საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-7370/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 107

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
5/15/23, 7:26 PM საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 15 მაისი 2023 10:00 2023 წლის 15 მაისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07/3-318; 03.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. https://parliament.ge/print/announcement/2188?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 15 მაისი 13.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N107 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა სხდომაზე მოწვეულები: გივი მიქანაძე (მომხსენებელი) - საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი მსხილაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ზურაბ მაჭარაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07/3-318; 03.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი 4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1 პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07/3-318; 03.05.2023) განხილვა; მოისმინეს: გივი მიქანაძის მოხსენება, რომლის თანახმად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ემსახურება ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან მე-2 რეკომენდაციის შესრულების მიზანს, კერძოდ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება და საქმიანობა. ბოლო სამი წლის განმვალობაში გვაქვს იმგვარი ვითარება, რომ უკვე ანულირებული შეთანხმების შესაბამისად მიღებული ცვლილების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევა უნდა მომხდარიყო 90 ხმით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა შეუძლებელი იყო პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, მაშინ მათი არჩევა უნდა მომხდარიყო 6 თვით. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს იყო იმდენად არამართებული და აბსურდული ნორმა, რომ არა თუ ცესკოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებსაც არ აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც მოკლევადიანი გეგმები დაესახათ თავიანთი საქმიანობის მიმართულებით. შესაბამისად, ეს პროცესი შევიდა ჩიხურ მდგომარეობაში, ამასთანავე მათ შეისწავლეს ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროცესი აუცილებლად საჭიროებს ნორმალიზებას, მითუმეტეს, რომ წელიწადნახევარში, 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება ეროვნული საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია ცესკო ფუნქციონირებდეს სრულფასოვნად, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს შესაძლებლობა ჰქონდეს მაქსიმალურად, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე განახორციელოს ის მნიშვნელოვანი მზადება, რომელიც აუცილებელი და საჭირო არის 2022 წლის დეკემბერში ფართო მანდატით დამტკიცებული ცვლილებების კონტექსტში. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილეველად წარმოდეგნილი საკანოონმდებლო ინიციატივის თანახმად შემოთავაზებულია ცვლილება, რომლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის 52-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილება იქნება შენარჩუნებული, ვინაიდან მისი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ საკონკურსო კომისიაში. აგრეთვე, კანდიდატების შერჩევის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია, რომ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს აკადემიური სექტორის წარმომადგენლებით, მსგავსად იმისა, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შერჩევასთან მიმართებაში. ცვლილების თანახმად, მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სრულიად საკმარისი იქნება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანალოგიური კვორუმი იქნება საჭირო ცესკოს წევრების დამტკიცებისათვის. თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას, მაშინ პრეზიდენტს შეეძლება დარჩენილი კანდიდატებიდან შეარჩიოს და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად. შესაბამისად, როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მოცემული ცვლილებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო მოქნილი სისტემა, არ ვიყოთ ჩიხურ მდგომარეობაში და ყოველ 6 თვეში ერთხელ არ ვირჩევდეთ კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის წევრებს, აგრეთვე არ გვქონდეს ის მოცემულობა, რომ გვყავდეს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილების ვადას აგრძელებს ჯერჯერობით გაურკვეველი პერიოდით. და არ გვყავდეს თანამდებობის პირი რომელსაც დასამტკიცებლად. 2 იმისათვის რომ საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და ხარვეზები აღმოიფხვრას ცესკოს წევრებთან ერთად, ცვლილების განხორციელების შემდგომ სერტიფიცირებას დაექვემდებარება ცესკოს თავმჯდომარეც. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებული იქნება საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა, კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით. აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: გიორგი მსხილაძემ მომხსენებელს მიმართა შეკითხვებით: - წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებისათვის, რამდენად საჭირო იყო საქართველოს პრეზიდენტისათვის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უფლების ჩამორთმევა და პროცესიდან ჩამოშორება? - შესაძლებელი იყო თუ არა საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტისათვის ზემოაღნიშნული უფლების ჩამორთმევის გარეშე? - თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანდიდატურების ვაკანტურ თანამდებობებზე არჩევას, მაშინ პრეზიდენტმა საიდან უნდა წარადგინოს კანდიდატები? ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების კონტექსტში, ცვლილებების შემოტანა ემსახურებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მენეჯმენტის გაუმჯობესებას, საარჩევნო პროცესის უფრო მეტ ინკლუზიურობას და შესაბამისად, არჩევნების მიმართ ნდობის გაზრდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მისი შეკითხვა ზოგადი ხასიათისა და აინტერესებს რა განსაკუთრებული ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო გარემოში 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იმ მიზნით, რომ არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი გაუმჯობესებულიყო? ევროპულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, ბექა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) სახელმძღვანელო დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებით, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფს პროცესში მეტი პოლიტიკური აქტორის ჩართულობას და მისასალმებელია. თვლით თუ არა, რომ კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი მნიშვნელოვანია არჩევნების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის გაზრდისათვის? ლევან ბეჟაშვილმა დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, სამართლებრივი თვალსაზრისით რა დატვირთვას ატარებს საქართველოს პრეზიდენტისათვის იმ უფლების ჩამორთმევა, რომელიც ორგანული კანონით არის განსაზღვრული, მაშინ როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა კვორუმის დაწევა, ისე რომ პრეზიდენტისათვის შენარჩუნებულიყო კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში დაცული იქნებოდა ბალანსი, რომ ცალსახად მხოლოდ ერთი სახელისუფლებო ინსტიტუციის ხელში არ ყოფილიყო ყველა ბერკეტი. როგორ განმარტავენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომ კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი მონაწილეობს გამწესებაში. „მონაწილეობას“ ყველა კონსტიტუციური სამართლის ყველა ექსპერტი განმარტავს, როგორც გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მხოლოდ პრეზიდენტის წარმომადგენლის მონაწილეობა საკონკურსო კომისიაში გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრული ზემოაღნიშნული დებულების ქვეშ მოიაზრება? არის კი პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციით განსაზღვრული ის თანამდებობის პირი, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს? დღევანდელი რეგულაციების მიხედვით ამგვარ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გენერალურ აუდიტორთან მიმართებაში და ისიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარლმენტის თავმჯდომარისათვის ორგანული კანონით ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება ანტიკოსნსტიტუციურად შეიძლება მივიჩნიოთ. 3 თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია: „ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არ არსებობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ანალოგიური ორგანოს წევრების და მით უმეტეს, მისი ხელმძღვანელი პირის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესის მსგავსი პროცედურებით არჩევის შესაძლებლობას“. თამარ კორძაია დაინტერესდა კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობენ და იმ ქვეყნებში, რომლებიც შესწავლილი იქნა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში, დგება თუ არა ყოველ არჩევნებზე ნდობა - არ ნდობის, სამართლიანობა-უსამართლობის, ლეგიტიმურობის საკითხი და შემდგომ ევროკავშირი თუ ადგენს ამ ქვეყნებში 12 პუნქტიან გეგმას, იმისათვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზით წავიდეს? მომხსენებელმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებას და განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტის თანახმად არანაირად არ ხდება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვა, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე და 53-ე მუხლის რედაქცია უნდა განვიხილოთ ერთიან სქემაში, სადაც 52-ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ კონკრეტულ ვითარებაში, გამწესებასთან დაკავშირებით, მოქმედებს იმ პრაქტიკითა და იმ წესით, რომელიც ორგანული კანონით არის განსაზღვრულით. რაც შეეხება 53-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის კონტექსტს, აქ ცალსახად არის საუბარი და უნდა გავიგოთ ისე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არანაირად არ იზღუდება, მაშინ როდესაც კონკრეტულ კომისიაში, რომელიც გამჭვირვალეობის დაცვით და სრული ღიაობით განახორციელებს შერჩევას, მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული, ნომინირებული პირი პრეზიდენტის მიერ დელეგირებული უფლებებით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მის მიერ წარდგენილი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ პირთა არჩევას, მაშინ ამოქმედდება ის მნიშვნელოვანი, ქმედითი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტის მონაწილეობას კიდევ უფრო ამყარებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრეზიდენტს შეეძლება დარჩენილი კანდიდატებიდან შეარჩიოს ინდივიდუალურად ერთ-ერთი კანდიდატი და პარლამენტს პირდაპირ წარუდგინოს განსახილველად. რაც შეეხება შეკითხვას, იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, 2022 წლის დეკემბერში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელსაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის მხრიდან და შეფასდა, როგორც უაღრესად პროგრესული. დეკემბერში განხორციელებულ ცვლილებებში კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 15 წინადადებიდან, 13 გათვალისწინებული იქნა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, რისი კონკრეტული მაგალითებიც მომხსენებელმა დაასახელა. პროგრესულად იქნა მიჩნეული აგრეთვე ხმის მიცემის ელექტრონულ ფორმაზე გადასვლა, მაშინ როდესაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში არჩევნები ჩვეულებრივი წესით ტარდება. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან არ ჩანს. ამგვარ სიტუაციაში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ხელისუფლების ძალიან პრაგმატული ნაბიჯების გამო, რომელთა მიზანს საარჩევნო პროცესის გაჯანსაღება და სრულყოფა წარმოადგენს. ამჟამად გვაქვს სიტუაცია, როდესაც ცესკოს არ ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და არჩეული წევრები, შექმნილია ჩიხური სიტუაცია და წარმოდგენილი საკანოონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ ჩიხური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს. 4 მომხსენებელმა თამარ კორძიას მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მოზადებისას შესწავლილი იქნა ძირითადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს, ეს საკითხი ისმება მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, მაგალითად ზოგოიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არასწორად წარმოდგენილი პარალელური დათვლის შედეგების საფუძველზე, შემდეგ უარს ამბობთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და პარალელურად აგრძელებთ საუბარს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, შემდეგ შემოდიხართ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში და მონაწილეობთ სხდომებში. ოპოზიციას, როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სჭირდება საკუთარ პოზიციებში სრულად ჩამოყალიბება, რაც შეეხება წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, იგი სრულ თავსებადობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. რაც შეეხება შეკითხვას იმის თაობაზე აქვს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რა თქმა უნდა აქვს და არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან, ვინაიდან 52-ე მუხლში არსებული მითითების შესაბამისად (მოქმედებს იმ პრაქტიკითა და იმ წესით, რომელიც ორგანული კანონით არის განსაზღვრული) ორგანული კანონით იქნება განსაზღვრული პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. ანალოგიური წესი მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევის შემთხვევაში. შეკითხვები დააზუსტეს და აზრი გამოთქვეს გიორგი მსხილაძემ, ლევან ბეჟაშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, თამარ კორძაიამ. /დისკუსიის დეტალური აუდიო ჩანაწერი თან ახლავს/ ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამართული დისკუსია და აღნიშნა, რომ მსჯელობისას ხშირად იქნა გამოყენებული შეფასება - „ჩიხური მდგომარეობა“, რაც მისი აზრით, არის ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობა, შესაბამისად ოპოზიციას არ უნდა დაავიწყდეს თავისი პასუხისმგებლობა, როდესაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ განახორციელა ამომრჩევლის ნების, მთლიანად ინსტიტუციის და კონსტიტუციის პირდაპირი საბოტაჟი. ამ საბოტაჟის შედეგი იყო ის ჩიხური კანონმდებლობა, რომელმაც მიგვიყანა იქამდე, რომ წარმოუდგენელი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, ვინაიდან თუ ის ძალა, რომელმაც თავიდანვე არჩევნების და ქვეყნის ბოიკოტი და საბოტაჟი განახორციელა, არ იქნება თანახმა, ვერ აირჩევ საარჩევნო კომისიას - ეს გახლავთ ჩიხური მდგომარეობა. დღეს ალბათობა იმის, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში განხორციელდეს არჩევნების საბოტაჟი მაღალია. პასუხისმგებლობა მოქალაქეების და ქვეყნის წინაშე კი გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას. კომენტარები გააკეთეს თამარ კორძაიამ და ლევან ბეჟაშვილმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დამაზუსტებელი შეკითხვები იყო უფრო პოლიტიკური ხასიათის განცხადებები და სამართლებრივი არგუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, რაც ცალსახად ცხადყოფს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა სრულ თავსებადობაში არის საქართველოს კონსტიტუციასთან და არსად წარმოდგენილი კანონპროექტის კონტექსტში არ იკითხება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოეთიშა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის პროცესს, ვინაიდან უზრუნველყოფილია მისი მონაწილეობა საკონკურსო კომისიაში მის მიერ წარმოდგენილი წევრის მეშვეობით, ხოლო პირველ ჯერზე თუ ვერ მოხდება არჩევა, მას შეეძლება დარჩენილი კანდიდატებიდან დაასახელოს და პირდაპირ წარადგინოს ერთი კანდიდატი. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი არ გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ამის არანაირი საჭიროება არ დგას, თუმცა ოპოზიციას შეუძლია ეს მოთხოვნა დააყენოს. საბოლოო ჯამში კანდიდატურების განხილვა ხდება საქართველოს პარლამენტის სხდომაზე და ყველა პოლიტიკური სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, რაც უზრუნველყოფს პროცესის ინკლუზიურობას. 5 - - გივი მიქანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არანაირად არ არის და არ შეიძლება იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარება, არამედ ცესკოს საქმიანობის სრულყოფილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/318; 03.05.2023)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 5 წევრი წინააღმდეგი - 1 წევრი გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/318; 03.05.2023) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა გაეგზავნოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს, რომელიც დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ შეიქმნა კიდევ ორი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი: „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 61 პუნქტების, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა სხდომაზე წარმოდგენილ დანართში ასახული პროპორციების შესაბამისად, კერძოდ: 21 წევრიან კომიტეტებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 11 წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 3 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი 6 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1 წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ – 1 წევრი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შექმნის გამო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 13 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციიდან უცვლელი დარჩა 6 დელეგაციის შემადგენლობა და 7 დელეგაციის შემადგენლობაში განხორციელდა ცვლილებები. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - 1 ადგილი. 8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 3 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და 7 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 4 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; 9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 1 ადგილი; ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი. 10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 2 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 2 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი; დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ – 1 ადგილი. 11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 5 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი; დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი; ე) პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ – 1 ადგილი; ვ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი. 12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 6 ადგილი; ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 ადგილი; გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ – 1 ადგილი; დ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 8 ადგილი. 13) AIPA სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შემადგენლობა : ა) საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 2 ადგილი; ბ) საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები – 1 ადგილი. მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის განსაზღვრის პრინციპის განმარტებისა და დაზუსტებისათვის შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს ბექა ლილუაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა. განმარტებები გააკეტეს ირაკლი ქადაგიშვილმა და გიორგი კახიანმა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2, მე-3 და 41 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 16 წევრის შემადგენლობით, ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგნაირად: 1. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 8 წევრი; 2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 1 წევრი; 3. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი; 4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი; 6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; 7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი; 8. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ - 1 წევრი; 9 9. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? თაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 10