ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2023-05-19
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა ერთობაშია“
3006/3-6/23
24-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
გიორგი ამილახვარს
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე ინტერპელაციის წესით
მოგმართავთ შემდეგი კითხვებით:
საქართველოს მთავრობის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ
არაერთხელ გაჟღერდა დაპირება სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის
დანერგვასთან
დაკავშირებით
თუმცა
დღემდე
აღნიშნული
დაპირება
არ
შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც გავლენას ახდენს მათი
სწავლის ხარისხზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო
სკოლებში 50,130 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ირიცხება. ჩატარებული
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) გვიჩვენებს,
რომ საქართველოს
მოსწავლეთა 77% ხანდახან (42%) ან ყოველდღიურად (35%) განიცდის შიმშილს. ეს
გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსწავლეთა ფიზიკურ და კოგნიტურ
განვითარებას, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ განათლებისა და ჯანმრთელობის
კონსტიტუციურ
უფლებებს.
საერთაშორისო
გამოცდილება
გვიჩვენებს,
რომ
ხსენებულ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას სასკოლო კვების პროგრამა
წარმოადგენს.
საგულისხმოა რომ 2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარებული
კვლევის მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სკოლის საათებში კვება
სახელდება და ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%)
არასდროს იკვებება. „სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია
მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე
ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უმრავლესობა
(83.2%)
დარწმუნებულია,
რომ
ბავშვის
კვება
სკოლამ
უნდა
უზრუნველყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს
ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი
ფინანსები.
შესაბამისად გთხოვთ გვიპასუხოთ
კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების
პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად.
რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა.
მოგვაწოდათ,
სამინისტროს
ხედვა
მოსწავლეთა
კვების
პროგრამის
შემუშავებაზე, მისი განხორციელების გზებზე, მართვისა და ლოჯისტიკის
საკითხებზე.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ლევან ბეჟაშვილი
წერილი
*MES0230000559858*
MES 0 23 0000559858
18/05/2023
საქართველოს პარლამენტის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული
ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ფრაქციის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ ლევან ბეჟაშვილს
ბატონო ლევან,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილი თქვენი 2023
წლის 24 აპრილის N3006/3-6/23 წერილის (სამინისტროში რეგისტრაციის N447489; 24.04.2023)
პასუხად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე გაცნობებთ,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან თანამშრომლობით 2020 წლიდან
ინტენსიურად მუშაობს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2020-2021 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდთან და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე
გერმანული ფონდის Bread for the World (BfdW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა
„სასკოლო კვების კვლევითი პროექტი“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა პოლიტიკის
დოკუმენტი "საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და
პერსპექტივები".
საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სასკოლო კვების პროგრამის განხორციელება
კომპლექსური, მრავალფაქტორიანი და მრავალსექტორიანი პროგრამაა,
თუმცა
ამავდროულად აუცილებელი და ღირებული როგორც მისი პირდაპირი მნიშვნელობით
(კვებით უზრუნველყოფა), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო ასპექტითაც. მისი
განხორციელებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ინფრასტრუქტურა (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო,
წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა);
კვების რაციონის სტანდარტები ნუტრიციულად დაბალანსებული საკვების
მიწოდებისთვის;
სურსათისა და ნედლეულის საკმარისი მარაგი და უსაფრთხო მიწოდების პირობები;
მომწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება ბიზნეს-სექტორის
შესაძლებლობების შესწავლასა და მხარდაჭერასთან;
სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობა ჯანსაღი საკვების მიმღებლობასთან
დაკავშირებით (რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალურად);
შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადება.
შესაბამისად, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ პარტნიორ სამინისტროებთან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და
გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით შეისწავლა საერთაშორისო და
ადგილობრივი გამოცდილება, ასევე განხორციელდა არაერთი თანმდევი აქტივობა. ზემოთ
ჩამოთვლილი სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი
სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროები წარმოდგენილნი არიან მინისტრის
მოადგილეების დონეზე, ხოლო ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო.
საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საჭირო
იქნება დივერსიფიცირებული მიდგომების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სკოლის
მზაობაზე, ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე
ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესებაზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მდგომარეობა
განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით - სკოლების სიმძლავრის, დატვირთვისა და
ცვლების შესაბამისად. აღნიშნული პროცესს წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი
ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი კვების
ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებს. საჯარო
სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია სასადილოების ან
მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობა.
სწორედ, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხის, რომელიც სამი ათწლეულია
მოსდევს ჩვენს სისტემას, გადაჭრის მიზნით კეთდება ის უპრეცედენტო
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს.
როგორც მოგეხსენებათ, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სასწავლო
გარემოს შექმნის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების
უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის
მშენებლობა/რეაბილიტაციას.
800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს,
სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო
ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე და
მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 სკოლის მშენებლობაზე (უფრო ზუსტად: 67
ასაშენებელი სკოლის ტენდერი დასრულებულია, 13-ის სატენდერო პროცედურები
მიმდინარეობს). პროექტის მომდევნო ეტაპზე 2024-2026 წლებში დარჩენილი 400 სკოლის
საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და მთავარი
კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ აუცილებელია
სერვისისთვის. პარალელურად სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო
გამოცდილებასა და კვლევებზე, იმ მიდგომებსა და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ
შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან საკითხს ინფრასტრუქტურის
ზრდასთან ერთად. ამ პროექტს სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული დამუშავება და
ლოჯისტიკურად სწორად დალაგება. ვმსჯელობთ იმ მეთოდოლოგიაზე, იმ სისტემაზე, თუ
როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება.
უწყებათაშორის ფორმატში გრძელდება მუშაობა სასკოლო კვების პროგრამის სხვა
მიმართულებებზე. 2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით სსიპ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა პროექტი „სასკოლო
კვების პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის კონცეპტუალური ჩარჩო საქართველოსთვის“.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა საერთაშორისო გამოცდილება და სასკოლო კვების
ყველაზე რელევანტური მოდელები, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების
ინფრასტრუქტურული მზაობა, ხოლო ერთი რეგიონი - შიდა ქართლი უფრო
ჩაღრმავებულად იქნა მოკვლეული. შიდა ქართლში შესწავლილი იქნა:
სკოლების ინფრასტრუქტურა (სკოლების შენობების დაგეგმარების, სამზარეულოსა და
სასადილოს, საკლასო ოთახების, კორიდორების, დარბაზების, ეზოს ფართობების,
სართულიანობის
ანალიზი)
და
ადამიანური
რესურსები
(მოსწავლეთა,
მასწავლებლებისა და სხვა ადამიანური რესურსების, ასევე, სასწავლო ცვლებისა და
დიდი შესვენების ხანგრძლივობის ანალიზი);
სასმელი წყლისა და ჰიგიენის (WASH) მდგომარეობა, მათ შორის, წყალმომარაგების
ტიპისა და სანიტარიული (საპირფარეშოები) მდგომარეობა, საპირფარეშოების გარდა
ხელსაბანების არსებობა და არსებობის შემთხვევაში მდგომარეობა.
სკოლებში გათბობის, საკვების მომზადებისათვის გამოყენებული ენერგიის წყაროს,
სასკოლო კვებისა და ნარჩენების (საყოფაცხოვრებო ნარჩენები და კანალიზაცია)
მართვის არსებული პრაქტიკა;
თვითმმართველობის, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებები.
სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას დაკმაყოფილებული უნდა
იყოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი საზოგადოებრივი კვების
ორგანიზებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული სტანდარტები. ასევე, კვების
მოდელის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის №01-306/ო
ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინი - „ჯანსაღი და
უსაფრთხო კვება სკოლაში“.
გარდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა, მნიშვნელოვანი
ძალისხმევაა გასატარებელი ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან ნედლეულის მარაგების
უწყვეტობის და სტაბილური სერვისის უზრუნველყოფისთვის, ასევე შესამუშავებელია
დაფინანსების/თანადაფინანსების მოდელები.
ზემოაღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შემუშავდა:
სასკოლო კვების მოდელები:
ტრადიციული სისტემა: სამზარეულო სკოლის შენობაში.
ცენტრალური/სატელიტური სამზარეულო: საკვები მზადდება ერთ ადგილას
(ცენტრალურ სამზარეულოში ან სხვა სკოლაში) და შემდეგ ტრანსპორტირება (ცივი,
გაყინული ან ცხელი) სხვა ადგილას (სატელიტზე) მომსახურებისთვის
ბუფეტი/კიოსკი: სწრაფი მომსახურება სასკოლო კვების მზა და შეფუთული პაკეტებით
(Lunch boxes)
რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო განათლების
საფეხურების მიხედვით მუშავდება სასკოლო კვების განხორციელების სხვადასხვა
სცენარები.
პატივისცემით,
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი
გიორგი ამილახვარი