„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგენი რედაქციით:
,,ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების
სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან
შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ
სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 2023 წლის 1
იანვრამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე
თვითნებურად დაკავებული მიწა;
გ) თვითნებურად დაკავებული მიწა –2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად
დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან
დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული),
აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში
არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის
გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან
დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ
მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი,
რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის
ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის
ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის
სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა;’’
2. 51 მუხლის მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება,
რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან
დანგრეული) განთავსებულია 2023 წლის 1 იანვრამდე,
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის
ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც
დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული)
2023 წლის 1 იანვრამდე არსებობის ფაქტს.“
3. მუხლი 74 ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :
,,2025 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება
შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.„
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
2007 წლის შემდეგ თვითნებურად დაკავებულ ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ
მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირები ვერ ახდენენ საკუთრების
რეგისტრაციას. ცვლილების მიზანია პირებს მივცეთ საშუალება საკუთრებაში
დაირეგისტრირონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ფლობენ.
მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიულ პირებს 2012 წლის 1 იანვრიდან ჩამოერთვათ
საკუთრების უფლების აღიარება, თუ მათ მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად
ჰქონდათ დაკავებული მიწა. სამწუხაროდ, მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის
შემთხვევაშიც სამინისტრო უარს ეუბნებოდა მფლობელს საკუთრების რეგისტრაციაზე,
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი სამინისტროს გადაწყვეტილება უცვლელად რჩებოდა
ძალაში. იურიდიული პირები, რომლებიც კონკრეტულ ნაკვეთს ჯერ კიდევ გასული
საუკუნის 80-90 იანი წლებიდან ფლობენ, თუმცა საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარი მიიღეს,
ამ ცვლილების საფუძველზე შეძლებენ გახდნენ მესაკუთრეები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონით პირებს არ შეუძლიათ საკუთრებაში დაირეგისტრირონ 2007 წლის შემდეგ
თვითნებურად დაკავებული ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
ცვლილების განხორციელება აუცილებელია ამ მოცემულობის შესაცვლელად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ მათ მფლობელობაში არსებული მიწის
ნაკვეთების რეგისტრაციას საკუთრებაში, ადამიანები გამდიდრდებიან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება მივცეთ, 2007 წლამდე და 2007 წლის
შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია
მოახდინონ. ამისთვის საჭიროა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული
პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების შესახებ’’ კანონში მოხდეს ცვლილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების
უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
არსებობს კანონის დაჩქარებული წესით განხილვის ობიექტური გარემოება :
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია.
ადამიანები სისხლის სამართლის დამნაშავედ ცხადდებიან და ბრალდებულები არიან
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მისაკუთრებაში.
მხოლოდ იმიტომ რომ საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციაზე შეიტანეს
განაცხადი და საჯარო რეესტრმა მათ საკუთრებაში გადასცა მიწის ნაკვეთები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლები..
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების
საფასურის ოდენობას, საბიუჯეტო კოდექსის დანართის N 40.15 – ის მიხედვით
შემოსული თანხები 100% მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება მომართვათა რაოდენობასა და საფასურებზე.
მიწის საკუთრებაში რეგისტრაციაზე მოთხოვნის გაზრდა გავლენას იქონიებს სსიპ საჯარო რეესტრის საკუთარ შემოსავლებზეც. გავლენის ოდენობა ამ შემთხვევაშიც
დამოკიდებული იქნება მომართვათა რაოდენობაზე. საჯარო რეესტრის მიერ
განსაზღვრულია ამ მომსახურების ვადა და საფასური : 4 სამუშაო დღე -150 ლარი; 1
სამუშაო დღე - 270 ლარი; იმავე დღეს - 350 ლარი.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მიწის
საკუთრებაში რეგისტრაციაზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, ეს მომსახურება
განხორციელდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებული
ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საფასურის
გადახდის შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირები მიიღებენ იმ ქონებას
საკუთრებაში, რომელსაც, ამ ეტაპზე ფლობს სახელმწიფო. ეს გამოიწვევს ამ პირების
და მათ ოჯახების ფინანსურ მოგებას და კეთილდღეობას.
მიწების რეგისტრაციის პროცესში ჩართული არიან კერძო პირები, რომლებიც
უზრუნველყოფენ მიწების აზომვას. ამ პროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება
მიმართვიანობა მიწების აზომვასთან დაკავშირებით, რაც გაზრდის ამზომველი
პირების მოგებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი