მკაფიოდ
ყალიბდება
უზრუნველყოფენ საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვას,
მათ შორის:
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა, კანდიდატურების
წარდგენის ვადასთან მიმართებით;
კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
წარდგენისა და მოადგილეების არჩევის წესი;
საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურორის
წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი;
საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი;
საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების
პროცედურა;
ყოფილი პარლამენტის წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება.
საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის
რეგისტრაცია, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.
განისაზღვრება
პარლამენტის წევრის თანაშემწეების რაოდენობა;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის უზრუნველყოფა იგივე სამუშაო პირობებით,
რომლითაც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების მიერ თავისი
უფლებამოსილების უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით განისაზღვრება და
ზუსტდება პროცედურები, რომლებიც უფრო მოქნილს გახდიან მათ მიერ საპარლამენტო
საქმიანობის განხორციელებას:
ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განისაზღვრება აღნიშნული
გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვის
პროცედურა;
უფრაქციო
პარლამენტის
წარმომადგენლობის
წევრები,
კვოტების
ფრაქციების
შემცირების
ანალოგიურად
შემთხვევაში,
პროპორციული
ვალდებულნი
იქნებიან
კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან
გამოსვლის საკითხი. აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის
შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის
წევრის გამოწვევის საკითხის გადაწყვეტა განხორციელდება შესაბამისი ორგანოს მიერ
წილისყრით.
კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ბიუროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შემდეგ, კანონპროექტი წამყვან კომიტეტთან, სხვა კომიტეტებთან და
ფრაქციებთან ერთად, გადაეცემა უფრაქციო პარლამენტის წევრებს, აგრეთვე უფრაქციო
პარლამენტის
წევრები,
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
მომხსენებლის,
თანამომხსენებლის, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლების ანალოგიურად,
სიტყვას
წარმოთქვამენ
ტრიბუნიდან.
სხდომათა
დარბაზში
პრეზიდიუმის
წინ
განთავსებული
პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრის და დამტკიცების
შემთხვევაში, პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების დამტკიცება არ იწვევს
შესაბამის ორგანოში ახალი კვოტების დამტკიცებამდე წარდგენილი იმ პარლამენტის
წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელთაც უშუალოდ არ ეხებათ ფრაქციაში
განხორციელებული ცვლილებები.
განისაზღვრება, რომ თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის,
როგორც
პარლამენტის
წევრის,
უფლებამოსილების
შეწყვეტის
შედეგად
მასში
გაერთიანებული დარჩა 7-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი 7 დღის ვადაში წევრი შესაბამის
ფრაქციაში მიღებულად ჩაითვლება მის მიერ ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების
წარდგენის მომენტიდან.
წევრი ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტისათვის წერილობით შეტყობინების მომენტიდან.
ფრაქციათა თავმჯდომარეები მათი წევრების და უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ
პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე წერილობით ინფორმაციას
მიაწვდიან პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
გარკვევით და მკაფიოდ ყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობაში განხორციელებული
ცვლილებების
შესაბამისად
საპარლამენტო
უმრავლესობის
სიის
რეგისტრაციის
პროცედურა.
იხვეწება და ზუსტდება დროებითი კომისიის შექმნის და საქმიანობის რეგულაციები,
დროებითი კომისიების, აგრეთვე პარლამენტის სათათბირო ორგანოების მიერ სხდომების
გამართვის პროცედურები.
საპარლამენტო საქმიანობაში დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების
გათვალისწინებით, ფართოვდება უფლებამოსილებები და განისაზღვრება, რომ
პარლამენტის
თავმჯდომარეს
საჭიროების
შემთხვევაში,
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში ცალკეულ საკითხებზე შეეძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს
შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის
ბრძანებით;
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება აგრეთვე სხდომათა დარბაზში
დამსწრე პირთათვის სპეციალური ადგილების დაკავების წესი;
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდება პარლამენტის ავტოპარკის
განახლების, სამსახურებრივი ავტომანქანების განაწილებისა და შესყიდვის წესი.
საპარლამენტო საქმიანობის ორკვირიანი ციკლის თანმიმდევრულად და უფრო ეფექტურად
წარმართვისათვის, დგინდება, რომ:
პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელი იქნება
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის
დაჩქარებული
ან
გამარტივებული
წესით
განხილვის
შესახებ
გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის
შემთხვევებისა.
მკაფიოდ განისაზღვრება პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ:
პლენარულ
სხდომაზე
კენჭისყრის
ჩატარებას,
გადადებას.
განისაზღვრება
ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში სახელობითი
კენჭისყრის გამართვის წესი;
პარლამენტის წევრთა მიერ პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს განცხადებების
გაკეთებას, რომლის თანახმადაც დეტალურად გაიწერება თითოეული პარლამენტის
წევრის განცხადების ხანგრძლივობა, გამოსვლისთვის განკუთვნილი დროის სხვა
პარლამენტის წევრისთვის დათმობის წესი;
კანონპროექტის, ალტერნატიული კანონპროექტის, ალტერნატიული წინადადების,
საკანონმდებლო პაკეტის, კანონპროექტის დაჩქარებული და გამარტივებული წესით
განხილვას. ზუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის
შესახებ წერილობითი დასაბუთების წარდგენის წესი. ამასთან, უქმდება კანონპროექტის
გამარტივებული წესით საკომიტეტო განხილვის შესახებ ერთკვირიანი ვადის შეზღუდვა.
რეგლამენტს ემატება საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრის ჩატარების განსხვავებული
პროცედურა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება, პაკეტში შემავალ იმ პროექტებთან
დაკავშირებით, რომლის მისაღებადაც საჭიროა ხმათა თანაბარი რაოდენობა კენჭისყრის
ერთიანად გამართვის შესაძლებლობა;
კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვას/გათხოვილად მიჩნევას, კანონპროექტის
განხილვის შეწყვეტას. განისაზღვრება ვადა იმ შემთხვევაში, როდესაც ინიციატორი არ
გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის,
ასევე, გათხოვილად ჩაითვლება პროექტი, თუ ინიციატორი არ გამოიტანს ორი
თანმიმდევრული მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტს პირველი
მოსმენით განხილვისთვის, ხოლო მეორე და მესამე მოსმენით პროექტის არ გამოტანის
შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა შეწყდება. აგრეთვე, ის კანონპროექტები,
რომლებიც წარდგენილია შესაბამისი პარლამენტის წევრის, რომლის უფლებამოსილებაც
ვადამდე შეწყდა ან ფრაქციის მიერ, რომელიც გაუქმდა და პირველი მოსმენით არ არის
მიღებული გათხოვილად ჩაითვლება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე
აღნიშნული ფაქტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;
პარლამენტის წევრთა მიერ ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის
განსახილველად გადაცემასა და მომხსენებლის განსაზღვრას.
ასევე,
იცვლება პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვისას მომხსენებლის გამოსვლისა
და კითხვებზე პასუხის გაცემის დროის გაზრდის წესი;
ზუსტდება
პლენარულ
სხდომაზე
პარლამენტისათვის
წარდგენილ
ანგარიშზე
მომხსენებლისა და თანამომხსენებლის განსაზღვრის საკითხი;
რეგლამენტს ემატება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი;
სამართლებრივად იხვეწება და ზუსტდება საკომიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული
რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმები და პროცედურები, კომიტეტების საქმიანობის
შეუფერხებელი წარმართვის მიმართულებით, კერძოდ:
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს უმრავლესობის კვოტით არჩეული კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი ოპოზიციის კვოტით არჩეული
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილე.
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოვალეობის
შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე დაავალებს კომიტეტის ერთ-ერთ წევრს.
კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად არ იქნება მიჩნეული კომიტეტის
სხდომის მოწვევა სხდომის დღის წესრიგისა და თარიღის წინასწარ გამოქვეყნების ვადის
დარღვევით.
ფრაქციის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის
მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში აღნიშნული წევრის დროებით ფრაქციის სხვა
წევრით (სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ) შეცვლის წესთან დაკავშირებით
განისაზღვრება, რომ აღნიშნულ რაოდენობაში არ ჩაითვლება თუ ფრაქციის წევრი
კომიტეტის სხდომას ვერ ესწრება საპატიო მიზეზის გამო;
ზუსტდება კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის წესი,
ამასთან, ვიწროვდება მთავრობის მიერ ინიიცირებულ კანონპროექტებზე მომხსენებელთა
დანიშვნის წრე და განისაზღვრება მსგავსად პლენარული სხდომისა;
განისაზღვრება, რომ კომიტეტის მიერ მიღებული აქტი, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს
კომიტეტის
მიერ
განსახილველი
საკითხის
მოკლე
აღწერილობას,
კომიტეტის
დასაბუთებულ პოზიციას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.
განისაზღვრება, რომ იმ საკითხზე, რომელზეც კომიტეტის მიერ არ ხდება დასკვნისა და
რეკომენდაციის შემუშავება მიიღება კომიტეტის გადაწყვეტილება.
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, უფრო
მეტად დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ:
ინტერპელაციას. დაზუსტდება მისი დასრულების შემდეგ დადგენილების წარდგენის,
განხილვისა და მიღების წესი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების და ანგარიშის მოსმენას,
რომლის დასრულების შემდეგაც განისაზღვრება დადგენილების წარდგენისა და მიღების
პროცედურა, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის
პროცედურა გაიწერება დეტალურად;
თანამდებობის
პირის
პლენარულ
სხდომაზე
გამოცხადებასთან
დაკავშირებით
დეტალურად განისაზღვრება თანამდებობის პირის კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნით
პლენარულ სხდომაზე მოწვევის პროცედურა.
საპარლამენტო საქმიანობის რეგლამენტით განსაზღვრული წესისა და პროცედურების დაცვით
წარმართვისათვის სამართლებრივად ზუსტდება და მკაფიოდ განისაზღვრება:
ვადების ათვლის წესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დღეებით
არის განსაზღვრული;
ზუსტდება კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის (განსახილველ
საკითხებთან ერთად) პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადა - კომიტეტის
სხდომის გამართვა შესაძლებელი იქნება კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და
დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან არაუადრეს მე-3 კალენდარული დღისა და აღნიშნული
ვადა არ გავრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე,
ასევე კომიტეტის სხდომის იმავე დღეს გადადების შემთხვევაში;
იზრდება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტისათვის კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის წერილობითი ანგარიშის და შესაბამისი მოხსენების წარდგენის ვადა
საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვემდე - ნაცვლად 2 კვირისა.
იცვლება კომიტეტის მიერ საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ვადა, ნაცვლად პარლამენტის
უფლებამოსილების ვადისა, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და არსებული გამოწვევების
დროულად დაძლევის მიზნით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი
ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ერთი პუნქტისა, რომელიც ამოქმედდება 2024
წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
რეგლამენტის
დაფინანსების წყარო:
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების
შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს უმრავლესობის ლიდერისათვის იგივე გარანტიების
(მათ შორის, გასამრჯელო, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის
საშუალებები) უზრუნველყოფას, რომლებითაც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მიმღებ პირები გადაიხდიან გადასახადებს
სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
მოქმედი
საპარლამენტო
უმრავლესობის
ლიდერისათვის,
რადგან,
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, როგორც
წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, ისედაც უზრუნველყოფილია აღნიშნული
გარანტიებით
(მათ
შორის
შექმნილია
სამდივნო).
შესაბამისად,
დღეს
მოქმედ
თანამდებობებზე მყოფ პირებთან მიმართებით ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება.
ბ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის
პროექტით
განსაზღვრულია
უმრავლესობის
ლიდერისათვის
იგივე
გარანტიების (მათ შორის, გასამრჯელო, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი,
კავშირგაბმულობის
საშუალებები)
უზრუნველყოფა,
რომლებითაც
სარგებლობს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები გავლენას
იქონიებს პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერის გასამრჯელო ამჟამად უთანაბრდება იმ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს,
რომელიც
არ
არის
გათვალისწინებული
პარლამენტის
ცვლილების
თანამდებობის
შესაბამისად
პირი,
მისი
ხოლო
რეგლამენტით
ანაზღაურება
გაუთანაბრდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს, რა შემთხვევაშიც სხვაობა
შეადგენს 1716 ლარს.
ასევე, უმრავლესობის ლიდერი ისარგებლებს იმ გარანტიებით
(სამუშაო ფართობი, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და
სხვა ტექნიკური საშუალებები), რითიც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე.
გარდა
აღნიშნულისა,
რეგლამენტის
პროექტით
გათვალისწინებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს შექმნა გამოიწვევს ხარჯების ზრდას,
რაც დამოკიდებული იქნება სამდივნოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და მათი
შრომის
ანაზღაურების
ოდენობაზე,
ასევე
მათთვის
საჭირო
სამუშაო
პირობებით
უზრუნველყოფაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება არ
გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისათვის,
რადგან,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
თანახმად,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი ისედაც უზრუნველყოფილია აღნიშნული გარანტიებით (მათ
შორის შექმნილია სამდივნო), როგორც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.
შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ პირებთან მიმართებით ფინანსური
შედეგები უცვლელი რჩება და შესაბამისად, არ იწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის
პროექტით
განსაზღვრულია
უმრავლესობის
ლიდერისათვის
იგივე
გარანტიების (მათ შორის, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის
საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები) უზრუნველყოფა, რომლებითაც სარგებლობს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს
მოქმედი
საპარლამენტო
უმრავლესობის
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,
ლიდერისათვის,
რადგან,
საქართველოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ისედაც
უზრუნველყოფილია აღნიშნული გარანტიებით, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის
თავმჯდომარე. შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ პირებთან (საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი, სამდივნოს თანამშრომლები) მიმართებით ფინანსური შედეგები
უცვლელი რჩება.
ბ.ვ)
რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტის მიღება
არ
ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის
სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და
ევროპის
ატომური
ენერგიის
გაერთიანებას და
მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების
მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი
კახიანი და გენრიეტა წიწავა
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
წევრები:
შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გენრიეტა წიწავა
ირაკლი
ქადაგიშვილი,
ირაკლი