საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ (№2-7678/23; 17.05.2023): ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/199; 21.04.2022) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მათიკაშვილის, გივი მიქანაძის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/4; 16.12.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (302 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (288 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (214 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (218 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-18
ბიუროს ნომერი 254
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7678/23
17-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/199; 21.04.2022);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/4; 16.12.2020).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge