საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების მარიამ ხურცილავას და ქრისტინე გაბისონიას მიერ წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1551/23; 30.01.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-15
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-7327/23
15-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე განიხილა მარიამ ხურცილავას და ქრისტინე
გაბისონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-1551/23; 30.01.2023). წინადადების ავტორი ითხოვს, რომ
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
შვებულების დროს სახელმწიფომ მონაწილის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2%.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებისას (ამ
შემთხვევაში, შვებულების ანაზღაურებაში არ იგულისხმება ამ შვებულების პერიოდზე
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება 2000 ლარის ოდენობით) ხდება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონით დადგენილი შენატანების განხორციელება, მათ
შორის სახელმწიფოს მხრიდან ხელფასის 2%-ის ოდენობით თანაგადახდა. საჯარო
სამსახურში
„დეკრეტული“
შვებულება
ანაზღაურებადია,
კერძო
სექტორში
კი
ეს
დამოკიდებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებაზე. დამსაქმებელი არაა
ვალდებული
აანაზღაუროს
„დეკრეტული“
შვებულება;
დამსაქმებლებზე
ასეთი
ვალდებულების პირდაპირ დაკისრება მსოფლიო პრაქტიკაში როგორც წესი არ ხდება; ასეთი
ვალდებულების დაწესება კერძო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე მნიშვნელოვნად
გაზრდის მათ დანახარჯებს, რაც შეამცირებს დამსაქმებლის მოტივაციას დაასაქმოს ქალები
და გააუარესებს ქალთა დასაქმების პრობლემას. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი არ
ანაზღაურებს აღნიშნულ შვებულებას, საპენსიო შენატანების განხორციელება არ ხდება, მათ
შორის არც სახელმწიფოს მხრიდან.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
1)
დაგროვებითი
საპენსიო
სისტემის
ფარგლებში,
სახელმწიფო
მონაწილის
სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულის
დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს, ამასთან ერთად საპენსიო შენატანები, საინვესტიციო
მოგება და პენსია გათავისუფებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან, რაც
მნიშვნელოვნად
გაზრდის
ამ
სისტემის
ფარგლებში
გასაცემი
პენსიის
ოდენობას.
შედარებისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
წევრ ქვეყნებიდან არცერთს არ აქვს ასეთი ფართო შეღავათები დაგროვებით საპენსიო
სისტემაში. სახელმწიფოს მხრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაში დიდი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მოცულობის თანხები იხარჯება (2022 წელს დაიხარჯა 275 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს
დაგეგმილია 310 მილიონი ლარის დახარჯვა). აგრეთვე, აღსანიშნავია მიუღებელი
საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ოდენობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის
ფარგებში
დაწესებული
თანაგადახდის
არსი
საგადასახადო
მდგომარეობს
შეღავათების
ადამიანის
გამო.
მიერ
სახელმწიფოს
სიბერისთვის
მხრიდან
დანაზოგის
განხორციელების წახალისებაში - დასაქმებულის შენატანს ემატება შესაბამისი თანხა, ასეთია
საერთაშორისო პრაქტიკაც, ხოლო თუ დასაქმებული არ იხდის შენატანს, მაშინ სახელმწიფოს
მხრიდან შენატანის გადახდის გაგრძელება არ შეესაბამება თანაგადახდის არსს და მიზნებს.
აქედან
გამომდინარე,
მიზანშეუწონელია
დამატებითი
შეღავათების
შემოღება,
რაც
გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაუმართლებელ ზრდას.
2) საქართველოში ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასებს შორის არსებული
სხვაობა, სავარაუდოდ გამოიწვევს განსხვავებას ქალებისა და კაცების საპენსიო დანაზოგების
საშუალო ოდენობაში. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს საპენსიო სისტემა ცალსახად
უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქალებს კაცებთან შედარებით; ზოგ შემთხვევაში
უპირატეს მდგომარეობაშია ქალი პენსიონერი: დაგროვებითი პენსიის ფარგლებში მას აქვს
უფლება კაცთან შედარებით 5 წლით ადრე გავიდეს პენსიაზე და გამოიყენოს საპენსიო
დანაზოგი; სახელმწიფო პენსიის მიღებაც 5 წლით ადრე შეუძლია, რითაც ქალები საშუალოდ
სახელმწიფო პენსიის სახით უფრო მეტ თანხას იღებენ, რადგან მათთვის უფრო დიდი ხნის
განმავლობაში ხდება პენსიის გადახდა.
შემოთავაზებული წინადადება ვერ მოახდენს ქალებისა და კაცების საპენსიო
დანაზოგების საშუალო ოდენობაში განსხვავების მნიშვნელოვან შემცირებას: დაგროვებითი
საპენსიო სქემის მონაწილეთა დიდ ნაწილს ათწლეულების განმავლობაში მოუწევს თანხის
დაგროვება (დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური
შენატანის სახით, რაც შეადგენს ხელფასის 6%-ს), ამდენად, „დეკრეტული“ შვებულების
პერიოდზე სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი შენატანით აკუმულირებული თანხა ვერ გახდება
პენსიაზე გასვლისას არსებული საპენსიო დანაგროვის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ქალებისა და კაცების საპენსიო დანაზოგების საშუალო ოდენობაში განსხვავების
შემცირების
ხელშეწყობა
არა
ფრაგმენტული
ღონისძიებებით,
არამედ
საკითისადმი
კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი: საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ მიმართულებებს შორისაა
აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება, აგრეთვე
გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირება. სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
ხელშეწყობით გაზრდილი დასაქმების დონე, აგრეთვე შემცირებული სახელფასო სხვაობა და
აუნაზღაურებელი შრომის მოცულობა გამოიწვევს დაგროვებული თანხების ოდენობას შორის
სხვაობის შემცირებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე