საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან მგალობლიშვილის, ეკა სეფაშვილის, დავით სონღულაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის და ანზორ ბოლქვაძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/317; 03.05.2023) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-18
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-7669/23
17-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2023 წლის 3 მაისს, ჩვენ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „საქართველოს საგადასახადო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/317;
03.05.2023). მოგახსენებთ, რომ
კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან
გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, ინიციატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვითხოვოთ ინიცირებული
საქართველოს კანონის პროექტი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ლევან მგალობლიშვილი
პარლამენტის წევრი
ეკა სეფაშვილი
პარლამენტის წევრი
დავით სონღულაშვილი
პარლამენტის წევრი
გიორგი ჩაკვეტაძე
პარლამენტის წევრი
ანზორ ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge