საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 6 თებერვლის №218/21 გადაწყვეტილებით დადგენილ 2023 წელს მინისტრის საათის (სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება) გამართვის განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებით გამოსვლა 13-16 ივნისის პლენარული სხდომების კვირაში, თავდაცვის მინისტრის მოხსენებით გამოსვლა 17-20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
წერილი
*GOV92300014328*
GOV 9 23 00014328
18/05/2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით,
უზრუნველყოთ ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023
წლის 6 თებერვლის №218/21 გადაწყვეტილებით შედგენილ - „2023 წელს მინისტრის საათის
(სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ საქართველოს
მთავრობის ცალკეული წევრების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მოხსენების) განრიგში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საათი გაიმართოს
მიმდინარე წლის 13 – 16 ივნისის კვირაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის
საათი - მიმდინარე წლის 17 – 20 ოქტომბრის კვირაში.
პატივისცემით,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ჯაველიძე რევაზ