საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად №26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-7577/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად №26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-05-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 108

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2192?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 17 მაისი 2023 11:00 2023 წლის 17 მაისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 5/17/2023, 12:15 PM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2192?local=true 5/17/2023, 12:15 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 17 მაისი 11.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N108 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა და ბაჩუკი ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხების დამატების თაობაზე: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. 2. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა 1 მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად # 26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ცნობილ იქნეს გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად #26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად #26 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი ხახუბიას უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის (პარტიულ სიაში N52) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - სალომე ჯინჯოლავა (პარტიულ სიაში N80). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი 2 გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლის სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3