საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (№07-3/353; 22.05.2019) საქართველოს კანონის პროექტის და მისი თანდევი პროექტების განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7863/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7863/23 19-05-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილავს მის მიერვე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/353; 22.05.2019). აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია პირველი მოსმენით 2023 წლის 02 მაისს, შესაბამისად, მათი კომიტეტის მიერ მე-2 მოსმენით განხილვის ვადა დადგინდა 2023 წლის 23 მაისამდე. საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით განხილვისათვის მომზადების პროცესში მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები რელევანტურ მხარეებთან, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და შესრულდა მოცულობითი სამუშაო, თუმცა რიგი საკითხებისა კვლავ გადასაწყვეტია, რის გამოც კომიტეტი დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს დასახელებული კანონპროექტების მე-2 მოსმენით განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge