ინტერპელაციის წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2711/3-17/23
10-04-2023
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს
ლევან დავითაშვილს
ბატონო ლევან,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით
მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ პარლამენტის 19 მაისის
პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოთ ქვემოთ ხელმომწერი პარლამენტის
წევრების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს, კერძოდ:
2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ანაკლიის
ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენდა 2.5 მილიარდ
დოლარს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა. თუმცა,
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პორტის
მშენებლობის შეთანხმება 2020 წლის იანვარში, ცალმხრივად შეწყვიტა. სამ წელზე
მეტი გავიდა, რაც ანაკლიის პროექტი გაჩერებულია და მთელი ამ ხნის განმავლობაში
გვესმის არაერთი ცრუ დაპირება მის განხორციელებასთან დაკავშირებით.
1. მიმდინარე წლის თებერვალში უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო
კონსულტანტების ჩართულობით, აპირებს ანაკლიის პროექტის ინვესტორის
გამოვლენას. პარალელურად, სახელმწიფო აპირებს არსებული საინჟინროგარემოსდაცვითი კვლევების განახლებას და გარკვეული სამშენებლო
სამუშაოების დაწყებას. ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ
ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია,
რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი
- 49 პროცენტის მფლობელი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კითხვა: არსებული მდგომარებით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს
ინტერესი ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები
არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ აღმოჩნდება რუსეთის ხელში?
2. თავდაპირველი პროექტის შესაბამისად, ანაკლიის პორტთან მისასვლელი
საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე სახელმწიფოს
საორიენტაციოდ უნდა დაეხარჯა 330 მილიონ ლარი. დღეის მდგომარეობით
მშენებლობის ღირებულება ალბათ გაიზრდება.
კითხვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ კერძო ინვესტორი
შეირჩევა, მანამდე სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის
მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში გზების გაყვანაც? რა სახსრებით
გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მიმდინარე
წელს, მაშინ, როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ
გათვალისწინებული არ არის? ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი
დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის
მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება
ბიუჯეტში? რა ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო
გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი?
3. როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს
მშენებლობაში ინვესტირებული აქვს 75 მილიონი დოლარი.
პორტის
კითხვა: რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს
აღნიშნული, არასადავო თანხა?
4. მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების
შეწყვეტას მოჰყვა კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება და აღნიშნული დავებით
მოთხოვნილი
კომპენსაცია
1.5
მილიარდ
დოლარს
აჭარბებს.
კითხვა: რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით?
ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა? ხომ არ
გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის წაგების
შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ
დათმობა ინვესტორებისათვის?
5. თავდაპირველი პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პირველი
გემი ანაკლიის პორტში 2020 წელს უნდა შემოსულიყო.
კითხვა: თქვენი აზრით, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრი
ნატო ჩხეიძე
პარლამენტის წევრი
როსტომ ჩხეიძე
პარლამენტის წევრი
ხათუნა სამნიძე
პარლამენტის წევრი
თამარ კორძაია
პარლამენტის წევრი
თეონა აქუბარდია
პარლამენტის წევრი
ხატია დეკანოიძე
პარლამენტის წევრი
დავით უსუფაშვილი
პარლამენტის წევრი
არმაზ ახვლედიანი
პარლამენტის წევრი
ბექა ლილუაშვილი
პარლამენტის წევრი
მიხეილ დაუშვილი
პარლამენტის წევრი
სალომე სამადაშვილი
პარლამენტის წევრი
ანა ნაცვლიშვილი
წერილი
4/26/2023
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
26 / აპრილი / 2023 წ.
იუსტიციის სახლი
ზ. გამსახურდიას
სანაპირო №1
0114 თბილისი,
საქართველო
+995 32 299 11 11
ministry@moesd.gov.ge
KA020133515098923
№ 17/3273
საქართველოს პარლამენტის
წევრებს
ბ-ნ რომან გოცირიძეს
ქ-ნ ნატო ჩხეიძეს
ბ-ნ როსტომ ჩხეიძეს
ქ-ნ ხათუნა სამნიძეს
ქ-ნ თამარ კორძაიას
ქ-ნ თეონა აქუბარდიას
ქ-ნ ხატია დეკანოიძეს
ბ-ნ დავით უსუფაშვილს
ბ-ნ არმაზ ახვლედიანს
ბ-ნ ბექა ლილუაშვილს
ბ-ნ მიხეილ დაუშვილს
ქ-ნ სალომე სამადაშვილს
ქ-ნ ანა ნაცვლიშვილს
თქვენი მიმდინარე წლის 10 აპრილის #2711/3-17/23 წერილის პასუხად, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრომ განიხილა თქვენი ინტერპელაციის წესით წარმოდგენილი
შეკითხვები და აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ:
1.
კითხვა: არსებული მდგომარეობით, რომელი ქვეყნების ინვესტორებმა გამოხატეს ინტერესი ანაკლიის
პორტის მშენებლობაში მონაწილეობაზე და რა გარანტიები არსებობს, რომ მოცემული 49%-იანი წილი არ
აღმოჩნდება რუსეთის ხელში?
როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი. შესაბამისი
განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით, ინტერესთა გამოხატვისა და საკვალიფიკაციო
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 19 მაისი. მოცემულ ეტაპზე, სსიპ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში (შემდგომში-სააგენტო) არცერთი
ოფიციალური განაცხადი არ არის შემოსული, თუმცა შერჩევის პროცესის გამოცხადებამდე და მის შემდგომ
პერიოდშიც, სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ
პირთან, კერძოდ ევროპისა და აზიის ქვეყნების კომპანიების წარმომადგენლებთან (მათ შორის საზღვაო
დარგში წამყვან სამშენებლო და მსხვილ სანავსადგურე ოპერატორ კომპანიებთან). აღნიშნული
კონსულტაციები ასევე მიმდინარეობს კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების რეჟიმში, როგორც ეს
განსაზღვრულია განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტით.
ამასთან, გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში დაუშვებლობის ან/და დისკვალიფიკაციის
კონკრეტული საფუძვლები განსაზღვრულია განზრახულობის შესახებ განაცხადის დოკუმენტში და
ეფუძნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
კითხვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანამ კერძო ინვესტორი შეირჩევა, მანამდე
სახელმწიფო მიმდინარე წელს დაიწყებს ანაკლიის პორტის მშენებლობას. იგულისხმება თუ არა ამაში
გზების გაყვანაც? რა სახსრებით გეგმავს მთავრობა პორტის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას
მიმდინარე წელს, მაშინ, როდესაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ
არის? ახალი პროექტის შესაბამისად, რამდენი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაკლიის პროექტის
პირველი ფაზის მშენებლობისათვის და რა რესურსებით მოხდება ამ თანხების მობილიზება ბიუჯეტში? რა
ეტაპზეა ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტი?
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/42dc1177-131a-4acf-b512-c0632348abb5.html
1/2
2.
4/26/2023
როგორც
იუსტიციის სახლი
მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს დაგეგმილია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
სამშენებლო სამუშაოების დაწყება. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე მუშაობა
მიმდინარეობს და დაზუსტდება უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება გზებისა და რკინიგზის მშენებლობას,
აღნიშნული სამუშაოების დაწყების კონკრეტული ვადა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაციით ამ ეტაპზე არ
არის განსაზღვრული, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი ღონისძიებები შესაძლოა დაწყებულ იქნეს
მიმდინარე წელს. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, 2021 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო
კომპანია MTBS ის მიერ შესრულებული დაანგარიშებით, პროექტის პირველი ფაზის ღირებულება
შეადგენდა საორიენტაციოდ 500 მილიონ აშშ დოლარს. თუმცა, სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი
ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის,
მათ შორის, კაპიტალური ხარჯების ღირებულების განახლება, რომელიც დასრულდება უახლოეს კვირებში.
3. კითხვა : როგორც ცნობილია , ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ინვესტირებული
აქვს 75 მილიონი დოლარი. რა შემთხვევაში, რა ვადებში და ვინ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს აღნიშნული,
არასადავო თანხა?
შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ პროექტთან დაკავშირებით განხორციელებული
დანახარჯები წარმოადგენს დავის საგანს საერთაშორისო არბიტრაჟში. 2016 წლის საინვესტიციო
ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეწყვეტილ იქნა 2020 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ
ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში (ე.წ „ადრეული შეწყვეტის“ შესაბამისი მუხლების
საფუძველზე), ინვესტორის მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული დანახარჯები არ ექვემდებარება
ანაზღაურებას.
4.
კითხვა: მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა
კონსორციუმისა და მისი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დაწყება
და აღნიშნული დავებით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რა მოლოდინი გაქვთ
აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით? ამ დავის წაგების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას
მიიღებს მთავრობა? ხომ არ გამოიწვევს ეს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებას? ასევე, დავის
წაგების შემთხვევაში, ხომ არ მოუწევს სახელმწიფოს 51%-იანი წილის უსასყიდლოდ დათმობა
ინვესტორებისათვის?
კონკრეტული მოლოდინების დაფიქსირება საარბიტრაჟო დავის შედეგთან დაკავშირებით სცილდება
სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციები
გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი
შედეგის დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული შედეგი არ აისახება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის
შემდგომ განხორციელებაზე, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობასა, თუ ახალ ინვესტორთან
ხელშეკრულების გაფორმებაზე. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა აღნიშნული
პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის და მტკიცე და ურყევი ნება განახორციელოს პროექტი,
რასაც ცხადყოფს 2023 წლის 20 თებერვალს გამოცხადებული შესარჩევი პროცესიც.
5.
კითხვა: თავდაპირველი პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ , პირველი გემი ანაკლიის პორტში
2020 წელს უნდა შემოსულიყო. თქვენი აზრით, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?
2023 წლის 20 თებერვლის განზრახულობის შესახებ განაცხადის მიხედვით, ნავსადგურის ოპერირების
დაწყება უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ
მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია
ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა გეგმავს
გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო
დააჩქარებს მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების დაწყების ვადებს.
პატივისცემით,
მინისტრი
file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/42dc1177-131a-4acf-b512-c0632348abb5.html
ლევან დავითაშვილი
2/2