საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტის“ (№07-2/269; 11.04.2023) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7862/23
19-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 244/12, 18.04.2023 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ბავშვის უფლებების შესახებ“
კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და
მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი (№07-2/269; 11.04.2023), რისი
განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 24 მაისამდე.
ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ხსენებული საკითხის ზემოთ
მითითებულ ვადაში განხილვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული
პროექტის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge