„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.05.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/325/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-05-29
ბიუროს ნომერი 257

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 226-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი თანამდებობის პირის მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ ‘’. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის თანახმად, სანქციები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის წევრებზე, რეგლამენტის 226-ე მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების შემთხვევაში. პარლამენტის წინა რეგლამენტში არ იყო მთავრობის წევრების მიმართ გათვალისწინებული გამონაკლისები, ხოლო ახალი რედაქციით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის წევრს, იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად მთავრობის წევრები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს იმ მოტივით, რომ მათ ამის გამო სანქცია არ დაეკისრებათ. მაგალითად, ხშირია შემთხვევები როცა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ, შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს მთავრობის წევრის მიმართ პარლამენტის წევრის კითხვით მიმართვის შემთხვევაში, კითხვის ადრესატი დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს დეპუტატის კითხვას. ამ შემთხვევაში ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლითა და პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმადაც, სავალდებულოა კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა. მიუხედავად კონსტიტუცია, სანქციების არგავრცელებისა, რეგლამენტი, ისევე როგორც მოითხოვს, რომ მთავრობის წევრმა დაიცვას რეგლამენტის 226-ე მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: ა.ა.ა) ქვეპუნქტში მოცემული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია რეგლამენტში ცვლილების განხორციელება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, გაუქმდება პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების და სანქციების არგავრცელების პრინციპი თანამდებობის პირის--საქართველოს მთავრობის წევრის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ის ჩაიდენს რეგლამენტის 226-ე მუხლის მე-2-ე პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის მე-5-ე პუნქტში. ცვლილების მიხედვით, ამ მუხლის მე-2-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პარლამენტი თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენებს ამ მუხლის მე-5-ე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეაგირების ზომას და ეს ზომა გავრცელდება საქართველოს მთავრობის წევრზეც. შესაბამისად, რეგლამენტის 226-ე მუხლის მე-5-ე პუნქტიდან მოხდება მთავრობის გამათავისუფლებელი ნორმატიული წევრის მიმართ შინაარსის პასუხისმგებლობისგან ამოღება, რათა შესაბამისი რეაგირების ზომა მასზეც ისევე გავრცელდეს, როგორც ეს პარლამენტის წინაშე სხვა ანგარიშვალდებულ პირებს შეეხებათ. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის სახელმწიფო, რეგლამენტის პროექტის ავტონომიური მიღება არ რესპუბლიკის არის დაკავშირებული რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც დამოკიდებული საქართველოს იქნება ვრცელდება რეგლამენტის რეაგირების პარლამენტის ზომაზე, დადგენილება ან პროექტის რომელსაც რეზოლუცია მოქმედება, განსაზღვრავს ან სახელმწიფო ხელმძღვანელი. თუმცა, რეგლამენტის პროექტი არ ახდენს პირდაპირ ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ 1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენა მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტს არ აქვს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე.