საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 16 მაისის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისათვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა’’ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: ბექა ოდიშარია (მთავარი მომხსენებელი), გივი ჭიჭინაძე, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, თამარ ჩარკვიანი)
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 8
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2180?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
16 მაისი 2023 15:00
2023 წლის 16 მაისი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა საკითხზე: დიასპორის ჩართულობა საქართველოს
განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა;
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ბექა
ოდიშარია;
თანამომხსენებელი: „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“
(ICMPD) პროექტების მენეჯერი - ქეთი გორგოშიძე.
5/16/2023, 6:38 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N8
2023 წლის 16 მაისი,
პლენარული სხდომის შესვენების დროს (15.00 საათი)
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ნოდარ ტურძელაძე,
ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, ნიკა მაჭუტაძე, კობა ნაყოფია, თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა საკითხზე: დიასპორის ჩართულობა საქართველოს
განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა.
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ბექა
ოდიშარია
თანამომხსენებელი:
„მიგრაციის
პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო
ცენტრის“ (ICMPD) პროექტების მენეჯერი - ქეთი გორგოშიძე
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი თემატურ
მოკვლევას იწყებს საკითხზე - დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის:
დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა. მან ასევე მოკვლევის აუცილებლობასა და
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, მიმდინარე მიგრაციული პროცესების ანალიზისა და ქვეყნის
განვითარების საქმეში ქართული დიასპორის აქტიური ჩართვის მიზნით კომიტეტმა
გაითვალისწინა
საზოგადოების
მაღალი
ჩართულობა,
საჯარო
ინტერესი
და
მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილ საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარება.
მისი
თქმით,
თემატური
მოკვლევა
მაღალი
რანგის
საერთაშორისო
ექსპერტების
ჩართულობით განხორციელდება. კომიტეტი თემატური მოკვლევის პროცესში აქტიურად
ითანამშრომლებს სხვადასხვა დარგობრივ უწყებებთან, მათ შორის: საგარეო საქმეთა
სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან.
ბექა ოდიშარიამ თემატური მოკვლევის საქმეში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს და მის დირექტორს, ეკატერინე ქარდავას.
ასევე, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) პროექტების
მენეჯერს, ქეთი გორგოშიძეს.
საკითხის თანამომხსენებელმა, ქეთი გორგოშიძემ დეპუტატებს ორგანიზაციის საქმიანობის
შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ
პროექტებს ახორციელებს.
მისი განმარტებით, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს“ დიდი
ხანია საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან
აკავშირებს წარმატებული თანამშრომლობა. განხორციელებული აქვთ საერთო პროგრამები.
ასევე, იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კომიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა.
მისი თქმით, დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი ანალიტიკურ დოკუმენტზე
მუშაობს, სადაც განხილული იქნება მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგადი
სიტუაცია საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკა და სტრატეგია დიასპორასთან
მიმართებაში. განხილული იქნება დიასპორის ჩართულობის პროგრამები. ექსპერტი ასევე
მიმოიხილავს მიგრაციის სტატისტიკას საქართველოში და რეგიონული ტენდენციებს.
მომხსენებლებმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა თემატური
მოკვლევის ჯგუფი საკითხზე: დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის:
დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა.
სხდომის თავმჯდომარე:
ბექა ოდიშარია
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი