საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილების“ (№07-2/271; 13.04.2023) განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-22
ბიუროს ნომერი 255
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7865/23
19-05-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 244/6, 18.04.2023 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „რასობრივი
დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8
მუხლის ცვლილება“ (№07-2/271; 13.04.2023), რისი განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023
წლის 24 მაისამდე.
კომიტეტს საკითხის განხილვა დაგეგმილი ჰქონდა 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე,
თუმცა, მომხსენებლის გამოუცხადებლობის გამო, განხილვა ვერ შედგა, კომიტეტის
მორიგი სხდომის გამართვა კი დაგეგმილია ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული
ცვლილების განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge