საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.05.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ნომერი
#1-6800/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

წერილი
MOH 4 23 00500734 11/05/2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშს. პატივისცემით, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია
ანგარიში
ჯანმრთელობის დაცვა ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები (2012 წელი − 450 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელი – 2155 მილიონი ლარი). ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2022 წელს 41%-მდე არის შემცირებული. გასულ წელს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა სამედიცინო სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსოფლიო გამოცდილება უჩვენებს, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) ანაზღაურება აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი უფრო მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგახადის მაქსიმალური ზედა ზღვარი, ამგვარად საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა (ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი). შედეგად, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. გამორიცხულია კლინიკის მიერ დამატებითი გადასახადის დაწესების შესაძლებლობა. სერვისების სპექტრის გაფართოვების მხრივ, მნიშვნელოვანია 2022 წელი ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპი, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს - მწვავე დაავადებების მართვიდან - რეაბილიტაციამდე. ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის ლიმიტი 12,000-დან გაიზარდა 25,000 ლარამდე, მოიხსნა თანაგადახდა. მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა გულის რითმის რთული დარღვევის დროს ნაჩვენები სამედიცინო ჩარევებზე (კერძოდ, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების და აბლაცია). მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. 2022 წლის დეკემბერიდან წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დაწესების თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმია წამლის ფასის რეგულირებისთვის. 2023 წლის 15 მარტიდან 1,450 მეტ წამალზე მოქმედებს რეფერენტული ფასი, აღნიშნული, დაახლოებით 40%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. ყველაზე აუცილებელ წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო აგრძელებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსებას. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 18.4 მილიონი ლარით გაიზარდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხარჯი და საანგარიშგებო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 312,508 პირი. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლიდან ამოქმედა ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი არსებითი მექანიზმი და ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო გახდა GMP/GDP -კარგი საწარმოო პრაქტიკის/კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისობა. 20222023 წლებში გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე, 2 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაიცა ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით აღიჭურვა და შესაფარისი ლაბორატორია. კვალიფიკაციის ამჟამად პერსონალით მიმდინარეობს დაკომპლექტდა ლაბორატორიის წამლის გასახსნელად ხარისხის აუცილებელი სამუშაოები უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების ეტაპებზე. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა ახალი წესი. აღიარებული იქნა განახლებული GCP-კარგი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს მექანიზმების კვლევის განსაზღვრას. ჩატარებისათვის ამ ეტაპზე შესაბამისი გაცემულია სანებართვო პირობების ფარმაკოლოგიური და საშუალების კლინიკური კვლევის 120-ზე მეტი ნებართვა (მ.შ. საერთაშორისო კვლევებზე). მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლიდან მოქმედებს ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო გამოწერის სისტემა. მედიკამენტის რეცეპტის გაციფრულება საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა, მათი გამოწერის მიზანშეწონილობა, შესაბამისად თავიდან იქნეს აცილებული პოლიფარმაციის შემთხვევები და სხვა რისკები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უპირატესობა ენიჭება რეცეპტში მედიკამენტის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელებით გამოწერას. აღნიშნული ვალდებულების მიზანია აღკვეთოს ფარმაცევტული მარკეტინგის ფაქტები, როდესაც მწარმოებელი კომპანია ექიმს სთავაზობს გარკვეულ მოტივაციებს, კონკრეტულად მათი წარმოების მედიკამენტების გამოწერისთვის. ეს მანკიერი პრაქტიკა ცალსახად საჭიროებდა რეაგირებას. სოფლად ბაზისური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 2023 წლიდან ექიმისა და ექთნის შრომის ანაზღაურება კვლავ გაიზარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 3 424 800 ლარი. სოფლის ექიმის ხელფასი გახდა - 1162 ლარი და ექთნის - 918 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეებისთვის მიმდინარეობს ყოველთვიური სახელფასო დანამატის გაცემა ჯამში 1037 ადამიანზე; კერძოდ-დარიცხული 520 ლარი ექიმზე და დარიცხული 260 ლარი ექთანზე. ამოქმედდა ტელემედიცინის საშუალებით სამედიცინო სერვისი 50 სოფელში, რაც სერვისის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური გზაა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის ტელემედიცინის დამატებით 50 სისტემის გადაცემა. ტელემედიცინის პროექტის ფარგლებში, 2023 წლის მონაცემებით უკვე ჩატარდა 1043 ონლაინ კონსულტაცია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით 2022 წელს 604 000 ბენეფიციარისთვის 595 მილიონი ლარით დაფინანსდა 2 200 000-ზე მეტი მომსახურება. პრიორიტეტული რჩება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. 2022 წელს C ჰეპატიტის მართვის საუკეთესო მოდელის ჩამოყალიბებისთვის საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოერბივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიიღო. საქართველოს მოდელით დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ბევრი ქვეყანა, და ცენტრი განახორციელებს ამ ქვეყნებში საქართველოს გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო აქტივობებს. სამინისტრომ შეიმუშავა და დაამტკიცა C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია 2023-2025 წლებისთვის. სტრატეგიის დოკუმენტი განსაზღვრას აუცილებელ ღონისძიებებს C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის და იქნება სამოქმედო ჩარჩო პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. მომზადებულია განახლებული სტრატეგიული გეგმები ტუბერკულოზისა და შიდსის ეროვნული პასუხის თაობაზე. პრიორიტეტად რჩება არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მათთან დაკავშირებული ტვირთის შემცირება. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის აპრილში მიიღო არაგადამდები დაავადებების სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის. სტრატეგიის განხორციელებისთვის, სრულად მოხდება საჭირო რესურსის მობილიზება ამ მიმართულებით მდგრადი განვითარების სამიზნეების შესრულებისთვის. არაგადამდებ დაავადებებს შორის გასულ წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბოს დიაგნოსტიკის და მართვის, ასევე შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესებაზე. პრიორიტეტად რჩება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. მიმდინარეობს მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მაღალტექნოლოგიური, ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდების, მათ შორის, PET/CT ინტეგრირებისთვის. საქართველო ჩაერთო ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლასთან არსებულ კიბოს გადარჩენაზე გლობალური ეპიდზედამხედეველობის პროექტში (CONCORD). გასულ წელს City Cancer Challenge ინიციატივის ფარგლებში თბილისის მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად, სამინისტრომ განაახლა კიბოს რეგისტრის მუშაობის სახელმძღვანელო, დამტკიცდა პათომორფოლოგიური ლაბორატორიებისთვის ხარისხის გაუმჯობესების სტანდარტები. ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის და თურქეთის კლინიკებთან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის. 2022 წლის მაისიდან დაწიყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში გამოყოფილია 6 მილიონი ლარი. შედეგად, დღეისათვის დიაბეტით დაავადებული 737 ბავშვი სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობით, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია 2022 წელს დიაბეტის პროგრამის ფარგლებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, 2022 წლის მაისიდან პროგრამის ბავშვთა მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. აქტიური მუშაობა ჩატარდა დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, კვირაში რამდენჯერმე უწევდათ საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება დიალიზის სერვისის მისაღებად. დღეის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისის ცენტრის დამატება. 2022 წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამას დაემატა გაფანტული სკლეროზით და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პირების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 2022 წლიდან სპინალურ - კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარი სპეციფიკურ მედიკამენტს უსასყიდლოდ იღებს. პროგრამის ბიუჯეტის ათწლიანი მატება შეადგენს 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე ლარს. ასევე 2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ტრანსპლანტაციის წინა ღვიძლისა კვლევები, და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამით ტრანსპლანტაცია ფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტით უკვე დაფინანსდა 16 ადამიანის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ხოლო 420 000 ლარით დაფინანსდა 6 ადამიანის ღვიძლის ტრანსპლანტაცია. ასევე საყურადღებოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტმა 2023 წელს 50 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზარდა როგორც სტაციონარული, ისე სათემო სერვისების დაფინანსება. სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით მობილური გუნდის დაფინანსება-2017 წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი, 2023 წელს კი 33. რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. 20222023 წლებში რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 111 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურება. მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის სამედიცინო შემთხვევების დაფინანსებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. და რა თქმა უნდა, 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევები. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები. ჯანდაცვის სერვისების სრული გაციფრულების მიმართულებით, წამყვანი პრიორიტეტია ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის განვითარება, რომელიც 2022 წლიდან სრულად ამოქმედდა. სისტემა საშუალებას იძლევა, პაციენტის სამედიცინო ისტორიები ქაღალდმატარებლიდან გადავიდეს ერთიან, დაცულ ელექტრონულ სივრცეში. გარდა დაფინანსების საკითხების მოწესრიგებისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2022 წელს სამინისტროს მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების ამოქმედებას. პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, ამოქმედდა განახლებული სანებართვო პირობები ქირურგიული სერვისებისთვის. ასევე განახლდა რეანიმაციის სტანდარტი. განხორციელდა ცვლილებები მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომლის შედეგადაც დარეგულირდა: ნარკოლოგიური საქმიანობა (ჩანაცვლებითი თერაპია); ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) სტომატოლოგიური მომსახურება; დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურება; სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მომსახურებას უწევდეს მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფოც ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს შრომა არანაკლებ საათში 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4.4 ლარისა. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული და პერსონალთან უკლებლივ მივიდეს კუთვნილი ანაზღაურება, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტორნული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობას. ასევე, უნდა აღინიშნოს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ, სპეცდაფინანსებაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის მწირი სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით, 2022 წლის აგვისტოდან განხორციელდა პერსონალის სახელფასო ფონდის 50%-ით გაზრდა. დაიწყო აქტიური სამუშაოები ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიული განვითარების მიმართულებით. მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიული რეგულირებისა და განვითარების ეროვნული საბჭო. შემუშავებულია განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც მიზნად ისახავს ექთნისა და მეანის პროფესიული რეგულირების მექანიზმების შემუშავებას, მათი როლის გაზრდას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მნიშვნელოვან საქმეში სამინისტროს ღირებულ დახმარებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და USAID. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობს დიპლომისშემდეგომი სამედიცინო განათლების რეფორმის კონცეფციაზე: კერძოდ, საექიმო სპეციალობების სარეზიდენტო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განხორციელდება მოქმედი პროგრამების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმთა მონაწილეობა გახდება ცალკეული ექიმების რესერტიფიცირების ერთერთი აუცილებელი კომპონენტი. ზემოაღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად გაიზრდება დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი. ამ ცვლილებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სასწრაფო დახმარების პერსონალის სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. 2022 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფი შეიცვალა, რომელიც 125 % იანი ტარიფით განისაზღვრა. ასევე შეიცვალა დამატებითი სამუშაო დროის აღრიცხვისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების წესი. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და დემოგრაფიული პოლიტიკა. აუცილებელია აღინიშნოს ბავშვთა სიკვდილიანობის შთამბეჭდავი შემცირება უკანასკნელი დეკადის განმავლობაში. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენს, ათას ცოცხალშობილზე შემცირდა 16-დან 10-მდე. ხოლო ნეონატალური სიკვდილობა 2018 წელს გაუტოლდა 2030 წლის სამიზნეს-5-ს ყოველ ათას ცოცხალშობილზე. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ორსულთა ანტენატალური მოვლის დაფინანსება და პროგრამით გათვალისწინებული 8 ვიზიტის ფარგლებში დაემატა ახალი მომსახურებები. ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხარისხიანი მოვლის უზრუნველყოფისთვის ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სტრატიფიცირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებებისთვის მოვლის დონის მინიჭებას მათი ინფრასტრუქტურის, სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით. 2023 წლის 1 ივლისიდან, ყველა დაწესებულებას ექნება მინიჭებული შესაბამისი დონე, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა ორსული მიიღებს ხარისხიან მომსხურებას შესაბამისი სიმძლავრის დაწესებულებაში. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. 2022 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2023 წელს პარლამენტს წარედგინა კანონები „ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ“. ასევე მიმდინარე წელს დასრულდა მუშაობა და მთავრობას წარედგინა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. მიმდინარეობს სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი სტანდარტების მომზადება, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში. დარგობრივი მარეგულირებელი ნორმების განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს პანდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყანამ გაიარა ურთულესი 3 წელიწადი. სახელმწიფომ ნამდვილად გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი და რესურსი, რათა ადამიანებისთვის მაქსიმალურად აერიდებინა მოსალოდნელი საფრთხეები. დღეს მთავარი პრიორიტეტია ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რათა არავინ დარჩეს საჭირო სამედიცინო დახმარების გარეშე. საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის მაისში აღიარებული ჯანდაცვის სტრატეგია არის ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას 2030 წლისთვის ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწდომობის სამიზნეებთან მიიყვანს. სოციალური დაცვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების შემთხვევაში ინფლაციას ემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონრება მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20% ოდენობით. 2022 წელს საქართველომ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა) შორის. ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობს მიზნობრივი ფულადი დახმარების სისტემის დახვეწა /მოდიფიცირება. ქვეყანაში წარმატებით დასრულდა დეინსტრიტუციონალიზაცია. ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების 2021 წლის ბოლოს, დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი, ხოლო არასრულწლოვნები განთავსდნენ მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებებში. 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია, შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვნები. აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებენ მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მათი გადაყვანა ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული მომსახურებაში, რომელიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა. 2022 წელს აქტიურად განხორციელდა ფერიის და ნინოწმინდის პანსიონატებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად, ფერიის პანსიონატში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონატში ირიცხება 10 არასრულწლოვანი. მიმდინარე ეტაპზეც აქტიურად გრძელდება მუშაობა აღსაზრდელებისთვის ზრუნვის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ბავშვების აზრისა და საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 2022 წელს თბილისში სექსუალური ამოქმედდა ძალადობის არასრულწლოვანის მსხვერპლი მომსახურების ცენტრი, რომელიც მიმართ ბავშვებისთვის განხორციელებული ფსიქოლოგიურ-სოციალური მოახლოებულია „ბარნაჰუსის მოდელთან“ და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. სექსუალური ძალადობის შემთხვევის გამოძიების დროს ბავშვს უწევს ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა სხვადასხვა დაწესებულებაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის რეტრავმატიზაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვანმა მომსახურება მიიღოს მასზე მორგებულ, მშვიდ გარემოში. ამჟამად, აღნიშნულ ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მომსახურება მიეწოდებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ხუთი სახელმწიფო უწყების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართცველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაწილეობით. აღნიშნული გულისხმობს როგორც ერთ სივრცეში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფას, ასევე, ბავშვებს ადგილზევე უტარდებათ ექსპერტიზა და შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული ცენტრი ახდენს ხელახალი ტრავმის პრევენციას, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილიზაციას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა და შემთხვევის მონიტორინგს. 2021 წლიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მოქმედებს „გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმი“, რომლის მიზანია ყოველდღე, საღამოს 18:00 საათიდან - დილის 09:00 საათამდე, ბავშვის მიმართ ძალადობისა და მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებზე განხორციელდეს ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. 2022 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდა ,,ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები“ საპილოტე ვადით, რომელიც მიზნად ისახავს სუიციდის პრევენციის ხელშეწყობას ბავშვებსა და მოზარდებში. იგი გამიზნულია სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ზრუნვაში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის. 2022 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ასევე დამტკიცდა „ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების სტანდარტი.2022 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის №523 დადგენილებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დამტკიცდა. ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, თუ მის მიმართ, ჩადენილი დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აგრეთვე ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ “მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას” 2022 წელს დაემატა დღის ცენტრისა და მობილური ჯგუფის მომსახურება ქ. ბათუმში. ასევე, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის და რთული ქცევის მქონე ბავშვების სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, რომლის მიზანია ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იქნას მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურება. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. დასაქმება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა 2019 წელს და ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. სააგენტოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება-განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დასაქმების ხელშეწყობა. სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს დასაქმების ხელშეწყობის სხვადსხვა მომსახურებებს, აწვდის ინფომრაციას ბაზარზე ასრებული აქტიურ ვაკანსიების შესახებ, მართვს დასაქმების ფორუმებს და სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სთავაზობს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება, ხელფასის/დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირება და საკვანძო კომპეტენციების განვითარების სასწავლო კურსები სააგენტოს ერთ-ერთ ცენტრალურ საქმიანობას შეადგენს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც ხორციელდება 2022 წლის 1 მარტიდან. 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ამ ქვე-პროგრამასთან დაკავშირებით ჯამში სააგენტოს მიმართა 71 319 მოქალაქემ. აქედან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 პირი, მათ შორის 2 780 შშმ პირი. საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება უკვე მოახდინა 1 449 პირმა. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 8 811 მოსარგებლე. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქვე-პროგრამასთან დაკავშირებით ჯამში სააგენტოს მიმართა 7 485 მოქალაქემ, აქედან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 6 080 ადამიანი, ხოლო საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება უკვე მოახდინა 411 მოსარგებლემ. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 3 684 მოსარგებლე. სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ხელფასის სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ფარგლებში 2022 წელს სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. დასაქმებულია 6 შშმ პირი. სააგენტო ასევე ეწევა შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებას, პროფესიულ კონსულტაციებს (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვას, სტაჟირებას, საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, ხელს უწყობს მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს სწავლა დაასრულა 1313 მოსარგებლემ, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 33 მიმწოდებელი და სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს, ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. კომპონენტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. მოქალაქეთა და დამსაქმებელთა ინფორმირების მიზნით სააგენტო მუდმივად ატარებს დასაქმების ფორუმებს. 2022 წელს ჩატარდა 14 დასაქმების ფორუმი, ღონისძიების ფარგლებში დასაქმებულია 578 სამუშაოს მაძიებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შედეგად 2022 წელს დასაქმებულია 12 645 სამუშაოს მაძიებელი, ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 3 815 სამუშაოს მაძიებელი. 2021 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევები, შრომის ბაზარზე, რეგიონების მიხედვით მოთხოვნადი პროფესიებისა და შესაბამისი მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირების მიზნით. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “საქართველოს ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში 2023 წელს სააგენტო გეგმავს შეიმუშავოს მოთხოვნადი უნარებისა და პროფესიების 5 წლიანი პროგნოზიების მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევის შედეგებს სამომავლოდ დაეფუძნება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დიზაინიც. სამინისტროს მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი (ამჟამად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტმა უკვე გაიარა მეორე მოსმენა), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი კერძო საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირებას, შრომითი ემიგრაციის პროცესებზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელთა დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას და მათ დასაქმებაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, და სხვა. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 15 თებერვალს. 2022 წლის განმავლობაში წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 1231 საქართველოს მოქალაქე. 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისის ჩათვლით წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 216 საქართველოს მოქალაქე. 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 მაისის მდგომარეობით, წარმატებით შეირჩა და ისრაელში ლეგალურად დასაქმდა 20 საქართველოს მოქალაქე. პარალელურად მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან (პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, ირლანდია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი) საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდა 2021 წელს, რომელიც პასუხისმგებელია შრომითი ნორმების აღსრულებაზე ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის ფარგლებში განხორციელებულმა ზედამხედველობამ აქტიური სუბიექტების 0,9 % მოიცვა, რომელიც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 0,49%-ით. საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-მდე დასაქმებულ პირს) მოიცვა. 2021 წელთან შედარებით 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144% -ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი 132%-ით. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41 %-ით, შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე 2022 წელს ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები (8728 დარღვევა) უკავშირდებოდა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენებას, რისკების შეფასების არარსებობას, შესაბამისი სწავლების/ინსტრუქტაჟის ჩაუტარებლობას, უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლას, საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვიანობას და სხვ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე 2022 წელს ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები შეეხებოდა (გაიცა 3369 მითითება) შრომითი ხელშეკრულების შინაარსთან, შესრულებასთან, შრომის სამუშაო დროისა შინაგანაწესთან, და შვებულების ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზებას, ასევე ბავშვთა შრომისა და შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვ. რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ "შრომის ინსპექციის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ განხორციელდა 814 ინსპექტირება. შრომითი უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, ამავე შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული (ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე) 5 დირექტივის საფუძველზე მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რამდენიმე დადგენილება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის დაცვას, როგორიც არის დაცვის პერსონალური საშუალებების გამოყენება, სპეციალური უსაფრთხოების ნიშნები, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგები და სხვა. ადამიანის უფლებები გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული კურსია. სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესი. 2022 წლის ნოემბერში დამტკიცდა ,,ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი’’, რომლის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ და დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება მისთვის კომპენსაციის გაცემით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ატარებს, მათ შორის სამინისტრომ შექმნა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომლიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შშმ პირთა თემს (შშმ პირებს, ან/და მათ წარმომადგენლებს, შშმ პირთა ორგანიზაციებს, მშობლებს) და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. საბჭოს ჩართულობით სამინისტრომ 2022 წელს შეიმუშავა და 2023 წლის დასაწყისში დაამტკიცა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის სამოქმედო გეგმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. ამჟამად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გადის დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერით. განხორციელთა შშმ პირთ სოციალური პაკეტის ინდექსაცია: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, რომელიც ითვალისწინებს სოციალური პაკეტის ინდექსაციას სახელმწიფო პენსიის მსგავსად. 2023 წლის იანვრიდან შშმ ბავშვების/მკვეთრ ად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტი შეადგენს 340 ლარს, ამასთანმაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20% ოდენობით. ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს N279 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2022 წლის მაისში შესული ცვლილებით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება მოიპოვა ყველა შშმ პირმა საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად ახალი სოციალური პროგრამები: 2023 წლიდან ,,სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვის” პროგრამას დაემატა შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ქვეპროგრამები, რომელიც საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.