საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/277; 26.04.2023) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7724/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-19
ბიუროს ნომერი 255

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-7724/23 18-05-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მ.წ. 17 მაისს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/277; 26.04.2023) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-7661/23 17-05-2023 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის პირველი მაისის N 247/2 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’(N07-2/277; 26.04.2023) წამყვანი კომიტეტის (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის) განხილვის ვადად განისაზღვრა 05.05. – 05.06., ხოლო სავალდებულო კომიტეტის(თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის) განხილვის ვადად 05.05. – 22.05. ვინაიდან, კომიტეტი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს საკომიტეტო მოსმენის გამართვას, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge