„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 2281 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„5. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების
ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი, გარდა ამ
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ერთი პოლიტიკური პარტიის ან
საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე
პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ
მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი
პარტიის წევრობა.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, 2024 წლის
არჩევნებში
არჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობამდე,
ერთი
პოლიტიკური პარტიის, ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის
წარდგენით
არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა
შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის
ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა. ამგვარად, წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უფრაქციო პარლამენტის წევრებს,
რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში
შემავალი პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და
2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე,
ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფისთვის
მინიჭებული უფლებამოსილებებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით.
ამდენად,
მის
ახლებურად
მოსაწესრიგებლად
აუცილებელია
ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიღების
შემთხვევაში, ახლებურად მოწესრიგდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
შექმნის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც
დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი
პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და ისარგებლონ
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფისთვის მინიჭებული
უფლებამოსილებებით.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-5 პუნქტში. ცვლილების მიხედვით, 2024
წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი
პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის
წარდგენით
არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან
პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან
საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის
პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას, რადგანაც პარლამენტის საგაზაფხულო სესია მთავრდება 2023 წლის
ივნისის თვეში, რის გამოც დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების
შემთხვევაში დიდი ხნით გადაიწევს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის
მსურველ დეპუტატებს, ისარგებლონ იმ უფლებამოსილებით, რასაც აღნიშნული
ჯგუფი ითვალისწინებს.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის
პროექტით გათვალისწინებული საკითხის ახლებურად მოწესრიგების შედეგად
გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
თუ
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მიღების
შედეგად
პარლამენტში
დამატებით შეიქმნება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, ასეთ შემთხვევაში
შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ვინაიდან
საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფის
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით
გაღებული თანხების მიმღებ პირებს მოუწევთ გადასახადების გადახდა სახელმწიფო
ბიუჯეტში. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებული
იქნება საქართველოს პარლამენტში დამატებით შექმნილი პოლიტიკური ჯგუფების
რაოდენობასა და მათ წარმომადგენლობაზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი მეტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის
შესაძლებლობას
აჩენს
და,
პოლიტიკური
ჯგუფების
ბიუჯეტიდან
დამატებითი
შესაბამისად,
და
მათი
ხარჯების
იზრდება
ახალი
საპარლამენტო
ფუნქციონირებისთვის
პარლამენტის
გაღების
პარლამენტის
ალბათობა.
რეგლამენტის პროექტის მიღებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ოდენობა
დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, შეიქმნება თუ არა, ან დამატებით რამდენი
პოლიტკური
ჯგუფი
შეიქმნება
პარლამენტში
და
როგორი
იქნება
მათი
წარმომადგენლობა.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
2281
მუხლის
თანახმად, პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს
ფრაქციას, მათ შორის, მასზე ვრცელდება რეგლამენტის 54-ე მუხლი, რომლითაც
განისაზღვრება ფრაქციის დაფინანსების წესი და გარდა ამისა, რადგან პოლიტიკური
ჯგუფის თავმჯდომარე სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციის
თავმჯდომარეს, მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
უფლებით,
ზემოაღნიშნულ
ხარჯებთან
დაკავშირებით შესაძლოა აღინიშნოს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის
თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო 5540 ლარის
ოდენობით, ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი
და ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, განისაზღვრება
ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ჯგუფის
წარმომადგენლობის
პროპორციულად
და
ფრაქციის
ანალოგიურად,
ჯგუფის
აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის
ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით
დაამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის
უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის, ფრაქციის თანამშრომელთა
სახელფასო ფონდის, ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო
თანხის),
ფრაქციის
წევრთა
რაოდენობის
726
ლარზე
ნამრავლის,
აგრეთვე
ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის
მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მიღებით,
პარლამენტში
დამატებით
პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შემთხვევაში, გაიზრდება იმ პარლამენტის წევრთა
შემოსავალი,
რომლებიც
თანამდებობებს.
გარდა
უზრუნველსაყოფად,
ასევე
შექმნილ
სუბიექტებში
ამისა,
პოლიტიკური
გამოიყოფა
თანხა
მათი
დაიკავებენ
ჯგუფის
შესაბამის
საქმიანობის
შესაბამისი
აპარატის
თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ამ ანაზღაურების
მიმღებ პირებზე. ფინანსური გავლენის მოცულობა (ოდენობა) დამოკიდებული
იქნება პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე და მათ წარმომადგენლობაზე.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
არ
ახდენს
გავლენას
გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)
სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
რეგლამენტის
პროექტის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.