აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2023 წლის მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
წერილი
350-01-2-202305111638
N 01/350
11/05/2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს
გიგზავნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
2023 წლის მოხსენებას 2022 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
დანართი: მოხსენება - 58 ფურცელი; ანგარიში - 27 ფურცელი
პატივისცემით,
ოთარ გარმელია
აპარატის უფროსი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი
ანგარიში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
2022 წლის ანგარიში
სამთავრობო პროგრამების შესრულების
მიმდინარეობის შესახებ
www.abkhazia.gov.ge
2022 წლის საბიუჯეტო მაჩვენებლები
დაფინანსება 24 953 085 ₾
ბიუჯეტის ხარჯების
ზრდა
პროგრამული 7 048 052 ₾
24 953 085 ₾
7 048 052 ₾
პროგრამების
ხვედრითი
წილის ზრდა
პროგრამული
ნაწილის ზრდა
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
პოლიტიკური მიმართულება
პრიორიტეტები:
სამშვიდობო პოლიტიკაში ჩართულობა
აფხაზეთის დეოკუპაცია
ი.გ.პ-თა საკუთარ სახლებში
ღირსეული დაბრუნება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები
დისკუსიები/თემები:
ოკუპირებულ რეგ. ადამიანის უფლებრივი,
ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარება
რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო
ანექსიის პროცესის გააქტიურება
უკანონო პასპორტიზაცია/ბორდერიზაცია
თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვა
მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა
და კონფლიქტის დარეგულირების
ხელშეწყობა
ქართული ენის სრულად აკრძალვა
საქართველოს მოქალაქეების უკანონო
დაკავებები
პოლიტიკური მიმართულება
შეხვედრები:
o საქართველოში აკრედიტებულ
უცხო ქვეყნების ელჩებთან
o საერთაშორისო ორგანიზაციების
ხელმძღვანელებთან
ოკუპირებულ აფხაზეთში
მიმდინარე მოვლენების
შესახებ ობიექტური
ინფორმაციის მიწოდება
სტრატეგია ,,ჩართულობა
თანამშრომრობლის გზით“ მონაწილეობა
სამოქალაქო ინტეგრაცია
სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო
ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა
და დიალოგისკენ მიმართული
შესაძლებლობების გაძლიერება
დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერა
შეიქმნა ი.გ.პ-თა
სამართლებრივი გზამკვლევი
დევნილთა მომსახურების
ცენტრების პროგრამა
ბენეფიციარი
სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერა
დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთა
ფოტოიდენტურობის დადასტურება და
მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა
დადებითი დასკვნა
მომართვიანობა გაზრდილია
7
პირადობის ნეიტრალური მოწმობისა/
სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე
უფლებამოსილი პირების
ფოტოიდენტურობის დადასტურება და
საცხოვრებელი ადგილის დადგენა
მომართვიანობა გაზრდილია
899
ბენეფიციარი
განათლების აღიარება
368
ბენეფიციარი
77
ბენეფიციარი
იურიდიული კონსულტაცია
1 344
ბენეფიციარი
აფხაზეთის არქივი
არქივის მართვის პრიორიტეტები:
o აფხაზეთის საარქივო ფონდის დაცვა/აღრიცხვა;
o საარქივო ფონდის შევსება/გამდიდრება;
მიმდინარე საკითხები :
პროექტ „ჩემი სახლის“ ფარგლებში
მოპოვებული და დაცული დოკუმენტაციის
აფხაზეთის არქივისთვის გადმოცემა
o ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა;
o არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე
იურ./ ფიზ. პირების მომსახურება.
სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ იქნა:
o 501 საქმე;
o ინახება 57 დაწესებულების 1992-2022წწ.
საარქივო ფონდი, სულ 10 246 საქმე;
o მიმდინარეობს დოკუმენტების დიგიტალიზაცია;
გაციფრულია 11 209 საბუთი.
(აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტების შექმნისა და საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მიზნით)
არქივის სამმართველოს მუშაობისა
და სერვისების განახლებული
კონცეფციის შემუშავება
სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება
დაფინანსება 7 136 796 ₾
ბენეფიციარი
პროგრამული 6 327 737 ₾
7 136 796 ₾
6 327 737 ₾
სხვა აქტივობები 809 059 ₾
(მოპოვებული გრანტები,
არასაბიუჯეტო აქტივობები)
+ 545 677 ₾
809 059 ₾
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება
დაფინანსება 2 193 927 ₾
ამბულატორიული დახმარება
პროგრამული 1 692 607 ₾
ჰოსპიტალური დახმარება
სოციალური მხარდაჭერა
სხვა აქტივობები 501 320 ₾
(სასწრაფო სამედ. დახმარების
მანქანები, სამედიცინო აპარატურა)
მედიკამენტებით მხარდაჭერა
ექიმების და საშუალო სამედიცინო
პერსონალის გადამზადება
2 193 927 ₾
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი
სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა
1 692 607 ₾
ბენეფიციარი
+ 16 %
+ 300 944 ₾
501 320 ₾
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად
მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე
პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო
მომსახურების ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
სხვადასხვა პროფილის 4 მიზნობრივი პროგრამა:
ამბულატორიული
დახმარების პროგრამა
ჰოსპიტალური დახმარების
პროგრამა
სოციალური მხარდაჭერის
პროგრამა
ექიმების და საშუალო
სამედიცინო პერსონალის
გადამზადება
დაფინანსება 1 558 244 ₾
ბენეფიციარი
ბენეფიციარი
ბენეფიციარი
ბენეფიციარი
დაფინანსების ზრდა შენარჩუნებულია + 7%% %
სპეციალისტი
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულება - მნიშვნელოვანი პროექტები
მხედველობის ორგანოთა და
სისხლის მიმოქცევის სისტემის
სკრინინგული კვლევა
სოციალურ მედიაში განთავსდა
საინფორმაციო ვიდეო რგოლი
9 გასვლითი ღონისძიება
10 ლოკაცია
მომართვიანობა
შეიქმნა ბუკლეტი - გზამკვლევი
ასახულია ყველა მიმდინარე
პროგრამა და საფეხურები
სოციალური მხარდაჭერა
დაფინასება 1 188 819 ₾
პროგრამული 1 138 435 ₾
სხვა აქტივობები 50 384 ₾
1 188 819 ₾
ბენეფიციარი
1 138 435 ₾
50 384 ₾
* აფხაზეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცთა დედებს
გაეწიათ ერთდჯერადი მატერიალური დახმარება
266 ბენეფიციარი /26 600 ₾
* ესპანეთში საზაფხულო არდადეგები/„ფინსოლი“
განათლებისა და მეცნიერების მიმართულება
განათლების ხელშეწყობა
დაფინანსება 491 716 ₾
პროგრამული 319 979 ₾
საგრანტო მხარდაჭერა 171 737 ₾
ბენეფიციარი
აფხაზეთის მეცნიერთა
მხარდაჭერა
491 716 ₾
319 979 ₾
სამშვიდობო და სამოქალაქო
განათლების მხარდაჭერა
171 737 ₾
განათლებისა და მეცნიერების მიმართულება
დაფინანსება
მოქმედებს 14 ქვეპროგრამა
6
ქვეპროგრამა
224 551 ₾
2021
303 457 ₾
2022
განათლების მიმართულება -
მნიშვნელოვანი პროექტები
სამინისტროს თანამონაწილეობით განხორციელებული საგრანტო პროგრამები
ონლაინ საკვირაო სკოლა
160 მოსწავლე გალის რაიონიდან
აშშ საელჩო
1
ხონის N4 საჯარო სკოლა
კომპიუტერული ლაბორატორია
2
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას
გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა
ბულგარეთის საელჩო
ქ. ქუთაისის ჟიული შარტავას
სახელობის მე-6 საჯარო სკოლის
სპორტული მოედნის მოწყობა
3
აფხაზეთის №7 საჯარო
სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის
სპორტდარბაზის რეაბილიტაცია
რუმინეთის საელჩო
სლოვაკეთის განვითარების სააგენტო
კულტურის მიმართულება
დაფინანსება 2 248 027 ₾
პროგრამული ნაწილი 2 221 953 ₾
სხა აქტივობები 26 073 ₾
ეკლესია მონასტრების მშენებლობის
ხელშეწყობა და სხვა
2 248 027 ₾ 2 221 953 ₾
26 073 ₾
კულტურული ღონისძიებების
მხარდაჭერა
აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა
დაცვა და პოპულარიზაცია
თეატრალური, სასცენო და სამუსიკო
ხელოვნების ხელშეწყობა
აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი
ღონისძიებების ხელშეწყობა
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება
დაფინანსება 395 849 ₾
„აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების/
გუნდების ხელშეწყობა“
პროგრამული ნაწილი 378 990 ₾
o შპს „ვორიორსი“ (ამერიკული ფეხბურთი);
o შპს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“;
სხვა აქტივობები 16 859 ₾
სპორტული ინვენტ. დონორებისგან,
მონაწილეობა ტურნირებში
395 849 ₾
378 990 ₾
o შპს რაგბის კლუბი „სოხუმი“;
o შპს საფეხბურთო კლუბი “დინამო სოხუმი”;
o შპს ფეხბურთის კლუბი “ცხუმი სოხუმი”;
180 000 ₾
„სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარების ხელშეწყობა“
+ 314 585 ₾
+ 387 %
გარემონტდა დარბაზი
16 859 ₾
59 145 ₾
ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
ეკონომიკური სერვისების მიწოდება
ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა
აფხაზეთის ქონების განკარგვისა და
საწარმოთა მართვის სააგენტოს
მართვაში არსებული კერძო სამართლის
ი.პ (შპს) მარკეტინგული მომსახურება
სინერგია - პროექტების
თანადაფინანსება ი.გ.პ-თა და გამყოფ
ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის
კეთილდღეობისათვის
დაფინანსება 618 457 ₾
პროგრამული ნაწილი 575 771 ₾
საგრანტო მხარდაჭერა 42 686 ₾
618 457 ₾
575 771₾
+ 50 %
42 686 ₾
ბენეფიციარი
ეკონომიკური მიმართულება - მნიშვნელოვანი პროექტები
დასაქმების
ხელშეწყობა
სამეწარმეო
საქმიანობის
გაძლიერება
სტარტაპების
მხარდაჭერა
მატერიალურტექნიკური აქტივებით
ბიზნეს-პროექტების
მატერიალურტექნიკური აქტივებით
მხარდაჭერა
76 კონკურსანტი
24 გამარჯვებული
88 კონკურსანტი
19 გამარჯვებული
ეკონომიკური
საქმიანობის
მომსახურეობა
ეკონომიკური სერვისების
მიწოდება
და მომსახურეობის გაწევა
მ/შ მიწის, ფოთლისა და
წყლის შემადგენლობის
მონაცემებისა და
პარამეტრების
გამოვლინება
რუხის საინფორმაციოსაკონსულტაციო ცენტრში
სასოფლო-სამეურნეო კულტურების
წარმოების მხარდაჭერა
მრავალწლიანი
ნერგებით
უზრუნველყოფა
პროექტ
„დანერგე მომავალი“
მონაწილეთა
ფინანსური
მხარდაჭერა
42 გამარჯვებული
(მ/შ 28 ოკუპირებული
ტერიტორიიდან)
2 468 ერთ. ნერგი
(ნიგოზი, ქლიავი და ტყემალი)
სტრატეგიული განვითარება
o ინსტიტუციური გაძლიერება და აფხაზეთის საზოგადოებაში
სახელმწიფო-პოლიტიკური როლის ამაღლება;
o სამშვიდობო პოლიტიკის აქტიური გატარება და ჩართულობა;
o დევნილთა მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღებაზე
უფლებამოსილების მოპოვება;
o დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა
უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
o დევნილთა საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული,
კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება.
საზოგადოების გაერთიანება
სამომავლო ინიციატივები
01.
„საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილებების შეტანა
04.
02.
05.
03.
06.
პოლიტიკურ ცხოვრებაში
(პროცესებში) აფხაზეთის საზოგადოების
წარმომადგენლობითი როლის გაძლიერება
„აფხაზეთის ტელევიზიის“
ამოქმედების საკითხი
აფხაზური ენის, ეთნოსის,
სპორტის, კულტურის, ხელოვნების
საკანონმდებლო დონეზე დაცვისა და
განვითარების გაძლიერება
„გრანტების შესახებ“
საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანა
„საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების მომზადება
სამომავლო ინიციატივები
07.
09.
08.
10.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და
აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6
აგვისტოს #400 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა
ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული
განათლების შესახებ საქართველოს კანონებში
ცვლილებების შეტანა ციფრულ-დისტანციურ
რეჟიმში (ონლაინ სკოლა/არაფორმალური
განათლება) მიღებული განათლების ლეგიტიმური
სტატუსის მინიჭება (აღიარება)
სოციალურ-ეკონომიკურ
პროგრამების ხელმისაწვდომობის
გაზრდა დევნილ და ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ლეგიტიმურად
მცხოვრებ პირთათვის;
კანონმდებლობის ფარგლებში
აფხაზეთის არქივის ფინანსური
მხარდაჭერა ელექტრონული
არქივის შესაქმნელად
სამომავლო ინიციატივები
11.
13.
12. ზემო აფხაზეთის ორგანიზაციების ერთ
14.
წარმომადგენლობითი როლის
გაძლიერება პოლიტიკის ჩამოყალიბებასა
და განხორციელებაში
მმართველობითი სტრუქტურის ქვეშ მოქცევა
(აჟარის მუნიციპალიტეტი, ზემო აფხაზეთში
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა; ზემო
აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;
ა(ა)იპ ზემო აფხაზეთის საავადმყოფო )
აფხაზეთის მთავრობის
როლის გაძლიერება დევნილთა მიმართ
სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო
გეგმის განახლების პროცესში
საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფის პარალელურად, სხვა
ტოლფასი ალტერნატივების შეთავაზება და
არჩევანის გაკეთების უფლების მინიჭებაზე
მუშაობა
სამომავლო ინიციატივები
15.
„სოციალური დაცვის ნომრის“
(ანალოგიური Social Security Number-ისა)
შემოღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის
არმქონე პირთათვის
16.
მუდმივმოქმედი საერთაშორისო
კონფერენციების ორგანიზება ნდობის
აღდგენის, ადამიანის უფლებათა დაცვისა
და უსაფრთხოების საკითხებზე
(პირობითი ლოკაცია „ენგურჰესი“)
17.
18.
არაფორმალური განათლების
სამართლებრივი აღიარება
განათლების ხელმისაწვდომობის
დონის ამაღლების მექანიზმები
(უგამოცდო ჩარიცხვა, საგრანტო დაფინანსება,
პროფესიული განათლება, შერჩეულ საგნებში
მომზადება, აფხაზური ენის სწავლება და
სტიპენდიების - 400-500ლ; 8-9 თვე - დაწესება )
სამომავლო ინიციატივები - განათლებისა და კულტურის სამინისტრო
01
03
საქართველოს განათლებისა და
კულტურის სამინისტროსთან ერთად,
ერთიანი დისტანციური სწავლების
სისტემის შემუშავება
აფხაზეთის N15 და N21 საჯარო
სკოლების სრული რეაბილიტაცია
02
04
ქ. ზუგდიდში, ქ. ჩხოროწყუში
არსებული N10 და N11 საჯარო
სკოლებისთვის უვადო სარგებლობის
უფლებით გადაცემული მიწის
ფართებზე პროექტირება/სამშენებლო
სამუშაოების დაწყება
მოეწყობა პროფესიული სასწავლებლი
და საცხოვრებელი კამპუსი
დისტანციური სწავლების
ახალი კლასები
ახალი ინიციატივები - ჯანდაცვის მიმართულება
ამბულატორიული პროგრამების
გაფართოება
ახალი პროგრამა:
01
o ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა
დიაგნოსტიკა
o სისხლის მიმოქცევის დაავადებათა
სკრინინგი
o რეპროდუქციული ჯანმრთელობის
ხელშეწყობა
o ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული
ჯანმრთელობის ხელშეწყობა
o ბიოფსია და მასთან დაკავშირებული
გამოკვლევები
o პოზიტრონულ-ემისიური
ტომოგრაფიული გამოკვლევა
სტომატოლოგიური მომსახურების
ქვეპროგრამას დაემატა ბავშვთა
კომპონენტი
02
მიმდინარეობს მუშაობა ჯანმრთელობის
დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში
ჩართვის თაობაზე
03
სტატისტიკური ანალიზის შედეგად
სხვადასხვა კატეგორიის
ბენეფიციართა ბაზების შექმნა
04
გმადლობთ ყურადღებისთვის
ქ. თბილისი
2023 წელი
მოხსენება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის ყოველწლიური
მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
2023 წელი
ქ. თბილისი
სარჩევი
შესავალი
------------------------------------------------------------------
გვ. 3
I.
პოლიტიკური მიმართულება ------------------------------------II.
ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია,
დევნილთა უფლებები და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
გვ.4
გვ.6
ინსტიტუციური განვითარება -------------------------------------
გვ.6
სამოქალაქო ინტეგრაცია -------------------------------------------
გვ.9
ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა--------------------------------
გვ.17
ადამიანის უფლებები და დევნილთა ინტერესები --------------
გვ.20
სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება ------------------------
გვ.21
ჯანმრთელობის დაცვა ----------------------------------------------
გვ.21
სოციალური მხარდაჭერა ------------------------------------------
გვ. 26
განათლება და მეცნიერება ------------------------------------------
გვ. 32
კულტურა ------------------------------------------------------------სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება ---------
გვ.41
გვ.49
ეკონომიკური
საქმიანობის
მხარდაჭერა,
სოფლის
მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულება -------------
გვ. 54
III.
2
შესავალი
მიმდინარე წელს სრულდება 30 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან.
30 წელიწადია, აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლება და მისი
ერთ-ერთი ძირითადი რგოლი, აფხაზეთის მთავრობა, თავის საქმიანობას
აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანებისა და მისი უფლებების დაცვის ეგიდით
წარმართავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთაც.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაში, რომლის ძირითად სამართლებრივ
ბაზას წარმოადგენს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კონსტიტუციები, აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“,
აფხაზეთის მთავრობის რეგლამენტი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის
შესახებ“, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები, დღემდე
უდიდეს გამოწვევად რჩება
ოკუპირებული ტერიტორია,
გახლეჩილი,
დაშორიშორებული მოსახლეობის კონსოლიდაცია და მათი ლეგიტიმური
უფლებების დაცვა.
აფხაზეთის სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები და
მიმართულებები სწორედ ამ ზემოაღნიშნული გამოწვევების ადეკვატურია და
ძირითადად ემსახურება უმთავრეს მიზანს - საკუთარ მიწა-წყალზე უპირობო და
ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობას ქვეყნის მიერ არჩეულ შერიგებისა და
მშვიდობიან პოლიტიკაში მისი მაქსიმალური ჩართულობის გზით.
ააააა,, 2022 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, აფხაზეთის მთავრობის
საქმიანობა წარიმართებოდა პოლიტიკური, ინსტიტუციური განვითარების,
სამოქალაქო ინტეგრაციის, დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათი
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით.
სწორედ თითოეული ეს მიმართულებაა წარმოდგენილი
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტის
ფორმირების,
დამტკიცებისა და შესრულების პროცესში.
წინამდებარე ანგარიში წარმოგვიდგენს, თუ რამდენად შეესაბამებოდა
გასულ საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა
სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ დებულებებს და, ზოგადად, როგორი იყო
მისი უკუგების ხარისხი.
3
I.
პოლიტიკური მიმართულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკური
საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განეკუთვნება აფხაზეთის დეოკუპაციის,
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების,
მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი
დარეგულირების ხელშეწყობა. რეგიონული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან
გამომდინარე, თითოეული საკითხი განსაკუთრებულ სენსიტიურობას იძენს და
მოითხოვს სპეციფიკურ, მიზამიმართულ და სრულყოფილ პოლიტიკას, რაც, თავის
მხრივ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სამშვიდობო რესურსების
სრულ მობილიზებასა და ამოქმედებას გულისხმობს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები,
რომლის ფარგლებში შექმნილია ორი სამუშაო ჯგუფი: პირველში განიხილება
უსაფრთხოების, ხოლო მეორეში - ჰუმანიტარული საკითხები, რომელშიც,
ქართული დელეგაციის ფარგლებში, 2008 წლიდან მონაწილეობს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. აღნიშნული ფორმატი
ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ქართველებსა და აფხაზებს
დიალოგის საშუალება ეძლევათ.
2022 წლის განმავლობაში, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფედერაციის
სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო, ნაცვლად დაგეგმილი 4 შეხვედრისა, გაიმართა
მხოლოდ ერთი - 56-ე რაუნდი. ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ
დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
ადამიანის უფლებრივ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის
მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, თავისუფალი
მიმოსვლის შეზღუდვაზე, მშობლიური, ქართული ენის სრულად აკრძალვაზე,
უკანონო პასპორტიზაციაზე, ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების
უკანონო დაკავებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის ფორმატით ჩანიშნული
რაუნდები ვერ ჩატარდა, ქ.თბილისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
თანათავმჯდომარეებთან რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები რომლის
ფარგლებში ხდებოდა მათი ინფორმირება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე
მოვლენების შესახებ.
ამასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხშირი
კომუნიკაცია ჰქონდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
ევროკავშირის
მხრიდან
რუსეთის
ფედერაციის
მიერ
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების პოლიტიკისა
და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პერიოდულად აწვდიდა
ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოკუპირებულ
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
2022 წლის განმავლობაში პერიოდულად იმართებოდა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის როგორც ოფიციალური,
ასევე, სამუშაო შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების
ელჩებთან
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
წარმომადგენლობების
4
ხელმძღვანელებთან (აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, ავსტრიის, თურქეთის,
საბერძნეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, რუმინეთის, ბულგარეთის ელჩებთან და
UNDP-ის, UN Office-ის, UNHCR-ის, USAID-ის, DRC-ის, TIKA-ს, Caritas-ის, People in
Need-ის ოფისების ხელძღვანელებთან).
აღნიშნული
შეხვედრების
დროს
დიპლომატიური
კორპუსის
წარმომადგენლებს
მიეწოდებოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული
მძიმე ვითარების შესახებ; ასევე, განიხილებოდა ნდობის აღდგენისა და შერიგების
საკითხებში ხელშეწყობის შესაძლებლობები და, იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელების
პერსპექტივები და სხვა საკითხები.
საერთაშორისო
თანამეგობრობის მეტი ინფორმირებულობისა
და
მხარდაჭერის მოსაპოვებლად, განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობითი ვიზიტი საზღვარგარეთ (ბელგია,
ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი), სადაც გაიმართა შეხვედრები
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან და ქართული
დიასპორებთან.
შეხვედრებზე განიხილულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტები და პროგრამები, ამასთან
ერთად, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ისეთ საკითხებზე,
რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან
ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და
ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
აფხაზეთის მთავრობა პირველი დღეებიდანვე შეუერთდა საქართველოს
ხელისუფლების ინიციატივას საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისათვის
ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. საამისოდ, საგანგებოდ
გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე აკუმულირებულ იქნა 39321 ლარი, რომლის
ფარგლებში აფხაზეთის მთავრობამ შეიძინა და უკრაინაში ჰუმანიტარული
სამედიცინო ტვირთის სახით გააგზავნა სისხლის გადასხმის სისტემები, საბავშვო
კვება და ჰიგიენური საშუალებები.
5
II. ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია, დევნილთა უფლებები
და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
მიმართულების ფარგლებში გაწეული ხარჯი შეადგენს 720314 ლარს, რაც
346 732 ლარით (92,8%-ით ) მეტია 2021 წელთან შედარებით (373 582 ლარი).
ინსტიტუციური განვითარება.
ინსტიტუციური განვითარება, როგორც ორგანიზაციულ-მმართველობითი
საკითხების სრულყოფისა და აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლობითი როლის გაძლიერებაზე
მიმართული საქმიანობა,
შეიცავდა 3 განზომილებას: 1) საქართველოს
ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებების კოლეგიალურ ორგანოებში
მონაწილეობა; 2) ადამიანური კაპიტალის გაძლირება; 3) შიდა მმართველობითი
საკითხების სრულყოფა და სამართალშემოქმედება.
1) საქართველოს ცენტრალური
კოლეგიალურ ორგანოებში მონაწილეობა:
ხელისუფლების
დაწესებულებების
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (რ.
აბაშიძე) გახლდათ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის
მინისტრი (ნ. გაბელია) იყო „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის
განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26
იანვრის N44 დადგენილებით დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის
სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის
წევრი;
- აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის მინისტრი (ლ. ჩაკვეტაძე) გახლდათ საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს „რეფერალური მომსახურების“ კომისიის
წევრი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა
მინისტრი
(დ.
ფაცაცია)
იყო
„საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021
- 2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრის მოადგილე (გ. ბულისკერია) იყო საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის მოადგილე (გ. ჯინჭარაძე) იყო საქართველოს საგარეო საქმეთა
6
სამინისტროს საგრანტო პროგრამის - ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა წევრი“ ფარგლებში შექმნილი კომისიის წევრი.
2) ადამიანური კაპიტალის გაძლიერება
ამ მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მათ
სისტემაში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი
ტრენინგი. კერძოდ:
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში
ტრენინგ-კურსი - „რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტი“
(1-მა
თანამშრომელმა);
ტრენინგ-კურსი - „მოხელის მენეჯერული უნარები“
(3-მა
თანამშრომელმა);
ტრენინგ-კურსი - ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების
განვითარება“ (2-მა თანამშრომელმა);
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტრენინგ-კურსი
,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ (სსიპ – ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს
1 -მა თანამშრომელმა);
IOSH საერთაშორისო სერტიფიცირების მოსაპოვებელი პროგრამა.
(შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა.) - აფხაზეთის
სავაჭრო-სამრეწველო პალატის 1-მა თანამშრომელმა);
ტრენინგი/სასწავლო კურსი: „ArcGIS საბაზისო კურსი
და
„გეოინფორმაციული სისტემების II დონის კურსი“ (სსიპ - აფხაზეთის ქონების
განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს 1-მა თანამშრომელმა);
კავკასიური სახლის ინიციატივით ორგანიზებული სალექციო კურსი
„საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის შიდა
დიალოგის გაძლიერება“; (1-მა თანამშრომელმა);
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიიის
ორგანიზებით ჩატარებულ ერთკვირიან ონლაინ ტრენინგკურსი „ინკლუზიური
ზრდა“ (IG); (1-მა თანამშრომელმა);
საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში სატრენინგო კურსი
,,გუნდური მუშაობა და გუნდური კომუნიკაცია" და ,,კონფლიქტების მართვა“; (8მა თანამშრომელმა);
სასწავლო კურსი: „ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური
ანგარიშგება სსბასს (IPSAS) საფუძველძე ადგილობრივი თვითმმართველობების და
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებისათვის“ (სსიპ - აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და
დასაქმების ხელშემწყობი ცენტრის - ბიზნეს ინკუბატორის 1-მა თანამშრომელმა);
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროში
რონდელის ფონდის სასწავლო პროგრამა ,,საჯარო მოხელეთა
პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და
მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ (1-მა თანამშრომელმა);
7
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ
ორგანიზებული 2 ტრენინგი/სემინარი: ,,ეფექტიანობის აუდიტი“ და ,,შიდა
აუდიტის მარწმუნებელი და საკონსულტაციო როლი დაწესებულებაში“ (შიდა
აუდიტის სამსახურის უფროსმა);
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტრო
ტრენინგი: „სავალდებულო და შერჩევითი ინვენტარიზაცია საბიუჯეტო
ორგანიზაციებში“ (5-მა თანამშრომელმა);
„ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების პრინციპები
საჯარო სექტორში (სრული კურსი)“ (2-მა თანამშრომელმა);
იუსტიციისა და
მინისტრის აპარატი
სამოქალაქო
ინტეგრაციის
საკითხებში
აფხაზეთის
საქართველოს სახელმწიფო უწყებებში კონფლიქტებზე ან/და
კონფლიქტით
დაზარალებული
მოსახლეობის
საჭიროებებზე
მომუშავე
მოხელეების გადამზადება და ამ მიზნით მათთვის 2-დღიანი ვორქშოპი
კონფლიქტის ანალიზისა და ტრანსფორმაციის საკითხებზე (1-მა თანამშრომელმა).
გარდა ზემოაღნიშნულისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
საბიუჯეტო ორგანიზაციების საფინანსო სამსახურების 18-მა თანამშრომელმა
გაიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და აფხაზეთის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტროს ონლაინ ტრენინგი „საბიუჯეტო ორგანიზაციების
ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა საერთაშორისო სტანდარტების
(IPSAS) მიხედვით“.
3)
შიდა
მმართველობითი
საკითხების
სრულყოფა
და
სამართალშემოქმედება
საჯარო ფინანსური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლის აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებში დაიწყო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის
პროცესი, რომელიც, მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი
მოთხოვნების შესაბამისად, შეიცავს 3 ეტაპს და სრულად მთავრდება 2025 წელს. ამ
სისტემის დანერგვის მიზანია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, ეკონომიური,
ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენება.
ამ მიზნისთვის აფხაზეთის მთავრობის მიერ ჩატარდა პრაქტიკული
კონფერენცია „შიდა კონტროლის სისტემა ეფექტიანი მმართველობისთვის
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში“.
8
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულია
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
დანერგვისათვის საჭირო
„ტიპურ“
დოკუმენტთა
პაკეტი,
რომელიც
ხელს
შეუწყობს
საჯარო
დაწესებულებებში შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების
პროცესს.
„საბიუჯეტო
ორგანიზაციების
მიერ
საჯარო
სექტორის
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების)
საფუძველზე
ფინანსური
აღრიცხვა-ანგარიშგების
წარმოების
შესახებ“
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020
წლის 5 მაისის №108 ბრძანების შესაბამისად, ყველა სამინისტროში (მინისტრის
აპარატში) შემუშავდა და დაინერგა ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა.
აღმასრულებელი
ხელისუფლების
განხორციელების
სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის გამოცემულ იქნა 10 კანონი, აფხაზეთის
მთავრობის 18 დადგენილება, აფხაზეთის მთავრობის 58 განკარგულება და
მინისტრის ნორმატიული ხასიათის 6 ბრძანება.
2022 წლის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთლიან ნორმატიულ-სამმართლებრივ ბაზას შეადგენს:
აფხაზეთის 10 კანონი;
აფხაზეთის მთავრობის 67 დადგენილება;
მინისტრის 14 ბრძანება.
სამოქალაქო ინტეგრაცია
საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა პროგრამა ,,სამშვიდობო ინიციატივები,
სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ
მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“
პროგრამის მიზანი იყო
სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის
მხარდაჭერა და სამშვიდობო რესურსის გამოყენება ქართულ-აფხაზური
ურთიერთობების
დასარეგულირებლად,
ასევე,
ომით
დაზარალებულ
მოსახლეობას შორის ანტაგონიზმის მოხსნა, მშვიდობიანი თანაარსებობის,
ურთიერთქმედების, თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. პროგრამა
მოწოდებული იყო ხელი შეეწყო პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე
თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ხალხთაშორისი კომუნიკაციისა და
ურთიერთობების
გაძლიერებისთვის
და
გაეაქტიურებინა
აკადემიური
პერსონალის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეების როლი შერიგების, ნდობის მშენებლობისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში.
პროგრამა შედგებოდა 4 ქვეპროგრამისგან:
1.1 ,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების
მხარდაჭერა“;
1.2 ,,მშვიდობის ლაბორატორია“;
1.3 ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“;
1.4 ,,დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა.
9
1.1
,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების
მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 9 ღონიძიება:
,,ციფრული დიპლომატია“ - რომელიც ითვალისწინებდა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრები 10-მდე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდის სწავლებაგადამზადებას თანამედროვე მედია-ტექნოლოგიების მიმართულებით.
,,მშვიდობის ფორმულა“, რომელიც ითვალისწინებდა ა(ა)იპ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრის პროექტის
პრეზენტაციას, ქართულ-აფხაზურ დიალოგში საქართველოში აკრედიტირებული
დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მეტი
ჩართულობის მიზნით.
„სამშვიდობო გზავნილები და დიალოგი აფხაზებთან“ - პროექტი
ითვალისწინებდა გადამღები ჯგუფის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის
ხუთ ქალაქში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, თელავი) სამშვიდობო ვიდეომიმართვების ჩაწერას და სოციალურ ქსელში გავრცელებას.
„აფხაზეთობა 2022” - აფხაზეთის დღის აღვნიშნის ფარგლებში სხვადასხვა
ღონისძიების გამართვა (იმერსიული პროექცია ,,აღმოაჩინე აფხაზეთი” - ციფრული
მუზეუმი, ფოტოგამოფენა ,,კადრები აფხაზეთიდან”, კონცერტი) და სამახსოვრო
საჩუქრების გადაცემა.
„ლიდერები მშვიდობის მშენებლობისთვის“ - პროექტი ითვალისწინებდა
აფხაზი (3 მონაწილე) და ქართველი (5 მონაწილე) ახალგაზრდების შეხვედრას და
ტრენინგებში მონაწილეობას ქალაქ სტამბოლში (თურქეთი). პროექტის ფარგლებში
გაიმართა სამდღიანი ტრენინგი, „მრგვალი მაგიდა“, კულტურული საღამო,
გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა და მოეწყო კულტურული
ტური.
„მეგრულ-აფხაზური სახლი „აბაყა“ - პროექტი ითვალისწინებდა ა(ა)იპ
ემიგრანტთა ბაღთან “ფესვები” თანამშრომლობით, ქ. ზუგდიდში ემიგრანტთა
ბაღის სივრცეში, მეგრულ - აფხაზური სახლ "აბაყას" გახსნასა და კეთილმოწყობას,
შემეცნებითი ხასიათის მეგრულ-ლაზურ-სვანურ-აფხაზური პოეზიისა და
ფოლკლორის ფესტივალის მოწყობას.
„დევნილთა მოსაზრებებისა და ინიციატივების მობილიზება“ - პროექტი
ითვალისწინებდა ორდღიან სადისკუსიო შეხვედრას კონფლიქტებზე მომუშავე
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და აკადემიურ სექტორთან.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების
საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის პრეზენტაცია“.
,,აფხაზეთიდან
იძულებით
გადაადგილებულ
მოზარდთა
და
ახალგაზრდათა შემეცნებით - საგანმანათლებლო ბანაკი“.
ბანაკი გაიმართა დაბა ბაკურიანში, სადაც მონაწილეობდა აფხაზეთის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 13 ქართველი მოზარდი.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 120 534 ლარი შეადგინა.
10
1.2 ,,მშვიდობის ლაბორატორია“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 14 ღონისძიება:
,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო“ - პროექტი ითვალისწინებდა
მინისტრის აპარატის ბაზაზე სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხების მიმართულებით ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს
შექმნას
(12 წევრი), მათთვის ტრენინგების ჩატარებას ინიციატივებისა და
წინადადებების შემუშავებაზე.
„დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
მთავრობის
პროგრამებში“
პროექტი
ითვალისწინებდა ორდღიან შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წარმომადგენლების, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებისა და
დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით.
„ქართულ-აფხაზური კულტურული ღონისძიება და კულტურის
როლი სახალხო დიპლომატიაში“ - ღონისძიება განხორციელდა ახალგაზრდა
ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლის მიზანი იყო
ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია და ქართულ-აფხაზური
ურთიერთობების წახალისება. ღონისძიება ითვალისწინებდა დისკუსიების
გამართვას კულტურის, როგორც სახალხო დიპლომატიის როლსა და მის
გამოყენებაზე და, ასევე, სხვა ელემენტებს.
ცნობადობის ამაღლების (awareness raising) პროგრამა: „ევროკავშირის
ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“ - პროექტი
სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონულ
წარმომადგენლობასთან ერთად განხორციელდა და ითვალისწინებდა აფხაზეთის
მთავრობის საჯარო მოხელეეთან (26 მონაწილე) ქართულ და ინგლისურ ენებზე
საინფორმაციო შეხვედრებს, სალექციო კურსს და ტესტირებას.
პანელური
დისკუსიები
თემაზე
,,ჰიბრიდული
ომი
და
ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ .
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ოკუპირებულ აფხაზეთში
ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“
„გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენის პრეზენტაცია“ - პროექტი
ითვალისწინებდა ვირტუალურ ტურს ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე,
ქართულენოვანი ანიმაციის შექმნას, რომის ოპერის არქივში დაცული გიორგი
აფხაზის ნამუშევრების (გრაფიკული დიზაინი, სასცენო ესკიზები) გამოფენას,
რომელიც გაიმართა საქართველოს ხელოვნების სასახლეში .
„სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრება“ - პროექტი ითვალისწინებდა
სპორტულ-შემეცნებით და სათავგადასავლო-საგანმანათლებლო აქტივობებს.
მონაწილეობა მიიღო 80 ახალგაზრდამ.
„ფერწერა აფხაზეთიდან“ - პროექტის ფარგლებში კონკურსის
შედეგად შერჩეულმა 11-მა ახალგაზრდამ გაიარეს გრაფიტით ხატვის ონლაინ
კურსი.
„ევროკავშირის
თემაზე
პირველი
აფხაზურენოვანი
სახელმძღვანელოს
„შვიდი
ნაბიჯი
ევროკავშირის
გასააზრებლად“
აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია და ცნობიერების ამაღლების პროგრამის
11
- „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების
მიღების მექანიზმი და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი გადაწყვეტილების
მიღების პროცედურებში“ მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა“.
„ევროპული არდადეგები“ - პროექტი ითვალისწინებდა სემინარების
ციკლს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის საკითხებზე, დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ
თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, ქართული
კულტურისა და იდენტობის, როგორც ევროპული ოჯახის კუთვნილება. პროექტში
მონაწილეობდა 200 ახალგაზრდა.
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონში“ - პროექტი ითვალისწინებდა სამეგრელო-ზემო
სვანეთში და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 35 დევნილი და
ადგილობრივი ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარისთვის გადაუდებელი და
პოსტ-კრიზისული საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობას სოციალური
სერვისების მიწოდების გზით.
,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“ - პროექტი ითვალისწინებდა
10 ქართველი (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის
მართლმადიდებლური სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები
თბილისიდან) და 10 უკრაინელი (გრუშევსკის სახელობის სკოლიდან) დევნილი
ბავშვის დამეგობრებას, ასევე, კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების
მიზნით, ორდღიან ტრენინგს, თემატური ფილმის ჩვენებას, მონაწილეების მიერ
სამშვიდობო გზავნილების პოსტერებისა და ნახატების შექმნასა და გამოფენას.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აფხაზეთი, საქართველოს
ერთიანი სივრცე: სტრატეგიული მიმართულებები და ახალი გამოწვევები“.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 77 790 ლარი შეადგინა.
1.3. ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი 5 ღონისძიება:
,,ინტეგრაცია მომავლისათვის“ - პროექტი ითვალისწინებდა გალის
ოკუპირებული ტერიტორიიდან ქ. თბილისში 5 ეთნიკურად ქართველი
აბიტურიენტების ჩამოყვანასა და განთავსებას წარმატებული დევნილი
ახალგაზრდების 5 ოჯახში, მათთვის რესოციალიზაციის პრობლემებსა და
გადაჭრის გზებზე ტრენინგის ჩატარებას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა
გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოებას,
მათში იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების
შეძენა/გამომუშავებას, რომელიც
აუციელებლია სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესისათვის. ამ
მიმათულებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ინტეგრაციის პოლიტიკა და მისი
დადებითი ასპექტები.“.
,,დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ - პროექტი,
რომელიც
გულისხმობდა
არაფორმალური
აქტივობების,
შემეცნებითსაგანმანათლებლო ტრენინგების და დისკუსიების გამართვას, განხორციელდა სამ
ეტაპად და სამ ლოკაციაზე 1) ქ. ფოთი, სსიპ აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ბაზა,
12
50 მონაწილე ახალგაზრდა; 2) ქ. რუსთავი, 45 მონაწილე ახალგაზრდა; 3) ქ.
ზუგდიდი, 70 მონაწილე ახალგაზრდა.
,,შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად აფხაზურ ენაზე“ - პროექტი
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (European Public Law OrganizationEPLO) ერთად განახორციელდა და ითვალისწინებდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტის ,,შვიდი ნაბიჯი
ევროკავშირის გასააზრებლად“ აფხაზურ ენაზე თარგმნას.
„ჩართულობისა და ინტეგრაციის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“,
რომელშიც
სოციალურად დაუცველი, შშმ პირის სტატუსის მქონე
75
ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პარტნიორობა გაგვიწია ა/ო ,,საქართველოს არაფორმალური განათლების
ინსტიტუტმა“, შპს ,,კაპიტალმა“; შპს ,,ფანდეი ენთერთეინმენთმა“ და წმინდა
,,ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდმა“.
„ინტეგრაციისა და ჩართულობის მოზარდთა და ახალგაზრდათა
ბანაკი შშმ პირებისთვის“ პროექტი
ითვალისწინებდა შეზღუდული
შესაძლებლობების სტატუსის მქონე 20 მოზარდის (მშობლის/მეურვის
თანხლებით) ახალგაზრდის განთავსებას ბანაკში.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 143 753, 85 ლარი შეადგინა.
1.4 ,,დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა 4 შეხვედრა, რომელიც
ემსახურებოდა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების
პრობლემების იდენტიფიცირებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას,
სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებას, მათთან კომუნიკაციის ეფექტიანი
საშუალებების შექმნას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ემიგრანტების პოტენციალის
სრულად გამოყენებას და მათ აქტიურ ჩართულობას ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობებსა და სამშვიდობო პროცესებში. შეხვედერბი გაიმართა ქ.
ბრიუსელში, თესალონიკში, პრაღაში და მადრიდში.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და ასოციაციას ,,ყველანი
ბავშვები ვართ“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ყოველწლიურად გაემგზავრებიან ესპანეთში
კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით.
დიასპორებისთვის შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, რომელიც მუდმივ
რეჟიმში უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას აფხაზეთიდან დევნილთა
საჭიროებების შესახებ და, ზოგადად, აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს
ქართული საკვირაო სკოლის “ფესვები” მხარდაჭერა“. რომის ქართული დიასპორის
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს საკვირაო სკოლას
“ფესვები” გადაეცა 22 წიგნი და პროექტორი, რაც ხელს შეუწყობს რომში მოქმედი
საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის (მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი
ახალგაზრდებისთვის) ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას და
13
საზღვარგარეთ ქართულ-აფხაზური კულტურული საღამოების სრულყოფილად
ორგანიზებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 71855.78 ლარი შეადგინა.
პროგრამის - ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის
აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების
გაძლიერება“ - ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 413 933 ლარი შეადგინა.
2. დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა
მხარდაჭერის პროგრამა.
პროგრამა ითვალისწინებდა დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური
ინტეგრაციის ხელშეწყობას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას,
თვითდასაქმების პერსპექტივის შექმნას, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს
შორის სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და ახლებური ტიპის დიალოგის
ხელშეწყობას, სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების,
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა ლიდერების ძალისხმევით
კონფლიქტის გაანალიზებას და შესაბამისი მექანიზმებით მისი უარყოფითი
შედეგების დაძლევას.
პროექტის ფარგლებში:
საირმეში შშმ პირის სტატუსის მქონე 40 ბავშვისთვის გაიმართა პროექტი
,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს”.
ჩატარდა ტრენინგი „არაკომერციული პროექტებისათვის ფონდების
მოძიება (Fundraising) და მართვა“.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისთან და კასპის
მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, კასპში ჩატარდა ტრადიციული
„კასპის ღია ტურნირი კარატეში“. ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გალის
რაიონიდან ჩამოყვანილ იქნა 15 სპორტსმენი.
ასოციაცია „ჩვენის“ თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილი და
უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის გაიმართა პროექტი „მშვიდობა
მსოფლიო ბავშვებს“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კონცერტი.
აფხაზეთობასთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა სახის
ღონისძიება გაიმართა: ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“; ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის საარქივო და ფოტომასალის „აფხაზეთი - ხელნაწერ
მემკვიდრეობაში“ ჩვენება; აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეთა პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხატვრო
აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზაციის ჩართულობით
ჩატარდა ღონისძიება „ავანგარდი თუ დამოუკიდებლობა“ გამოფენა-პერფორმანსი,
რომელიც ეძღვნებოდა ოკუპაციას. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო
აფხაზეთიდან დევნილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა (40-მდე ახალგაზრდამ).
ორგანიზაცია
„ჯანმრთელ
მომავლთან“
თანამშრომლობით,
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ 500-ამდე (მ.შ. 135 აფხაზეთის ოკუპირებულ
14
ტერიტორიაზე მცხოვრებ) პირს სოფელ რუხის სამედიცინო ცენტრში, უფასო
მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამასთან,
ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.
პროგრამის
ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა სასტუმროსა და კვების ხარჯები.
პროექტი ,,აფხაზეთობა აჭარაში” ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის
კულტურული აქტივობები; გაიმართა დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე
აფხაზეთი“ ჩვენება; დევნილ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ სათამაშოები.
პროგრამის ბიუჯეტიდან უზრუნველყოფილ იქნა 15 მოწვეული სტუმრის
ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები.
საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხორორწყუს ეპარქიის
განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი საზაფხულო
სკოლა „მომავლის ელჩები“. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ
ბავშვებთან ერთად პროექტში მონაწილეობა მიიღო გალის რაიონის სოფ. ოტობაიას
საჯარო სკოლის 18-მა მოსწავლემ.
აკვაპარკ ,,ჯინო ფერედაისთან” თანამშრომლობით 50-მდე დევნილი
მოზარდისათვის განხორციელდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება.
პროექტ ,,ევროპული არდადეგების” მხარდასაჭერად დაფინანსდა 70
მოწვეული სტუმრის ტრანსპორტირების ხარჯები. პროექტში მონაწილეობა მიიღო
300-მა ახალგაზრდამ.
გაიმართა 2 სამუშაო შეხვედრა ,,დიალოგი მშვიდობისათვის”,
რომელშიც 50-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა.
ა(ა)იპ “ასოციაცია ჩვენ”-თან თანამშრომლობით გაიმართა 2
საქველმოქმედო ღონისძიება ,,მშვიდობიანი გარემო”. ღონისძიების ფარგლებში
300-ამდე დევნილი მოზარდისათვის ჩატარდა წინასაახალწლო კონცერტი.
აკადემია ,,გულანთან” თანამშრომლობით ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
გაიმართა ღონისძიება ,,გვახსოვს აფხაზეთი”, რომელსაც 200-ამდე პირი
ესწრებოდა.
ჩატარდა ღონისძიება ,,ვერთიანდებით მშვიდობისთვის”, რომლის
ფარგლებში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო
დრამატულ თეატრში გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზი
მოსწავლეების მიერ მომზადებული სპექტაკლის ,,სამოთხის ბილეთი“ ჩვენება.
,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო
ორგანიზაციის” თანამშრომლობით ქ. სენაკში აკაკი ხორავას სახელობის
სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართა ,,,საქველმოქმედო ღონისძიება”.
რომელსაც დაესწრო 400-ამდე აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი
მაცხოვრებელი.
პროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 125 958 ლარი შეადგინა. პროგრამა
ამოქმედდა 2022 წელს.
3. დევნილთა მომსახურების ცენტრების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებდა
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინიციატივების
15
მხარდაჭერას, მათი ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და მათ
სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივაში ჩართვის ხელშეწყობას, მათ შორის
პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას, ინტერესის სფეროში დახელოვნების
ხელშეწყობას,
საერთაშორისო
საზოგადოების
ჩართულობის
კუთხით
თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ პროცესებში აფხაზეთის მოსახლეობის
ჩართულობის ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში:
მსოფლიო საპატრიარქოს როდოსის მიტროპოლიასთან ერთობლივი
პროექტის ფარგლებში, კუნძულ როდოსზე,
ბავშვთა საერთაშორისო
საზაფხულო
ბანაკში, გაგზავნილ იქნა აფხაზეთიდან დევნილი 22 და
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი 16 მოზარდი და 8
თანმხლები პირი. გაწეულმა ხარჯმა 35300 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ღონისძიებისთვის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ მიერ
დამატებით გახარჯულ იქნა 1830 ლარი.
ქ. ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მოსწავლეახალგაზრდობის სასახლეში გაიხსნა დევნილთა მომსახურების ცენტრი, სადაც
იმართებოდა სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები. სულ ცენტრი
მოიცავს 68 ახალგაზრდა ბენეფიციარს.
დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების 150 ობიექტზე განხორციელდა
სამუშაო ვიზიტები, რომლის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა
საჭიროებების კვლევა, მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაციების მიწოდება;
დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ობიექტებისა და იქ მაცხოვრებელი
ოჯახების შესახებ მონაცემთა ბაზის განახლება.
ქ. თბილისში, ა(ა)იპ ,,სულიერების ცენტრის“ ბაზაზე განთავსებულ
დევნილთა მომსახურების ცენტრში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა
150-ამდე დევნილი მოზარდის ტრენინგი (მათ შორის, დისტანციურ ფორმატში
ერთვებოდა 75-ამდე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
ბენეფიციარი)
სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენისა და სხვა
საგანმანათლებლო მიმართულებებით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა
ინგლისური ენის პედაგოგის შრომის ღირებულება.
ქ. სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ
სკოლა-გიმნაზიასთან თანამშრომლობით, ქ. სენაკში მცხოვრები 25 დევნილი
ახალგაზრდებისთვის 8 სხვადასხვა საგანმანათლებლო სესია განხორციელდა.
მომზადდა ქ. ზუგდიდში ან/და ქ. ბათუმში დევნილთა მომსახურების
ცენტრის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული მომსახურების
ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება 2023 წელს.
„დევნილთა მომსახურების ცენტრების“ პროგრამის ფარგლებში გაწეულმა
ხარჯმა 128 880 ლარი შეადგინა. პროგრამა ამოქმედდა 2022 წელს.
სულ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გაიხარჯა 668 771 ლარი.
16
სხვა ღონისძიებები სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით
ევროინტეგრაციის
საკითხებთან
დაკავშირებით
გაიმართა
სადისკუსიო ფორმატის შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ და
ქართულ
უნივერსიტეტებში ჩარიცხულ, ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად
მცხოვრებ სტუდენტებთან (სულ 240 სტუდენტი). შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის
წარმომადგენელი.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლადამთავრებულმა 180-მდე
სტუდენტმა,
შერიგებისა
და
სამოქალაქო
თანასწორობის
საკითხებში
საქართველოს
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატთან
თანამშრომლობით,
მონაწილეობა მიიღო ნატოს და ევროპის საინფორმაციო ცენტრში გამართულ
შეხვედრებში თემაზე - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“.
„მეხსიერების ბარათი“ („გვიამბე აფხაზეთზე“) - აღნიშნული
პროექტის ფარგლებში არა აფხაზეთის მკვიდრი, წარმატებული და საინტერესო
ადამიანები საუბრობენ და იხსენებენ აფხაზეთს. ამ პროექტის ფარგლებში ჩაიწერა
ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ნონა გაფრიდაშვილი, ნიკოლოზ
რაჭველი, გიორგი ვოლსკი, დავით ლიკლიკაძე და ა.შ.
„წარმატების
STORY“ წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან
საუბრობენ მათ წარმატებაზე, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზებზე,
სამშვიდობო ინიციატივებზე.
„ისწავლეთ აფხაზური ჩვენთან ერთად“ - სოციალური ქსელებზე
მორგებული ამ პროექტის მიზანი იყო ნებისმიერ მსურველს დღეში ერთი,
აფხაზური სიტყვის სწავლის შესაძლებლობა მისცემოდა. გრაფიკული - ვიდეო
მასალების განთავსება ხდებოდა ინსტაგრამ გვერდზე.
პროექტი „მშვიდობის ფორმულა“, რომლის ფარგლებში მომზადდა
ინტერვიუები საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან.
ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად
მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის
ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე
უფლებამოსილი
პირების
ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა
და
საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ მიერ განხილულ იქნა 77 განაცხადი,
რომელთაგან დადებითი პასუხი გაეცა 59-ს, ხოლო უარყოფითი - 18-ს.
2021 წელთან შედარებით მომართვიანობა გაზრდილია 22,2 %-ით. 2021
წელს განხილულ იქნა 63 განაცხადი, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაიცა - 57
განცხადებაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში მოქმედებდა აფხაზეთის
17
ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის
დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიები.
სულ განხილულ იქნა 899 განცხადება, მიღებულია 851 დადებითი
გადაწყვეტილება; 40 უარყოფითი გადაწყვეტილება; ადმინისტრაციულ წარმოება
გაგრძელდა 3 განცხადებაზე; შეჩერებულია წარმოება/არ გამოცხადდა - 5.
2021 წელთან შედარებით მომართვიანობა გაზრდილია 127 %-ით. 2021 წელს
შემოსულ იქნა 396 განაცხადი, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაიცა -334
განაცხადი.
საანგარიშო პერიოდში, წინა წლების ანალოგიურად, ხორციელდებოდა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წვევამდელების გაწვევა სამხედრო
სავალდებულო სამსახურში.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნა 159 წვევამდელი,
ხოლო ალტერნატიულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში - 11
გაწვევიდან გადავადების მოსაკრებელი (2 000 ლარი) გადაიხადა 27
წვევამდელმა.
გარდა ამისა, გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნა 60 პირი.
კერძოდ,
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში -20 მოქალაქე, თავდაცვის
სამინისტროს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში - 31, ხოლო
ტერიტორიულ რეზერვში -9
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების
მიზნით შექმნილმა კომისიამ საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების
შესაბამისად, 368 პირთან მიმართებაში აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მიღებული განათლება, კერძოდ: საბაზო განათლება - 24 პირს, სრული განათლება 282 პირს, ცალკეული კლასები - 62 პირს.
,,ოკუპირებული რეგიონების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების“ პროგრამის შესაბამისად,
რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2020 წლის
31 დეკემბერს N1245272 ბრძანებით დამტკიცებულია, ყოველკვარტალურად
მზადდებოდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
წარედგინებოდა გალის რაიონის 28 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
დასაქმებულთა მონაცემები მათთვის ფინანსური დახმარების გაცემის მიზნით.
დახმარების ოდენობა 2022 წლისთვის განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) დირექტორებისთვის 1050 ლარის ოდენობით;
ბ) პედაგოგებისთვის 1020 ლარის ოდენობით;
გ) ტექნიკური პერსონალისთვის 675 ლარის ოდენობით.
2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ბენეფიციართა რაოდენობა
შეადგენდა 913 პირს. მათ შორის: მასწავლებელი -707, დირექტორი -21, ტექნიკური
პერსონალი - 185.
18
მეორე ოტობაიასა და ნაბაკევში მოქმედი საჯარო სტატუსის მქონე
აფხაზეთის #16 და #13 საჯარო სკოლების მასწავლებელი და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალი ფინანსდებოდა ყოველთვიურად, საქართველოში მოქმედი
ვაუჩერული სისტემის შესაბამისად.
.,,ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
განთავსებული
სახელმწიფო უძრავი ქონების საკადასტრო აღწერის“ პროგრამის ფარგლებში
განხორციელდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ 48
სხვადასხვა სახელმწიფო უძრავ ქონებაზე
პირველადი სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის მოძიება (ესპლიკაცია, თან ერთო ფოტო, საკადასტრო აზომვითი
ნახაზი და სხვა. აქედან 21 ობიექტი დამუშავებულია ArcMap პროგრამის წესის
სრული დაცვით.
პროგრამის შესრულებამ 33 600 ლარი შეადგინა.
არქივის მართვა
არქივის მართვის პრიორიტეტს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საარქივო ფონდის სტანდარტების შესაბამისი დაცვა, აღრიცხვა,
საარქივო ფონდის შევსება/გამდიდრება, ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა
და არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე იურიდიული და ფიზიკური
პირების მომსახურება.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ იქნა ახალი 501
საქმე. მათ შორის მუდმივად შესანახი - 423, ხოლო ხანგრძლივად შესანახი - 78.
არქივ საცავში ინახება 57 დაწესებულების 1992-2022წ.წ-ს საარქივო ფონდი,
სულ 10246 საქმე.
მიმდინარეობს დოკუმენტების დიგიტალიზაცია. უკვე გაციფრულია 11 209
საბუთი.
დოკუმენტების გამოყენების თვალსაზრისით აფხაზეთის არქივის
სამმართველოში შემოვიდა 460 მოთხოვნა; გაცემულია 516 წერილობითი პასუხი.
საარქივო სერვისების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა არქივის
სამმართველოს მუშაობის განახლებული კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს
სერვისების
ელექტრონული
პლატფორმის
შექმნას,
თანამშრომელთა
გადამზადებას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შესაბამისი
სიდიდის ფართში განთავსებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
მიმდინარეობს კონსულუტაციები საქართველოს ცენტრალურ უწყებებთან.
მიმდინარეობს მუშაობა სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ პროექტ „ჩემი სახლის“ ფარგლებში
მოპოვებული და დაცული დოკუმენტაციის აფხაზეთის არქივისთვის გადმოცემის
საკითხზე. შესაბამისი დოკუმენტაციის (გაეროს მიერ 2005 წლის 28 ივნისს
მიღებული დოკუმენტი,ე.წ.“პინეიროს პრინციპები“, 15.7) დამუშავების შედეგად
შეიძლება დაარქივდეს ისეთი მნიშვნელოვანი ცნობები, რომლებიც მომავალში
შესაძლოა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შექმნისა და საკუთრების უფლების
რეგისტრაციის საფუძველი გახდეს.
19
ადამიანის უფლებებისა და დევნილთა ინტერესების დაცვა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ
სამართლებრივი კონსულტაციები გაეწია 1344 პირს, მათ შორის „იძულებით
გადაადგილებულ პირთა-დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში - 335-ს. გაწეულმა ხარჯმა 17 943 ლარი შეადგინა. კონსულტაციები
ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის პირადობის ნეიტრალური
მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება; ბ) დევნილთა
საცხოვრებლით უზრუნველყოფა; გ) მოქალაქეობის მიღება; დ) აფხაზეთის ომში
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ცნობის მიღება; ე) შრომის სტაჟის
დადგენა და სხვა.
მომზადდა
კონფერენცია
თემაზე
„ოკუპირებულ
აფხაზეთში
ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“. კონფერენციაში
მონაწილეობდნენ კონფლიქტებზე მომუშავე ქართველი და უცხოელი აკადემიური
წრის წარმომადგენლები, ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო უწყების და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის
უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევი.
საინფორმაციო არხებითა და მედია-მონიტორგის საშუალებით
ხორციელდებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე
მოვლენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოძიება
და დამუშავება.
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროსთან
ეფექტური
თანამშრომლობის შედეგად, სოფელ რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) 2022
წლის 12 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო სანოტარო ბიურომ.
სახელმწიფო ინტერესების, ადამიანის უფლებებისა და დევნილთა
ინტერესების მეტი მოცულობით დაცვის მიზნით საანგარიშო პერიოდში
შემუშავებულ იქნა საქართველოს სამართლებრივი აქტების ისეთი მნიშვნელოვანი
პროექტები, როგორიცაა:
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი; (კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად განსახილველად
წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს);
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი; (კანონპროექტი განსახილველად
წარედგინა საქართველოს პარლამენტს).
,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი
ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 აგვისტოს №400 დადგენილებაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების
პროექტი. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მიღებასთან
დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები დაინტერესებულ უწყებებთან.
20
III. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება
სოციალურ-ეკონომიკური
მიმართულებით
გაწეული
საქმიანობის
მოცულობა შეადგენს 7 136 795,8 ლარს, რაც 1 021 199,8 ლარით (16,7 %-ით) მეტია
2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით (2021წ - 6 115 596 1ლარი,).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 6327736,4 ლარს (ზრდა +
545 676,4 ლ (+9,43%); 2021წ - 5 782 0602 ლ), ხოლო სხვა აქტივობები - 809059,4 ლ
(ზრდა + 475523 ლ (+142,5%); 2021წ. - 333 536 ლ).
ჯანმრთელობის დაცვა
აფხაზეთის მოსახლეობისთვის სახელმწიფო (ცენტრალური) ჯანდაცვითი
პროგრამების ფარგლებს მიღმა არსებული სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისის
ცალკეული სახეების ხელმისაწვდომობის მიზნით საანგარიშო პერიოდში
მოქმედებდა სხვადასხვა პროფილის 4 მიზნობრივი პროგრამა:
1. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა;
2. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა;
3. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა;
4. ,,აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მომუშავე ექიმების და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების
პროგრამა.
აღნიშნული 4 პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 4183 ბენეფიციარს,
გაწეული ხარჯი შეადგენს 1 558 245 ლარს, რაც 103 119 ლარით (+ 7%) მეტია 2021
წელთან შედარებით. კერძოდ:
- ამბულატორიული დახმარების პროგრამის ფარგლებში - 1758
ბენეფიციარს - 500 478,7 ლარი.
- ჰოსპიტალური დახმარების პროგრამის ფარგლებში - 103 ბენეფიციარს 168 942 ლარი.
- სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში - 2312 ბენეფიციარს 884 324,4 ლარი.
- სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამის ფარგლებში
გადამზადდა 10 სპეციალისტი - 4500ლარი.
1 ააააააააა ააააა ააააააა ააააააააა ააააააააააა
2021 აააა ააააააააა ააააააააა ააააააა ააააააააა
4 509 216 აააააა აა აააა ააააააააააააა აააააააააააააა 2021 აააა აააააააააააა აააააააა
აააააააააააააააა 1 606 380 ააააა აააააააა.
2 ააააააააა ააააა ააააააა ააააააააა ააააააააააა 2021 აააა ააააააააა ააააააააა ააააააა ააააააააა
4 175 680 აააააა აა აააა ააააააააააააა აააააააააააააა 2021 აააა აააააააააააა აააააააა
აააააააააააააააა 1 606 380 ააააა აააააააა.
21
1. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა
მოიცავდა ათ ქვეპროგრამას:
1.1 კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევის ქვეპროგრამა - 268
ბენეფიციარი, 516 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 70 925 ლარი.
აგრეთვე, დაფარულ იქნა წინა წლის დავალიანება 3 000 ლარის ოდენობით.
მთლიანმა ხარჯმა 73 925 ლარი შეადგინა.
1.2 ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევების
ქვეპროგრამა - 538 ბენეფიციარი, 575 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ
შეადგინა 206 140 ლარი. აგრეთვე, დაფარულ იქნა წინა წლის დავალიანება 22 400
ლარის ოდენობით. მთლიანმა ხარჯმა 228 540 ლარი შეადგინა.
1.3 ენდოსკოპიური გამოკვლევის ქვეპროგრამა - 137 ბენეფიციარი, 150
ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 20 000 ლარი.
1.4 სარეაბილიტაციო და აბილიტაციური მკურნალობის ქვეპროგრამა - 120
ბენეფიციარი, 2520 ეპიზოდი. ანაზღაურებული თანხამ შეადგინა 72 660 ლარი.
1.5 ინსტრუმენტული გამოკვლევების ქვეპროგრამა - 346 ბენეფიციარი, 466
ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 22 593.70 ლარი.
1.6 ლაბორატორიული გამოკვლევის ქვეპროგრამა - 155 ბენეფიციარი, 448
ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 11 360 ლარი.
1.7 ოფთალმოლოგიური პროფილის პათოლოგიათა ამბულატორიული
ოპერაციული მკურნალობის ქვეპროგრამა - 12 ბენეფიციარი, 24 ეპიზოდი.
ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 29 280 ლარი.
1.8 დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპიუტერული ტომოგრაფიული
გამოკვლევების ქვეპროგრამა - 35 ბენეფიციარი, 75 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა
თანხამ შეადგინა 10 000 ლარი.
1.9 ორთოპედიული (სტომატოლოგიური პროთეზირება) მომსახურების
ქვეპროგრამა - 43 ბენეფიციარი, 80 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა
23 920 ლარი.
1.10 მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევის ქვეპროგრამა - 104
ბენეფიციარი, 155 ეპიზოდი. ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 8 200 ლარი.
ამრიგად, აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების
პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1758 ბენეფიციარს 5009 ეპიზოდზე.
ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 500 478.7
ლარი.
2. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა
წარმოდგენილი იყო ორი ქვეპროგრამით:
2.1 მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ქვეპროგრამით ისარგებლა 24-მა ბენეფიციარმა (24 ეპიზოდი). ფაქტობრივად
გაწეული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 129 600 ლარი.
2.2 გეგმიური კორონარული ანგიოგრაფია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 79 ბენეფიციარი. შესრულებული
სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 39 342 ლარი.
22
ამრიგად, აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა ჰოსპიტალური დახმარების
პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 103 ბენეფიციარს 103 ეპიზოდზე.
საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურმა
ღირებულებამ შეადგინა 168 942 ლარი.
3. აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალური მხარდაჭერა, როგორც
სტაციონარული/ჰოსპიტალური მკურნალობის ღირებულების თანადაფინანსების
თანხების ანაზღაურებაში წილობრივი მონაწილეობით, ასევე, სამედიცინო
დანიშნულების საგნებითა და საჭირო მედიკამენტებით. პროგრამა წარმოდგენილი
იყო ექვსი ქვეპროგრამით:
3.1 ,,ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული
მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის თანადაფინანსების
ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა, რომლის
ფარგლებში
დაფინანსდა 1 153
ბენეფიციარი. გაწეული მომსახურების ჯამურმა თანხამ შეადგინა 731 948.99 ლარი.
3.2
„ონკოპაციენტთა
დამატებითი
სამედიცინო
მომსახურების
თანადაფინანსების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში მომსახურება
ჩაუტარდა 71 ბენეფიციარს, ანაზღაურებული თანხა შეადგენს 74 999.37 ლარს.
3.3 „აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის“
ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა თბილისსა და რეგიონებში გასვლით
სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს.
ჩატარდა 9 გასვლითი ღონისძიება 10 ლოკაციაზე: ბორჯომის, მარნეულის,
ზუგდიდის (2 ღონისძიება), ხონის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკასა (დაბა ჩაქვი, ქ.ბათუმი) და თბილისში (დაბა წყნეთი
და სასტუმრო „ბახტრიონი“).
საერთო ჯამში გაისინჯა 972 ბენეფიციარი, განხორციელდა 2529 ვიზიტი
ექიმ-სპეციალისტებთან, ხარჯმა შეადგინა 47 435.26 ლარი.
3.4 „სამედიცინო დანიშნულების საგნების, ინდივიდუალური დაცვის და
პაციენტთა მოვლის საშუალებების შეძენის“ ქვეპროგრამა.
ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდულ იქნა 21 209 ლარის ღირებულების
სამედიცინო დანიშნულების საქონელი, საიდანაც 9 214,45 ლარის ღირებულების
სამედიცინო საგნები გადაეცა 94 ბენეფიციარს. ნაშთი შეადენს 11994,55 ლარს.
3.5. აფხაზეთიდან დევნილთა მედიკამენტებით მხარდაჭერის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა
ხელმისაწვდომობის
გაზრდა
ქრონიკული
დაავადებების
სამკურნალო
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და გართულებების პრევენციის მიზნით.
საანგარიშო პერიოდში დაკმაყოფილდა 22 ბენეფიციარი, ანაზღაურებული
თანხამ 8731,78 ლარი შეადგინა.
ამრიგად, „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური
მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 2312 ბენეფიციარი. გაწეული
მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 884 324,4 ლარი შეადგინა.
23
4. ,,აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მომუშავე ექიმების და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების
პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტში გადამზადების კურსი გაიარა 10-მა ბენეფიციარმა, გაწეულმა
ხარჯმა 4500 ლარი შეადგინა.
ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები
(ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულება)
გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებისა და
ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ხარისხიანი პირველადი
ჯანდაცვის
სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქმედებდა 3 მიზნობრივი
პროგრამა:
1. „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების (მათ შორის კოვიდ-სტაციონარების) მედიკამენტებით
მხარდაჭერის პროგრამა“
პროგრამის ფარგლებში შესყიდულ და გადაცემულ იქნა 43 დასახელების
14994.94 ლარის ღირებულების მედიკამენტი.
2. „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ
მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების
ანაზღაურების პროგრამა“
ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე
პირთათვის
პირველადი
საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების
ანაზღაურება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით არ
ხორციელდება, შესაბამისად, კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ პროცედურების
ანაზღაურება მეტად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად
მცხოვრები პაციენტებისთვის.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 159 ბენეფიციარი, მათ შორის - 18
წლამდე ასაკის 19 პირი. ათვისებულმა თანხამ შეადგინა 95470,60 ლარი.
3. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების
აღჭურვის პროგრამა“
პროგრამის ფარგლებში შესყიდულ და მიწოდებულ იქნა 22 996 ლარის
ღირებულების სამედიცინო აპარატურა და ქირურგიული ინსტრუმენტები.
საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გათვალისწინებით სულ
გაწეულ იქნა ხარჯი 23 896 ლარის ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა:
- ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო
დაწესებულებებს გადაეცა 280 853,96 ლარის ღირებულების 4 ერთეული სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მანქანა (მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსგან მიღებული 2 ერთეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ავტომანქანა და 1 ერთეული რეანიმობილი, ხოლო 1 ერთეული სასწრაფოსამედიცინო დახმარების ავტომანქანა მოპოვებულ იქნა „ადამიანის უფლებათა
დაცვს საერთაშორისო კომისიასთან“ (IHRC) დადებული საპროტოკოლო
24
შეთანხმების ფარგლებში). კერძოდ, გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს
გადაეცა 3 ერთეული ავტომანქანა, ხოლო 1 ერთეული გადაეცა ნაბაკევის
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს.
- 2022 წლის 20 მაისს ა(ა)იპ გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს
გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული 164 827,03
ლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების საგნები, მაღალი ხარისხის
თანამედროვე აპარატურა (რენტგენის აპარატი, ექოსკოპიის აპარატი, ანესთეზიის
აპარატი,
ჰემოდიალიზის
აპარატი
ჟანგბადის
კონცენტრატორები),
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მედიკამენტები.
- უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის „ჩეხეთის რესპუბლიკა
კარიტასის“ ფილიალმა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ ა(ა)იპ
გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსთვის გადმოგვცა 55239.08 ლარის
ღირებულების გინეკოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობა, რომელიც 2022 წლის
დეკემბერში მიეწოდა გალის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს.
- ოკუპურებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო
დაწესებულებებს მიეწოდა წინა პერიოდში შეძენილი 33 498, 85 ლარის
ღირებულების სამედიცინო დანიშნულების საგნები, ინვენტარი და მედიკამენტი.
- აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პაციენტთა და
მათი თანმხლები პირების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით,
წინა წლების მსგავსად, ფუნქციონირებდა რეფერალური ობიექტი (საცხოვრისი),
რომლითაც ისარგებლა 45-მა ბენეფიციარმა თანმხლებ პირებთან ერთად.
- ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის
სააგენტო, სხვა
შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული
ოკუპირებული
აფხაზეთის
ტერიტორიაზე
მცხოვრები
მოქალაქეების
კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცედურებში. 2022 წლის
განმავლობაში კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი იქნა 64 პაციენტი,
რომელთა შესაბამის ჯანდაცვით პროგრამებში ჩართულობისა და საორგანიზაციო
საკითხების მოგვარებას
უზრუნველყოფს ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო
დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო. გაგზავნილი შუამდგომლობების
საფუძველზე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
დაფინანსებულია 1143 შემთხვევა.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების სხვა აქტივობები
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს
ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5
პირს გადასცა ეტლ-სავარძელი.
- 8 მარტს, დევნილ მრავალშვილიან 18 დედას უფასო ამბულატორიული
გამოკვლევები ჩაუტარდათ და გადაეცათ 400 ლარის ღირებულების სასაჩუქრე
ნაკრები.
- „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისაგან (IHRC)“
ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათვალეები, ოფთალმოლოგის
დანიშნულების შესაბამისად, გადაეცა 11805 დევნილს.
25
სულ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შეადგენს 2 193 927 ლარს, რაც 300 944 ლარით მეტია 2021 წლის
მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა შეადგენს +15,89 %-ს.
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 1 692 607 ლარს, ხოლო სხვა
აქტივობები - 501 320 ლარს.
სოციალური მხარდაჭერა
სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შედაგენს 1 188 819 ლარს.
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 1 138 435 ლარს, ხოლო სხვა
აქტივობები - 50 384 ლარს.
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 10 პროგრამა:
1. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა;
2. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა;
3. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო
აფხაზეთიდან იგპ–თა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა;
4. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა;
5. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების
მხარდაჭერის პროგრამა;
6. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები
დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა;
7. დევნილთა კომპაქტური განსახლების იბიექტებში საერთო სარგებლობის
ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის
პროგრამა;
8. სოციალური სოლიდარობის პროგრამა;
9. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების
პედაგოგთა
და
ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის
ფინანსური
დახმარების პროგრამა;
10. „სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“.
1. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა
დევნილების მნიშვნელოვანი რაოდენობა განთავსებულია კომპაქტურად
ჩასახლების ობიექტებზე. საცხოვრებელი შენობები, რიგ შემთხვევაში, მოითხოვს
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ მიზნით 2022 წელს მოქმედებდა „დევნილთა
ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის“ პროგრამა, რომელიც შეიცავდა
4 ქვეპროგრამას:
1.1 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი
სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
1.2
ბინათმესაკუთრეთა
მხარდაჭერისა
და
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის
ქვეპროგრამა;
26
1.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი
სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
1.4
აფხაზეთიდან
დევნილი
შეჭირვებული
მოსახლეობისათვის
სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა.
1.1 დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი
სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისიწნებდა
დევნილთა განსახლების ადგილებში 2000 ლარამდე ღირებულების მცირე და
გადაუდებელი
სარემონტო-აღდგენითი
სახის
სამუშაოების
ჩატარებას.
ანაზღაურებულ იქნა 13 ობიექტში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების
ღირებულება 24 029 ლარის ოდენობიით. მათ შორის 4 ობიექტში სამუშაოები
შესრულდა 2021 წელს (7 089,42ლ)
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად საცხოვრებელი პირობები
გაუუმჯობესდა 415 ოჯახს (1396 დევნილი).
1.2
ბინათმესაკუთრეთა
მხარდაჭერისა
და
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის
ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:
ა) 2021 წლის საგრანტო კონკურში გამარჯვებული ა(ა)იპ - „საქველმოქმედო
ფონდ აფხაზეთის“ პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების
ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების
გაძლიერება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერა“
44 214 ლარის ოდენობით.
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში (რუსთაველის ქ. №107) სამგზავრო
ლიფტის მოწყობის ღირებულების ნაწილი, 1 471 ლარის ოდენობით, რაც
წარმოადგენს მთელი ღირებულების 10%-ს;
გ) ქუთაისის მუნიციპალიტეტში (დ. აღმაშენებლის გამზირი N112/4)
სამგზავრო ლიფტის მოწყობის ღირებულების ნაწილი 5 996 ლარის ოდენობით,
რაც წარმოადგენს მთელი ღირებულების 10%-ს.
დ) ქუთაისის მუნიციპალიტეტში (ოცხელის ქ. №2) 5 ცალი ძელსკამის შეძენამონტაჟისთვის საჭირო თანხის 20%-ი, 420 ლარის ოდენობით;
ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბარამიას ქ. №46, კორპუს №3-ში
წყალმომარაგების სისტემის წყალსაქაჩი ტუმბოს მონტაჟის ღირებულების ნაწილი
884 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მთელი ღირებულების 5%-ს.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 52 985 ლარი შეადგინა.
1.3 დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი
სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის ფარგლებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 9
ახალ ობიექტში, რომლის ღირებულებამ შეადგინა 93 381,52 ლარი. აგრეთვე,
დაფარულ იქნა 2021 წელს შერულებული სამუშაოების ღირებულება 54 490, 48
ლარის ოდენობით.
27
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად საცხოვრებელი
გაუუმჯობესდა 4000-მდე დევნილს.
ქვეპროგრამის მთლიანმა ხარჯმა 147 872 ლარი შეადგინა.
პირობები
1.4
აფხაზეთიდან
დევნილი
შეჭირვებული
მოსახლეობისათვის
სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამა.
საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამის ფარგლებში 12 ბენეფიციარს გადაეცა
10 765,55 ლარის ღირებულების სარემონტო/ სამშენებლო მასალები. აგრეთვე,
დაფარულ იქნა 2021 წელს 21 ბენეფიციარისთვის მიწოდებული სარემონტო/
სამშენებლო მასალების ღირებულება 13 455,55 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის
ფაქტობრივმა ხარჯმა 24 221, 1 ლარი შეადგინა.
მთლიანად დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 249 107 ლარი შეადგინა.
2. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა
ითვალისწინებდა
აფხაზეთიდან
დევნილ,
შესაბამისი
კრიტერიუმების მქონე პირთათვის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ერთჯერადი ფულადი დახმარებით.
ერთჯერადი დახმარებები გაიცემოდა შემდეგი 12 კატეგორიისთვის:
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
მარჩენალდაკარგული პირები;
დედ-მამით ობოლი არასრუწლოვნები;
სამ და მეტ არასრულწოვანშვილიანი ოჯახები;
100 წელს გადაცილებული პირები;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები და
ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები;
აუტიზმის
სპექტრული
აშლილობის
მქონე
არასრულწლოვნები;
სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად
დაზარალებულ ოჯახები;
მარტოხელა მშობელი;
პირი/ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე
და არ აკმაყოფილებს ზემოთმითითებულ არცერთ კატეგორიას.
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 1 410 ბენეფიციარს. გაცემულმა
თანხამ 250 345 ლარი შეადგინა.
3. „დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო
აფხაზეთიდან
იგპ–თა
სოციალური
უზრუნველყოფის“
პროგრამა
ითვალისწინებდა:
ზემო აფხაზეთიდან სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000
სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების
28
პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით
დაფინანსებას. ერთი ვაუჩერის ღირებულება შეადგენდა 270 ლარს. დახმარება
გაეწია 29 ბენეფიციარს (55 ვაუჩერი), გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 826 ლარი.
ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის (ამჟამად
უმუშევარი ან პენსიონერი) ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის
ოდენობით. დახმარება გაეწია 25 უმუშევარ პედაგოგს (5000 ლარის ოდენობით).
სულ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 54 ბენეფიციარს, გაწეულმა
ხარჯმა 19 826 ლარი შეადგინა.
4. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე
კატეგორიის ოჯახებისათვის საცხოვრებლის დაქირავებისთვის თვეში 300
ლარამდე თანხის გამოყოფას (სამიდან ექვს თვემდე ვადით). დაკმაყოფილდა 112
ოჯახის განაცხადი, გაწეულმა ხარჯმა 46 000 ლარი შეადგინა, მათ შორის
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული 2 ოჯახისთვის - 950 ლარი.
პროგრამა ვრცელდება:
სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად
დაზარალებულ ოჯახებზე (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე);
მრავალშვილიან ოჯახებზე (სამი და მეტი არასრულწლოვანი);
სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა ქულა სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შეადგენს 65 000 ლარს;
მარტოხელა მშობლებზე და აფხაზეთის ომში დაღუპული პირის
მშობლებზე;
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ
პირზე/ოჯახზე.
ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შშმ
პირი.
5. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების
მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად მძიმე
კატეგორიის ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას.
ერთჯერადი დახმარება გაეწია 337 ბენეფიციარს. გაწეულმა ხარჯმა 48 000 ლარი
შეადგინა.
პროგრამის ბენეფიციარები არიან:
სოციალურად დაუცველი (65000 ქულა) აფხაზეთიდან დევნილი
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები;
აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრები;
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში
მონაწილე ვეტერანები, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირები;
29
მარტოხელა, აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო
მოქმედებებში მონაწილე ვეტერანები.
6. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი
ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა
პროგრამა გულისხმობდა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების, რომლებიც
ცხოვრობენ დევნილთა განსახლების ობიექტებში ან სახელმწიფო საკუთრებაში
არსებულ ფართებში, დენის, წყლის და გაზის მრიცხველის მონტაჟის ფინანსურ
უზრუნველყოფას. საანგარიშო პერიოდში დაკმაყოფილდა 18 ბენეფიციარის
განაცხადი,
ხოლო
შესრულდა
27
გამრიცხველიანობა.
აბონირება/გამრიცხველიანება.
გაწეულმა ხარჯმა 19 250 ლარი შეადგინა.
7. დევნილთა კომპაქტური განსახლების იბიექტებში საერთო სარგებლობის
ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობის
პროგრამა (პროგრამული კოდი 11.13.03);
საანგარიშო პერიოდში
30 ობიექტზე (1970 ოჯახი, 5907 დევნილი)
შესრულდა
რეგისტრირებული
და
არარეგისტრირებული
ფართების
იდენტიფიკაცია, შესრულებული აზომვითი ნახაზების მონიტორინგი და, ასევე,
მათი საკადასტრო ნომრების დაზუსტება/განახლება.
გაწეულმა ხარჯმა 29 729 ლარი შეადგინა.
8. სოციალური სოლიდარობის პროგრამა.
პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად მძიმე
მდგომარეობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ პირთათვის სადღესასწაულო
დღეებში (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი) საჩუქრების
გადაცემას, რომლის ფარგლებში 948 ბენეფიციარს გადაეცა სასურსათო ნობათი.
პროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 44 548 ლარი შეადგინა.
საახალწლო ღონისძიებისთვის მხარდასაჭერად ქ. თბილისის მერიის მიერ
შეძენილ იქნა 14 998 ლარის ღირებულების 255 სასურსათო კალათა.
9. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების
პედაგოგთა
და
ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის
ფინანსური
დახმარების პროგრამა
5 სახელოვნებო სკოლისა და 9 საბავშვო ბაღის პედაგოგებს, აღმზრდელმასწავლებლებს და ტექნიკურ პერსონალს საქართველოს ბანკში გახსნილ პირად
საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა კვარტალური დახმარება. 8 საბავშვო ბაღის
გამგეებს, 5 სახელოვნებო სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს - 600-600 ლარი,
ხოლო ტექნიკურ პერსონალს - 450 ლარი. განსხვავებული წესით ფინანსდება
სოფელ საბერიოს საბავშვო ბაღი „ცისარტყელა“. კერძოდ: ყოველთვიურად ბაღის
გამგე ფინანსდება 650 ლარით; პედაგოგები - 550 ლარით, ხოლო ტექნიკური
პერსონალი 450 ლარით.
30
2021 წელთან შედარებით დაფინანსება მოემატათ 8 საბავშვო ბაღის
გამგეებს, 5 სახელოვნებო სკოლის დირექტორებსა და ტექპერსონალს 150 -150
ლარის ოდენობით, ხოლო სოფელ საბერიოს საბავშვო ბაღ „ცისარტყელას“ გამგეს,
პედაგოგებს და ტექნიკური პერსონალს 50-50 ლარის ოდენობით.
სულ
ფინანსური დახმარება გაეწია
182 ბენეფიციარს. ფინანსური
დახმარების ფაქტობრივმა ოდენობამ 418 650 ლარი შეადგინა, რაც 84 572 ლარით
(25,3%-ით) მეტია 2021 წელთან შედარებით.
10. „სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა“
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე გარდაცვლილი (მათ შორის კოვიდ 19-ით), ოკუპირებული
აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ბენეფიციართა სარიტუალო
მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე. მომსახურება გაეწია 13
ბენეფიციარს. გახარჯული თანხა შეადგენს 12 980 ლარს.
სულ სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით მოქმედი პროგრამების
ფარგლებში გაიხარჯა 1 138 435 ლარი.
სოციალური მხარდაჭერის სხვა აქტივობები
„ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გაგზავნის შესახებ“
ინტეგრაციისა და სოლიდარობის
ფონდ „FINSOL”თან
გაფორმებული
ხელშეკრულების შესაბამისად, ესპანურ ოჯახებში საზაფხულო არდადეგების
გასატარებლად გაემგზავრა 23 ბავშვი (აქედან 17 ოკუპირებული ტერიტორიდან).
გაწეულმა ხარჯმა 11 850 ლარი შეადგინა.
დედის
დღესთან
დაკავშირებით
აფხაზეთის
შეიარაღებული
კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას გაეწია ფინანსური დახმარება
100 ლარის ოდენობით თითოეულს, სულ 26 600 ლარი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ბერი ანდრიას
სახელობის ფონდის“ ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვებს გადაეცათ 115.2 ლარის
ღირებულების სათამაშოები.
დონორი ორგანიზაციისგან გადმოგვეცა 950 ყუთი გერმანული და
ამერიკული წარმოების საშობაო საჩუქრები და 1,5 ტონა ტანისამოსი, რომელიც
ეტაპობრივად დაურიგდათ აფხაზეთიდან დევნილებს და უკრაინაში საომარი
მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. სულ 350-ზე მეტი ბენეფიციარი.
გაწეული ხარჯი - 1779 ლარი;
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან
დევნილ, ჰუმანიტარული ასოციაცია „კათარზისის“ 48 ბენეფიციარს დაურიგდა
1488 ლარის ღირებულების სასურსათო ნობათი.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს კალიგრაფების (მათ
შორის
დევნილი)
ასოციაციის მიერ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის
ორგანიზებისთვის გამოიყო 802 ლარი;
ა(ა)იპ
„მცხეთის
წმინდა
ათორმეტ
მოციქულთა
სახელობის
მართლმადიდებლურ საშუალო სკოლას“ (70 აღსაზრდელისთვის), არმაზის წმ.
31
ნინოს მონასტრის მღვდელმსახურს, სოციალურად დაუცველ მრევლს და ქ.
თბილისის, წმ. მოწამე ვასილისკოს ტაძრის დევნილ მოზარდებს გადაეცათ
საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული
საჩუქრები და 250 კგ. ტანისამოსი. ხარჯი - 250 ლარი.
საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ, ლომისის წმ.
გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს საგანმანათლებლო
სივრცის მოწყობისთვის გამოეყო 4500 ლარი.
შობა-ახალი
წლის
დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე
სასურსათო ნობათები დაურიგდათ აფხაზეთიდან დევნილ, კათარზისის 48
ბენეფიციარს (1500 ლარი) და ლომისის წმ. გიორგის სახელობის დედათა და
ბავშვთა თავშესაფარს (750 ლარი)
ალილოს მსვლელობისთვის, სოციალურად დაუცველი კატეგორიის
დევნილი მოზარდებისთვის შეძენილ იქნა 750 ლარის ღირებულების სასურსათო
პროდუქტი და ტკბილეული.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისაგან (IHRC)“
ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათამაშოები და სხვა სახის
საქონელი გადაეცა 13 900 ოჯახს.
სოციალური მხარდაჭერის სხვა აქტივობებში გაწეულმა ხარჯმა 50384 ლარი
შეადგინა.
განათლება და მეცნიერება
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შედაგენს 491 715,8 ლარს, რაც 217 434,8 ლარით (+79,2%-ით) მეტია
2021 წელთან შედარებით (2021წ - 274 281 ლარი).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 319 979 ლარს (2021წ - 239 545
ლარი), ხოლო დამატებითი ღონისძიებები - 171 736,8 (2021წ. – 34 736ლ).
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 3 პროგრამა:
1. განათლების ხელშეწყობის პროგრამა;
2. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა;
3. სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა (აფხაზეთის
მოზარდები მედიაპროექტში ,,ეტალონი“).
1. განათლების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის ძირითადი მიმართულებაა მოსწავლეთა მოტივირება,
უმაღლესი განათლების მიღების
ხელმისაწვდომობის
ამაღლება,
საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა განვითარება;
აფხაზეთის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ - ტექნიკური
ბაზის გაუმჯობესება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების ხელშეწყობა და
სხვა.
პროგრამის ფაქტობრივმა მოცულობამ 303 457 ლარი შეადგინა, რაც 78 906
ლარით (35,1%-ით) მეტია 2021 წელთან შედარებით (2021 წ.- 224 551 ლ).
32
პროგრამა შედგებოდა 14 ქვეპროგრამისგან, რაც 6 ქვეპროგრამით მეტია 2021
წელთან შედარებით:
1.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“;
1.2 „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“;
1.3 STEM განათლების ხელშეწყობა – მზარდი და ინოვაციური გონება;
1.4 „საზაფხულო ბანაკი“;
1.5 „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიები“;
1.6 „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“;
1.7
შეხვედრები
(ღვაწლმოსილ
პედაგოგებთან;
მედალოსან
კურსდამთავრებულებთან; წარმატებულ სტუდენტ - ახალგაზრდობასთან);
1.8 „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“;
1.9 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა;
1.10 „ონლაინ საკვირაო სკოლა“;
1.11 ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულის ენის პედაგოგთა ტრენინგი;
1.12 აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა;
1.13 თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები;
1.14 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში.
1.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების“
ქვეპროგრამის ფარგლებში:
- სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლას (ზედა ეწერი) თანადაფინანსების
სახით გამოეყო 45 545 ლარი სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის მიზნით;
- გალის რაიონის საშუალო სკოლებისთვის შეძენილ და გადაცემულ იქნა
4430,94 ლარის ღირებულების საკანცელარიო ნივთი.
ქვეპროგრამის ხარჯმა 49 975,94 ლარი შეადგინა.
1.2 „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით,
განხორციელდება 192 სტუდენტის სწავლის ღირებულების დაფინანსება, სულ 114
998, 71 ლარის ოდენობით.
1.3 STEM განათლების ხელშეწყობა – მზარდი და ინოვაციური გონება
ქვეპროგრამა მიზნად ისახავდა აფხაზეთის საჯარო სკოლებში მათემატიკის,
ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასა და
განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
განხორციელდა
აფხაზეთის საჯარო სკოლების სხვადასხვა
საგნობრივი დარგის 60 მასწავლებლის პროფესიული გადამზადება სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში;
N10, N11, N12, N14) საჯარო სკოლების 18 საპროექტო განაცხადი
დაფინანსდა, რომელთა განხორციელებაში სსიპ აფხაზეთის საჯარო სკოლების 175
მოსწავლე იყო ჩართული;
33
და სხვა.
ქვეპროგრამის ხარჯმა 5385.70 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა
2022 წელს.
1.4 „საზაფხულო ბანაკი“
ქვეპროგრამა
ქობულეთის
მუნიციპალიტეტში
განხორციელდა.
„საზაფხულო ბანაკის“ ბენეფიციარები იყვნენ ქვეპროგრამის „ონლაინ საკვირაო
სკოლის“ 35 მოსწავლე. ქვეპროგრამა ემსახურებოდა მოზარდებში განათლების
დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, პიროვნული
უნარ-ჩვევების განვითარებას და დასვენებას.
ქვეპროგრამის ხარჯმა 24 400 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022
წელს.
1.5 „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის
სტიპენდიები“
ქვეპროგრამა
ემსახურება
სტუდენტებში
აფხაზეთის
თემატიკის
გააქტიურებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.
სტიპენდია სტუდენტს ეძლევა 200 ლარის ოდენობით 10 თვის
განმავლობაში.
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია“ მიენიჭა სსიპ ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტ ნინო
ბიგვავას.
ქვეპროგრამის ხარჯმა 3215 ლარი შეადგინა.
1.6 „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების
შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის
განვითარებას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
სტიპენდია გამარჯვებულ სტუდენტებს ეძლევა 200 ლარის ოდენობით 10
თვის განმავლობაში.
სტიპენდია მიენიჭა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ დავით მელიქიძეს
და
სსიპ ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სამაგისტრო
პროგრამის პირველი კურსის სტუდენტ გოგი კეჟერაძეს.
ქვეპროგრამის ხარჯმა 2 830 ლარი შეადგინა.
34
1.7
შეხვედრები
(ღვაწლმოსილ
პედაგოგებთან,
მედალოსან
კურსდამთავრებულებთან, წარმატებულ სტუდენტ - ახალგაზრდებთან)
ქვეპროგრამა ემსახურებოდა აფხაზეთიდან დევნილი ღვაწლმოსილი
პედაგოგების მხარდაჭერას, წახალისებას,
მასწავლებლის პროფესიის
პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში:
1) მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მასწავლებელთა
მიღება, მადლობის სიგელითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ღვაწლმოსილი 6
პედაგოგი (ლეონტი ქუხილავა, ინეზა კორსანტია, ეთერ სანაია, მედიკო იაშვილი,
მერი გაბედავა, ბელა მესხია).
2) აფხაზეთის საჯარო სკოლების სამ პედაგოგს მიენიჭა 2022 წლის
აფხაზეთის წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება: ნანა ჯალაღონია; ბელა
ფუტკარაძე; ქეთევან ნიკოლაძე.
ქვეპროგრამის ხარჯმა 3150 ლარი შეადგინა.
1.8 „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“
ყოველ ადამიანს, მიუხედავად მისი უნარებისა, უფლება აქვს მაქსიმალურად
გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ამისთვის კი აუცილებელიამ
საზოგადოებაში მისი ინტეგრირება. საამისოდ კი შშმ მოზარდები საჭიროებენ
სპეციალურ ფსიქოსოციალურ აქტივობებში ჩართვას. მათთან ურთიერთობა
მოითხოვს სათანადო ცოდნას, სპეციფიკური აღმზრდელობითი ტექნოლოგიების
ფლობას, სწავლის სხვადასხვა ხერხის გამოყენებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო
სკოლების სპეციალური და დაწყებითი საფეხურის 30 პედაგოგისთვის ჩატარდა
გადამზადების ტრენინგი - „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI)
კლასების დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიის შესახებ“. პედაგოგებს გადაეცა
შესაბამისი სერტიფიკატები.
ქვეპროგრამის ხარჯმა 5 508 ლარი შეადგინა.
1.9 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა
აფხაზური ენის ათვისება რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული:
დათმობილი საათების სიმცირე, ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი
აფხაზური ენის გრიფირებული სახელმძღვანელოს არარსებობა (სწავლება
მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
გამოცემული I-IV კლასების სახელმძღვანელოებით, რომლებიიც განკუთვნილია იმ
მოსწავლეებისათვის, რომელთათვის აფხაზური არის მშობლიური ენა და, ასევე,
სახელმძღვანელოთი, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის
სამინისტროს მიერაა გამოცემული)
შრომის დაბალი ანაზღაურება,
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და სხვა.
ქვეპროგრამის ბენეფიცირები იყვნენ აფხაზეთის
აფხაზური ენის პედაგოგები (ხუთი პედაგოგი).
გაწეულმა ხარჯმა 17 500 ლარი შეადგინა.
საჯარო სკოლების
35
1.10 „ონლაინ საკვირაო სკოლა“
ქვეპროგრამის ფარგლებში გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო
სკოლების მოსწავლეებს (2022 წ. -160 მოსწავლე, 2021 წ. – 80) ჩაუტარდათ 3
საგნობრივი მიმართულების - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და
ხელოვნება - ონლაინ გაკვეთილები. თითოეულ ჯგუფს (სულ 4 ჯგუფი)
საგნობრივი მიმართულებით ჩაუტარდა თვეში 16 შეხვედრა (9თვე).
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმებულ კოორდინატორებს გადაეცათ
კომპიუტერები.
ქვეპროგრამის ხარჯმა 51 838 ლარი შეადგინა, მათ შორის აშშ-ს საელჩოს US
Embassy Tbilisi Georgia კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების
პროგრამის ფარგლებში - 12 210 ლ.
1.11 ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგთა ტრენინგი
აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში
სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მშობლიური ქართული ენა და
ლიტერატურა რიგითი საგნის სახით, კვირაში მხოლოდ ერთი საათი, გალის ე.წ.
ზედა და ქვედა ზონის 19 სკოლაში ისწავლება, ხოლო ტყვარჩელისა და ოჩამჩირის
რაიონებში მოქცეულ გალის 11 სკოლაში საერთოდ აკრძალულია ქართული ენისა
და ლიტერატურის სწავლება. ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების პოლიტიკა
გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული ენის განდევნას და მისი რუსულით
სრულ ჩანაცვლებას ემსახურება.
ქვეპროგრამის მიზანი იყო ოკუპირებული გალის რაიონის ქართული ენისა
და ლიტერატურის პედაგოგთა პროფესიული განვითარება/გადამზადება.
ოკუპირებული გალის რაიონის ქართული ენისა და ლიტერატურის 40
პედაგოგს პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაუტარდა.
ქვეპროგრამის ხარჯმა 5 800 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022
წელს.
1.12 აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სასკოლო სპორტული
ოლიმპიადა ხუთ სახეობაში საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის
ეროვნული ფედერაციის
მოთხოვნების გათვალისწინებით: მძლეოსნური
გეზრბენი (კროსი), მინი ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი,
ფრენბურთი.
მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის 12 საჯარო სკოლის 26 გუნდმა და
ოკუპირებული გალის რაიონის 5 სკოლის 5 გუნდმა. სულ 31 გუნდი.
გაწეულმა ხარჯმა 5596 ლარი შეადგინა.
ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022
წელს.
1.13 თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები
თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ
ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების
36
საბოლოო შედეგების
შესაბამისად, პირველი ასი საუკეთესო შედეგის
აბიტურიენტს შორის ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე (ქართული ენა და
ლიტერატურა, და უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული)
იძულებით გადაადგილებულ პირებზე.
სტიპენდია გაიცემა 10 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200-200 ლარის
ოდენობით.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების
შესაბამისად:
თამაზ ნადარეიშვილის სტიპენდია მიენიჭა ვიტალი გუგუშვილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების
პროგრამის სტუდენტს;
ლორიკ მარშანიას სტიპენდია მიენიჭა თია ალხაზიშვილს - თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის
პროგრამის სტუდენტს;
გურამ გაბისკირიას სტიპენდია მიენიჭა ნიკა გვალიას - თბილისის
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის
პროგრამის სტუდენტს;
მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია მიენიჭა გიორგი
ოთინაშვილს - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული
მეცნიერების პროგრამის სტუდენტს.
ქვეპროგრამის ხარჯმა 3260 ლარი შეადგინა.
1.14 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში
ქვეპროგრამა ემსახურებოდა ახალგაზრდებში პროფესიული განათლების
პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის საბაზო უნარების
განვითარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის
რაიონის საშუალო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა
ონლაინ კონფერენცია თემაზე - „პროფესიული განათლების შესაძლებლობები
საქართველოში“.
გაიმართა მოსწავლეების ონლაინ შეხვედრა სსიპ პროფესიული უნარების
სააგენტოს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის,
კოლეჯ „ლაკადას“, „ფაზისისა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან.
ქვეპროგრამის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდა
აფხაზეთის სამი საჯარო სკოლის პროექტები: „ხეხილის ბაღის მოვლა“; „საექთნო
განათლება სკოლაში“; „დეკორატიული მებაღეობა“.
ქვეპროგრამის ხარჯმა 9999,45 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა
2022 წელს.
2. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა
და სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა ხელს
უწყობდა აფხაზეთიდან დევნილ მეცნიერთა ინტელექტუალური პოტენციალის
37
გაღრმავებას და აფხაზეთთან დაკავშირებული თემების სამეცნიერო-აკადემიურ
წრეებში კიდევ უფრო მეტ წარმოჩენას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10 ავტორის მიერ წარმოდგენილი
პროექტები. გაწეულმა ხარჯმა 13 022 ლარი შეადგინა.
3.
სამშვიდობო
და
სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა
(აფხაზეთის მოზარდები მედიაპროექტში ,,ეტალონი“)
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ აფხაზეთის საჯარო და
ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც
მიეცათ შესაძლებლობა მედია-პროექტ „ეტალონში“ წარმოეჩინათ საკუთარი
ინტელექტუალური რესურსი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა „ეტალონის“
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი.
2022 წლის „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის IX კლასის
მოსწავლე რაულ შენგელია (81 ქულა) გახდა.
გაწეული ხარჯმა 3500 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022 წელს.
საგანმანათლებლო აქტივობები ოკუპირებული აფხაზეთის
მიმართულებით
ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებს 30
სკოლა მათ შორის 2 საჯარო და 28 საშუალო სკოლა.
30
სკოლაში,
2022-2023
სასწავლო
წლის პირველი სემესტრის
მდგომარეობით, ირიცხება 3652 მოსწავლე მოსამზადებლიდან მე-11 კლასის
ჩათვლით. მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება 965 მასწავლებელი და
ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მ.შ. 28 საშუალო სკოლაში - 918,
ხოლო 2 საჯარო სკოლაში - 47).
გარდა ზემოთ მოყვანილი 8 ქვეპროგრამისა („სასკოლო ინფრასტრუქტურისა
და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“; „საზაფხულო ბანაკი“; „თანაბარი
შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“; „ონლაინ საკვირაო სკოლა“;
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულის ენის პედაგოგთა ტრენინგი; აფხაზეთის
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა; პროფესიული უნარების განვითარების
მხარდაჭერა სკოლებში; მედიაპროექტი „ეტალონი“), რომელთა ბენეფიციარები
(მონაწილეები) გახლდათ აფხაზეთის საჯარო სკოლები და ოკუპირებული გალის
რაიონის საშუალო სკოლები, განათლების მიმართულებით ოკუპირებულ
აფხაზეთში განხორციელდა შემდეგი საქმიანობა:
- აბიტურიენტებს ჩაუტარდათ კონსულტაციები. აგრეთვე, გამოცდებისა და
შეფასების ცენტრთან ერთად აბიტურიენტებისათვის ჩატარდა ონლაინ ღია კარის
დღეები;
- 30-ვე სკოლის აბიტურიენტისა და IX-X კლასელი მოსწავლეებისათვის
ჩატარდა ზუმ-შეხვედრა პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებით.
38
შეხვედრას ესწრებოდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარმომადგენლები და პროფსასწავლებლების დირექტორები;
აბიტურიენტების დასახმარებლად, მასწავლებლის პროფესიული
განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, 80 -მდე აბიტურიენტს ჩაუტარდა
მეცადინეობა ზუმის პლატფორმის მეშვეობით სხვადასხვა სავალდებულო და
არჩევით საგანში (ქართულ ენასა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა,
ინგლისურ ენა, ქიმია-ბიოლოგია).
- ჩატარდა აბიტურიენტებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზუმ- შეხვედრა
უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო
პროგრამების საკითხებზე;
- ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ერთობლივი
პროექტის - „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გალის რაიონის
ქართველი მოსწავლეების მხარდასაჭერად“ - ფარგლებში, ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებთან ეფექტური კავშირისა და
სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მოეწყო შეხვედრა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 10 დევნილ ახალგაზრდასთან. აგრეთვე,
ორგანიზებულ იქნა ტური მუზეუმში.
2. მოსწავლეთა ჩართულობა ეროვნულ საგნობრივ კონკურსებში
მოსწავლეები ოკუპირებული აფხაზეთიდან აქტიურად მონაწილეობენ
ეროვნულ სასწავლო საგნობრივ ოლიმპიადებში. საანგარიშო პერიოდში, საგნებისა
და მოსწავლეთა ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად, ოლიმპიადებში სულ
მონაწილეობდა 114 მოსწავლე.
3. შეხვედრები
სკოლების,
სკოლამდელი და სახელოვნებო
დაწესებულებების კოლექტივებთან და მოსწავლეებთან
- „ონლაინ საკვირაო სკოლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შედგა შეხვედრა
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მშობლებთან, პედაგოგებთან და
მოსწავლეებთან (20 აპრილს, ქ. ზუგდიდში). გამომცემლობა ,,პალიტრა L“- მა
მონაწილეებს
გადასცა
წიგნები,
სპეციალური
საჩუქრები
საბუნებისმეტყველო საგნებისა და ფიზიკის უკეთ შესწავლის მიზნით.
- ჩატარდა სამუშაო შეხვედრა
ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე
არსებული 9 საბავშვო ბაღის და 5 სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელთან,
პედაგოგებთან, მშობლებთან და აღსაზრდელებთან. შეხვედრაზე ბაღების და
სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებს
გადაეცათ
კერძო სექტორის
თანადგომით შეძენილი ლეპტოპები, ხოლო
ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო კომისიის ფონდის მიერ ცხრავე ბაღის წარმომადგენელს გადაეცა
სათამაშოები 505 აღსაზრდელისთვის.
4. ზრუნვა მასწავლებლების პროფესიული დონის განვითარებაზე
პროფილურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად:
ოკუპირებული გალის რაიონის სხვადასხვა სკოლის 14 მასწავლებელი
ჩაერთო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სოხუმის უნივერსიტეტის მიერ
ორგანიზებულ
„მეორე საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის“ მუშაობაში,
39
ერთობლივ პროექტში - „ისტორიის მასწავლებელთა საგაზაფხულო სკოლა საუბრები აფხაზეთის ისტორიაზე“;
4 სკოლის ფიზიკის მასწავლებლებმა
მონაწილეობა მიიღეს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის
ვებინარებზე (სტემის
ტრენინგები);
საანგარიშო პერიოდში 185
მასწავლებელი ჩაერთო პროფესიული
განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და
ისტორიის მასწავლებლების ვებინარებში;
ინგლისური ენის 13 მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის
უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ
ინგლისური ენის
მასწავლებლების
ტრენინგებში;
სკოლამდელი
დაწესებულებების
პედაგოგებს
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ჩაუტარდათ
პროფესიული და
საგნობრივი ტრენინგები ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის,
ბავშვის განვითარების სტანდარტებისა და სხვა საკითხებზე;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ქ.
ზუგდიდში, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის ბაზაზე, საგნობრივი ტრენინგები
ჩაუტარდა ქართული ენისა და ლიტერატურის 46 მასწავლებელს, რომელთაც
გადაეცათ სერთიფიკატები (ტრენერი - ანი კუდუხაშვილი);
სსიპ გარმეოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ
სკოლების 15 დირექტორს, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის 40 პედაგოგს და 9
საბავშვო ბაღის 53 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი - „გარემოსდაცვითი და
აგრარული განათლება სკოლაში“;
სხვადასხვა სკოლის 31 პედაგოგმა გაირა ტრენინგი ინკლუზიურ
განათლების საკითხებზე;
დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ჩაუტარდათ
საგნობრივი ტრენინგები;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დახმარებით
სხვადასხვა სკოლის ისტორიის 11 მასწავლებელმა გაირა საგნობრივი ტრენინგი;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მეშვეობით
მათემატიკის 43 მასწავლებელმა გაირა საგნობრივი ტრენინგი.
5. შეიქმნა სკოლების
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის
მონაცემთა ბაზა (ფოტო/ვიდეო მასალა).
განათლების მიმართულების სხვა აქტივობები
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის
ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურას (6 400
ევრო, 33 472 ლარი).
- რუმინეთის განვითარების ფონდისა (25 000 ევრო, 77 100 ლარი) და
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამული
40
თანადაფინანსებით (45 545 ლარი) განხორციელდა სსიპ აფხაზეთის N15 საჯარო
სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაცია.
- აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით,
კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო
სკოლამ მოიპოვა ბულგარეთის საელჩოს საგრანტო დაფინანსება (9474,75 ევრო).
დაფინანსების პირველ ეტაპი 13 658,79 ლარი (4 737, 37 ევრო) განხორციელებულია,
ხოლო მეორე ეტაპი დაგეგმილია 2023 წლისთვის.
- სლოვაკეთის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
განვითარების
სააგენტოსგან მოპოვებული გრანტის (12050 ევროს, 36 981 ლარის) ფარგლებში,
ქალაქ ხონის მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყო კომპიუტერული ლაბორატორია.
- 2022 წლის 26 ოქტომბერს მოპოვებულ იქნა სლოვაკეთის საერთაშორისო
თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს გრანტი 5500 ევროს (პირველი ტრანში
70% = 10 525 ლ) ოდენობით, ქ. ქუთაისის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო
სკოლის სპორტული მოედნის მოსაწყობად. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია
2023 წლისთვის.
კულტურა
კულტურის მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა შეადგენს
2 248 027,58 ლარს, რაც 404 077,58 ლარით (+21,9%-ით) მეტია 2021 წლის3
მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 2 221 953.98 ლარს, (ზრდა
+26,76%-ი), ხოლო დამატებითი ღონისძიებები - 26 073,6 ლარს.
ამ მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედებდა 4 პროგრამა:
1. კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა;
2. აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის
პროგრამა;
3. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა;
4. აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის
პროგრამა.
1. კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში გაიცემა „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია“.
გამარჯვებულებს პრემია ენიჭება
ლიტერატურის, მეცნიერების,
ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში შექმნილი იმ ნაწარმოებებისთვის,
რომლებმაც მხატვრული, პუბლიცისტური და სხვა ღირებულებების გამო, საერთო
ეროვნული აღიარება მოიპოვეს, რომლებიც გამსჭვალულია თავისუფლების,
ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს
ქართული და აფხაზური ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და
პუბლიცისტიკის დარგში. პრემიის ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.
2022 წელს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ:
2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულია ხუთი შემოქმედებითი
კოლექტივისთვის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული 1 606 380 ლარი.
3
41
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
„აფხაზეთი“- პროგრამა „ქორეონიკონი“;
დარიკო ფიფია - პოეზია, ლექსების კრებული „ორი მზე“;
ვანო ქავშბაია - ფერწერა, „გზა შინისაკენ“;
ჯეირან ბასარია - ფერწერა.
ააააააააა აააააა 19 967,96 აააა აააააააა.
2. აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის
პროგრამა
აფხაზეთში მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის
ავთენტურობას და უნიკალურობას.
საფრთხის წინაშეა საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის
პირდაპირი მექანიზმები არ არსებობს, მნიშვნელოვანია დარგის
სპეციალისტების და შესაბამისი ორგანიზაციების ყურადღების კონცენტრირება,
აგრეთვე, ფართო საზოგადოებაში საკითხის მუდმივი აქტუალიზაცია.
პროგრამა შედგებოდა 3 ქვეპროგრამისგან:
2.1 სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“;
2.2 ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“;
2.3 „მოგზაურობა აფხაზეთში“.
2.1 სალექციო კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“
ქვეპროგრამის ფარგლებში ლექცია-სემინარები თემაზე: „საქართველოს
სამთავროების ჩამოყალიბება და აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე“
ჩატარდა სამ ლოკაციაზე:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში ჯვარისა და
ფოცხოეწერის მიმდებარე სოფლების (მუჟავას, ჭალესა და ლიას) საჯარო სკოლების
64 მონაწილისთვის;
ქ. რუსთავში, რუსთავის საჯარო სკოლების 52 მონაწილისთვის;
ქ. თბილისში, თბილისის საჯარო სკოლების 48 მონაწილისთვის.
გაწეულმა ხარჯმა 8400 ლარი შეადგინა.
2.2 ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“
საქართველოს ეროვნული არქივიდან შესყიდულ იქნა 9 ფოტო,
უსასყიდლოდ გადმოგვეცა 34 ფოტო, მათ შორის: საქართველოს გიორგი ლეონიძის
სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმიდან - 4 (ოთხი),
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული
ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელიდან“ - 10 (ათი) და კერძო
კოლექციებიდან - 20 (ოცი). სულ მოპოვებულ იქნა 43 ფოტო.
23 მაისს ქ. თბილისში, მთაწმინდის პარკში და 23 ივნისს ქ. ბათუმში ილია
ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო გამოფენა
„კადრები აფხაზეთიდან“, რომელიც აღნიშნული ფოტოებისგან შედგებოდა.
გაწეულმა ხარჯმა 4000 ლარი შეადგინა.
42
2.3 „მოგზაურობა აფხაზეთში“
ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნა ორი ვიდეო-რგოლი: „გაგრა“, რომელშიც
მოთხრობილია კურორტ გაგრის დაარსების ისტორია და „აფხაზეთის საგანძური ქართული კულტურული მემკვიდრეობა“ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული
ექვსი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მოკლე ისტორიულ-არქიტექტურული
აღწერა.
23 მაისს ქ. თბილისში მთაწმინდის პარკში და 23 ივნისს ქ. ბათუმში, ილია
ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში,
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა ვიდეო-რგოლის
„მოგზაურობა აფხაზეთში“ ჩვენება.
გაწეულმა ხარჯმა 12920 ლარი შეადგინა.
პროგრამის მთლიანმა ხარჯმა 25 320 ლარი შეადგინა.
3. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა
აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს კულტურულ - შემოქმედებითი
კოლექტივების ფინანსურ მხარდაჭერას და სტიმულირებას. გაიზარდა თითოელი
ორგანიზაციის დაფინანსება. კერძოდ:
1. სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ
სახელმწიფო თეატრში - 635 978 ლარი, რაც 197 558 ლარით (+ 45 %-ით ) მეტია 2021
წელთან შედარებით (2021 წ - 438 420 ლარი);
2. სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ
„თეთრი ტალღაში“ - 360813 ლარით, რაც 26 913 ლარით (+ 8%-ით ) მეტია 2021
წელთან შედარებით (2021წ- 333 900 ლარი);
3. სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ
„აფხაზეთში“ - 583 463 ლარი, რაც 57 603 ლარით (+10,9 %-ით) მეტია 2021 წელთან
შედარებით
(2021 წ - 525 860 ლარი);
4. სსიპ ,,გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო
კაპელაში - 336 997 ლარი, რაც 48797 ლარით (+16,93%-ით ) მეტია 2021 წელთან
შედარებით (2021წ -288 200 ლარი);
5. ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ,,შავნაბადას“ ასიგნება
გაეზარდა - 90000 ლარით, რაც 70000 ლარით (+350 %-ით ) მეტია 2021 წელთან
შედარებით (2021წ - 20 000 ლარი).
პროგრამის ხარჯმა სულ 2 007 251 ლარი შეადგინა, რაც 400 871 ლარით
(+24,95 %-ით ) მეტია 2021 წელთან შედარებით (2021წ - 1 606 380 ლარი).
4. აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის
პროგრამა
პროგრამა ემსახურებოდა კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულაფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ახალგაზრდა ხელოვანთა
საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების
გაძლიერებას, აფხაზური კულტურის ინტეგრირებას საერთო კულტურულ
43
რუკაზე, მის გატანას საერთაშორისო დონზე და ინკლუზიური პროექტების
ხელშეწყობას. დამოუკიდებელი სახელოვნებო
ორგანიზაციების, ჯგუფების,
ხელოვანთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
პროგრამა შედგებოდა 8 ქვეპროგრამისგან:
4.1 „კულტურული ინიციატივები“;
4.2 „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“;
4.3 „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“;
4.4 „მე, აფხაზეთისთვის“ ;
4.5 „საახალწლო ზეიმი “ ;
4.6 „სიყვარულით, თქვენთვის“ ;
4.7 „ფერწერა აფხაზეთიდან“;
4.8 „ შემოქმედებითი ზაფხული.“
4.1 „კულტურული ინიციატივები“
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 პროექტი:
სსიპ კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის პროექტი - „ანბანით მოხატული ახალი წელი“, რომლის
ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის
ხელოვნების მასტერკლასები ჩატარდა;
გამომცემლობა „არტანუჯის“ პროექტი - „მანანა ანუა-ტყვეობის
ორმოცდათორმეტი დღე“- წიგნის თარგმნა თურქულ ენაზე;
სენაკის N7 საჯარო სკოლის პროექტი - „არტ სამყარო ჩვენს სივრცეში“,
რომლის შედეგად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 14 მოსწავლემ
შეისწავლა ხალხური რეწვის ტრადიციული ხელსაქმე;
მოეწყო შექმნილი
ნამუშევრების გამოფენა;
შპს „ჩაკრულოს“ ინიცირებული პროექტი - ვიზუალური გამოფენა
„იმოგზაურე აფხაზეთში“, რომელიც ითვალისწინებდა ახალგაზრდა თაობისთვის,
თანამედროვე ციფრული ფორმატით, იმერსიული ხელოვნების გამოყენებით,
აფხაზეთის შესახებ ფოტო-ვიდეო ინსტალაციას;
სსიპ ქ. ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული
დრამატული თეატრის პროექტის - „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ფარგლებში, 27-28 მაისს, სვანეთში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში
მცხოვრები ბავშვებისთვის სპექტაკლის ჩვენება განხორციელდა;
დაფინანსდა ა(ა)იპ აფხაზეთის ახალგაზრდობის კულტურის ცენტრ
„ცხუმის“ მონაწილეობა ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში გამართულ მუსიკის
ფესტივალზე;
დაფინასდა ა(ა)იპ ,,იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“,
რომელმაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ნამუშევრების
გამოფენა მოაწყო;
დაფინანსდა სსიპ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელმაც ფოთის რეგიონული თეატრების
საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინა სპექტაკლი „სტუმარი“;
დაფინანსდა სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი კონცერტების გამართვის მიზნით;
44
შპს „ვეგა პლიუსის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი - „აფხაზეთის
კულტურული საკითხების გაშუქება სატელევიზიო სივრცეში“, რომლის
ფარგლებში კოჯორში გაიმართა სემინარი;
დაფინანსდა სსიპ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული
სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“, რომლის ფარგლებში გაიმართა გენო
კალანდიას ხსენების საღამო;
ა(ა)იპ „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ პროექტი „კალიგრაფიის
საშობაო
სახელოსნო“,
რომლის
ფარგლებში
აფხაზეთიდან
დევნილი
ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასები ჩატარდა.
გაწეულმა ხარჯმა 75 583 ლარი შეადგინა.
4.2 „ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,
ყველასათვის
თანაბარი
შესაძლებლობების
გაჩენა
და
შეზღუდული
შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური
ჩართულობა კულტურულ პროცესებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
დაფინანსდა
აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“
პროექტი, რომლის შედეგად გამოიცა 50 ცალი აუდიო–წიგნი (CD დისკი)
აფხაზეთის ომის თემატიკაზე. კრებულში შემავალი ნაწარმოებებია: „მანანა ანუა
„ტყვეობის 52 დღე“ (ავტორი - შორენა ლებანიძე); გელა ჩქვანავას მოთხრობები „მითხარი, რომ ყველაფერი რიგზეა“, „როცა ომი იყო“, „ომში ნამყოფი კაცი“,
„მზვერავები“ ე. „დიპლომატები“; გურამ ოდიშარიას მოთხრობა „ძმისშვილი“.
დაფინანსდა ააიპ კავშირი „ნერგების“ პროექტი „ჩვენ ერთად ვართ“,
რომლის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი შშმ სტატუსის
მქონე მოზარდების მიერ ხელსაქმის ერთობლივი დაუფლება. მოეწყო შექმნილი
ნამუშევრების გამოფენა.
გაწეულმა ხარჯმა 7 000 ლარი შეადგინა.
4.3 „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთის შესახებ მონოგრაფიების,
კატალოგების, მხატვრული ტექსტის, ბიოგრაფიული ინფორმაციის და სხვა
საკითხების შესახებ წიგნების გამოცემის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში
განხორციელდა ბეჭდვითი ღონისძიებები, ასევე დაიბეჭდა პერიოდული
ჟურნალები და საიუბილეო გამოცემები.
საანგარიშო პერიოდში გამოიცა:
პერიოდული გამოცემა - საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი
„რიწა“ (N1,N2,N3);
პერიოდული გამოცემა - შემეცნებითი ლიტერატურული ჟურნალი
„იალქანი“ ყმაწვილთათვის ( N1,N2);
იგორ კეკელია - „აფხაზეთის ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია“;
ლადო ფოჩხუა - „პანდემიური დღიური“;
მადონა დარცმელია - ლექსების კრებული „დროის რუქა“;
სერგო წურწუმია - „რჩეული ლექსები“ ;
45
დარიკო ფიფია - „ორი მზე“;
სალომე კაპანაძე - „ზღაპრები აფხაზეთზე“;
აფხაზურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და მომზადდა შემეცნებითი
ლიტერატურული პროექტი „ნუშა და ანიშა“.
გაწეულმა ხარჯმა 35 412,90 ლარი შეადგინა
4.4 „მე, აფხაზეთისთვის“
ქვეპროგრამა გულისხმობდა
ათი საინტერესო
ისტორიის მქონე,
აფხაზეთიდან დევნილი პირის
პოპულარიზაციას და მათთან შეხვედრის
მოწყობას.
შეირჩა საინტერესო ისტორიის მქონე ათი გმირი, რომლებზეც მომზადდა
სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერა მცირე ისტორიები და გამოქვეყნდა ჟურნალ
„სითის“ ერთ-ერთ ნომერში. გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოება და
სპეციალური პრიზების გადაცემა.
გაწეულმა ჯარმა 7500 ლარი შეადგინა.
4.5 „საახალწლო ზეიმი “
დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის საახალწლო განწყობისა და
მხიარული ატმოსფეროს შექმნის მიზნით გაიმართა საახალწლო სპექტაკლების
ჩვენება ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ზუგდიდში. სპექტაკლებს დაახლოებით
1000 ბავშვი დაესწრო.
200
დევნილ
ბავშვს
(შშმ
პირებს,
მზრუნველობამოკლებულ,
მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ბავშვებს) გადაეცა საახალწლო
საჩუქრები.
გაწეულმა ჯარჯმა 15000 ლარი შეადგინა.
4.6 „სიყვარულით, თქვენთვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებდა აფხაზეთობის დღესასწაულის აღნიშვნას,
გამოცემული ჟურნალებისა და წიგნების პრეზენტაციას, რეგიონებში მცხოვრები
დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას, საჩუქრების
გადაცემას, შშმ ბავშვების მონაწილეობით ღონისძიების ჩატარებას და სხვა
კულტურული ღონისძიების ჩატარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამეცნიერო
მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ 20 შშმ ბავშვისთვის სხვადასხვა შემეცნებითი
აქტივობა გაიმართა. ღონისძიების სპონსორებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის
საჩუქრები გადასცეს;
ბორჯომის რაიონის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები 20 დევნილი
მოზარდისთვის ი.ჭავჭავაძის მუზეუმსა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში ჩატარდა შემეცნებითი ტური;
დედაენის დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე,
ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა 27 მაისს, დადიანების ისტორიულ
არქიტექტურული მუზეუმში;
46
პროექტის - „ამბები აფხაზეთიდან“ - ფარგლებში, ისტორიკოსმა სვიმონ
მასხარაშვილმა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ საჯარო და კერძო
სკოლებში შეხვედრები გამართეს,
სადაც ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობებზე, ისტორიულ და კულტურული საკითხებზე, ცნობიერების
ამაღლებაზე და სხვა თემებზე. შეხვედრები გაიმართა: საერთაშორისო აკადემია
„ლოგოსში“, ქ. თბილისის პირველ ექსპერიმენტულ, 62-ე, 30-ე, 106-ე, 133-ე, 146-ე
საჯარო სკოლებში, ქ. ბათუმში - ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში, ბათუმის
ხელოვნების მუზეუმში;
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა სემინარი
ხელოვნებაზე (ვორქშოპი მხატვრობაზე, კინოსა და თეატრზე);
ჩატარდა მ. დარცმელიას წიგნის -„დროის რუქა“ - პრეზენტაცია;
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მთაწმინდის
პარკში აფხაზეთიდან დევნილი
მოსწავლეებისთვის მოეწყო ვიზუალური
გამოფენის - „იმოგზაურე აფხაზეთში“- ჩვენება;
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის
სახელობის მუზეუმში გაიმართა ჟურნალ „იალქანის“ საიუბილეო (50-ე) ნომრის
წარდგენა-პრეზენტაცია, (მონაწილეობდა 25 მოსწავლე) და სხვა.
გაწეულმა ჯარჯმა 10 489, 93 ლარი შეადგინა.
4.7 „ფერწერა აფხაზეთიდან“
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროში
მოღვაწე, საკუთარი საქმიანობით გამორჩეულ 15 ექიმ ქალბატონს აფხაზეთიდან
დევნილი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადაეცათ საჩუქრად;
ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ხატვის გრაფიტით შემსწავლელი
კურსები დაიწყო;
დედაენის ბაღში ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ზურაბ გომელაურმა
სამხატვრო მასტერკლასი ჩაატარა;
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და
ვალერი ოთხოზორიას პროექტის - „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა
გაიმართა;
18 ნოემბერი ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი
ხელოვნების
გალერეაში
დევნილი
მხატვრის,
რომეო
ლეკვეიშვილის
პერსონალური გამოფენა გაიმართა;
ხელოვან ადამიანებთან შეხვედრა გაიმართა და სხვა.
გაწეულმა ჯარჯმა 9 983,69 ლარი შეადგინა.
4.8 „ შემოქმედებითი ზაფხული“
ღონისძიება ითვალისწინებდა ზაფხულის არდადეგებზე
კონკურსის
„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამოცხადებას, რომელიც მიზნად ისახავდა
აფხაზეთის თემაზე მხატვრული ნაწარმოების შექმნას;
საუკეთესო ნაშრომის
ავტორებისთვის
არაფორმალურ გარემოში
მასტერ-კლასების ჩატარებას,
გამარჯვებულთა გამოვლინებას.
47
მწერალთა სახლში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ
აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის
ფარგლებში სკოლის მოსწავლეების (10 ახალგაზრდა)
მიერ შექმნილი
ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.
გაწეულმა ჯარჯმა 8 445,50 ლარი შეადგინა.
პროგრამის მთლიანმა ხარჯმა 169 415 ლარი შეადგინა.
სხვა აქტივობები კულტურის მიმართულებით
„ეკლესია-მონასტრების მშენებლობის ხელშეწყობის“ პროგრამის
ფარგლებში გაწეულ იქნა დაფინანსება 23 475 ლარის ოდენობით. მათ შორის: ქ.
თბილისის, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოეყო
15 000 ლარი; ქ. ხონის დევნილთა ჩასახლებაში არსებული ჯვართამაღლების
სახელობის ტაძრის დაზიანებული
კარების სპილენძით მოჭედვის
სამუშაოებისთვის- 3500 ლარი; სოფელ ოტობაიაში მშენებარე ტაძრისთვის
გადასახური მასალის შესყიდვა/მიწოდებისთვის - 4975 ლარი.
ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ საკვირაო სკოლის მოსწავლეებისა და
დევნილი მოზარდისათვის კინოთეატრ „კავეაში“, ორ ეტაპად მოეწყო უფასო
კინოჩვენება. სულ 47 ბენეფიციარი: ხარჯი - 170 ლარი;
23 მაისს, „აფხაზეთის დღის“ ფარგლებში კალიგრაფიის მასტერკლასი
ჩატარდა. ხარჯი - 104,9 ლარი;
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილი აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების
გამოფენა - „ფერები აფხაზეთიდან“- მოეწყო;
ვ. არქანიას სახელობის არტ გალერეაში ქ. ოჩამჩირის მკვიდრის, მხატვარ
ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - „ილორის ანარეკლი“ გაიმართა;
„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გიორგი ჩიტაიას სახელობის
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის ეთნოგრაფიული პერფორმანსი
იქნა წარმოდგენილი.
ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში მოეწყო აფხაზეთიდან
დევნილი, თვითნასწავლი მხატვრის თამარ შერვაშიძის პერსონალური გამოფენა.
ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ საკვირაო სკოლის 34 დევნილი და მათი
თანმხლები პირებისთვის მოეწყო გასვლითი მომლოცველობითი და რელიგიურშემეცნებითი ტური კახეთის რეგიონში. ხარჯი - 2323,70 ლარი.
ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო გალერეაში გაიმართა
მხატვრის ბექა ქავთარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
12 ნოემბერს დაიწყო პროგრამა „საკვირაო სკოლის“ (2022-2023 წწ)
განხორციელება, რომლის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებ 25-ს
და აფხაზეთიდან დევნილ 45-ს მოზარდს, არაფორმალური განათლების
ფორმატში, ონლაინ უტარდებათ ბიბლიის განმარტების, კალიგრაფიის, ხუცური
დამწერლობის და ბერძნული ენის შემსწავლელი გაკვეთილები.
გაიხსნა გენო კალანდიას მემორიალური დაფა და გაიმართა პოეტ გენო
48
კალანდიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.
პოდკასტი - მომზადდა აუდიო ბლოგები აფხაზეთის ტერიტორიაზე
არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
„სიწმინდეები აფხაზეთში“ - მომზადდა ვიდეო სიუჟეტები აფხაზეთში
მდებარე ტაძრებისა და მათი მეტოქიონების შესახებ, ასევე, აფხაზეთიდან დევნილ
სასულიერო პირებზე.
,,ილორიდან ილორამდე“ - მომზადდა ფილმი, რომელიც თბილისში,
წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობას ასახავს.
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება
სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით გაწეული საქმიანობის
მოცულობა შედაგენს 395 849, 42 ლარს, რაც 314 585,42 ლარით (+387,1%-ით) მეტია
2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით (2021წ - 81 264 ლ.).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 378 990,42 ლარს, რაც 313319,42
ლარით (+477%-ით) მეტია 2021 წელთან შედარებით (2021წ - 65 671 ლ.), ხოლო
სხვა აქტივობები - 16 859 ლარს.
მიმართულების ფარგლებში მოქმედებდა „სპორტულ და ახალგაზრდულ
საქმეთა ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამა“.
პროგრამა ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების
ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების
ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებზე, ფორუმებში, კონფერენციებში,
სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის
მისაღებად მხარდაჭერას;
ტურნირების, სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრული ღონისძიებების,
შეჯიბრებების, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება/ხელშეწყობას; ახალგაზრდა
წარმატებული სპორტსმენების და ღვაწლმოსილი, ვეტერანი სპორტსმენების
გამოვლენა-დაჯილდოებას.
პროგრამა შედგებოდა 8 ქვეპროგრამისგან:
o „სპორტულ
და
ახალგაზრდულ
ღონისძიებათა
ინიციატივების
ხელშეწყობა“;
o „აფხაზეთის სპორტული ტურნირები“;
o „წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა
გამოვლენა დაჯილდოება“;
o „ევროპული არდადეგები“;
o „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“;
o „ნორჩი ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა“;
o „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“;
o „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობა“.
„სპორტულ
და
ახალგაზრდულ
ღონისძიებათა
ინიციატივების
ხელშეწყობის“ ქვეეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 19 პროექტი:
საფეხბურთო კლუბ „დინამო სოხუმის“
სპორტული ეკიპირების
ღირებულება;
49
ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთის“ სპორტული ეკიპირებისა
და ინვენტარის შეძენის ხარჯები;
ა(ა)იპ აფხაზეთის ა/რ ჩოგბურთის ფედერაციის სპორტული ინვენტარის
შეძენის ხარჯები;
ა(ა)იპ აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის წარმოდგენილი პროექტი „აფხაზეთში
გმირულად დაღუპული კალათბურთელის, იური ძიძიგურის
სახელობის საერთაშორისო ტურნირი“;
ა(ა)იპ აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის წარმოდგენილი პროექტი
„საერთაშორისო ღია ტურნირი ფარიკაობაში - „აფხაზეთის თასი“;
ა(ა)იპ ძალისმიერი სპორტის
საერთაშორისო
გაერთიანების მიერ
წარმოდგენილი პროექტი - აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ევრაზიის
ჩემპიონატზე, ქ. ბაქოში მონაწილეობის ხარჯები; (საწევროს გადასახადი და
მგზავრობის ხარჯები);
შპს საფეხბურთო კლუბ „კოლხი გულრიფშის“ „რეგიონალურ ლიგაში“
მონაწილეობისთვის საწევრო გადასახადი და ტრანსპორტირების ხარჯი;
ა(ა)იპ სამოყვარულო
საფეხბურთო კლუბ „ფენიქსის“ მიერ
წარმოდგენილი პროექტი - „7x7 ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მასტერლიგა,
მასტერ ლიგა 2, მასტერ ლიგა 3“ - გათამაშებაში მონაწილეობისთვის გუნდისთვის
სპორტული ეკიპირებისა და ინვენტარის შეძენა;
შპს „ცხუმი-სოხუმის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი - საქართველოს 2022
წლის რეგიონალური ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გუნდისთვის
ეკიპირებისა და ინვენტარის შეძენა;
საკალათბურთო კლუბი „სოხუმი-შტორმის“ მიერ წარმოდგენილი
პროექტი - ქ.თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ჭაბუკ
კალათბურთელთა „ბ“ ლიგის 16 წლამდელთა ასაკობრივ ჩემპიონატში
მონაწილეობისთვის საწევრო გადასახადისა და სპორტული ინვენტარის შეძენა;
შპს საფეხბურთო კლუბ „კოლხი გულრიფშის“ საქართველოს
რეგიონლიგაში მონაწილეობისთვის;
ა(ა)იპ საკალათბურთო კლუბი „ცხუმ-აფხაზეთი“ საქართველოს ეროვნულ
ჩემპიონატში - „სუპერლიგა“- მონაწილეობისთვის;
შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო სოხუმი“ საქართველოს ჩემპიონატში
მონაწილეობისთვის;
საქართველოს
პადელის
ფედერაციას,
პადელის
ჩოგბურთში
საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი
ტურნირის ჩასატარებლად;
ა(ა)იპ აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის პროექტი „აფხაზეთის თასის“
ჩემპიონატის ჩატარებისთვის;
საფეხბურთო კლუბი ,,დინამო სოხუმის“ პროექტ „საქართველოს
ჩემპიონატში“ მონაწილეობისთვის;
ა(ა)იპ აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო
სპორტის ფედერაციის პროექტის ჩატარებისთვის;
ა(ა)იპ ქართული ჩოგბურთის ფედერაციის პროექტ „აფხაზებისა და
ქართველების შერიგებისა და გამთლიანების“ თასის გათამაშების საჩოგბურთო
ჩემპიონატის ჩატარებისთვის;
50
საკალათბურთო კლუბ „სოხუმის კოლხას“ პროექტში - „2022-2023 წლების
სეზონის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კალათბურთში“ - მონაწილე გუნდისთვის
სპორტული ეკიპირებისა და ინვენტარის შესაძენად“.
გაწეულმა ხარჯმა 103 251,50 ლარი შეადგინა, რაც 37 580,5 ლარით მეტია
2021 წელთან შედარებით ( 2021 წ. - 65 671ლ)
„აფხაზეთის სპორტული ტურნირების“
ქვეეპროგრამის ფარგლებში
ჩატარდა:
ამხანაგური შეხვედრა „დინამო სოხუმსა“ და ზუგდიდის „ფენიქსს“ შორის
ქალთა ფეხბურთში;
სპორტული ტურნირი „აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში“;
სპორტული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში;
გაწეულმა ხარჯმა 9 602 ლარი შეადგინა, რაც 4 370 ლარით მეტია 2021
წელთან შედარებით (2021 წ-5 232ლ)
„წარმატებულ სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა
გამოვლენა დაჯილდოების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი
წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება.
საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ძალოსანი - კახი ასანიძე, ძალოსანი საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი - მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი - გიორგი
გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი - ლევან ჯობავა, საფეხბურთო
კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი - გოდერძი ჩიხრაძე.
გაწეულმა ხარჯმა 6 993, 8 ლარი შეადგინა, რაც 1 373,8 ლარით მეტია 2021
წელთან შედარებით (2021 წ. -5 620ლ.)
„ევროპული არდადეგები“ გულისხმობს ახალგაზრდების ინფორმირებას
სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების
დაცვის, ევროინტეგრაციის, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საკითხებზე და
სხვა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა 3 შეხვედრა: ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში (70 მონაწილე), სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში (100 მონაწილე) და
ქ. ზუგდიდში, დადიანების სასახლეში (130 მონაწილე).
გაწეულმა ხარჯმა 16 204 ლარი შეადგინა.
„სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ ქვეპროგრამის ფარგლებში:
„სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“- საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით თბილისის ზღვის კომპაქტურ ჩასახლებაში გაიმართა საფეხბურთო
ამხანაგური შეხვედრა. ასპარეზობის დასასრულს, უკრაინაში დაღუპული ბავშვების
ხსოვნის უკვდავსაყოფად გამწვანების აქცია მოეწყო;
51
დევნილი ბავშვებისთვის, გაიმართა ერთდღიანი შემეცნებითი ტური ლაშქრობა ძამას ხეობაში. ლაშქრობის პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია.
მონაწილეობდა 40 ბავშვი;
გაიმართა ლაშქრობა
მუხურის
ხეობაში, სადაც მონაწილეობა
აფხაზეთიდან დევნილმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა
მოზარდებმა მიიღეს (სულ 40 მონაწილე).
გაწეულმა ხარჯმა 2 998,90 ლარი შეადგინა.
ქვეპროგრამა „ნორჩი ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა“ გულისხმობდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ნორჩი სპორტსმენებისათვის
სპორტული შეკრების, მათთვის სპეციალური ტურების, ექსკურსიების მოწყობას;
სემინარების ჩატარებას;
შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან. ქვეპროგრამა
ემსახურებოდა ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ნორჩი
სპორტსმენების წახალისებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. ქვეპროგრამის
ფარგლებში შედგა შეკრება სფფ-ის რუხის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც
მონაწილეობა მიიღო გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 25 ნორჩმა
სპორტსმენმა. გაწეულმა ხარჯმა 795 ლარი შეადგინა.
„სპორტული
ინფრასტრუქტურის
განვითარების
ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების, აფხაზეთის
სახელით მოასპარეზე კლუბები/გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შენობანაგებობითა და სავარჯიშო პირობებით უზრუნველყოფა.
- ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდულ იქნა ქ. თბილისში დაბა
წყნეთში. ზონა „გ“, მაია წყნეთელის 66 ჩიხი N: 2-ში არსებული შენობა-ნაგებობის
სარეკონსტრუქციო სამუშაოები. (59 995.07 ლარი). სამუშაოების დასრულება
გადავადდა 2023 წლისთვის.
გაწეულმა ხარჯმა 59 145,22 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022
წელს.
- გარდა ამისა, ქ. თბილისის მერიის მიერ გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე
(ქ.თბილისი, სამგორის რაიონი, ს/კ 01.19.33.019.283) დაგეგმილია საერთაშორისო
სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურული სპორტული კომპლექსის აშენება.
2022 წელს ვერ მოხერხდა აზომვითი
სამუშაოებისა და პროექტის გეგმის
მომზადება, რადგანაც აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 320 000 ლარს
შეადგენდდა, ხოლო ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მხოლოდ - 118 000 ლარს.
საკითხის მოგვარება 2023 წლისთვის იგეგმება.
„აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობის“
ქვეპროგრამა
გულისხმობდა
საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე
გუნდებისა თუ კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ამერიკული
ფეხბურთი) ფინანსურ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანი იყო
ქართველი
სპორტსმენების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე,
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 5 კლუბი:
შპს „ვორიორსი“ (ამერიკული ფეხბურთი);
52
გაწეულმა ხარჯმა
შპს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“;
შპს რაგბის კლუბი „სოხუმი“;
შპს საფეხბურთო კლუბი დინამო სოხუმი;
შპს ფეხბურთის კლუბი ცხუმი სოხუმი;
180 000 ლარი შეადგინა. ქვეპროგრამა ამოქმედდა 2022 წელს.
ჯამში „სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებათა ინიციატივების
ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 378990,42 ლარი შეადგინა.
სპორტული და ახალგაზრდული აქტივობები ოკუპირებული აფხაზეთის
მიმართულებით
გარდა ზემოთ მოყვანილი 3
ქვეპროგრამისა („აფხაზეთის სასკოლო
სპორტული ოლიმპიადა“, „სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“, „ნორჩი
ფეხბურთელების საზაფხულო სკოლა“), რომელთა ბენეფიციარები გახლდათ
აფხაზეთში მცხოვრები სპორტსმენები და ახალგაზრდები, ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ფუნქციონირებად
სკოლებს
გადაეცა
დონორებისგან
მოპოვებული, დაახლოებით 9000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი:
ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ბურთები, ბადეები, ჭადრაკი;
სპორტული ფორმები, ხოლო საახალწლოდ 2695 ლარის ღირებულების საჩუქრები.
საქართველოს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროს მიერ სოფელ ანაკლიაში, ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში,
დაისვენა 49 მოსწავლემ ოკუპირებული გალის რაიონიდან, ხოლო სენაკის
საზაფხულო სკოლაში - 6-მა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სხვა აქტივობები
სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს პირველობებსა და
ტურნირებში აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობის მისაღებად გაიხარჯა
5 164 ლარი. სულ დაფინანსდა 10 ტურნირში აფხაზეთიდან დევნილი
სპორტსმენების მონაწილეობა.
53
ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობისა
და გარემოს დაცვის მიმართულება
მიმართულებით გაწეული საქმიანობის მოცულობა შეადგენს 618 457 ლარს,
რაც 205 157 ლარით (+49,63%-ით) მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით
(2021წ - 413300 ლ.).
მათ შორის: პროგრამული ნაწილი შეადგენს 575 771 ლარს, რაც 232991
ლარით (+67,87%-ით) მეტია 2021 წელთან შედარებით (2021წ - - 342 780 ლარი),
ხოლო დამატებითი ღონისძიებები - 42 686 ლარს.
მიმართულების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ
საკითხებს წარმოადგენდა: იგპ-ების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების,
აგრარული სექტორის მხარდაჭერის, დასაქმების ამაღლებისა და სამუშაო ძალის
განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; მცირე და საშუალო
მეწარმეობის ხელშეწყობა; დევნილთა ინფორმირება და
კონსულტირება
საინვესტიციო რესურსების მოზიდვისა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში
მონაწილეობის მისაღებად;
ეკონომიკურ პროექტებში საერთაშორისო
ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება.
მიმართულების ფარგლებში განხორციელდა 4 პროგრამა. კერძოდ:
1. „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა;
2. „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა;
3. ,,აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს
მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)
მარკეტინგული მომსახურების“ პროგრამა;
4. პროგრამა „სინერგია - პროექტების თანადაფინანსება აფხაზეთიდან
დევნილი და გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“
1. „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა
შედგებოდა 4
ქვეპროგრამისგან:
1.1 „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა;
1.2 „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა;
1.3 ქვეპროგრამა „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე“;
1.4 „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“
ქვეპროგრამა.
1.1 „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან
იგპ-ების საქმიანობის წამოწყების/“სტარტაპისა“ და განვითარების პროცესში
მხარდაჭერის გაწევა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებისა და
პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების უზრუნველყოფის გზით. კომისიურად
გამოვლინდა 24 გამარჯვებული. მათთვის შეძენილ იქნა 55482 ლარის
ღირებულების მოთხოვნილი აქტივები.
ქვეპროგრამის შესრულებამ 79 298 ლარი შეადგინა.
54
1.2 „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურების“ ქვეპროგრამის მიზანი იყო
აფხაზეთიდან იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად
მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური მომსახურების გაწევა რუხის
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში“.
რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში აფხაზეთიდან 400-მდე
იგპ-ს გაეწია კონსულტაცია/დახმარება ბიზნეს-პროექტების შედგენასა და შესაძლო
დაფინანსების წყაროების მოძიებაში. აგრეთვე, განხორციელდა ეკონომიკურსამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერი პროგრამების გამარჯვებულთათვის
განკუთვნილი აქტივებისა და ფასეულობების გადაცემა.
ქვეპროგრამის შესრულებამ 50 720 ლარი შეადგინა.
1.3. „ეკონომიკური მომსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“
ქვეპროგრამის მიზანი იყო ვეტერინარული მომსახურების გაწევა, გალის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასთან
დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და კრებსითი საინფორმაციოანალიტიკური მასალის შემუშავება აფხაზეთის მინერალური რესურსების შესახებ.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
- შესყიდულ იქნა 19 000 ლარის ვეტპრეპარატები, რომლებიც გადაეცა
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ და წინასწარ
შერჩეულ 8 ვეტსპეციალისტს. ვეტსპეციალისტებმა ჩაატარეს საშიში ინფექციური
(ზოონოზური) დაავადებების საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ვეტმომსახურეობა
გაეწია 18 198 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. შედეგად, სარგებელი მიიღო
დაახლობით 3304 ოჯახმა გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
- „ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო
პროგრამის“ ფარგლებში,
ნარგავების შესაწამლად გამოყოფილი
ქიმიური
პრეპარატის „ბიფენტრის“ 20000 ლიტრიდან 15000 ლიტრი „ბიფეტრინი“
გადაცემულ
იქნა
გაეროს
განვითარების
პროგრამისთვის/UNDP-ის
საკოორდინაციო
მექანიზმის
პროექტ
„დიალოგისთვის“,
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე განაწილებისა და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით.
დარჩენილი 5 000 ლიტრიდან 2 900 ლიტრი გადატანილ იქნა გალის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე და გადანაწილდა წინასწარ შემუშავებული სიის მიხედვით, ხოლო
დარჩენილი 2100 ლიტრი გამოყენებულ იქნა შენობა-ნაგებობების ქიმიური
დამუშავებისთვის. შედეგად, პირდაპირი სარგებელი მიიღო დაახლოებით 7600
ოჯახმა (მათი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით დაახლოებით 20 600
ბენეფიციარმა);
- მომზადდა
კრებსითი საინფორმაციო-ანალიტიკური
მასალა
აფხაზეთის მინერალური რესურსების შესახებ.
ქვეპროგრამის ფაქტიურმა შესრულებამ 84 800 ლარი შეადგინა.
1.4 „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურების“
ქვეპროგრამა
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილთათვის (მათ შორის
დევნილთა
კოლექტიურ
ჩასახლებებში)
დეფექტური
აქტებისა
და
55
ხარჯთაღრიხცხვის შედგენა. ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად,
50
ობიექტზე
მომზადებულ
იქნა
სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოებთან
დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის
დოკუმენტაცია.
ქვეპროგრამის ფაქტიურმა შესრულებამ 27 500 ლარი შეადგინა.
ჯამში „ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამის შესრულებამ
242 318 ლარი შეადგინა.
2. „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა
პროგრამა შედგებოდა 3 ქვეპროგრამისგან:
2.1 „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“
2.2 „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების
მხარდაჭერა“
2.3 „დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის გაძლიერება“
2.1 „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“
ქვეპროგრამის მიზანი იყო აფხაზეთიდან დევნილთა უკვე არსებული
სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება მათი საქმიანი წინადადებებისა და ბიზნესპროექტების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
კომისიური წესით გამოავლინა 19 გამარჯვებული, რომლებისთვის
შესყიდულ იქნა 91 770 ლარის ღირებულების მოთხოვნილი აქტივები.
ქვეპროგრამის ფაქტობრივმა შესრულებამ 114 777 ლარი შეადგინა.
2.2 „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების
მხარდაჭერა“
ქვეპროგრამის მიზანი იყო საკომისიო და საკონკურსო საფუძველზე
ბენეფიციარების უზრუნველყოფა მრავალწლიანი ნერგებით (კაკალი, ტყემალი და
ქლიავი), ასევე, ბენეფიციარების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე
მომავალი“ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ა(ა)იპ
„სოფლის
განვითარების
სააგენტოსთან“
გაფორმებული
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, „დანერგე მომავალის“
ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საერთო
ღირებულების 70%-ს ფარავს სახელმწიფო, 20%-ს - აფხაზეთის ა(ა)იპ
„ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“(მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარისა), ხოლო
დარჩენილ 10%-ს - თავად ბენეფიციარი. რაც შეეხება ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ
ბენეფიციარებს, მათი თანადაფინანსების სქემა შემდეგნაირია: სახელმწიფო
აფინანსებს ბენეფიციარის პროექტის საერთო ღირებულების 80%-ს, სააგენტო 10%-ს (მაგრამ, არაუმეტეს 1500 ლარისა), თავად ბენეფიციარი 10 %-ს.
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად 42 ბენეფიციარს გადაეცა 28 100
ლარის ღირებულების 2 468 ცალი ნერგი (კაკალი, ქლიავი და ტყემალი), ხოლო
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილე ერთ ბენეფიციარს გაეწია
თანადაფინანსება 2500 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ფაქტიურმა შესრულებამ 68 000 ლარი შეადგინა.
56
2.3 „დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის გაძლიერება“
ქვეპროგრამის მიზანი იყო მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული და/ან ამ
დარგით დაინტერესებული აფხაზეთიდან დევნილთა მხარდაჭერა შესაბამისი
აღჭურვილობითა (სკებით) და ამანათნაყრებით უზრუნველყოფის გზით. შედეგად,
58 გამარჯვებულ ბენეფიციარს გადაეცა ფუტკრის ბიოლოგიური ამანათნაყარის
დაკომპლექტებული, შესაბამისი რაოდენების სკა. გამარჯვებულთა
შორის
გამოვლენილ 21 ყველაზე წარმატებული ბენეფიციარს დამატებით გადაეცა
მეფუტკრეობის სპეციფიკური ინვენტარი, რომელიც უსასყიდლოდ ,,თურქეთის
თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ” TIKA-მ გადმოგვცა.
ქვეპროგრამის ფაქტიურმა შესრულებამ 65 000 ლარი შეადგინა.
ჯამში „ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამის შესრულებამ 247 777
ლარი შეადგინა.
3. „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს
მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)
მარკეტინგული მომსახურების“ პროგრამა
პროგრამის ფარგლებში თითოეული პოლიკლინიკისათვის შეიქმნა
სოციალური გვერდი, რაც მიზნობრივი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისებთან
და აქციებთან დაკავშირებული ინფორმაციების ეფექტიანი ფორმით მიწოდებას
უზრუნველყოფს. შეიქმნა პოსტერები, ახალი ლოგოები ინდივიდუალურად
პოლიკლინიკებისთვის და სოციალური გვერდების ქავერები.
პროგრამის შესრულებამ 29 660 ლარი შეადგინა.
4. „სინერგია - პროექტების თანადაფინანსება აფხაზეთიდან დევნილი და
გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“ პროგრამა
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ჩეხეთის საელჩოს 2022 წლის საგრანტო
პროგრამაში გამარჯვებული პროექტი ,,ჩირის გადამამუშავებელი სოციალური
საწარმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 122 482 ლარს. აქედან ჩეხეთის
მხარის დაფინანსებამ შეადგინა 45 640 ლარი, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 56 016 ლარი, ხოლო ა(ა)იპ-ის „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და
თანადგომისთვის“ საკუთარი სახსრებიდან - 20 825 ლარი.
სოციალური საწარმო გაიხსნა 2022 წლის 9 სექტემბერს. დასაქმდა 7 პირი. 5მა თანამშრომელმა გაიარა შესაბამისი გადამზადება (ტრენინგი).
ეკონომიკური მიმართულების სხვა აქტივობები:
შემუშავდა პროექტი „მობილური შეფუთვა/დაფასოების
სერვისი
საოჯახო
მეურნეობების
წარმოების
განვითარებისთვის“,
რომელიც
დააფინანსა სლოვაკეთის საერთაშორისო
თანამშრომლობის განვითარების
სააგენტომ (SAIDC). ბიუჯეტი - 14 000 ევრო (42686 ლარი). პროექტის მიზანი იყო
ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში მცხოვრები იგპ-ების საოჯახო მეურნეობების
მხარდაჭერა, მათი ნაწარმის ღირებულებისა და შემოსავლების ზრდა მობილური
შეფუთვა-დაფასოების სერვისის მიწოდების გზით. მოძიებული იქნა პროექტის
57
ბენეფიციარები და ინფორმაცია შესასყიდ ტექნიკა-დანადგარებზე, რომელთა
შესყიდვა განხორციელდება 2023 წლის I-II კვარტალში.
საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად წარდგენილ იქნა შემდეგი
პროექტები:
- ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მეწარმეობის ხელშეწყობის
გზით (სამეგრელო - ზემო სვანეთი); ბიუჯეტი - 29 976 ევრო. წარედგინა
სლოვაკეთის საელჩოს. შედეგი - განხილვის ეტაპზეა.
- სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური
საზოგადოებისთვის ბიუჯეტი; - 14 000 ევრო.
წარედგინა საქართველოს
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG). შედეგი განხილვის ეტაპზეა.
- ვაჭრობის ინიცირება ჩეხეთსა და საქართველოს შორის; ბიუჯეტი - 1 202
530 CZK. წარედგინა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს. შედეგი - განხილვის
ეტაპზეა.
დაინტერესებულ პირებს და მეწარმებს უტარდებოდათ ბიზნესკონსულტირება, ეძლეოდათ რეკომენდაციები. აღმოჩენილი იყო
პრაქტიკულ
დახმარება პროექტების მომზადების საკითხებზე. ჯამში მომსახურება გაეწია 42
ბენეფიციარს.
სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო
პალატის მხარდაჭერით, გარე და შიდა საგამოფენო სივრცეში მოწყობილ
გამოფენა/გაყიდვაში 24 მეწარმემ, ჯამში 67-ჯერ მიიღო მონაწილეობა, რამაც ხელი
შეუწყო მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასა და მათი პროდუქციის
შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ფუნქციონირებს განახლებადი ონლაინ ბიზნეს კატალოგი, რომელიც
აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.
ამჟამად განთავსებულია ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილი 77 მეწარმის
საქმიანობის შესახებ (http://chamber.abcci.ge/home).
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პალატის
ორგანიზებით, აფხაზეთის დევნილი მეწარმეებისათვის გაიმართა ტრენინგი
,,შრომითი
უსაფრთხოების
საკითხების
რეგულირება
საქართველოს
კანონმდებლობაში“.
ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოიცა ბუკლეტები ,,პრაქტიკული
რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების
საკითხებში“.
გამოიცა
ორენოვანი
(ქართულ-ინგლისური)
განახლებული
სტატისტიკური კრებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა 1985-1992 წ.წ.“.
58